განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
330100119002796674
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/54-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–-----–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ---------------–-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ო--------------------–--–----–------ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ--------------–----------------------.

 

ადვოკატი - ნ-----–-----–---–-------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. მ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის, დ-----------–---–ის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა ამ უკანასკნელის ბებიისა და საკუთარი მეუღლის დედის, მ-------------იძის მიმართ. კერძოდ, მუშტები ჩაარტყა თავისა და სახის არეში და ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რამაც ღ---------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ე.ი. მ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების თ----------------–---–ის, გ---------------–---–ის, ს--–----------------ის, ბ------------ის და გ----------------ას ჩვენებები, დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერები და საქმეში არსებული ყველა წერილობითი მტკიცებულება) მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად, ხსენებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

GAGAGGA

2.4. დაზარალებულმა მ-------------იძემ სასამართლოს მოახსენა, რომ მ--------------–---–ი არის მისი ქალიშვილის - ს--–----------------ის მეუღლე. მას მ--------------–---–თან ბოლო პერიოდში ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. 2018 წლის 24 ნოემბერს, მ--------------–---–მა ტელეფონზე საუბრისას მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის 25 ნოემბერს, სამსახურის შემდეგ იგი მივიდა თავის ქალიშვილის სახლში ქ. თბილისი, გ--------–-------------ში, სადაც ს--–----------------ე თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით. მას თავისთან უნდა წაეყვანა შვილიშვილი დ-----------–---–ი, რადგან ბავშვი ძირითადად მასთან იზრდებოდა. სახლში არ იყო მ--------------–---–ი. როდესაც კიბეებზე ჩამოდიოდა შვილიშვილთან ერთად, პირველ სართულზე ლიფტთან დახვდა მ--------------–---–ი. მან კატეგორიული ტონით უთხრა, რომ სახლში ასულიყვნენ სალაპარაკოდ, რაზეც მ-------------იძე არ დათანხმდა. მ--------------–---–ი მას წინ გადაუდგა და არ უშვებდა რომ წასულიყო. შემდეგ ლიფტის კარი გააღო და ექაჩებოდა, რომ შიგნით შეეყვანა. იქ მოუწიათ პატარა ბრძოლასავით. ბრალდებულმა ბავშვი შეაგდო ლიფტში. დ-----------–---–ი შეშინდა და სწრაფადვე გამოვარდა გარეთ და დაიწყო ტირილი. ამ ჭიდაობის დროს მ--------------–---–მა მას დაარტყა მუშტი მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც წამიერად თვალთ დაუბნელდა და შემდეგ ამოუვიდა ე.წ. კოპი. შემდეგ კეფაში ჩაარტყა და ქურთუკის საყელოზე ექაჩებოდა, რომ ლიფტში შეეთრია. მ-------------იძე მას იგერიებდა, შემდეგ როგორც იქნა თავი დააღწია და ბავშვთან ერთად გავიდა სადარბაზოდან. მ--------------–---–ი მას ეზოს არკასთან დაეწია, სადაც მარჯვენა ფეხის წვივში ჩაარტყა წიხლი, რაც ძალიან ეტკინა და გადაადგილება გაუჭირდა. ამ ფაქტს ასევე შეესწრო დ-----------–---–იც. მ-------------იძე ბავშვთან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისცა ჩვენება საკუთარი სიძის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. მის მიმართ ადრე ჩადენილ ძალადობებთან დაკავშირებით, მ--------------–---–ს ორჯერ ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ დაურღვევია.

 

2.5. მოწმე მ---------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ა------------------–---------–----------–------–--------–-------–----აში მიმღებ განყოფილებაში. 2018 წლის ნოემბერშიც იგივე კლინიკაში მუშაობდა. დაახლოებით საღამოს 09:00 საათიდან მორიგე ექიმი იყო, როდესაც მიიღო პაციენტი მ-------------იძე. როგორც ახსოვს, ღ---------ეს ჰქონდა სახის რბილი ნაწილების დაჟეჟილობა, ჰემატომები, სისხლჩაქცევა და მარჯვენა ქვედა კიდურზე ჰემატომა. პაციენტის გადმოცემით, მას სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ჰქონდა ძლიერი ტკივილი სახის არეში. მოწმემ აღნიშნული დეტალურად აღწერა ავადმყოფობის ისტორიაში და ფორმა #100-ში.

 

2.6. გამომძიებელმა მ----------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

2.7. 2019 წლის 22 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი ქ. თბილისის შპს ,---------------------–----------–----------------------------–------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მ-------------იძე 2018 წლის 25 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2018 წლის 25 ნოემბრის 21:33 საათიდან 01:40 საათამდე, დიაგნოზით: შუბლის მიდამოს დიდი ზომის ჰემატომა, მარცხენა ყვრიმალის მიდამოს შეშუპება და სისხლნაჟღენთი, მარჯვენა საფეთქლის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა წვივის მიდამოს დაჟეჟილობა.

მოქ. მ-------------იძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (2018 წლის 26 ნოემბერს) აღენიშნებოდა: შუბლის, მარცხენა წარბის, ორივე ყვრიმალის, მარჯვენა მხრის, კისრის, გულმკერდის უკანა ზედაპირის და მარჯვენა წვივის მიდამოებში მრავლობითი სისხლნაჟღენთები, მარცხენა ყვრიმალის, შუბლის და მარჯვენა საფეთქლის საზღვრის მიდამოებში ნაჭდევები.

ყველა დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისევე ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 25 ნოემბერს.

შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:10 საათიდან 17:30 საათამდე დროის ინტერვალში სიძემ რამდენიმეჯერ ხელი ჩაარტყა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა ფეხის არეში.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.8. ბრალდებულმა მ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ, კერძოდ, მისი განმარტებით, მან მ-------------იძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამას არ შესწრებია მისი არასრულწოვანი შვილი დ-----------–---–ი. ბრალდებულმა სასამართლოს მოახსენა, რომ მას თავის სიდედრთან მ-------------იძესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა. შემთხვევის წინა დღეს, - 2018 წლის 24 ნოემბერს მათ ტელეფონის საშუალებით ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის 25 ნოემბერს დილას დაურეკა მ-------------იძეს და ბოდიში მოუხადა. შემდეგ მ-------------იძე მათთან მივიდა სახლში, რომ წაეყვანა თავისი შვილიშვილი დ---, რომელიც ძირითადად მასთან იზრდებოდა. იგი თავის სიდედრს კიბეებზე შეხვდა, ლიფტთან. მან კიდევ ერთხელ მოუხადა მ-------------იძეს ბოდიში და სთხოვა სახლში ასულიყვნენ სალაპარაკოდ. მან უარი უთხრა სახლში ასვლაზე, - შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვსო. ამაზე მ--------------–---–მა უთხრა, - თუ ჩემთან არ გაქვს სალაპარაკო, მაშინ ჩემს ბავშვს ავიყვან ჩემთანო, შემდეგ ლიფტის კარი გააღო და ბავშვი შეიყვანა შიგნით. იგი კვლავ მოუტრიალდა მ-------------იძეს და სახლში ასვლა შესთავაზა. მ-------------იძემ უარი უთხრა სახლში ასვლაზე და თქვა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა. შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულს. მ--------------–---–მა მ-------------იძეს იდაყვი ჩაარტყა თავში, შემდეგ კიდევ მოიქნია ხელი, რაც მოხვდა თავის არეში. მ-------------იძე მას დაემუქრა, რომ ამას არ აპატიებდა და გავარდა სადარბაზოდან. ამ დროს ლიფტის კარი დაკეტილი იყო, თ-----–---–მა გააღო ლიფტის კარი და იქიდან გამოიყვანა თავისი შვილი დ---. ამის შემდეგ იგი ბავშვთან ერთად გავიდა ეზოში და გაყვა მ-------------იძეს. ეზოს არკიდან რომ გავიდა, დაინახა, რომ იქვე სკამზე იჯდა მ-------------იძე, რომელიც ტიროდა და იძახდა, რომ ამას არ აპატიებდა. თ-----–---–ი მივიდა და ბოდიში მოუხადა მას და უთხრა, რომ არ სურდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა. მ-------------იძე წამოხტა, ბავშვს ხელი მოკიდა და წავიდა პ---–---ის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში დაინახა საკუთარი დაზიანებები სხეულზე და ისტერიკაში ჩავარდა. მოგვიანებით კი მან მიმართა პოლიციას.

 

2.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.11. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.12. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

2.13. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ-------------იძე არის მ--------------–---–ის მეუღლის მშობელი.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მ-------------იძემ სასამართლოს დამაჯერებლად, ცალსახად და მკაფიოდ მოახსენა მ--------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. მისი განმარტებით, მ--------------–---–ს მასთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, ხოლო 2018 წლის 25 ნოემბერს, მ--------------–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა. კერძოდ, მუშტები ჩაარტყა თავისა და სახის არეში და ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რამაც ღ---------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ ფაქტს შეესწრო მისი შვილიშვილი დ-----------–---–იც. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რომელიც დაადასტურა ექსპერტმა გ----------------ემ), უტყუარად არის დადგენილი, რომ მ-------------იძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (2018 წლის 26 ნოემბერს) აღენიშნებოდა შუბლის, მარცხენა წარბის, ორივე ყვრიმალის, მარჯვენა მხრის, კისრის, გულმკერდის უკანა ზედაპირის და მარჯვენა წვივის მიდამოებში მრავლობითი სისხლნაჟღენთები, მარცხენა ყვრიმალის, შუბლის და მარჯვენა საფეთქლის საზღვარის მიდამოებში ნაჭდევები. ყველა დაზიანება განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისევე ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 25 ნოემბერს.

 

2.15. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმე მ---------------ას ჩვენებას, რომელმაც როგორც მორიგე ექიმმა უშუალოდ მიიღო პაციენტი მ-------------იძე, რომელსაც ჰქონდა სახის რბილი ნაწილების დაჟეჟილობა, ჰემატომები, სისხლჩაქცევა და მარჯვენა ქვედა კიდურზე ჰემატომა. მისი გადმოცემით, მას სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ჰქონდა ძლიერი ტკივილი სახის არეში.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებანი და ხსენებული მოწმის ჩვენება ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.

სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ----------------ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას მ-------------იძემ პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას სიძემ - მ--------------–---–მა მიაყენა, ასევე ექსპერტის პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: 2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:10 საათიდან 17:30 საათამდე დროის ინტერვალში სიძემ რამდენიმეჯერ ხელი ჩაარტყა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა ფეხის არეში.

2018 წლის 25 ნოემბერს მ-------------იძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ უარყო თავად ბრალდებულმაც, რომელმაც აღიარა მეუღლის მშობელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს მისი არასრულწლოვანი შვილი დ-----------–---–ი ლიფტში იმყოფებოდა და ძალადობის ფაქტს ვერ დაინახავდა.

 

2.16. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის, დ-----------–---–ის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა ამ უკანასკნელის ბებიისა და საკუთარი მეუღლის დედის, მ-------------იძის მიმართ. კერძოდ, მუშტები ჩაარტყა თავისა და სახის არეში და ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რამაც ღ---------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.17. მ-------------იძეზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ გ----------------ისა და მოწმე მ---------------ას ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად დაზარალებულ მ-------------იძის, ბრალდებულ მ--------------–---–ისა და მოწმე მ---------------ას ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული განიცდიდა ტკივილს. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------იძისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი მ-------------იძე უჩიოდა ტკივილს.

 

2.18. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ--------------–---–მა მ-------------იძის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის - დ-----------–---–ის თანდასწრებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებულიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური ძალადობის დროს დ-----------–---–ი იმყოფებოდა მათთან, სადარბაზოს პირველ სართულზე. დაზარალებულის განცხადებით, ფიზიკური ძალადობისას ბავშვი ლიფტიდან გამოსული იყო და დაინახა ძალადობის ფაქტი, ხოლო ბრალდებულის განმარტებით, როდესაც მან დაარტყა თავის სიდედრს, ამ დროს დ-----------–---–ი დახურულ ლიფტში იმყოფებოდა და მას ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს.

სასამართლოს სურს განავითაროს მსჯელობა, მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა არასრულწლოვნის თანდასწრებით, კერძოდ დაცვის მხარის მითითება, რომ ვინაიდან დ-----------–---–ი ლიფტის კარს მიღმა იმყოფებოდა, იგი ვერ დაინახავდა მამის მიერ ჩადენილ ძალადობას, შესაბამისად ვერ აღიქვამდა განვითარებულ მოვლენებს და უნდა ჩაითვალოს, რომ დანაშაული ბავშვის თანდასწრებით არ განხორციელებულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს და არ ეთანხმება დაცვის მხარეს ამგვარ მსჯელობაში, რადგან შესაძლოა ასეთ შემთხვევაში ბავშვმა უშუალოდ ვერ დაინახა ბებიამისზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, თუმცა ყურადღებამისაქცევია ბავშვის იმწუთიერი ემოცია, როცა ისმენს და ხედავს მამისა და ბებიის ხმამაღალ საუბარს, აღელვებულ ბებიას (რომელიც მისი გამზრდელია და მშობლებზე მეტ დროს მასთან ატარებს), რომელსაც სახეზე და სხეულზე ეტყობა დაზიანებები (სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები), რაზეც ბავშვს უჩნდება დაუცველობის განცდა, შიში და ბავშვის ემოციური მდგომარეობა გამოიხატება მის ტირილში. ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ დ-----------–---–მა ვერ დაინახა უშუალოდ დარტყმების ფაქტი, არ ნიშნავს იმას, რომ მას იმ წუთას არ ჰქონდა განცდილი შიში და არ იმყოფებოდა ემოციებში. აღნიშნულ მსჯელობას სასამართლო ამყარებს დაზარალებულ მ-------------იძის ჩვენებაზე, სადაც იგი აღწერს, რომ ხსენებული ინციდენტის დროს ბავშვი ტირილით გამოვარდა ლიფტიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------–---–ისთვის ჩვეულებრივად აღქმადი იქნებოდა მის მამასა და ბებიას შორის მომხდარი კონფლიქტი ლიფტში ყოფნის შემთხვევაშიც.

თუმცაღა სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მხოლოდ ბავშვის ემოციები და აღქმადობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ქმედების ამგვარად დაკვალიფიცირებისთვის, რადგან თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა, რომ იგი ჩადის ძალადობრივ ქმედებას ბავშვის თანდასწრებით, ეს უკვე შესაძლოა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად ამგვარი დანაშაულისთვის. ასევე ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ თავად დამნაშავის პიროვნულ მახასიათებლებზეც, ის, რომ იგი ძალადობს საკუთარ ოჯახის წევრზე - მეუღლის მშობელზე, ამასთან ამას ახორციელებს და საკუთარ რისხვას ვერ იკავებს მისივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, დამნაშავისთვის შემაკავებელი ვერ ხდება მისივე შვილის დანაშაულის ადგილზე ყოფნა, დამნაშავისათვის ასევე არ არის შემაკავებელი მისი მცირეწლოვანი შვილის ემოციები, ტირილი და განცდები. ასევე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ამ შემთხვევაში მსხვერპლის გაორმაგებული განცდა - პირველი ის, რომ მის მიმართ მისივე ოჯახის წევრის მხრიდან ხორციელდება ძალადობა და მეორე - ამას ხედავს, მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც ტირის და ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა, მეტ შიშსა და დათრგუნულობას აღძრავს მსხვერპლში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც არასრულწლოვნის (მცირეწლოვნის) აღქმადობა ძალადობის მიმართ, თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით და მსხვერპლის გაორმაგებული განცდები, დამამძიმებელ ფონად მიყვება მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ამგვარ ძალადობრივ ქმედებებს.

 

2.19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.5. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის (პირის, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი) თანდასწრებით.

 

3.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მ--------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ მას შემაკავებელი ორდერები ჰქონდა გამოწერილი მ-------------იძის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მის შემაკავებელ ორდერებს, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ--------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მის ბებიაზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მ--------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 25 ნოემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე