განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
330100117002022951
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/3----17

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,პროკურორი - ლ-----–----–---–---,ადვოკატი - ლ-–--------ე,ბრალდებული - რ----- ა--------- ძე გ----–---ი დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–-----------------------ა-ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო:

 

2017 წლის 14 ივნისს, დილის დაახლოებით 06:30 საათზე, მ----------------–---–--------–--- ასუფთავებდა ქ------–--–--------------------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიას, რა დროსაც ქუჩაში დაყრილი ნარჩენების გამო შელაპარაკება მოუხდა რ----- გ----–---თან, რომელმაც მ--- გ-----------–---–--------–--ეს სახეში გაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

რ----- გ----–---მა განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია მ----------------–---–ი - კ-----–--ის მიმართ და ითხოვა გამართლება.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობისა და რელ----ტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა, გულისხმობს მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას.

მ----------------–---–ი-კ-----–--ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის ჩვენების საწინააღმდეგოდ მეტყველებს გამოკვლეული მტკიცებულებები.

მ----------------–---–ი-კ-----–--ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ მუშაობს დასუფთავების სამსახურში, ქალაქ თბ--–----------–----–-----------------–---------–---------------–-“ დამლაგებლად. 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:00-06:30 საათამდე პერიოდში, თანამშრომელთან, ი----- უ-------თან ერთად იმყოფებოდა ჭ-----------–ისა და კ--------ის ქუჩების კვეთაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, იმავე დღეს, მან ხმამაღლა გამოთქვა პრეტენზია ერთ-ერთი სახლის წინ დაყრილ ნაგავთან დაკავშირებით, რამაც მასსა და ბრალდებულს შორის წარმოშვა კონფლიქტი. რ----- გ----–---მა მ----------------–---–-კ-----–--ეს ხელი მოჰკიდა მკლავში და მეორე ხელი გაარტყა სახეში. მომხდარი ფაქტის შემსწრე ი----- უ-------მა რ----- გ----–---ს მისთვის მეორედ დარტყმის საშუალება არ მისცა და ხელი დაუკავა.

 

ი----- (ჰ---------) უ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დასუფთავების სამსახურში და არის მ----------------–---–ის თანამშრომელი. შემთხვევის დღეს შემოესმა მ---ს ხმამაღალი საუბარი. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან დაყრილ ნაგავთან დაკავშირებით მ--- ამბობდა, რომ ყოველ დილით როგორ შიძლება ერთი და იგივე განმეორდეს, როდესაც ნაგვის ურნა ორ მეტრში დგას, წაიღეთ და იქ ჩაყარეთ ნაგავიო. მ---ს ნათქვამზე სახლიდან დედის გინებით გამოვიდა მათთვის უცნობი კაცი, როგორც შემდეგ გაირკვა რ----- გ----–---ი და წავიდა მ---ს მიმართულებით. როცა ბრალდებულმა დაზარალებულს ხელი დაარტყა სახეში და მეორედაც დააპირა დარტყმა, მან ხელი დაუჭირა რ----- გ----–---ს და მოუწოდა შეეწყვიტა ქმედება.

 

კ------------ე ყ------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.

 

2017 წლის 20 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად: მ----------------–---–მა-კ-----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ჭ-----------–ის და კ--------ის ქუჩების კვეთასთან იქვე მცხოვრებმა, დაახლოებით 55 წლამდე ასაკის მ-----–--, რომელიც იყო მელოტი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მანვე განმარტა, რომ შეუძლია პიროვნების ამოცნობა. ამოცნობის დაწყებამდე, რ----- გ----–---ს მიეცა წინადადება დაეკავებინა ამოცნობაში მონაწილე პირებს შორის მისთვის სასურველი ადგილი, რის შემდეგ იგი დადგა მარჯვნიდან მესამე ანუ მარცხნიდან პირველ ადგილზე. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი პირიდან სიმაღლით, შემელოტებული თმით, მრგვალი პირი-სახით, ჭაღარა შერეული თმით, სახის, მოყვანილობით ამოიცნო, რიგით მარჯვნიდან მესამე ანუ მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი მამ---ცი რ----- გ----–---ი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით: - ჰ--------- უ-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ჭ-----------–ის და კ--------ის ქუჩების კვეთასთან მის გვერდით მომუშავე მ----------------–---–ს იქვე მცხოვრებმა, დაახლოებით 55 წლამდე ასაკის მ-----–--, რომელიც იყო მელოტი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამოცნობის დაწყებამდე, პირს, რ----- გ----–---ს მიეცა წინადადება დაეკავებინა ამოცნობაში მონაწილე პირებს შორის მისთვის სასურველი ადგილი, რის შემდეგ იგი დადგა მარჯვნიდან მეორე ანუ მარცხნიდან მეორე ადგილზე. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი პირიდან შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, შემელოტებული თმით, სახის ფორმით, მრგვალი პირი-სახით ამოიცნო, რიგით მარჯვნიდან მეორე ანუ მარცხნიდან მეორე ადგილზე მდგომი რ----- გ----–---ი.

 

ლ-------------–---–-- განმარტა, რომ არის გინეკოლოგი დიაგნოსტიკის ცენტრ ,,მ--------–------’’-ში და მ----------------–---–ი ფეხმძიმობის პერიოდში იყო მისი პაციენტი. 2017 წლის ზაფხულში, შემოწმების მიზნით მ--- მივიდა მასთან, უთხრა, რომ უცნობმა მ-----–-- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აინტერესებდა ხომ არ შეექმნა ნაყოფს საფრთხე, რაც ჩატარებული ექოსკოპიით გამოირიცხა.

 

კ-----–- კ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე - მ----------------–---–ი მუშაობდა დასუფთავების სამსახურში. 14 ივნისს მ--- შინ დაბრუნდა აღელვებული და უამბო, რომ დილის საათებში კონფლიქტი მოუვიდა ჭ-----------–ისა და კ--------ის ქუჩების კვეთაზე მაცხოვრებ მამ---ცთან, რომელმაც ხელი გაარტყა სახის არეში. როგორც მისთვის არს ცნობილი ინციდენტის დროს მ---სთან ერთად იმყოფებოდა თანამშრომელი ე-------- უ-------ი.

 

ლ----------------–--------–-------------------------------–-------------------–------------------------------------- ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შესამოწმებლის განცხადებით 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე მისთვის უცნობმა პიროვნებამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესამოწმებელს თავის და ზედა კიდურების მიდამოებში გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება, მან ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა, რაც ასევე მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში. დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით: 2017 წლის 14 ივნისს, მოქ. მ----------------–---–--------–---ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ლ---- გ--–----ას ჩვენებით დადგენილია, რომ არის რ----- გ----–---ის მეზობელი და მათ სახლებს ყოფს საერთო ღობე. მეორე სართულზე აქვს საძინებელი. 2017 წლის 14 ივნისს, დილით შემოესმა ხმამაღალი საუბარი, როცა ფანჯრიდან სართულიდან გადაიხედა ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს იყვნენ დაცილებულები.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ გახადეს მოწმეთა ნ--------------–---–იას, რ--------------, მ------------------ის, ი---------------ის, ს--–---- ჟ------ის დაკითხვა.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ადგილი ჰქონდეს დარტყმას, მოქაჩვას, ანთებული სიგარეტით ზემოქმედებას და ასევე სხვა ერთჯერად ქმედებას, იმ დათქმით, რომ მას არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად თავსებადია როგორც მოწმეთა, მათ შორის როგორც ფაქტის უშუალო შემსწრე ი----- (ჰ---------) უ-------ის, ასევე, კ-----–- კ-----–--ის, ლ-------------–---–--, კ------------ე ყ------ის, კ------------ე ც-----–---–ის ჩვენებებთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან.

რაც შეეხება ლ---- გ--–----ას ჩვენებას, რომლითაც დაცვის მხარე ცდილობს გააბათილოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი დაპირისპირებისათვის თვალი არ უდევნებია და როცა ხმაურზე გადაიხედა ფანჯრიდან კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----- გ----–---მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126- ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ----- გ----–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- გ----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ რ----- გ----–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/