განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/2055-19
№0-----------
20 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ-------------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ--–-- რაიონის ს------–--------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზ--------ი, დ-----–-----------–---------–---------------ში
ადვოკატი - ზ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 5 დეკემბერს დაფუძნებულ იქნა შპს „პრ---------------“ (ს/კ 4--------), იურიდიულ მისამართზე - ქ. ზ--------ი, ე. ნ----–---–------------. შპს „პრ----------------ის“ დირექტორსა და 100% წილის მესაკუთრეს, რეგისტრაციის დღიდან დღემდე, წარმოადგენს გ--–---------- (პ/ნ 6----------). საწარმოს საქმიანობის საგანია ხე-ტყის მასალით ვაჭრობა.
გ--–----------მ უსაბუთოდ შეძენილი საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად განიზრახა ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. აღნიშნული განზრახვის შესაბამისად, 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გ--–----------ს მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0--------5, N0---------, N03--------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------- N--------------------------------------------------------------, N03------------------------------------------------------------------------2, N0--------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------- N0--------------------------------------------------------------------------, N0-----------------------------------.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა გ--–----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ--–----------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ-----------–-----ს, გ------------–----–---–-ს, გ---–-------ს, ბ-------------ს, ი----------ს, გ-------–------ს, ზ--–--------------–---–-ს, ლ-----–--–-–---–-ს, ზ-------------–-–---–-ს, ვ----------------ს, გ--------------–----ს, ზ--–--------------–---–-ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, დათვალიერების ოქმსა და თანდართულ დოკუმენტებს, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმს თანდართული CD-R დისკით, დათვალიერების შესახებ ოქმს და თანდართულ დოკუმენტაციას, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმს ორი თანდართული CD დისკით (30.08.2018), დათვალიერების ოქმს თანდართული დოკუმენტაციით (03.09.2018), დათვალიერების ოქმს თანდართული დოკუმენტაციით (11.09.2018).
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--–----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია გ--–----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ--–----------ს ჰქონდა განზრახვა გამოყენების მიზნით დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც განახორციელა კიდეც.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
3.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გ--–----------მ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--–----------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა გ--–----------მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში.
5.6. მოცემულ შემთხვევაში გ--–----------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–----------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება შესაძლებელი იქნება გ--–----------ს მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი