გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
330210019002929046
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7314-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

 

მოსარჩელე - ვა-–-----ნ ჩი------ი, და--თ ჩი------ი

 

მოპასუხეები- სს „სა---------–--------ი“

წარმომადგენელი - გი-----ი კვ------ე

 

და--ს საგანი - ფულადი ვალდებულების ხანდაზმულად აღიარება და დავალიანების ჩამოწერა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 . მოპასუხეს დაევალოს სს „სა---------–--------ი“-ს მიმართ არსებული 20-- წლის 1-------ს საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულების N6----- მოსარჩელეთა, როგორც სესხის უზრუნველსაყოფად ნაკისრი თავდებობის ვალდებულებით წარმოშობილი დავალიანების, ძირი თანხის 6530 ლარის ნაწილში მოთხოვნა აღიარებული იქნეს ხანდაზმულად და მოხდეს მისი ჩამოწერა.

სარჩელის მიხედვით, სს „სა---------–--------ის“ მიერ 15.05.20-- წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მე--–--დ რა------ზე პ/ნ 0---------- სესხის გაცემის შესახებ. რომლის საფუძველზეც გაფორმდა 1-------ს 20-- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6-----, 6530 ლარზე 3 წლის ვადით. მოცემულ სესხზე უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეებმა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა. მსესხებელს მე--–--დ რა------ს 20-- წლიდან მოყოლებული საერთოდ არ შეუსრულებია ვალდებულება. მე--–--დ რა------ გარდაიცვალა 2--------- წელს. სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მოპასუხეს არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება.

 

2019 წლის 13 მარტს, მოსარჩელის პირად ანგარიშზე სა---------–--------ში ჩარიცხული თანხა შეაჩერა ბანკმა. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მიერ თანხის დაკავება უკანონოა. სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-- წლის 15 მაისს სს „სა---------–--------ის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მე--–--დ რა------ზე სესხის გაცემის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „სა---------–--------ის“ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15)

 

3.1.2 20-- წლის 18 მაისს სს „სა---------–--------სა“ და მე--–--დ რა------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6----- 6530 ლარზე 3 წლის ვადით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება(ს.ფ 16-18)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.19)

 

3.1.3. 20-- წლის 18 მაისს სს „სა---------–--------ს“ და--თ ჩი------ს და ვა-–-----ნ ჩი------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები მსესხებელ მე--–--დ რაზმაძის სესხის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ N6------1 და N6------2

 

3.1.4. 20-- წლის 1-------ს საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ფარგლებში ფულადი ვალდებულება სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სარჩელის აღძვრამდე არ შესრულებულა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ამონაწერი მე--–--დ რაზმაძის პირადი ანგარიშიდან(ს..ფ.24-25)

- საბანკო ამონაწერი ვა-–-----ნ ჩი------ის და და--თ ჩი------ის პირადი ანგარიშებიდან(ს.ფ.26-27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვა-–-----ნ ჩი------ის და და--თ ჩი------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ და--ს საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სს „სა---------–--------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თა--სუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად - 195.90 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. განსახილველ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8, 53-ე, 55-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვა-–-----ნ ჩი------ისა და და--თ ჩი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. სს „სა---------–--------ი“-ს მიმართ არსებული 20-- წლის 1-------ს საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულების N6----- მოსარჩელეთა, როგორც სესხის უზრუნველსაყოფად ნაკისრი თავდებობის ვალდებულებით წარმოშობილი დავალიანების, ძირი თანხის 6530 ლარის ნაწილში მოთხოვნა აღიარებული იქნეს ხანდაზმულად და მოხდეს მისი ჩამოწერა.

 

3. ვა-–-----ნ ჩი------ს და და--თ ჩი------ს დაუბრუნდეთ ვა-–-----ნ ჩი------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 19 მარტს საგადასახადო დავალება N0 და ასევე 2019 წლის 04 აპრილს გადახდილი 95.90 ლარი საგადასახადო დავალება N0.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი