განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
140100119003087745
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003087745

საქმე #1/313-19 (028301117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ქ---------- (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: კ---------------------------)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, კასპში, სააკაძის ქუჩაზე მოძრავმა ,,ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა გ------- ქ----------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, გადავიდა საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ავტომანქანა ,,ოპელს“, რომლის მძღოლმა - ნ-----–---- ბ-------–---–მა შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ქ----------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ-----–---- ბ-------–---–ის, ს-------- პ------–-–---–ის გამოკითხვის, შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ქ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- ქ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის წარსულს - არ არის ნასამართლევი. შემთხვევიდან დღემდე გასულია წელიწადი და 8 თვე. ბრალდებულს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ აქვს. ამდენად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობისა და არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებების პირობებში, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების მისაღწევად, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სასჯელად ჯარიმის გამოყენება და მართვის უფლების მინიმალური ვადით ჩამორთმევა, შემთხვევიდან გასული დროის გათვალისწინებითაც.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ქ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი;

 

მსჯავრდებულ გ------- ქ----------ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა“, სახ. №---------, ავტომანქანა ,,ბმვ“, სახ. №------- და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, სისხლის, მიკრონაწილაკების ნიმუშები, ნომრის სამაგრი, მინის და პლასტმასის ნატეხები - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი