განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100117001992886
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/3----17

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორები - გ--------–---------,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი-----–--------

ბრალდებული - თ------------------ე, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ---------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–--------------------ში,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციონაწილი :

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ------------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, თ------------------ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დას - ე-–---- გ----------ეს. 2017 წლის 11 ივნისს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თ------------------ემ თბილისში, დ--–----------------------ში ე-–---- გ----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი. ასევე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგად ე-–---- გ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე-–---- გ----------ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით:

- ცხოვრობს ძმის ოჯახთან ერთად. თ------------------ე ხშირად სვამდა და უმიზეზოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 11 ივნისს, სახლში მყოფს შემოესმა სიმღერის ხმა რაზეც შენიშვნა მისცა ძმას, უთხრა, რომ მეზობელი იყო გარდაცვლილი და მისი საქციელი არ იყო გამართლებული. თ------ი გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაუწყო ყვირილი და ლანძღვა, თუ როგორ მისცა შენიშვნა მეგობრების თანდასწრებით. მანვე, ხელებით და ფეხებით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარი ფაქტის შესახებ დარეკა 112-ზე და განაცხადა, რომ ძმამ სცემა. რამდენიმე წუთში მივიდნენ საპატრულო პოლიოციის თანამშრომლები, რომელთაც გამოწერეს შემაკავებელი ორდერი და მისი მითითების საფუძველზე დააკავეს თ------------------ე.

 

ი------- გ----------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება შვილის - თ------------------ის წინააღმდეგ.

 

ვ----–------------ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივნისს, მეგობრებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა თ------------------ესთან. სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და უსმენდნენ სიმღერებს. თ------თან მივიდა ე-–---- გ----------ე, რომელმაც ძმას მიმართა აგრესიულად და უთხრა „სიმღერა გამორთეო“. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მეგობრებთან ერთად დატოვა თ----- გ----------ის საცხოვრებელი სახლი. არ შესწრებია ფიზიკურ დაპირისპირებას და მოგვიანებით გაიგო, რომ საპატრულო პოლიციამ თ------------------ე დააკავა.

 

ნ---------–---–ის ჩვენებით, არის თ------------------ის მეუღლე. მანვე განმარტა, რომ არ შესწრებია ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ კონფლიქტს.

 

ნ-----–---- მიქაძის ჩვენებით, 2017 წლის 11 ივნისს, მეწყვილესთან, ვ-----–- ქ---------თან ერთად მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მოწმის განმარტებით, ე-–---- გ----------ე იყო აღელვებული და ნამტირალევი. დაზარალებულის გადმოცემით მას ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი და ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა ვ-----–- ქ---------მა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ბ------------–---–--- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მოქ.ე-–---- გ----------ეს 12.06.2017 წ. პირადი შემოწმების მომენტისთვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ე-–----------–---- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2017წლის 12 ივნისს პირადად შეამოწმა ე-–---- გ----------ე, რომელიც იტკიებდა თავს და მარჯვენა მხრის არეში გაბუჟებას უჩიოდა, თუმცა ობიექტურად რაიმე დაზიანების ნიშნები არ ჰქონდა.

 

ვ-----–- ქ---------ის პატაკით, რადიოსადგურ ცენტრის გადმოცემულ მისამართზე დახვდათ ე-–---- გ----------ე, რომელმაც მიუთითა თ------------------ეზე, რომ სახლში კონფლიქტის დროს განახორციელა მასზე ძალადობა. თ------------------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გაიცა შემაკავებელი ორდერი.

 

ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ, 2017 წლის 11 ივნისს თ------------------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

ე-–---- გ----------ის ახსნა-განმარტების საფუძველზე გაცემული შემაკავებელი ორდერით 2017 წლის 11 ივნისს მოძალადე თ---------------------- მსხვერპლის ე-–---- გ----------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის აღსაკვეთად აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

 

თ------------------ემ არ ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და ითხოვა გამართლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და ვერ მოხდა მისი ჩვენების ზეპირად გამოკვლევა; ამასთან, უშუალო ფაქტის თვითმხილველი მოწმეებიდან, როგორც ამას ე-–---- გ----------ე განმარტავს, ბრალდებულის მამამ - ი------- გ----------ემ ისარგებლა უფლებით არ მიეცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ, ხოლო, ბრალდებულის მეუღლემ განმარტა, რომ ფაქტს არ შესწრებია, სასამართლოს, თ------------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდების ეპიზოდში შესაფასებლად რჩება პატრულ ინსპექტორთა და ექსპერტის ჩვენებები, ასევე, ექსპერტიზის დასკვნა და წერილობითი მტკიცებულებები.

 

ნ-----–---- მ------ და ვ-----–- ქ---------მა განმარტეს, რომ ინფორმაცია მიიღეს დაზარალებულისაგან და უშუალოდ არ შესწრებიან ფიზიკური ძალდობის ფაქტს. ამასთან, ნ-----–-- მ------ ზუსტად ვერ გაიხსენა თუ რა უთხრა დაზარალებულმა. ასევე განმარტეს, რომ ე-–---- გ----------ეს ფიზიკური დაზიანების კვალი სხეულზე არ ეტყობოდა, იგივე განმარტა ექსპერტმა ე-–----------–---- და აჩვენა, რომ თუ დაზარალებულს ექნებოდა სიწითლე ან/და დაზიანება მას აუცილებლად ასახავდა ექსპერტიზის დასკვნაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობას შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ------------------ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ის უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ად გ ი ნ ა:

 

თ------------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

თ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდეს;

 

გამართლებულ თ------------------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/