გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310019002836274
№ 3/5-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2-19 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივ--ი დავით მელი--ძე
მოსარჩელეები: ვლ------რ ჩე---------ი, იგ--რ ჩე---------ი
წარმომადგენელი: პა---ა ჯი--ა
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: ივ--ე ათ----–---–ი
მესამე პირი: ვ--იკ სტ------––-ა--
წარმომადგენლები: ნო-----ი გვ-------ე, სმ--ტ ხო-----ა--
თარჯიმა--: გალაქტიონ გავრელიშვილი
დავის საგა--: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნას ცნობილი:
1.1. საჯარო რეესტრის 2-19 წლის 0- იანვრის #6--- პასუხი;
1.2. 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტი;
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი:
1.3. 19-- წლის აპრილით დათარიღებული ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 20-- წლის 01 ნოემბერს გაეცნო ტექ. ინვენტარიზაციის არქივში დაცულ დოკუმენტებს უძრავ ნივთთან დაკავშირებით, მდებარე: ქ. ნი---–-----ა (ბოგდანოვკა), კო---------–-ის ქუჩა #--ში და აღმოჩნდა, რომ არსებობს ორი ტექნიკური პასპორტი ერთი 2---ე საინვენტარიზაციო ნომრით და მეორე 1---ე რეესტრის ნომრით, რომელთაგან ერთი შედგენილია 19-- წლის აპრილში, მეორე კი 19-9 წლის 2- ოქტომბერს. 19-- წლის ტექ. პასპორტში მესაკუთრედ მითითებულია ვლ------რ ივ--ეს ძე ჩე------ო (ჩე---------ი). იმავე ტექ.პასპორტში გაურკვეველი პირის მიერ გაურკვეველ დროს მიწერილია, რომ ვ.ი. ჩე---------ს ეკუთვნის მეორე სართული, ხოლო ვინმე ვ--იკ სტ------––-ანს კი პირველი სართული. საარქივო დოკუმენტებში ასევე არის ახალქალაქის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 2- აგვისტოს განკარგულება, რომლითაც ირკვე--, რომ ვ.სტ------––-ანმა აუქციონზე შეიძინა ორსართულია-- სახლის პირველი სართული, ნი---–-----ა, კო---------–-ის ქუჩა 3-, რაც ეჭვს ბადებს. თუ დავუშვებთ რომ ვ.სტ------––-ანმა 20-- წელს მართლაც შეიძინა აუქციონზე კო---------–-ის 3--ში მდებარე სახლის ნაწილი, რატომ მოხდა მისი გვარის მიწერა 12 წლით ადრე შედგენილ ტექ.პასპორტში და თანაც კო---------–-ს 5-ის ტექ.პასპორტში, ანუ სხვა მისამართზე. 20-- წლის 07 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 19-- წლის ტექ.პასპორტში არსებული ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვ--იკ სტ------––-ანტან მიმართებაში და 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტის მთლიანად ბათილად ცნობა, მაგრამ 2-19 წლის 0- იანვრის #6--- პასუხით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უკანონოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა ივ--ე ათ----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის #6--- წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. რაც შეეხება ტექნიკურ პასპორტებს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტაციას, საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 27 იანვრის #2- ბრძანების თანახმად ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები გარდაიქმნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სახელმწიფო მაკოორდინებელ ორგანოდ გა--საზღვრა საქართველოს ურბა--ზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო კონტროლის ორგანოდ - შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები. საქართველოს პრეზიდენტის 2-04 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულებით „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, ხოლო სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა ტექბიუროების ლიკვიდაცია, შესაბამისად ტექბიუროს მიერ გადაცემული მონაცემების გაუქმების, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტა--ს უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია, მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია, დოკუმენტაციის ასლები, მოამზადოს ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა იმ მონაცემების შესაბამისად, რაც გადაეცა არქივის სახით.
3. მესამე პირის პოზიცია
ვ--იკ სტ------––-ანმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი განმარტეს, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს რა ზია-- მიადგა 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ.პასპორტით არ ჩანს, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. იგ--რ ჩე---------ს რა პირდაპირი ზია-- მიადგა არ ჩანს, ამიტომ საქ. ადმინისტრაციული კოდექსის 261-ე მუხლით იგ--რ ჩე---------ის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. რაც შეეხება ვლ------რ ჩე---------ს თუ საიდან გაჩნდა 19-- წლის ჩანაწერში სტ------––-ა--, აღნიშნული აიხსნება სააღსრულებო წარმოებით, განკარგულებითა და სასამართლოს ბრძანებით. ვლ------რ ჩე---------ის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, ხოლო იგ--რ ჩე---------ის ნაწილში უნდა შეწყდეს დაუშვებლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ტექ. პასპორტში, რომელიც 19-- წლითაა დათარიღებული მესაკუთრეებად დაფიქსირებულები არიან ვლ------რ ჩე---------ი და ვ--იკ სტ------––-ა--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-9; სხდომის ოქმი ს.ფ. 101-110);
- 19-- წლის ტექ.პასპორტი, საინვ. #2--, რეესტრის #1-- (ს.ფ. 10-13).
3.1.2. 19-9 წლის 2- ოქ--------ით დათარიღებულ ტექ. პასპორტში მესაკუთრედ დაფიქსირებულია ვლ------რ ჩე---------ის შვილი - იგ--რ ჩე---------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-9; სხდომის ოქმი ს.ფ. 101-110);
- 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ.პასპორტი, საინვ. #2--, რეესტრის #1-- (ს.ფ. 14-15).
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 20-- წლის 2- ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, როდის და რა სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე შედგა 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექნიკური პასპორტი, ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააღრიცხვო მასალაში დაცული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-9; სხდომის ოქმი ს.ფ. 101-110);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 20-- წლის 2- ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 17).
3.1.4. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ახალქალაქის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 2- აგვისტოს განკარგულებით დგინდება, რომ ვ--იკ სტ------––-ანმა აუქციონზე შეიძინა ინდივიდუალური ორსართულია-- სახლის პირველი სართული და ავტოფარეხი მდებარე: ქ. ნი---–-----ა, კო---------–-ის ქუჩა 3-. ამ გარემოებით აიხსნება ის ფაქტი რომ ახალი ტექ. პასპორტი ვ--იკ სტ------––-ა--ს სახელზე აღარ შედგენილა და სტ------––-ა--ს გვარის ჩანაწერი 19-- წლის ჩანაწერში გაჩნდა აღნიშნული ფაქტის გამო - მის მიერ უძრავი ქონების შეძენის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-9; სხდომის ოქმი ს.ფ. 101-110);
- ახალქალაქის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 2- აგვისტოს განკარგულება (ს.ფ. 2--2-).
3.1.5. მესამე პირის წარმომადგენლის მიერ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა CD დისკი, სადაც ჩე---------ების ყოფილი ადვოკატი რე--ზ გ-----ე საუბრობს. ადვოკატი განმარტებას აკეთებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვ--იკ სტ------––-ა--ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს. რ.გ-----ე მიუთითებს იმის შესახებ, რომ როდესაც საქართველოში გაჭირდა ცხოვრება ვლ------რ ჩე---------ი წავიდა რუსეთში, მანამდე კი მან თავისი საცხოვრებელი სახლის ნაწილი გადააწერა, გაუფორმა თავის შვილს იგ--რ ჩე---------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- CD დისკი (ს.ფ. 143).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 20-- წლის 07 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 19-- წლის ტექ.პასპორტში არსებული ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა ვ--იკ სტ------––-ანთან მიმართებაში და 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტის მთლიანად ბათილად ცნობა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის #6--- წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-9, სხდომის ოქმი ს.ფ. 101-110);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის #6--- წერილი (ს.ფ. 17-18).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულება--.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება--, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ გა--ხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვ--ელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. განსახილველ შემთხვე--ში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
7.1.1. ბათილად იქნას ცნობილი:
7.1.2. საჯარო რეესტრის 2-19 წლის 0- იანვრის #6--- პასუხი;
7.1.3. 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტი;
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი:
1.3. 19-- წლის აპრილით დათარიღებული ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულება--.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგ--მარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგ--მარეობას.
1.3. განსახილველ შემთხვე--ში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტი და 19-- წლის აპრილით დათარიღებული ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის #6--- წერილს, იგი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტა--სათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვე--ში – უშუალო ზია--ს მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 2--ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგ--დ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვე--დ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვე--, რომლის არარსებობის შემთხვე--ში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 54-ე მუხლის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არ არსებობს მოსარჩელე მხარის - ვლ------რ ჩე---------ისა და იგ--რ ჩე---------ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონს და არ დარღვეულა მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ვლ------რ ჩე---------ის სახელზე ნი---–-----ის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, 19-- წლიდან არსებობს ჩანაწერი ქ.ნი---–-----აში, კო---------–-ის ქ. #--ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების საკუთრების შესახებ და ვლ------რ ჩე---------ის სახელზე შედგენილი ტექნიკური პასპორტი, საინვენტარიზაციო #2--, რეესტრის # 1--. ასევე, ნი---–-----ის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში იგ--რ ჩე---------ის სახელზე განხორციელებულია ჩანაწერი ქ.ნი---–-----აში ასევე კო---------–-ის ქ. #--ში მდებარე ორსართულია-- საცხოვრებელი სახლის პირველი სართულისა და ავტოფარეხის საკუთრების თაობაზე და იგ--რ ჩე---------ის სახელზე ახალი ტექნიკური პასპორტის გადაცემის თაობაზე, რომლის საინვენტარიზაციო ნომერი არის იგივე ანუ 2-- და რეესტრის ნომერი 1--. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ იგ--რ ჩე---------ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი საკუთრების უფლებით 20-- წლის 2- აგვისტოს აღირიცხა ვ--იკ სტ------––-ა--ს სახელზე. აღნიშნული უძრავი ნივთის საკუთრების თაობაზე ვ--იკ სტ------––-ა--ს სახელზე ახალი ტექნიკური პასპორტი კი არ გაიცა, როგ--რც ამას ადგილი ჰქონდა იგ--რ ჩე---------ის შემთხვე--ში, არამედ მისი საკუთრების შესახებ ჩანაწერი განხორციელდა ვლ------რ ჩე---------ის სახელზე 19-- წელს შედგენილ ტექნიკურ პასპორტში. ამდენად უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ვ--იკ სტ------––-ა--ს საკუთრების შესახებ ვლ------რ ჩე---------ის სახელზე შედგენილ ტექ. პასპორტში ჩანაწერი ვერ განხორციელდებოდა 20-- წლის 2- აგვისტომდე, ვინაიდან ვ--იკ სტ------––-ანმა სწორედ ამ დღეს შეიძინა აუქციონზე იგ--რ ჩე---------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა და წარმოადგენს ვლ------რ ჩე---------ის საკუთრებას და მას არასდროს თავისი შვილის იგ--რ ჩე---------ისათვის რაიმე ფორმით საკუთრებაში არ გადაუცია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ავტოფარეხი და რომ აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ ტექ. აღრიცხვის ბიუროს არქივში რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ვლ------რ ჩე---------მა იგ--რ ჩე---------ს ან მიყიდა ან/და აჩუქა, ან სხვა რაიმე ფორმით დაუთმო, არ არსებობს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ერთ მეტად მნიშვნელოვ-- გარემოებაზე. მესამე პირის წარმომადგენელმა სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა CD დისკი, სადაც ჩე---------ების ყოფილი ადვოკატი რე--ზ გ-----ე საუბრობს. ადვოკატი განმარტებას აკეთებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვ--იკ სტ------––-ა--ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს. რ.გ-----ე მიუთითებს იმის შესახებ, რომ როდესაც საქართველოში გაჭირდა ცხოვრება ვლ------რ ჩე---------ი წავიდა რუსეთში, მანამდე კი მან თავისი საცხოვრებელი სახლის ნაწილი გადააწერა, გაუფორმა თავის შვილს იგ--რ ჩე---------ს. ის ფაქტი, რომ არქივში გარდა იგ--რ ჩე---------ის სახელზე არსებული ტექნიკური პასპორტის მეტი სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტი არ მოიძებნა, არ ნიშნავს რომ ის არ არსებულა, წინააღმდეგ შემთხვე--ში ჩანაწერი ვერ განხორციელდებოდა. სასამართლოს გასათვალისწინებლად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ 20-- წლის აგვისტოს თვიდან ვ--იკ სტ------––-ა-- ცხოვრობს მის მიერ შეძენილ ბინაში და სარგებლობს ავტოფარეხით 20-- წლამდე, ვიდრე ვლ------რ და იგ--რ ჩე---------ები სარჩელს არ აღძრავდნენ სასამართლოში.
რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის #6--- წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-19 წლის 0- იანვრის წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, ვინაიდან მის გამოცემას არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვებოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი, წერილით დაინტერესებულ პირს მხოლოდ განემარტა გარკვეული ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი ნორმები, რაც შეეხება პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებისა და მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას, ამ შემთხვე--ში საერთოდ არ არის სახეზე. ამასთან სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეეხება ტექნიკურ პასპორტებს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტაციას, საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 27 იანვრის #2- ბრძანების თანახმად ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები გარდაიქმნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სახელმწიფო მაკოორდინებელ ორგანოდ გა--საზღვრა საქართველოს ურბა--ზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო კონტროლის ორგანოდ - შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები. საქართველოს პრეზიდენტის 2-04 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულებით „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, ხოლო სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა ტექ. ბიუროების ლიკვიდაცია, შესაბამისად ტექ. ბიუროს მიერ გადაცემული მონაცემების გაუქმების, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტა--ს უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია, მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია, დოკუმენტაციის ასლები, მოამზადოს ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა იმ მონაცემების შესაბამისად, რაც გადაეცა არქივის სახით.
ზემოაღნიშნული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, ორივე შემთხვე--ში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვე--, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ არ დარღვეულა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე, მე-601-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ვლ------რ ჩე---------ისა და იგ--რ ჩე---------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვე--ში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამ კონკრეტულ შემთხვე--ში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვ--ელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებითა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ვლ------რ ჩე---------ისა და იგ--რ ჩე---------ის წარმომადგენლის პა---ა ჯი--ას (პ/ნ 3----------) სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის ვ--იკ სტ------––-ა--ს მიმართ, საჯარო რეესტრის 2-19 წლის 0- იანვრის #6--- პასუხის ბათილად ცნობის, 19-- წლის აპრილით დათარიღებული ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და 19-9 წლის 2- ოქ--------ის ტექ. პასპორტის მთლიანად ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე