განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
340100119003078888
დავის ტიპი
126 1
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003078888

№1/108-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ა-–---- ა-–-–------ის

ადვოკატ - ბ-------- გ---–--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ა-–---- ა-–-–------ი

მამის სახელი: მ---------

დაბადებული: 1--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელი კა---–ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელი კა---–ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ა-–---- ა-–-–------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 11:40 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში, ქ----– ა--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა-–---- ა-–-–------მა, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში მუშტი დაარტყა ნ-----– ა-–--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ა-–---- ა-–-–------ს, 2019 წლის 29 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 11:40 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში, ქ----– ა--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა-–---- ა-–-–------მა, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში მუშტი დაარტყა ნ-----– ა-–--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ნ-----– ა-–--------ის, მოწმეების - ზ------ ა-–--------ის, შ----- ა-–--------ას, ი---- მ--------ას, ფ------- ა--------ას, ა----– ბ---------ის, ქ----– ა--------ის, თ-------- ა-–-–------ას, გ---–----- გ---------ას, ქ----– ხ--–--–---ის, თავად ბრალდებულ ა-–---- ა-–-–------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 11 მაისს, ა-–---- ა-–-–------მა, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში მუშტი დაარტყა ნ-----– ა-–--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ა-–---- ა-–-–------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - მუშტის დარტყმა სახეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---- ა-–-–------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ა-–-–------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ა-–---- ა-–-–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა-–---- ა-–-–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–---- ა-–-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ა-–---- ა-–-–------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---- ა-–-–------ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ა-–---- ა-–-–------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 1000 (ათასი) ლარი.

 

ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ა-–---- ა-–-–------ის (პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - 1000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა-–---- ა-–-–------ის (პ/ნ 2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კა---–ში, საკადასტრო კოდი 5-----------, დაზუსტებული ფართობი 2----- მ2, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, საბაზრო ღირებულება - 5000 (ხუთი ათასი) ლარი), გირაოს ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-–---- ა-–-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ა-–---- ა-–-–------ის (პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ა-–---- ა-–-–------ის (პ/ნ 2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კა---–ში, საკადასტრო კოდი 5-----------, დაზუსტებული ფართობი 2----- მ2, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, საბაზრო ღირებულება - 5000 (ხუთი ათასი) ლარი), 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი