განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002771126
საქმე #1/512-18 (011061118005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი----- მ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- გ------–---–- (დაბადებული 1----–-–------------–-, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ----–----------------------–---–----------ში)
ადვოკატი - ტ---- რ-------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლით - ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა დ----- გ------–---–მა 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორში, გურამიშვილის ქუჩა №5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ---- ხ---–---–ს სავაჭრო მაგიდიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ბეჭედი და 34 ლარი, რის შემდეგ მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ნ---- ხ---–---–ს მიადგა 374 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. დაზარალებულმა ნ---- ხ---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ბ------ში. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19-20 საათზე, ახალი დაბინდებული იყო, თუმცა გარე განათება ენთო, აალაგა საქონელი, თავისი ხელჩანთა კი მეუღლის - გ------- ქ---------ის სავაჭრო მაგიდაზე დადო, რომელიც ასევე ვაჭრობს. ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა თანხა 30 ლარამდე, საბანკო ბარათები და დაახლოებით 300 ლარამდე ღირებულების ოქროს ბეჭედი, ბრილიანტის თვლებით. ნ---- ხ---–---–ი თავის მაგიდასთან დაბრუნდა იმის შესამოწმებლად, ხომ არაფერი დარჩა. როდესაც გამობრუნდა თავისი მეუღლის მაგიდისაკენ, დაინახა, რომ მისი ხელჩანთა დ----- გ------–---–ს ჰქონდა აღებული, ,,მიხუტებული“ და მიდიოდა. მას ეცვა ჭაობისფერი კაპიშონიანი მაისური. ნ---- ხ---–---–მა ჩანთას ხელი მოკიდა და დაუძახა - ,,სად მიგაქვს ჩემი ჩანთაო“, მაგრამ ჩანთის ყურზე ხელი აუსხლტა, დ----- გ------–---–- კი გაიქცა. ნ---- ხ---–---–მა დაიძახა ,,მიშველეთო“. მძარცველს დაედევნა ნ---- ხ---–---–ის მეუღლე და მის მოპირდაპირე მხარეს მოვაჭრე - მ----- გ------–------, მაგრამ გაექცათ. როდესაც მობრუნდა, გ------- ქ---------ემ დარეკა პოლიციაში. დაზარალებულმა მოგვიანებით ამოიცნო დ----- გ------–---–-. ის კარგად დაამახსოვრდა მაშინ, როდესაც ჩანთის წართმევას ცდილობდა - ამ დროს მის პირისპირ იდგა. ასევე ჩართული იყო განათებაც. ბრალდებულს ვიზუალურად იცნობს ქალაქიდანაც. გარდა ამისა, დ----- გ------–---–- ამავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე დაინახა ბაზარში არსებული მობილური ტელეფონების მაღაზიაში, სადაც დიდხანს იდგა. იგი მთელი დღე ბაზრის ტ--------------- ,,ტრიალებდა“. დაზარალებული ითხოვს ზარალის ანაზღაურებას (2019 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი);
3.2. დაზარალებულის მეუღლე გ------- ქ---------ემ განმარტა, რომ ვაჭრობს გორში, ა-------------------------------ზე არსებულ ბ------ში. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე დაამთავრა მუშაობა და ალაგებდა საქონელს, რა დროსაც დაუძახა მეუღლემ - ,,ჩანთა გამტაცესო“. ამ დროს თავად დ----- გ------–---–-ც მის პირდაპირ, დაახლოებით ნახევარ მეტრში აღმოჩნდა, ლურჯი კაპიშონიანი მაისური ეცვა, ხელში ნ---- ხ---–---–ის ჩანთა ეჭირა. მას გაეკიდა თავად და იქვე მყოფი მოვაჭრე - მ-----ი, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მან დარეკა პოლიციაში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ ამოიცნო დ----- გ------–---–-. ბრალდებული ჩანთის გატაცებამდე რამდენიმე საათით ადრე - დაახლოებით 15 საათზე ნახა ბაზარში, სხვა პირთან ერთად. ისინი ტელეფონის ნომერს ყიდულობდნენ. გარდა ამისა, როდესაც მისდევდა, გაქცეულმა რამდენჯერმე მოიხედა უკან (2019 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი);
3.3. ბრალდებულის მეუღლემ, ლ--–- ა-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, 18 საათზე დ----- გ------–---–- ქუჩაში ბავშვს დახვდა და სახლში მოიყვანა, რის შემდეგაც სახლიდან აღარ გასულა, კომპიუტერთან იჯდა და ინტერნეტში თამაშობდა - ,,ჯეკპოტს ელოდებოდა“ (2019 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი);
3.4. მოწმე ჯ---- გ--------მ განმარტა, რომ არის დ----- გ------–---–-ს მეგობარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, დღის განმავლობაში, დაახლოებით 13-14 საათამდე ისინი ერთად იმყოფებოდნენ ქალაქში. საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე მას დაურეკა დ----- გ------–---–მა. 19 საათიდან კი დაიწყეს ინტერნეტ თამაში, რა დროსაც ბრალდებული პერიოდულად ურეკავდა მას. თამაშობდნენ ღამის 12 საათამდე. იყენებდნენ სხვადასხვა ,,ნიკს“, მათ შორის - ,,ო------“, ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“. ჯ---- გ-------- იყენებდა თავის პერსონალურ კომპიუტერს, დარეგისტრირებულია ,,კ--------–----ზე“. ინტერნეტში თამაშისათვის ტელეფონით არასოდეს უსარგებლია (2019 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი);
3.5. მოწმე გ------- ქ-----მ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს მიკროავტობუსი, რომლითაც დაჰყავს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. 2018 წლის 6 ნოემბერს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 17:50 საათისთვის მან დ----- გ------–---–-ს ბავშვი მიიყვანა მათ სახლთან ახლოს, სადაც დახვდა ბავშვის მამა და წაიყვანა თავისი შვილი (2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი);
3.6. ბრალდებულმა დ----- გ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 17:40-17:45 საათზე მოიყვანეს მისი შვილი, რომელიც მიიყვანა სახლში, ცოტა ხანს ეთამაშა მას. დაურეკა თავის მეგობარ ჯ----ს, დაჯდა კომპიუტერთან, სადაც გახსნილი ჰქონდა ,,ფეისბუკის“ და ინტერნეტ თამაშების გვერდი, კვლავ დაურეკა ჯ---- გ--------ს და დაიწყო თამაში რამდენიმე ,,ნიკით“ - ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“. 18-დან 20 საათამდე მან სამჯერ დარეკა ჯ---- გ--------სთან. თამაშობდა მხოლოდ კომპიუტერით. თამაში გააგრძელა დაახლოებით ღამის 12 საათამდე. იგი რეგისტრირებულია ინტერნეტ თამაშების გვერდ ,,კ--------–----ზე“, სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - 5----------- (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი);
3.7. შეტყობინების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 6 ნოემბერს, 18:33 საათზე ,,112“-ში ტელეფონით რეკავს გ------- ქ---------ე და აცხადებს, რომ ჩანთა გასტაცეს (ტ. 1, ს.ფ. 2),3.8. ,,IP“ მისამართის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დ----- გ------–---–-ს სახლში არსებული პორტატული კომპიუტერის ინტერნეტ მისამართია 2------------ (ტ. 1, ს.ფ. 186-192);
3.9. შპს ,,მ-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ მისამართზე - 2------------ - ,,ნიკები“ - ,,დ------------“ 2018 წლის 6 ნოემბრის 16:38-დან 19:30 საათამდე, ,,ბ-------“ – 16:48-დან 19:29 და ,,ზ-------“ – 16:49-დან 19:31 საათამდე აქტიური არ არის. (ს.ფ. 215-226);
3.10. ,,მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დ----- გ------–---–-ს ტელეფონის ნომერი - 5----------- - 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17:23, 18:56, 19:03 და 19:13 საათებზე (ს.ფ. 270-274);
3.11. პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, 2018 წლის 7 ნოემბერს ნ---- ხ---–---–მა და გ------- ქ---------ემ ამოიცნეს დ----- გ------–---–- (ს.ფ. 58-62, 69-73);
3.12. გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით, სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით) დ----- გ------–---–ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბრალდებიდან ამოერიცხა 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ქმედება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ს.ფ. 93-107);
3.13. შესაბამისი ცნობით, დ----- გ------–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 24 დეკემბერს, სასჯელის სრულად მოხდის შედეგად (ს.ფ. 126);
3.14 გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დ----- გ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: ნ---- ხ---–---–ი და მისი მეუღლე - გ------- ქ---------ე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩანთა დ----- გ------–---–მა გაიტაცა. დაზარალებული მის პირისპირ იდგა, მანამდეც შენიშნა ბაზარში და კარგად დაიმახსოვრა. გ------- ქ---------ეც აღნიშნავს, რომ დ----- გ------–---–- მის პირისპირ აღმოჩნდა გაქცევისას. ამ უკანასკნელმა დევნისას სამჯერ მოიხედა უკან. დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ ბრალდებული ამოიცნეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. გ------- ქ---------ემ პოლიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც ჩანთის გამტაცებელს ვერ დაეწია. ირკვევა, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინეს 18:33 საათზე. ბრალდებულიც აღნიშნავს, რომ როდესაც ბავშვი სახლში მიიყვანა (დაახლოებით 18 საათზე) ჯერ კიდევ არ ბნელოდა. დაზარალებულის ჩვენებით, ჩართული იყო გარე განათებაც. ამდენად, სრულიად შესაძლებელია ამგვარ ვითარებაში პირის დამახსოვრება, მით უფრო, თუ იგი არაერთხელ გინახავს, მათ შორის - მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრეც. საქმის მასალებით დ----- გ------–---–-ს მიმართ არ იკვეთება რაიმე ინტერესი არათუ დაზარალებულისა და მისი მეუღლის, არამედ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდანაც. აღნიშნული არ იკვეთება თავად ბრალდებულის ჩვენებით;
დ----- გ------–---–- ამტკიცებს, რომ დანაშაულის დროს იმყოფებოდა სახლში და ინტერნეტში სხვადასხვა აზარტული თამაშით იყო დაკავებული. სწორედ ამის გამო ბრალდების მხარემ მოიპოვა და წარმოადგინა დ----- გ------–---–-ს მიერ დასახელებული ,,ნიკების“ - ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“ - სათამაშო ისტორია. ირკვევა, რომ დ----- გ------–---–-ს კომპიუტერის ,,IP“ მისამართით სამივე ,,ნიკი“ 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17 საათამდე, რის შემდეგ თანმიმდევრულად აქტიურდება მხოლოდ 19:29, 19:30 და 19:31 საათიდან. ამასთან, დ----- გ------–---–-ს ტელეფონის ნომერი - 5----------- - 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17:23, 18:56, 19:03 და 19:13 საათებზე;
დაცვის მხარემ წარმოადგინა სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაბეჭდი, რომლის მიხედვით 2018 წლის 6 ნოემბერს დ----- გ------–---–- მობილური ტელეფონით (5-----------) ესაუბრა ჯ---- გ--------ს (5-----------) 18:25; 18:54 და 19:56 საათზე. ამ მოტივით დაცვის მხარე გამოძიების ეტაპზე ითხოვდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. გარდა იმისა, რომ წუთობრივად არ არის დადგენილი დანაშაულის ჩადენის დრო და თუნდაც ამ დროს - 18:25 საათზე - განხორციელებული ზარი არ გამორიცხავს დ----- გ------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, ირკვევა, რომ 2018 წლის 6 ნოემბრის 18:24-დან 18:25 საათამდე ჯ---- გ-------ის მობილურ ტელეფონზე ზარი განხორციელდა არა დ----- დ----- გ------–---–-ს ნომრიდან - 5-----------, არამედ სხვა ნომრიდან - 5-----------, რომელიც ეკუთვნის გ------- ტ-----------–---–ს (ტ. 1, ს.ფ. 209; 247);
ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, თითქოს ძარცვა ჩაიდინა არასრულწლოვანმა გ------- ჯ-–--–---–მა. დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ გამოძიების ეტაპზევე გამორიცხეს დანაშაულის არასრულწლოვანის მიერ ჩადენა და აღნიშნეს, რომ გ------- ჯ-–--–---–ს პირველად ხედავდნენ. ბუნებრივია, წარმოუდგენელია ნ---- ხ---–---–სა და გ------- ქ---------ეს 17 წლის გ------- ჯ-–--–---–ი შეშლოდათ 32 წლის დ----- გ------–---–ში, რომელიც, როგორც აღინიშნა, მანამდე არაერთხელ ჰყავდათ ნანახი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ----- გ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დ----- გ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ხასიათდება დადებითად. დ----- გ------–---–-ს ნასამართლობა ამ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა და მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დამძიმების მხრივ.
5.2 ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, უალტერნატივო სასჯელი სრულად ან ნაწილობრივ პირობით ჩაუთვალოს მსჯავრდებულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- გ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ დ----- გ------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ნოემბრიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი