გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3------ გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-
სხდომის მდივანი: ე-–--- ო-----
მოსარჩელე - გ--- ა-------ი,მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №--------------------------------------–---------------------–-------------------–-------–--ა,წარმომადგენელი- ნ--- ა------–---–ი,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №--------------------------------------–---------------------–-----------------------------ის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულების ბათილად ცნობას.
მოსარჩელის მითითებით, 2--- წლის 18 და 21 იანვარს უშედეგოდ მოახდინეს მისი პროვოცირება, ხოლო 2---------ს გ--- ა-------მა მოითხოვა სოციალური მუშაკი, რომელსაც სთხოვდა თავის მიერ გაგზავნილ კორესპონდენციების გაგზავნის დამადასტურებელ ნუმერაციებს რაც არ გადასცეს იმ მოტივით, რომ ისინი დაიკარგა და მოიპარეს. სოციალურ მუშაკთან საუბრის დასრულებამდე ლ----- ქ---------ემ დაიწყო სარკმლის (კარებზე არსებული) დაკეტვა თვითნებურად. გ--- ა-------მა მიმართა, რომ შეეწყვიტა აღნიშნული, რადგან სოციალურ მუშაკთან საუბარი არ ჰქონდა დასრულებული, რა დროსაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მოაყოლა სარკმელში, რასაც თვალნათლივ ამჩნევდა და მაინც აგრძელებდა. ექიმის გამოძახება მოხდა საღამოს დაახლოებით 17:00 საათზე. მის მიერ არ მომხდარა სამართლებრივი წესრიგის დარღვევა, არც აგრესიული ყოფილა და მით უფრო შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მოსარჩელე ზოგადად მიუთითებს, რომ დაწესებულების დირექტორის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები გასაჩივრებული განკარგულების მომზადებისა და გამოცემისას, მაგრამ არაა მითითებული კანონთან წინააღმდეგობის მომენტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ბათილობა. საქართველოს პატიმრობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოსა ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება განემარტება ნებისმიერ მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------------- ბრძანებით დამტკიცებული №----------–------ დაწესებულების დებულების მე-15 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად. მსჯავრდებული გ--- ა-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „კ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დ--------------------------------- და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელთა მიერ 2--- წლის 2---------ს 14:40 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ 2--- წლის 2---------ს პირველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე არსებულ №---- საკანში განთავსებულმა ბრალდებულმა გ--- ა-------მა მოითხოვა კონსულტაციის მიზნით მასთან მისულიყო სოციალური მუშაკი, დაახლოებით 1-:30 საათზე მასთან კონსულტაციის მიზნით მივიდა სოციალური მუშაკი მ------ ი-----–-–-ილი. საუბრის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გ--- ა-------ი გახდა აგრესიული და დაიწყო ხმამაღალი ყვირილი, ასევე ბრალდებული განწესის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეკეტათ საკნის კარზე არსებული საკვებური, გ--- ა-------მა ყურად არ იღო მათი მოწოდება, გახდა უფრო აგრესიული და კვლავ განაგრძო ხმამაღალი ყვირილი.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დ--------------------------------- და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლის მიერ მსჯავრდებულ გ--- ა-------ის მიმართ, 2--- წლის 2---------ს 10:30 საათზე შედგა დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დ--------------------------------- და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა 2--- წლის 2--------ის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის ოქმი; (ს. ფ. 68-69)
- 2--- წლის 23 იანვრის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის შემდეგ უფლებების გაცნობის ოქმი; (ს. ფ. 71-72)
3.1.2. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №----------–------ დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულებით მსჯავრდებულ გ--- ა-------ს დისციპლინური ღონისძიების სახით, წესრიგის დარღვევის, ხმაურის და დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლისათვის გამოეცხადა საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №----------–------ დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულება; (ს. ფ. 15);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–------ დაწესებულების დირექტორის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ №-------- განკარგულება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მერ არ მომხდარა სამართლებრივი წესრიგის დარღვევა.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „კ" ქვეპუნქტი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობ გ--- ა-------ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პატიმრობის კოდექსი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------------------------ით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–------ დაწესებულების დებულება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №----------–------ დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები.
1-1-ე მუხლის თანახმად განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დ--------------------------------- და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელთა მიერ 2--- წლის 2---------ს 14:40 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ 2--- წლის 2---------ს პირველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე არსებულ №---- საკანში განთავსებულმა ბრალდებულმა გ--- ა-------მა მოითხოვა კონსულტაციის მიზნით მასთან მისულიყო სოციალური მუშაკი, დაახლოებით 1-:30 საათზე მასთან კონსულტაციის მიზნით მივიდა სოციალური მუშაკი მ------ ი-----–-–-ილი. საუბრის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გ--- ა-------ი გახდა აგრესიული და დაიწყო ხმამაღალი ყვირილი, ასევე ბრალდებული განწესის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეკეტათ საკნის კარზე არსებული საკვებური. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №----------–------ დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულებით მსჯავრდებულ გ--- ა-------ს დისციპლინური ღონისძიების სახით, წესრიგის დარღვევის, ხმაურის და დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლისათვის გამოეცხადა საყვედური.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------------------------ით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–------ დაწესებულების დებულების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–------ დაწესებულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №----------–------ დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული დებულების შესრულება სავალდებულოა დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. ამავე დებულების 35-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ,,გ" და ,,ლ" ქვეპუნქტების შესაბამისად ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება: სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება; გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო დასახელებული ნორმატიული აქტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა,სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის" XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ ქმედებად მიიჩნევა, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი კი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს, რომლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - საყვედური.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მოწმეების ვ--–------- ს------–---–ის, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №--------------------------------------–---------------------–-------------------–-------–--ის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის ლ----- ქ---------ის და მ------ ი-----–-–-ილის სასამართლო სხდომაზე მიცემული და წერილობითი ახსნა-განმარტებებით (ს. ფ. 74; 76; 78) დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2--- წლის 2---------ს გ--- ა-------მა მოითხოვა კონსულტაციის მიზნით მასთან მისულიყო სოციალური მუშაკი, რა დროსაც იგი გახდა აგრესიული და სოციალურ მუშაკს მ------ ი-----–-–-ილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მ------ ი-----–-–-ილისა და გ--- ა-------ის შეხვედრისა და კონფლიქტის ფაქტი 2--- წლის 2---------ს დგინდება №----------–------ დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე არსებულ №---- საკანის გარე პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერით. უფრო მეტიც სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დ--------------------------------- და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების არაერთი თანამშრომლების შემთვევის ადგილზე მისვლის ფაქტი, რაც განპირობებული იყო გ--- ა-------ის ქცევით.
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის'' 84-ე მუხლის შინაარსზე, რომელშიც მოცემულია დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურაზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისთვისთვის დაწესებულების დირექტორს, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეუფარდოს მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მას თანამშრომლებმა დაუზიანეს ხელი, სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული საკანის სათვალთვალო კამერის ჩანაწერით აღნიშნული არ დგინდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №----------–------ დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2---------- №-------- განკარგულება მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან თვლის, რომ ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ არიან საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 01-------–-ს განჩინებით გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ"1 მუხლის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ამონაწერით რომლის მონაცემების პერიოდი გაურკვეველია, გ--- ა-------ი (პირადი №01003018988) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ქულა არის 54490, 57010. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად კი, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001. ე. ი. მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ქულის ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ განხორციელებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. გ--- ა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გ--- ა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-