განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003059007
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/196-19 15 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031070319002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი მექვაბიძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დიმიტრი ნაცვლიშვილი
ბრალდებული: ა----– დ-------–----
მამის სახელი: ნაზიმ
დაბადებული: 1----–-–--------------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–----------–--------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 07 მარტს, დილის საათებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-----–----–----------------- სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) მასწავლებელმა ა----– დ-------–----მ გაკვეთილის არ ცოდნის გამო ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ამავე სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლე არასრულწლოვნებს - მ-----------------------------–----–------------------------–-------------------------------------–----------------------------------------–-----–------ს, კერძოდ, აღნიშნული მოსწავლეები ფსიქიკურად აიძულა თანაკლასელების წინაშე დამდგარიყვნენ მუხლებზე, კეფაზე დაეწყოთ ხელები და ასეთ მდგომარეობაში ორჯერ დაერტყათ წრე საკლასო ოთახის ცენტრში ერთ მწკრივზე განლაგებული მერხებისათვის, აღნიშნულის შედეგად ბავშვებმა საკუთარ თავზე განიცადეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
დადგენილია რომ დაზარალებულები მ-------------------ვა, ა----–----–------ა, ო------------–---ა, თ--------------ვა, ს---------–---ა, ქ---------------ა და თ--------–-----–-----ვი არიან 18 წელს მიუღწეველი პირები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. პირის ფსიქიკური იძლება გამოიხატება მუქარაში, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ამასთან, მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე - მისი ახლობლისადმი, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.
საქმეზე უდავოდ ცნობილი დაზარალებულების ს---------–-–------ას, მ---------------------ვას, ო-------------–---ის, თ--------------ვას, ს---------–---ას, ქ----------------ის და თ---------–-----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ჩ--------–------ას, ა-----------------ას, ს----------–----------ას, ჯ---------------ას, ნ--–------------–---ას, რ----–-------------------ს, ს---------------–---ას, კ----------------------ას, ა----–-----–------ას გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ა----– დ-------–----მ მ-----------------------------–----–------------------------–-------------------------------------–----------------------------------------–-----–------ს, იცოდა რა რომ ისინი იყვნენ არასრულწლოვნები, ფსიქიკური იძულებით უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა----– დ-------–----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა----– დ-------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა----– დ-------–----ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ს---------–-–------ას, მ---------------------ვას, ო-------------–---ის, თ--------------ვას, ს---------–---ას, ქ----------------ის და თ---------–-----–-----ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ჩ--------–------ას, ა-----------------ას, ს----------–----------ას, ჯ---------------ას, ნ--–------------–---ას, რ----–-------------------ს, ს---------------–---ას, კ----------------------ას, ა----–-----–------ას გამოკითხვის ოქმები.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა----– დ-------–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა----– დ-------–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----– დ-------–----მ მ-------------------ვას, ა----–----–------ას, ო------------–---ის, თ--------------ვას, ს---------–---ას, ქ---------------სა და თ--------–-----–-----ვის, მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ა----– დ-------–---- აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ა----– დ-------–----ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა----– დ-------–----ს თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) თვის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუდგინდეს 01(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----– დ-------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ა----– დ-------–----ს - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----– დ-------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაიარდ:
ა----– დ-------–----ს პასპორტი დაუბრუნდეს ა----– დ-------–----ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე