განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
180100119003037859
დავის ტიპი
120
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მ–-----ს რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/142-19 1 ივლისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–--ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ--------------–--–---–ი;

 

ბრალდებული - კ---- ალ----------ს ძე ძ-----–---–ი (დაბადებული 1--- წლის 11 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს ,,მ–-----ს სოფწყალის“ სპეციალისტი, მცხოვრები: მ–-----ს რაიო--- სოფელ ზა------ში, აღკვეთის ღო---ძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–-----ს რაიო--- სოფელ ზა------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ---- ძ-----–---–მა მის მეუღლეს ლ---ა ნ-------–--ლს სრულ--დ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო ფაიფურის ჩაის ჭიქა და დამიზნებით ესროლა მეუღლეს ლ---ა ნ-------–--ლს, რაც ლ---ა ნ-------–--ლს მოხვდა შუბლის არეში და შუბლის არედან წამოუვიდა სისხლი, რის შედეგადაც ლ---ა ნ-------–--ლმა, მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნულ ძალადობის ფაქტს შეესწრო კ---- ძ-----–---–ის და ლ---ა ნ-------–--ლის არასრულწოვანი შვილი ო---ე ძ-----–---–ი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება:

 

2.1. სასამართლო პროცესზე კ---- ძ-----–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ლ---ა ნ-------–--ლის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილ--, რომ 2019 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა სახლში შვილებთან 18 წლის ალ---------- და 16 წლის ო---ე ძ-----–---–ებთან, ასევე მეუღლესთან კ---- ძ-----–---–თან, მის დედასთან და დასთან შ------ა ძ-----–---–თან ერთად. მის მეუღლეს ზომაზე მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და იყო მთვრალ მდგომარეობაში, რომელიც გახდა აგრესიული ლ---ა ნ-------–--ლის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ აიღო ჭიქა და ესროლა ლ---ას, რომელიც მოხვდა შუბლის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულს შეესწრო ოჯახის ყველა წევრი და მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილი ო---ე ძ-----–---–ი. შემდეგ დარეკეს 112-ში, გადაიყვანეს ლ---ა ნ-------–--ლი საავადმყოფოში და დაადეს ნაკერები შუბლის არეში.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯეო ჰო-------–-ის“ მ–-----ს სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1760-ის მიხედვით ლ---ა ნ-------–--ლს დაესვა დიაგნოზი: თავის და შუბლის ნაკვეთი ჭრილობები. ჭრილობები განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ლ---ა ნ-------–--ლის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით და ასევე შუბლის და ნაწილობრივ შუბლ-თხემის მიდამო გადახვეული ჰქონდა თეთრი ფერის ბინტით.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ნიშნავს ოჯახურ დანაშაულს: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ ლ---ა ნ-------–--ლის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების: გ---–----ა ძ-----–---–ის, გ---ა ი-----–---–ის, შ------ა ძ-----–---–ის, ო---ე ძ-----–---–ის და ალ---------- ძ-----–---–--ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ კ---- ძ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი; ლ---ა ნ-------–--ლის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი, ბრალდებულ კ---- ძ-----–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალების) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ძ-----–---–მა 2019 წლის 29 აპრილს, ჭიქის სროლის შედეგად მის მეუღლეს ლ---ა ნ-------–--ლს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

3.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ძ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ კ---- ძ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, შერიგებულ-- დაზარალებულთან და ცხოვრობენ ერთ ოჯახად, მეზობლების და სამსახურის მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღო---ძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილ-- ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ---ობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანო--- წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--- სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლ---ობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---- ძ-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---- ძ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცადელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. კ---- ძ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.

3. კ---- ძ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო---ძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. კ---- ძ-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფაიფურის ჭიქის ნატეხები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მ–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი