განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003079348
საქმე #1/292-19 (077250818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ------- მ---–----–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ--–---- ა---–--–- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ----------------–--–-------------)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მოძრავმა ,,მერსედეს ვიტოს“ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა ვ--–---- ა---–--–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა და უკნიდან შეეჯახა მისაბმელიან სატვირთოს ავტომანქანა ,,რენოს“. შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა ,,მერსედეს ვიტოს“ მგზავრებმა - რ----- ბ------მ და რ--------- ხ-----მ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ვ--–---- ა---–--–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული რ----- ბ-----ის, რ--------- ხ----ის, ვ----–-- ლ-----–---–ის, ზ------ ხ----ის, ვ-–-------- ტ--–----ის, ა------ ბ-------–---–ის, გ--–- ჯ--------ის გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ--–---- ა---–--–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ--–---- ა---–--–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის წარსულს - არ არის ნასამართლევი. ამასთან, დანაშაულის ჩადენიდან გასულია დაახლოებით 11 თვე. ვ--–---- ა---–--–- ადმინისტრაციული წესით ბოლოს დაჯარიმდა 2018 წლის ოქტომბერში, რის გამოც არ არის აუცილებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. მთლიანობაში, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვ--–---- ა---–--–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–---- ა---–--–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ვ--–---- ა---–--–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი