განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003030217
საქმე #1/239-19 (028240419001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–------ ბ--------- (დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: კ------–--------–---–------------)
ადვოკატი - კ------- მ----–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, კ---–---–--------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ე-–------ ბ---------მ მეუღლეს - გ----–- ბ---------ს გადაუგრიხა მაჯები, მოქაჩა თმაზე და ხუთჯერ დაარტყა მუშტი თავში. ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად გ----–- ბ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2. 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა ე-–------ ბ---------მ გ----–- ბ---------ს მოქაჩა თმაზე და ოთხჯერ დაარტყა მუშტი თავში. ამავე დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოუქნია დანა, რის შედეგად გ----–- ბ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ არ დასტურდება ე-–------ ბ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა გ----–- ბ---------მ და მოწმეებმა - თ-- და ნ--- ბ---------ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);
3.3. ბრალდებულმა ე-–------ ბ---------მ გამოიყენა დუმილის უფლება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);
უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს ე-–------ ბ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით გ----–- ბ---------ს დაზიანება არ აღენიშნება (ს.ფ. 118-121). მოწმეთა სხვა ჩვენებები ირიბია. ასევე არ დასტურდება ძალადობისა და მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის ან მუქარის შედეგად შიშის განცდა;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
ამდენად, ე-–------ ბ--------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–------ ბ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
2. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი