გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
330310019002792638
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/11-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ი“

წარმომადგენლები თ------------------–-–---–ი; ს-------------–--ე; ი-----–------–--–--ე; გ------------ა;

მოპასუხე სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

წარმომადგენელი ზ--------–------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის რევიზიის აქტი №კ/რ 1----1--;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც პაციენტისათვის - პ----------------სთვის გაწეული სამე--იცინო მომსახურება განისაზღვრება სრულად/ჯეროვნად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №04/6---- წერილის საფუძველზე, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 14 დეკემბრის №02-8--/მ ბრძანებით, დაიწყო სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ პაციენტ პ----------------სთვის გაწეული სამე--იცინო დახმარების საკითხის შესწავლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 04 ოქტომბრის რევიზიის აქტი №კ/რ 1----1-- (ს.ფ. 83-87).

 

3.1.2. 2018 წლის 10 მაისს, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ №02/2---- წერილით მიმართა სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს და შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთა ჩართულობით (ზოგადი ქირურგია), კომისიური წესით, პაციენტ პ----------------ს სამე--იცინო დოკუმენტაციის რეცენზირების უზრუნველყოფა ითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №02/2---- წერილი (ს.ფ. 270).

 

3.1.3. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------მა 2018 წლის 06 აგვისტოს №1---- წერილი მიმართა სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და „სამე--იცინო დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩატარებული მკურნალობის ხარისხის შესახებ“ 2018 წლის 23 ივლისის სარეცენზიო დასკვნა წარუდგინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------მა 2018 წლის 06 აგვისტოს №1---- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 263-269).

 

3.1.4. სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტის თანახმად, რეცენზენტთა დასკვნით: „ასაკიდან და თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე მაინც მიზანშეწონილი იყო ჩატარებულიყო ე----------------------–---------------------ა, რომელიც ნაკლებ ტრავმულია და ამით ავადმყოფი ასცდებოდა დამატებით ოპერაციულ ტრავმას. სათანადო მომზადების შემდეგ მეორე დღეს გაკეთდა ოპერაცია. ი-------------–----–ად იყო მრავლობითი შეხორცებები. გაძნელდა ქოლე--ოქოტომიის შემდეგ კ---------------–ია, საჭირო გახდა დ----------------ა, პ----–--------------------ია და დ---------------ია, რამაც შესაბამისად უფრო დაამძიმა ავადმყოფის მდგომარეობა, მაგრამ სხვა ალტერნატივა იმ პერიოდში (ი-------------–----–ად) უკვე აღარ იყო. რადგან რელ------------ის დროს სრულად ვერ ინახა ნ-----–--------- მიზეზი და მარტო კერის დრენაჟის ამოვარდნა იყო დაფიქსირებული, საჭირო იყო ოპერაციამდე ან ი-------------–----–ად ნაზოგასტროლური ზონდით საღებავის (ბრილიანტის მწვანე) მიცემა. ამით გამოირიცხებოდა თ-----------------–-–--ის ნაკერების უკმარისობა. 08.01.17 ამოღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა სუბდიაფრაგმული დრენაჟები, რადგან გამონადენი შეწყდა. 09.01.17წ. არ აღენიშნებოდა გამონადენი დარჩენილი ორი დრენაჟიდან და ავადმყოფი გაწერილ იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე. სასურველი იქნებოდა ავადმყოფის ერთი დღით დატოვება კლინიკაში, საკონტროლო ექოსკოპიის გაკეთება მუხლის ღრუში ნ-----–ის კოლექციის დასადგენად, დრენაჟების შემოწმება, რადგან როდესაც ავადმყოფი შე--ის გაწერიდან მე-6 დღეს 15.04.17წ. უგონო მდგომარეობაში №5 ს------------ოს მიმღები და გადაუდებელი მე--იცინის დეპარტამენტში, დარჩენილი ორი დრენაჟიდან ნ-----–-----ი გამონადენია და თეთრ ხაზზე არსებული ნახვევი ნ-----–ითაა გაჟღენთილი. კურსუსების მიხე--ვით (ლ------------ის მერე) არ ჩანს ნაოპერაციევი ჭრილობის მდგომარეობა. როგორ შეხორცდა ჭრილობა, გაწერის დროს პირველადათაა შემოხცებული თუ მეორადი დაჭიმვით მიმდინარეობს შეხორცება, კურსუსების მიხე--ვით არ ჩანს ავადმყოფი გააქტირებულია თუ არა. დადის ფეხზე თუ არა. კურსუსების მიხე--ვით არ ჩანს ზოგადი მდგომარეობა. რა მდგომარეობაში გაეწერა ავამყოფი ამბულატორიულ მკურნალობაზე, არ ჩანს კურსუსებიდან (განსაკუთრებით ბოლო დღეების კურსუსებიდან). უნდა ვივარაუდოთ, რომ სიკვდილის მიზეზი დუნე-- მიმდინარე ნ-----–-----ი პ------------ი იყო.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ (13.12.16წ.-09.01.2017წ.) გაწეული სამე--იცინო მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

საქართველოს მთავრობის №36 (21.02.13წ. ) დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტების შესაბამისად, სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ მიმართ, განისაზღვრა ფინანსური სანქცია 1----.62 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტი (ს.ფ. 83-87).

-

3.1.5. შპს „№5 კ-–-----------------------ოს“ 2017 წლის 15 იანვრის პაციენტ პ----------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამე--იცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ირკვევა, რომ პაციენტი 112-ის ბრიგადამ დაწესებულებაში მიიყვანა 2017 წლის 15 იანვარს 09:27 საათზე. ამავე ცნობის თანახმად, „პაციენტი შემოყვანილია ბრიგადის მიერ, კონტაქტში შესვლა ვერ ხერხდება. მტკივნეულ გაღიზიანებაზე არ რეაგირებს. ა-----–--------------–-----------------------–-----------------------------------------–---------------------------------------------------–--–-------–----------------------–--------------------–---------------–------------–----------------------------------------------–-------------------–-------------–-------------------–-------–---------------------------------------–----------–--------------–--–---------–-------–-----------------–------–-------------–---------------–------–---------–------–---------------------–--------------------–---------------------------------------------------–-------–------------–-–--------------------------------------------------------------–------------------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „№5 კ-–-----------------------ოს“ 2017 წლის 15 იანვრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 73).

 

3.1.6. 2018 წლის 7 ნოემბერს სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------მა“ №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 7 ნოემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 281-283).

 

3.1.7. სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილებით სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი (№1----- 07.11.18წ.) „რეგულირების სააგენტოს“ 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

აღიშნული გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი რევიზიის აქტით, ასევე სარეცენზიო დასკვნით და რეცენზენტის განმარტებით დასტურდება, რომ სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ (13.12.16წ-.17-09.01.17წ.) გაწეული სამე--იცინო მომსახურება უნდა ჩაითვალოს არასრულად/არაჯეროვნად. აღნიშნულის დასადასტურებლად სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ 2016 წლის 29 დეკემბრამდე ანალიზებში იყო დადებითი დინამიკა, თუმცა შემდეგ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. კერძოდ, სისხლის საერთო ანალიზში 2016 წლის 26 დეკემბერს ჩ----------------ი იყო -8% და ე--ს-ი 93, 2017 წლის 04 იანვარს ჩ----------------ი - 12% და ე--ს-ი 103, ამასთან 2017 წლის 04 იანვრის შემდეგ, სისხლის ანალიზი გადამოწმებული არ არის და დამატებით არც მეორე ოპერაციის შემდეგ, არც გაწერისას, პაციენტს არ ჩატარებია ისეთი რუტინული კვლევა, როგორიცაა მუცლის ღრუს ექოსკოპია (ბოლო კვლევა ჩატარებულია 2016 წლის 21 დეკემბერს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 275-279).

 

3.1.8. სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ 2016 წლის 14 დეკემბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზის ოპერაციული მკურნალობის ჩვენების გრაფაში მითითებულია: ვინაიდან, პაციენტს (პ----------------) კ-------------–ია აქვს გაკეთებული ვერ მოხერხდება ე----------------------–-------ია და კ----ს ამოღება, აღნიშნული დიაგნოზი ჩვენებაა ოპერაციული მკურნალობის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ 2016 წლის 14 დეკემბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზი (სამე--იცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-300-15/ა) (ს.ფ. 114).

 

3.1.9. პაციენტის - პ----------------ს გასინჯვის ფურცლის (დღიური) (ბარათი №1----/16) ჩანაწერში მითითებულია:

 

08.01.17, 10:00სთ - მდგომარეობა სტაბილური. კანი და ხილული ლორწოვანი ფიზიოლოგიური ფერის. ჰ------------ა - სტაბილური, TA – 110/70მმ. Hg. Ps-95 წთ.-ში, რითმული, ToC – 37.1, SaO2-97%. სუნთქვა სპონტანური, ტარდება ორივე ფილტვში, ყველა წილში R-21. აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ხიხინი არ ისმის. ენა სველი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, მონაწილეობს სუნთქვაში, პერიტონიალური ნიშნები უარყოფითი. აირებზე გადის. კუჭის მოქმე--ება ნორმა. ნ.გ ზონდიდან კუჭის სეკრეტორული შიგთავსი. დიურეზი ადექვატური. შარდი ჩალისფერი. გამონადენი მარჯვენა და მარცხენა სუბდიაფრაგმული დრენაჟებიდან არ აღინიშნება, ამოღებულ იქნა. გამონადენი ღვიძლქვეშე დრენაჟიდან 200მლ.საროზული, მენჯის დრენჟიდან 200მლ. სეროზული.

 

09.01.17, 10:00სთ - მდგომარეობა სტაბილური. კანი და ხილული ლორწოვანი ფიზიოლოგიური ფერის. ჰ------------ა - სტაბილური, TA – 120/80მმ. Hg. Ps-90 წთ.-ში, რითმული, ToC –36.7, SaO2-97%. სუნთქვა სპონტანური, ტარდება ორივე ფილტვში, ყველა წილში R-21. აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ხიხინი არ ისმის. ენა სველი, მუცელი რბილი, შებერილი, მტკივნეული, მონაწილეობს სუნთქვაში, პალპაციით მტკივნეულია ნაოპერაციები არე, პ------------–--------–----------------------------------ის. კუჭის მოქმე--ება ნორმა, ნ/გ ზონიდან კუჭის სეკრეტორული შიგთავსი. დიურეზი ადექვატური. შარდი ჩალისფერი. გამონადენი დრენაჟებიდან არ აღინიშნა ამოღებულ იქნა. ავადმყოფს უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხე--ვით.

 

09.01.17, 19:00სთ - მდგომარეობა სტაბილური. კანი და ხილული ლორწოვანი ფიზიოლოგიური ფერის. ჰ------------ა - სტაბილური, TA – 100/60მმ. Hg. Ps-100 წთ.-ში, რითმული, ToC –36.7, SaO2-97%. სუნთქვა სპონტანური, ტარდება ორივე ფილტვში. ყველა წილში R-21. აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ხიხინი არ ისმის. ენა სველი, მუცელი რბილი, შებერილი, მტკივნეული, მონაწილეობს სუნთქვაში, პალპაციით მტკივნეულია ნაოპერაციები არე, პ------------–--------–----------------------------------ის. კუჭის მოქმე--ება ნორმა, ნ/გ ზონიდან კუჭის სეკრეტორული შიგთავსი, ზონდი ამოღებულ იქნა. დიურეზი ადეკვატური. შარდი ჩალისფერი, ავ-ი იწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.

 

დანიშნულება: 1) ულსეპანი 40 მგ. 1 აბი 2 ჯერ 20 დღე; 2) ოფლოტასი 200 მგ. 1 აბი 2 ჯერ 7 დღე. გაიცა ფორმა №3(025227353); 3) კარდიომაგნილი 75მგ. 1 აბი 1 ჯერ 15 დღე; 4) შეხვევები ყოველდღე; 5) ნაკერების მოხსნა მე-12 დღეს; 6) მეზიმ ფორტე 1 აბი ჭამის დროს 20 დღე; 7) ოჯახის ექიმის ქირურგის მეთვალყურეობა; დიეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პაციენტის - პ----------------ს გასინჯვის ფურცელი (დღიური) (ბარათი №1----/16) (ს.ფ. 167).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შე--ეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულება“ (სადავო პერიოდში მოქმე--ი რე--აქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შე--ეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმე-- სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამე--იცინო, საექიმო, სამე--იცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციას და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამე--იცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი; ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რევიზია.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას“ (დანართი №1), რომლის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმიური და არაგეგმიური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამე--იცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (რევიზიის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად). ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, არაგეგმიური რევიზია ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №04/6---- წერილის საფუძველზე, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 14 დეკემბრის №02-8--/მ ბრძანებით, დაიწყო სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ პაციენტ პ----------------სთვის გაწეული სამე--იცინო დახმარების საკითხის შესწავლა.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტით მიიჩნია, რომ არსებობდა სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ (13.12.16წ.-09.01.2017წ.) გაწეული სამე--იცინო მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად ჩათვლის საკმარისი საფუძველი. საქართველოს მთავრობის №36 (21.02.13წ.) დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტების შესაბამისად, სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ მიმართ, განისაზღვრა ფინანსური სანქცია 1----.62 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 7 ნოემბერს სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------მა“ №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილებით სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ (მის: ქ. თბილისი, კ. ჩაჩავას ქ. №5; ს/კ 202051689) ადმინისტრაციული საჩივარი (№1----- 07.11.18წ.) „რეგულირების სააგენტოს“ 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორე-- საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაე--ოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხე--ვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამე--იცინო დოკუმენტაციის შემოწმების განმახორციელებელ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზე--მიწევნით ზუსტად განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა მიმწოდებლის მიერ მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად გაწევის ფაქტს და არსებობს თუ არა მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების - საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძვლები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პაციენტის ასაკიდან და თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე მაინც მიზანშეწონილი იყო ჩატარებულიყო ე----------------------–---------------------ა, რომელიც ნაკლებ ტრავმულია და ამით ავადმყოფი ასცდებოდა დამატებით ოპერაციულ ტრავმას. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 დეკემბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზით ირკვევა, მკურნალი ექიმის მიერ განხილულია ე----------------------–-------იის პროცე--ურის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა, მისი შეფასებით, ვინაიდან პაციენტს (პ----------------) კ-------------–ია ჰქონდა გაკეთებული, ვერ მოხერხდებოდა ე----------------------–-------ია და კ----ს ამოღება, აღნიშნული დიაგნოზი ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე (იხ. 14.05.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი) მოწმის სახით დაკითხულმა რეცეზენტმა - გ---------------–---–მა განმარტა, რომ პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, რთული იყო ე----------------------–---------------------ის პროცე--ურის ჩატარება და დიდი ალბათობით ოპერაციული ჩარევის საჭიროება მაინც იარსებებდა.

 

2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტში მოსარჩელის მიერ გაწეული სამე--იცინო მომსახურების (პაციენტი პ----------------) არასრულად/არაჯეროვნად მიჩნევის საფუძველად ასევე მითითებულია ვარაუდი, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზს დ-----------------ე ნ-----–-----ი პ------------ი წარმოადგენდა, შესაბამისად, სასურველი იქნებოდა ავადმყოფის ერთი დღით დატოვება კლინიკაში, საკონტროლო ექოსკოპიის ჩატარება ნ-----–ის კოლექციის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ მოწმის - გ---------------–---–ის (რეცეზენტი) განმარტებით, პაციენტს პ----------------სთვის ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია, ხოლო მისი მოსაზრება, ვარაუდი ნ-----–----- პ------------ის არსებობაზე ეყრდნობა მხოლოდ შპს „№5 კ-–-----------------------ოს“ 2017 წლის 15 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (პაციენტი პ----------------) მოკლე ანამნეზში მითითებულ ინფორმაციას 2 დრენაჟიდან ნ-----–-----ი გამონადენის არსებობის თაობაზე. კერძოდ, დრენაჟების ფუნქციონირების შემოწმების მიზნით სასურველი იყო პაციენტს სამე--იცინო დაწესებულებიდან გაწერამდე ჩატარებოდა ექოსკოპია, თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ ექოსკოპიით ნ-----–-----ი პ------------ი ვერ დადგენილიყო.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ პაციენტის - პ----------------ს გასინჯვის ფურცელზე (დღიური) (ბარათი №1----/16), რომლითაც ირკვევა, რომ სამე--იცინო დაწესებულებიდან გაწერის (09.01.2017წ.) და ასევე გაწერის წინა დღეს (08.01.2017წ) პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური, გაწერის დღეს გამონადენი დრენაჟიდან არ ფიქსირდებოდა. პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე დანიშნულებით: ოჯახის ექიმის, ქირურგის მეთვალყურეობა, შეხვევები ყოველდღე, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, 2017 წლის 09 იანვრის შემდგომ პ----------------ს სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ისთვის“ არ მიუმართავს.

 

რაც შეეხება სადავო 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას სისხლის საერთო ანალიზის უარყოფითი დინამიკის თაობაზე, სასამართლო ასევე მიუთითებს სასამართლო სხდომაზე (იხ. 14.05.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი) მოწმის სახით დაკითხული რეცეზენტის - გ---------------–---–ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ასაკის (80 წელი) გათვალისწინებით, სისხლის საერთო ანალიზის მონაცემებს ვერ ექნება არსებითი მნიშვნელობა ნ-----–-----ი პ------------ის დადგენისათვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შე--ეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორე-- დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“

 

ამდენად, მიუხე--ავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ პაციენტისთვის გაწეული სამე--იცინო დახმარების ხარისხის შესწავლისას და საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა რეცეზენტთა დასკვნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალები ცხადყოფენ, რომ

ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაეყრდნო რეცეზენტთა დასკვნაში მითითებულ ვარაუდს, რომლითაც ცალსახად არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი პაციენტ პ----------------სთვის მოსარჩელის მიერ გაწეულ სამე--იცინო მომსახურებასა და პაციენტის გარდაცვალების ფაქტს შორის. ამდენად, სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტის სამე--იცინო დოკუმენტაციის და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რეცეზენტის - გ---------------–---–ის განმარტების გათვალისწინებით, ხელახლა უნდა იმსჯელოს სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ში“ პაციენტ პ----------------სთვის გაწეული სამე--იცინო მომსახურების საკითხზე.

 

6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტი და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 536.46 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარი, საიდანაც მას უკან უნდა დაუბრუნდეს 436.46 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარი, როგორც ზე--მეტად გადახდილი. ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №02/6---- გადაწყვეტილება.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №კ/რ 1----1-- რევიზიის აქტი და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. მოპასუხე სსიპ სამე--იცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მოსარჩელე სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. სს „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ს“ დაუბრუნდეს სს ,,თიბისი ბანკში“ 2019 წლის 03 იანვარს ი-----–------–--–--ის მიერ საგადასახადო დავალება №0 საფუძველზე, გადამხდელის ანგარიში GE25TB7372945061100024, სახაზინო კოდი 300773150, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 536.46 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარიდან ზე--მეტად გადახდილი 436.46 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია