განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
180100119003055180
დავის ტიპი
126 1
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/146-19 16 ივლისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №------------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–ი

 

ბრალდებული - ზ----- დ------–-ს ძე ვ--–-–---–ი (დაბადებული 1--- წლის 15 ს----------ს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყაზბეგის რაიონი, დაბა ს-------–-----ა, რ---------–-ს ქ. N4-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 16 აპრილს საღამოს საათებში, ყაზბეგის რაიონის დაბა ს-------–-----აში, რ---------–-ს ქ. N4-ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- ვ--–-–---–მა ძმას მ------რ ვ--–-–---–ს, ავტომანქანის არასწორად გაჩერების გამო მისცა შენიშვნა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დამცირების გამო განერვიულებულმა მ------რ ვ--–-–---–მა აიღო ჩაიდანი და დაახეთქა ძირს, რის შემდეგაც ზ----- ვ--–-–---–ი გახდა უფრო აგრესიული, მაგიდიდან აიღო პატარა ზომის ქვაბი და ესროლა ძმას, რაც მ------რ ვ--–-–---–ს მოხვდა თავში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზ----- ვ--–-–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ მ------რ ვ--–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ყაზბეგის რაიონის დაბა ს-------–-----აში დედასთან ბ-----–-ა ვ--–-–---–თან. მის ეზოში ასევე დგას მეორე სახლი, სადაც ცხოვრობს ძმა ზ----- ვ--–-–---–ი. 2019 წლის 16 აპრილს მ------რ ვ--–-–---–ი როდესაც მივიდა სახლში და დააყენა ეზოში მანქანა, ძმამ ზ----- ვ--–-–---–მა აგრესიული ტონით უთხრა, რომ კარგად გაეჩერებინა მანქანა, ზ----- ვ--–-–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, არ ჩუმდებოდა, აგრძელებდა მ------რის დამცირებას და სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას, რაზედაც განერვიულდა მ------რი, ჩაიდანს მოკიდა ხელი და ძირს დაახეთქა, დახეთქების მომენტში წყალი შეესხა ზ-----ის, რის შემდეგაც ზ-----იმ მაგიდიდან აიღო რკინის ქვაბი და ესროლა მ------რს. მას ქვაბი მოხვდა თავში საფეთქლის არეში, რაზედაც მ------რ ვ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რამდენიმე წამი გაითიშა. მათ კონფლიქტს შეესწრო ასევე დედა ბ-----–-ა ვ--–-–---–ი.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ------რ ვ--–-–---–ს 2019 წლის 22 აპრილს, პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; ბ-----–-ა ვ--–-–---–ის, ც-----ი გ--–-–---–ის, თ--------ზ ს-------ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმი და ბარათი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- ვ--–-–---–მა 2019 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში ძმის მ------რ ვ--–-–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ზ----- ვ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ვ--–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ----- ვ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ზ----- ვ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. გაუქმდეს ზ----- ვ--–-–---–ის მიმართ მ------რ ვ--–-–---–თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვა.

4. ზ----- ვ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

5. ზ----- ვ--–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ლითონის ქვაბი დაუბრუნდეს მის მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი