განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
010100119002893300
დავის ტიპი
151
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002893300

საქმე N1-190/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25.07.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ლა–--------------–---–ი

მამის სახელი: რ-----

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზე-----------ე;

 

ბრალდებულის ინტერსების დამცველი ადვოკატი - თე----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „გ“ქ/პუნქტი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ლა–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზე-----------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლა–--------------–---–მა თავის დებს ნა------------–--ეს და გუ-–-----------–---–ს, ასევე თავის არასრულწლოვან შვილს სო----------–---–ს თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნა------------–--ეს, გუ-–-----------–---–ს და სო----------–---–ის გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბრალდებულმა ლა–--------------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 04 თებერვალს მართლაც მოუვიდა ხმამაღალი საუბარი თავის დებთან ნა------------–--ესთან და გუ-–-----------–---–თან; თუმცა ეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხზე უთანხმოებას და ამან გამოიწვია, თავი ვერ შეიკავა, თუმცა არ ყოფილა იმ სიმძაფრით; ის აღელვებული ნამდვილად იყო, შევიდა დამხმარე სათავსოში, რომელიც მისაღები ოთახის გვერდითაა და კარი ჩაიკეტა, ჩათვალა, რომ კარის საკეტი დაზიანებული იყო და ამიტომ მოხდა ჩაკეტვა; იძახდა, რომ კარები გაეღოთ და ამ დროს მისმა ერთერთმა დამ უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი მოვიდოდა და ის გაუღებდა კარს; გაუკვირდა, რადგან ასეთი დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა, რომ პოლიციის თანამშრომლები გამოეძახებინათ; ადასტურებს, რომ მას სათავსოში სანადირო თოფი ნამდვილად აქვს; უკვე რამდენიმე ათეული წელია ინახავს სახლში, თუმცა რეგისტრირებული არ არის; როცა პოლიციის თანამშრომლებმა კარები გახსნეს, თოფი მას გვერდით ჰქონდა; პირიქით წუხს, რომ მის არასრულწლოვან შვილს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხვისას შესაძლოა მიეღო ფსიქოლოგიური ტრამვა; ის თხოვს სასამართლოს გაითვალისწინოს მისი ოჯახური მდგომარეობა, მეუღლემ გადაიტანა რთული ოპერაცია გულზე , მისი პატიმრობის პერიოდში, ის დასაქმებული იყო, არის ხელოსანი და კმაყოფაზე ყავდა ოჯახის წევრები, მათ შორის ორი სტუდენტი და ერთი არასრუწლოვანი შვილი; ოჯახი მისი პატიმრობაში ყოფნით ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში; (იხ სხდომის ოქმი 25.07.2019წ);

 

2.2 მოწმის სახით დაკითხვისას გო---------------ემ და რო-------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, განმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ლა–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სოფელ კვირიკეში; ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი ვითარება: ლა–--------------–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული ოჯახის წევრების გადმოცემით ის ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით; იქ იყო მისი დები და შვილი ; სანადირო თოფი ჩამოართვეს, თავად ლა–--------------–---–ი დააკავეს და გადაიყვანეს ხუ–---ნის პოლიციის განყოფილებაში; (იხ ოქმი 15.07.2019წ);

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას ოლ------------ემ და ლე-------------–---–მა დაადასტურა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება, განმარტეს, რომ პირების გამოკითხვისას, მათ შორის არასრულწლოვანი პირის გამოკითხვისას და მათთვის (დაზარალებულებისთვის) უფლებების განმარტებისას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები სრულად იყო დაცული; ლე-------------–---–ის განმარტებით ზოგადად ბრალდებულს იცნობს, როგორც კეთილსინდისიერ პიროვნებას; ( იხ სხდომის ოქმი 25.07.2018წ)

 

2.4. საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დარჩენილი გამოსაკვლევი მტკიცებულებების სრულად უდავოდ ცნო (იხ. ოქმი 25.07.2019წ)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ლა–--------------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის გამოსაკვლევი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმე გი--------–------ძე გამოკითხვისას აჩვენებს, რომ 2019 წლის 04 თებერვალს ხუ–---ნის პოლიციის განყოფილებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; შემოსული შეტყობინების საფუძველზე ამავე განყოფილების გამომძიებელთან - რო-------------ესთან ერთად გამოცხადდა სოფელ ზე-----------ეში, ლა–--------------–---–ის სახლში, შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ ნა------------–--ე, გუ-–-----------–---–ი და სო----------–---–ი; დები და მისი არასრულწლოვანი შვილი, მათ აუხსნეს, რომ ლა–--------------–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და მას ხელთ ჰქონდა სანადირო თოფი, ამ თოფს ინახავდა სახლში და აღნიშნული თოფით დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით; ამის შემდეგ იყო შესული სათავსოში თოფის და ვაზნების ასაღებად, რა დროსაც გუ-–-----------–---–ს ჩაუკეტავს სათავსოს კარები; მას მოუწოდეს დამშვიდებისკენ , იქვე მის მეზობლად მცხოვრები ზუ---------–----ის თანდასწრებით გახსნეს კარები და ლა–--------------–---–ი დააკავეს მისგან პროპორციული ძალის გამოყენებით ამოიღეს თოფი და ასევე ამოიღეს ვაზნები; (იხ ს.ფ.45-47);

 

იგივე გარემოებების დადასტურებული მოწმის ზუ---------–----ის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ.48-50);

 

ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ნა------------–--ის, გუ-–-----------–---–ის და არასრულწლოვანის სო----------–---–ი გამოკითხვის ოქმების მიხედვით დასტურდება, რომ 2019 წლის 04 თებერვალს ლა–--------------–---–ი დილით ადრე წავიდა სახლიდან და მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში; სახლში მოსვლისას გახდა აგრესიული, რა უნდოდა მათთვის გაურკვეველი იყო; ბავშვს არასრულწლოვანს სო----------–---–ს უყვირა რომ კუთხეში დამდგარიყო; ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ჩამოიტანა სანადირო თოფი და იძახდა, რომ მოკლავდა ყველას, ვაზნების გამოსატანად შევიდა რა სათავსოს ოთახში, იქ შესვლისთანავე დებმა - ნა------------–--ემ და გუ-–-----------–---–მა ჩაუკეტეს ოთახის კარები, ვინაიდან მათ შეეშინდათ, ის იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით კარს არ უღებდნენ, რომ არ მოეხდინა თოფიდან გასროლა; ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციის განყოფილებას; (იხ ს.ფ. 29-34;

 

იგივე სახით დაადასტურა გარემოებები არასრულწლოვანმა სო----------–---–მა, რომელიც გამოიკითხა კანონით დადგენილი წესების დაცვით, საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით; (იხ. ს.ფ.42-44);

 

საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვლეული იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ამბულატორიული სასამართლო კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ლა–--------------–---–ის მიმართ ანამნეზური და იმჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები შეფასდა, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული კვლევის ფორმატში გახდა შეუძლებელი, რის გამოც დადგინდა, რომ საჭირო იყო სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა; (იხ ექსპერტიზის დასკვნა #0--------, ს.ფ. 20-25);

 

სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლა–--------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ის ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასმართლო მოქმედებებში. ის რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. (დასკვნა იხ. საქმეში);

 

ბრალდებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული ლა–--------------–---–ი დაკავებულია, 2019 წლის 04 თებერვალს 13:55 საათზე, სოფელ ზე-----------ეში, თავის საცხოვრებელ სახლში; ჩხრეკისას ამოღებული იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფი და ვაზნები (იხ ოქმი; ს.ფ. 3-11)

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით #1----, 07.02.2019წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი იარაღია, რომლის ლულების ქვედა ნაწილზე იკითხება ნომერი „7----“ ლულის ხუნდის ბალიშზე იკითხება ნომერი „1-----“ და სალულეზე „4---“, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ , 20 კალიბრის “-----” მოდელის ორლულიან, გლუვლულიან სანადირო თოფს, იგი მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია ორთავე ლულიდან სროლისათვის;

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი ორი ობიექტი წარმოადგენს 20 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის განკუთვნილ მრავალჯერადად დასამუხტ ლითონის კორპუსიან ვაზნებს; ისინი წარმოდგენილ მდგომარეობაში არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია სროლისატვის; (იხ ს.ფ. 55-58);

 

2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის განხილვისას გამოკვლეული სადავო მტკიცებულებებით (იხ განაჩენის 2.1; 2.2; 2.3 პუნქტები) საქმეში არსებულ მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (იხ განაჩენის 2.4 პუნქტი), აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ ბრალდებულმა ლა–--------------–---–მა ჩაიდინა სანადირო თოფის გამოყენებით ნა------------–--ის და გუ-–-----------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის - სო----------–---–ის მიმართ, რა დროსაც ხსენებულ პირებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში;

 

3.სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მუქარის განხორციელების დროს, აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში, ამდენად არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, დამნაშავეს შესაძლებელია არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულმა მუქარა განახორციელა თავისი დების ნა------------–--ის , გუ-–-----------–---–ის და მისი არასრუწლოვანი შვილის - სო----------–---–ის მიმართ;

 

3.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულების: ნა------------–--ის, გუ-–-----------–---–ის, არასრუწლოვანი სო----------–---–ის, მოწმეების გი--------–------ძის და ზუ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - რო-------------ის, გო---------------ის, ოლ------------ის და ლე-------------–---–ის ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დადასტურებულია, რომ ლა–--------------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის, მათ შორის არასრუწლოვანის მიმართ, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.5. ამდენად, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით, მათ შორის ბრალდებულის ჩვენებით, სადაც ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ და მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებების ანალიზით; სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლა–--------------–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რისთვისაც ლა–--------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები;

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ინანიებს ჩადენილს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილი - სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათი საათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

5.4. ლა–--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს და სრულად ინანიებს ჩადენილს, უდავოდ გახადა მტკიცებულებების დიდი ნაწილი, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადებები დამოწმებული სანოტარო წესით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ; ბრალდებული ხასიათდება დადებითად, არის 54 წლის, წარსულში ნასამართლევი არ არის; მის კმაყოფაზეა ოჯახის წევრები, ამ დროისთვის ოჯახი მისი პატიმრობით მძიმე მდგომარეობაშია, ყავს ავადმყოფი მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ერთი არასრუწლოვანი;

 

5.5. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.7. ლა–--------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე მართალია ის ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ და ეს მომეტებულად გასაკიცხია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში არ იღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი, ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება;

 

5.8. ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლა–--------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით განსაზღვრული სანქციის ფარგლებით, მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთით; სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სარ-----ლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლა–--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ლა–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ლა–--------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 04 თებერვლიდან

 

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი და ორი ცალი გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის განკუთვნილი ვაზნა, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–---ნის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–---ნის პოლიციის განყოფილებას და საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე