განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
040100119003091414
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003091414

საქმე N1/32-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- მ------

მამის სახელი: გ----;

დაბადებული: 0-.0-.1----–--–--

დაბადების ადგილი: ს----------–--, თ---–---;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

ნასამართლეობა: ნ----------–----- არ მქონე;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ამ------–---------------–-----–-------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ამ------–---------------–-----–-------

ადვოკატი - მერაბ დარახველიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.გ------- მ------მ, 2019 წლის 16 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა-------–--------------------------–----–-----–----თვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, სახის არეში ხელის დარტყმის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მამას - გ---- მ------ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 03 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.105-109).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.გ------- მ------მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 16 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ------- მ------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას, გ---- მ------ს, რის გამოც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან და იმ სამსახურთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა(ს.ფ.35– 41).

 

6.დაზარალებულ გ---- მ------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სოფელ კ--–-----–- საცხოვრებელ სახლში დედასთან ჟ--–---- მ------სთან, შვილთან - გ------- მ------სთან და მის მეგობარ გ------- მ--------------- ერთად. გ------- იყო ნასვამი. მოუვიდათ უთანხმოება სახლიდან ამოწერასთან დაკავშირებით. უხსნიდა, რომ არ ამოუწერია, რაშიც ვერ დაარწმუნა. გ------- აგინებდა დედის მისამართით, მოსთხოვა აეხსნა რატომ აგინებდა, რის შემდეგ გ------- უფრო გაღიზიანდა და მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში. რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ დარეკა 112–ში. (დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.3-5; 49-50).

 

7.მოწმის სახით დაკითხული გ------- მ----------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულ გ------- მ------ს მამასთან, გ---- მ------სთან მოუვიდა უსიამოვნება, მიზეზი მისთვის უცნობია, რაც გადაიზარდა ცხარე კამათში, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცდილობდა მათ გაშველებას. გ-------მ გ----ს ჰკრა ხელი. გ---- წაიქცა. გ-------ს მხრივ გ----ს მიმართ ხელის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. . (ს.ფ. 42-44);

 

8.2019 წლის 17 მაისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- მ------მ, 2019 წლის 16 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა-------–------- რაიონის სოფელ კ--–-----–-, სახის არეში ხელის დარტყმის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მამას - გ---- მ------ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.54-58);

 

9.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------ N--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე გ---- მ------ს, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით.

 

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად. და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.91–94)

 

10. გ------- მ------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ჟ--–---- მ------- გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------- მ------- გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------- მ------- დაკავების ოქმით; გ------- მ------- ალკოტესტით შემოწმების ოქმით თანდართული ამონაწერით; ოქმით სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ; ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; ოქმით ბრალდებულის ოჯახის წევრებთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; დადგენილებით გ---- მ-------ათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; გ------- მ------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; გ------- მ------- ნ----------–----- ცნობით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ------- მ------- შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; ცნობით შპს ,,ქუ--------------------------------–------–-----------“ გ------- მ------- შესახებ; შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - ფორმა N1; გ------- მ------- ფორმა N1-თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; დადგენილებით გ---- მ------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დადგენილებით გ------- მ------- ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; განჩინებით ყადაღის დადების შესახებ; განცხადების მიღების ბარათით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; წერილით ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ; სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გ------- მ------- მიმართ;

 

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად გ---- მ------ არის ბრალდებულ გ------- მ------- ოჯახის წევრი - მამა.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ------- მ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.გ------- მ------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.

 

15.გ------- მ------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული) შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- მ------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- მ------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შეუბღალავი წარსული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ------- მ------- მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ------- მ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.

 

2.გ------- მ------ს, სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 მაისის 13:40 საათიდან, 2019 წლის 21 მაისის ჩათვლით.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ------- მ------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ გ------- მ------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ა-------–------- რაონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა გ------- მ------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად ო----- ბ----------(პ/ნ 0---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს მდებარე ა-------–------- რაიონის სოფელ ს---–--–-(ნაკვეთი 0--), დაზუსტებული ფართობი 4--.00 კვ. მ. საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--, ღირებულებით - 3 5----------------------)ლარი.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი