განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100119002857732
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/684-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი----------,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე---–---–------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ქ--------–-------–-----------------

 

ადვოკატი - მ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ე---–---–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 იანვარს, თბილისში, ც----------–-------------ში დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ე---–---–------ემ განახორციელა ძალადობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ-------------–-ას მიმართ, სახისა და სხეულის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც მ-------------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის დროს ე---–---–------ემ მეუღლის დედას - ე-–--------–-ას მარჯვენა ფეხში ესროლა დანა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ე---–---–------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე---–---–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

მოწმე ვ------------------ის ჩვენების თანახმად: - ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ გამომძიებლები, თავად და მისი კოლეგა რ--------------ია. როდესაც ადგილზე მივიდნენ, მათი თანამშრომლების მიერ დაკავებული დახვდათ პიროვნება. ამის შემდგომ მის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები. შემთხვევის ადგილი იქნა დათვალიერებული კ--------ას მიერ. მის მიერ იქნა ბრალი წარდგენილი, ექსპერტიზები იქნა დანიშნული, ასევე ვინაიდან დაზარალებულებმა უარი განაცხადეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, შუამდგომლობა იქნა შედგენილი საავადმყოფოდან ისტორიის გამოთხოვაზე, რაზედაც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, აგრეთვე მის მიერ გამოთხოვილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი ერთ-ერთ დაზარალებულზე, რის საფუძველზეც დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულები ადგილზე იქნენ გამოკითხულები თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია აისახა გამოკითხვის ოქმში, რაც დაადსტურეს ხელმოწერით. ვიზუალური დაზიანება ორივე დაზარალებულს ეტყობოდა. ერთ დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა აშკარა ძალადობის კვალი და მეორეს ფეხზე ჰქონდა დაზიანების კვალი. დაზარალებულები იყვნენ აღელვებულები, აფორიაქებულები, აშკარად იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ.

 

მოწმე დ---------–------–-–---–ის ჩვენების თანახმად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მორიგემ შეატყობინა, რომ უნდა გასულიყვნენ მისამართზე. მივიდა ქ--------–-------–ის ქუჩაზე, მის მეწყვილე ა-----–თან ერთად, სადაც დახვდა ქალბატონი, რომელიც იყო აღელვებული, უხსნიდა სიტუაციას რომ მისმა სიძემ ე---–---–------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულებს აღენიშნებოდათ დაზიანებები, აღელვებულები იყვნენ, სახლი იყო არეული და ტიროდა ქალბატონი. ე---–---–------ე სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბრალდებული დააკავეს ადგილზე.

 

დაზარალებულმა მ-------------–-ამ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი მეუღლის წინააღმდეგ.

 

ბრალდებულმა ე---–---–------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ -19 წელია ქორწინებაში იმყოფება მ-------------–-ასთან. მათ ჰყავთ საერთო შვილი მ---------–----იძე. 2019 წლის 4 იანვარს მივიდა სახლში, რის შემდეგაც მოუვიდა უთანხმოება მეუღლესთან და ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ, კერძოდ ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახის და სხეულის არეში. ასევე მეუღლის დედას - ე-–--------–-ას ესროლა დანა, რომელიც მოხვდა ფეხში. სრულად აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და თავს ცნობს დამნაშავედ.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

მოწმე ე-–--------–-ას ჩვენებების თანახმად ოჯახში ცხოვრობს შვილთან მ-------------–-ასთან, შვილიშვილთან მ---------–----იძესთან და სიძესთან ე---–---–------ესთან ერთად. 2019 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში, მოვიდა მისი სიძე ე---–---–------ე ნასვამ მდგომარეობაში და შევიდა საძინებელ ოთახში. მას შეჰყვა მისი შვილი მ-------------–-ა. ცოტა ხანში გაიგო სიძის ლანძღვა-გინების ხმა, ასევე მისი შვილის მ-------------–-ას განწირული კივილის ხმა. შევიდა ოთახში და დაინახა, რომ მისი შვილი იატაკზე ჰყავდა დაგდებული მის სიძეს და ურტყამდა ხელ-ფეხს, სცადა მისი შეჩერება, მაგრამ ე---–---–------ემ ხელის კვრით მოიშორა თავიდან. ამის შემდეგ გააგრძელა მისი შვილის ცემა და მ-------ას თმით მიმოათრევდა ოთახში. ვერ ახერხებდა ე---–---–------ის დამშვიდებას და იმის შიშით რომ არ მოეკლა მ-------------–-ა დაიწყო ყვირილი. ამ დროს ე---–---–------ემ ესროლა პატარა დანა, რომელიც მჭრელი პირით მოხვდა მარჯვენა ფეხზე კოჭის არეში და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და ითხოვდა შველას. ამის შემდეგ ორი უცნობი ბიჭი შემოვიდნენ ოთახში და გაიყვანეს ე---–---–------ე გარეთ. მის შვილთან მივიდა, რომელსაც ცხივრი ჰქონდა დასიებული, ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები და სიწითლეები მარცხენა თვალზე. შემდეგ მ-------ამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. პატრულის თანამშრომლები, შემოვიდა ე---–---–------ეც, რომელიც პოლიციის მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ე---–---–------ის მხრიდან ადრეც ჰქონია ძალადობის ფაქტს ადგილი მისი შვილის მ-------------–-ას მიმართ, თუმცა მ-------ას არსად განუცხადებია აღნიშნულის თაობაზე. მისი სიძის, ე---–---–------ის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია (ს.ფ. 13-16; ს.ფ. 98-100)

 

მოწმე მ---------–----იძის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს დედასთან მ-------------–-ასთან, მამასთან ე---–---–------ესთან და ბებიასთან ე-–--------–-ასთან ერთად. არის მე-9 კლასის მოსწავლე. 2019 წლის 4 იანვარს გადაწყვიტა დარჩენილიყო დასთან ნ--------–--სთან, რომელიც არის გათხოვილი და ცხოვრობს მის ოჯახთან ერთად. საღამოს დაურეკა დედამ და უთხრა, რომ მისულიყო სახლში. სახლში მისვლისას გაიგო, რომ მამა ე---–---–------ე სახლში მისულა ნასვამ მდგომარეობაში და მოუვიდათ კონფლიქტი მამას და დედას, თუმცა დედას და ბებიას მეტი არაფერი მოუყოლიათ მისთვის. დედას დაზიანებები ჰქონდა სილურჯეების სახით, ხოლო ბებიას ჰქონდა ფეხზე ჭრილობა. დედას და მამას ადრე არასდროს მოსვლიათ კონფლიქტი. (ს.ფ. 68-72)

 

მოწმე ა-----–--------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად, 2019 წლის 4 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 23:57 საათზე სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ქ--------–-------–----------ში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მივიდა შემთხვევის ადგილზე დ---------–------–-–---–თან ერთად, სადაც დახვდათ სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც დახმარებას უწევდა მ-------------–-ას და ე-–--------–-ას. ზეპირი გასაურებისას დაზიანებულმა პირებმა განმარტეს, რომ ე---–---–------ემ მეუღლეს მ-------------–-ას მიაყენა დაზიანება ცხვირის და თვალის არეში, ხოლო მეუღლის დედას ე-–--------–-ას მიაყენა ჭრილობა დანის სროლის შედეგად ფეხის არეში. მ-------------–-ას ეტყობოდა რომ ცხვირი ჰქონდა მოტეხილი, ასევე აღენიშნებოდა დიდი ზომის ჰემატომა თვალის არეში, იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, ხოლო ე-–--------–-ას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ამის შემდეგ ე---–---–------ე ადგილზე იქნა დაკავებული (ს.ფ. 42-44)

 

მოწმე ლ---------–----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის იანვრის ბოლოს ცხოვრობდა ქ--------–-------–ის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში. 2019 წლის 5 იანვარს მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები ნ-----–------------–---–ი და გ-----------------–---–ი. დაიწყეს საუბარი, დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მეორე სართულზე მდებარე ბინიდან, მათ მეზობლად, გაიგონეს ქალბატონის განწირული ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. გაემართნენ ბინისკენ, რა დროსაც ნ-----–----მა მას ხელი მოჰკიდა და უთხრა, რომ ასულიყო ბინაში, რადგან აქ იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც დარბოდა დანით. ღია კარიდან დაინახა ქალბატონი, რომელსაც სულ შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი და სილურჯეები ეტყობდა თვალის და ცხვირის არეში და სდიოდა სისხლი. ის ავიდა სახლში, რამდენიმე წუთში ავიდნენ ნ-----–----ი და გ-------, რომელებმაც უთხრეს, რომ დაამშვიდეს მოძალადე მამაკაცი და დატოვეს სახლში. რამდენიმე წუთში კვლავ გაისმა ქალის კივილის ხმა, რა დროსაც ნ-----–---- და გ------- კვლავ ჩავიდნენ მეზობელთან ბინაში, ხოლო ის აივნიდან უყურებდა მოვლენებს. მოგვიანებით გაიგო, რომ მოძალადე მამაკაცმა სცემა ცოლი და სიდედრი. (ს.ფ. 203-205)

 

მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ნ-----–------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ--------–-------–----------ში, მეგობარ გოგონასთან ლ---------–----თან სტუმრად. ისხდნენ და საუბრობდნენ, რა დროსაც მეზობელი ბინიდან შემოესმათ ყვირილის და ლანძღვა-გინების ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას. მიხვდნენ რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, ჩავიდნენ მეზობელ ბინაში, სადაც დახვდათ ანერვიულებული მოხუცი ქალბატონი, ასევე შუა ხნის ქალბატონი თავჩახრილი იჯდა, მას შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი. მათ დაამშვიდეს მამაკაცი და დაბრუნდენ მეგობართან სახლში. 5-10 წუთში კვლავ გაისმა ქალის კივილის ხმა, ისევ ჩავიდნენ მეზობელ ბინაში, სადაც დახვდა მოძალადე მამაკაცი, რომელიც იგინებოდა და იწევდა ქალბატონისკენ, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა ხელები. მათ მამაკაცი ჩაიყვანეს ეზოში, მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. მოგვიანებით შეიტყვეს რომ მამაკაცმა, ცემა თავისი ოჯახის წევრები. (ს.ფ. 211-213)

 

2019 წლის 4 იანვრის N----- შეტყობინების თანახმად 80 წლის ე-–--------–-ამ დანით მიიყენა ჭრილობა ფეხის არეში. (ს.ფ. 2).

 

2019 წლის 5 იანვრის N----- შეტყობინების თანახმად, 1----–--–ს დაბადებულ ე-–--------–-ას მისმა სიძემ ე---–---–------ემ დანით ფეხის არეში მიაყენა სხეულის დაზიანება, ხოლოს მის შვილს მ-------------–-ას სახის არეში მიაყენა სხეულის დაზიანება (ს.ფ. 3)

 

2019 წლის 5 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა დაზარალებული ე-–--------–-ა, ამოღებული იქნა ერთი ცალი პლასმასის ცარიელი მინერალური წყალი ,,საირმის“ ბოთლი, შავტარიანი დანა, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და თმა. (ს.ფ. 19-33)

 

2019 წლის 5 იანვრის N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ე---–---–------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ე-–--------–-აზე, რის გამოც 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მოძალადეს აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. (ს.ფ. 45-58)

 

ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 13 თებერვლის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ირკვევა ს.ს.ი.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათის N-----ის ასლიდან: მოქალაქე ე-–---------–-ას სამედიცინო დახმარება გაეწია 05.01.2019 და დაუდგინდა დიაგნოზი: წვივის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული. დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით ან მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, ასევე მისი მიმყენებელი საგნისა და ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული მისი (ჭრილობის) მორფოლოგიური სურათი. (ს.ფ. 227-230)

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია დაზარალებულების ე-–--------–-ას და მ-------------–-ას განცხადებები, რომლის მიხედვითაც ე---–---–------ე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი დაკავებით ოჯახს შეექმნა ფინანსური პრობლემები, გარდა ამისა ამან შესაძლოა ცუდად იმოქმედოს არასრუწლოვან მ---------–----იძის ფსიქიკაზე, ამიტომ ითხოვენ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ე---–---–------ის მიმართ და მის მიმართ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნეს გამოცემული (ს.ფ. 92-93)

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ე---–---–------ის მიერ მ-------------–-ას და ე-–--------–-ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ ე---–---–------ე ცხოვრობდა მის მეუღლესთან მ-------------–-ასთან და მეუღლის დედასთან ე-–--------–-ასთან ერთად და მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 13 თებერვლის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, უტყუარად არის დადგენილი, რომ მოქალაქე ე-–--------–-ას სამედიცინო დახმარება გაეწია 05.01.2019 და დაუდგინდა დიაგნოზი: წვივის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული.

 

ე---–---–------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია დაზარალებულ ე-–--------–-ას და თავად ე---–---–------ის ჩვენებებით, აგრეთვე ე-–--------–-ას განცხადებით, შეტყობინების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, მოწმეების ვ------------------ის, დ---------–------–-–---–ის, ა-----–--------ის, ლ---------–----ის და გ-----------------–---–ის ჩვენებებით. დაზარალებულ ე-–--------–-ას ჩვენების თანახმად 2019 წლის 4 იანვარს ღამე, მისი სიძე მივიდა ნასვამ მდგომარეობაში სახლში. ე---–---–------ე და მ-------------–-ა შევიდნენ საძინებელ ოთახში. ცოტა ხანში გაიგო მ-------ას განწირული კივილის ხმა, როდესაც შევიდა საძინებელ ოთახში დაინახა, რომ ე---–---–------ეს მისი შვილი დაგდებული ჰყავდა იატაკზე და ურტყამდა ხელებს და ფეხებს. მან სცადა შეეჩერებინა ე---–---–------ე, თუმცა ბრალდებული მოუტრიალდა და ესროლა დანა მარჯვენა ფეხის კოჭის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც უცნობმა პირებმა მოახერხეს ე---–---–------ის დაშოშმინება, მივიდა მ-------------–-ასთან, რომელსაც ცხვირი გატეხილი ჰქონდა, ხოლო თვალის არეში აღენიშნებოდა სიწითლეები და სილურჯეები. გარდა ამისა საქმეში წარმოდგენილია მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მეზობელი სახლიდან შემოესმათ ლანძღვა-გინების და ქალის განწირული კივილის ხმა. მიხვდა რომ ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, ამიტომ მის მეგობარ ნ-----–------------–---–თან ერთად გაემართა მეზობელ ბინაში, სადაც დახვდა მოძალადე მამაკაცი, რომელიც ძლივს გამოიყვანეს სახლიდან. სახლში ასევე დახვდათ მოხუცი აღელვებული ქალბატონი და შუა ხნის ქალბატონი, რომელსაც შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი და სახეზე ხელებს იფარებდა. ასევე ძალადობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ლ---------–----მა და განმარტა, რომ როდესაც მეზობელ ბინაში ჩავიდა მეგობრებთან ერთად, საიდანაც ქალის განწირული კივილის ხმა ისმოდა, ღია კარიდან დაინახა ქალბატონი, რომელსაც სულ შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი და სილურჯეები ეტყობოდა თვალის და ცხვირის არეში, ასევე სდიოდა სისხლი. მოწმე ვ------------------ემ დაადასტურა, რომ ვიზუალური დაზიანება ორივე დაზარალებულს ჰქონდა. ერთ დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა აშკარა ძალადობის კვალი და მეორეს ფეხზე ჰქონდა დაზიანების კვალი. დაზარალებულები იყვნენ აღელვებულები, აფორიაქებულები, სტრესის ქვეშ. აღნიშნული ასევე დაადასტურა, მოწმე ა-----–--------ემ და განმარტა, რომ მ-------------–-ას ეტყობოდა რომ ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ასევე აღენიშნებოდა დიდი ზომის ჰემატომა თვალის არეში, იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, ხოლო ე-–--------–-ას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ფიზიკური ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა თავად ბრალდებულმა ე---–---–------ემ, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 4 იანვარს, თბილისში, ც----------–--------------ში დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ე---–---–------ემ განახორციელა ძალადობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ-------------–-ას მიმართ, სახისა და სხეულის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც მ-------------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის დროს ე---–---–------ემ მეუღლის დედას - ე-–--------–-ას მარჯვენა ფეხში ესროლა დანა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მ-------------–-ას და ე-–--------–-ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულ ე-–--------–-ას ფეხზე არსებული ჭრილობა, ასევე მ-------------–-ას სახეზე (ცხვირის მოტეხილობა და სილურჯეები და სიწითლეები თვალის არეში) არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზიანებების ლოკაციას და მსხვერპლების (დაზარალებულების) დანაშაულის შემდგომ მდგომარეობას, შესაბამისად სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–--------–-ასთვის და მ-------------–-ასთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდებულმა ე---–---–------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა და პირობითად ჩათვლა.

 

სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აღნიშნული ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ე---–---–------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე---–---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე დაზარალებულებს მის მიმართ გააჩნიათ ლოიალური დამოკიდებულება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ე---–---–------ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ე---–---–------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე (მსხვერპლებზე) თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების ე-–--------–-ას მ-------------–-ას განცხადებები, რომლითაც ითხოვენ ე---–---–------ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, და მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნეს გამოცემული). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ე---–---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ე---–---–------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ გააჩნიათ ლოიალური დამოკიდებულება და მას რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შესაბამისად დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე---–---–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ე---–---–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 5 იანვრიდან - 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

ე---–---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ე---–---–------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ე---–---–------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი მინერალური წყალი ,,საირმის“ ცარიელი ბოთლი დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი შავტარიანი დანა, დალუქული ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, დალუქული ერთ ფუთად, თმა დალუქული ერთ ფუთად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე