განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1574-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------------–--------ა (პირადი N-----------), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებულის მისამართზე: ჩ-------–------------–-----------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ხ-----–-----------
ადვოკატი - მ---------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თ----------–--------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 მარტს, დილის საათებში თ----------–--------ა მივიდა ქ. თბილისში, ს---------------------ში ყოფილი მეუღლის ნ----–-----–-ას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. კერძოდ უთხრა, რომ სახეზე შეასხავდა მჟავას და დაამახინჯებდა. თ----------–--------ას აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ----–-----–იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე გაუჩნდა მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ----------–--------ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ თ----------–--------ა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, გარდა დაზარალებულ ნ----–-----–-ას ჩვენებისა დამტკიცებულ იქნა არასადავო მტკიცებულებებად, ისინი არ გამოკვლეულა და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3.2. დაზარალებულმა ნ----–-----–-ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.3. ბრალდებულმა თ----------–--------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მართალია მას და მის ყოფილ მეუღლეს ნ----–-----–-ას 12 წლის თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გახდა განქორწინების საფუძველი, თუმცა მისთვის არასდროს მიუყენებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა და არც დამუქრებია მას. შემთხვევის დღეს ნ----–-----–-ამ იგი გამოიყვანა წყობილებიდან, რა დროსაც შეაგინა და მისი მისამართით მოიქნია ხელი, თუმცა სად მოხვდა არ იცის. ასევე უთხრა სიტყვები, ,,მე შენ გაჩვენებ“, რაშიც იგულისხმა ის, რომ შვილს აღარ ანახებდა, ხოლო დასახიჩრებით არ დამუქრებია.
3.4. სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თ----------–--------ას ბრალეულობის დასადასტურებლად. ბრალდების მხარის მიერ თ----------–--------ას მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში თ----------–--------ას მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
3.5. სასამართლო მოწმე თ--------------–---–-----უას ჩვენებას (რომელიც მხარეთა შორის არასადავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული) ვერ შეაფასებს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად, ვინაიდან მისთვის დაზარალებულ ნ----–-----–-ასგან გახდა ცნობილი თ----------–--------ას მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ. ასევე სასამართლო პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად ვერ შეაფასებს დეტექტივ-გამომძიებლების დ--------------ის, გ-----------------–---–ის, შ--–------------ა და ზ--------------–---–ის ჩვენებებს, რადგან ისინი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩამტარებელი პირები და უშუალოდ არ შესწრებიან დანაშაულის ფაქტებს.
საგამოძიებო მოქმედების ოქმის მიხედვით, მართალია დაზარალებული ნ----–-----–-ა გამოძიებას უთითებს იმ ადგილს, სადაც მისმა ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა, თუმცა დაზარალებული ხსენებულ ოქმში არ აკონკრეტებს, რომ ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აგრეთვე, 2019 წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ,,2019 წლის 7 მარტს ნ----–-----–-ას პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება კისრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება დაზარალებულის სხეულის დაზიანების ფაქტი, თუმცა რის შედეგად მიადგა მას ეს ზიანი იგივე დასკვნით არ დასტურდება, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოება, რომ ,,შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 7 მარტს, დილის საათებში ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჰკრა ხელი, ასევე კისრის მიდამოში მოუჭირა ხელი“, - საკმარისი არ არის იმის დასადასტურებლად, რომ ზიანი თ----------–--------ას მიერ იქნა მიყენებული. ამდენად, მიზეზობრივი კავშირი ოჯახის ერთი წევრის (თ----------–--------ას) მიერ ოჯახის სხვა წევრის (ყოფილი მეუღლის - ნ----–-----–-ას) მიმართ განხორციელებულ ქმედებასა და შედეგს (ფიზიკურ ტკივილს) შორის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით კი თ----------–--------ას ბრალეულობა არ დასტურდება.
3.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ----------–--------ას მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.7. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თ----------–--------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ თ----------–--------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება უშუალოდ ვერ მიუთითებს თ----------–--------ას მიერ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტზე. მართალია დაზარალებულმა ნ----–-----–-ამ გამოძიებას მისცა თ----------–--------ას მამხილებელი ჩვენება, მაგრამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. ამდენად, სასამართლო ნ----–-----–-ას გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას ვერ მიიღებს მხედველობაში.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ თ----------–--------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და მუქარა ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თ----------–--------ას მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ თ----------–--------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----------–--------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
თ----------–--------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
თ----------–--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თ----------–--------ას განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე