განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს---- N1/5---19
(სს N------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რ---------------–---- სასამართლოს
სისხლის სამართლის ს----თა კოლეგიის
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე: ბრალდებული გ-----------------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----–----ი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე.
კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---------------–---- სასამართლოს მიერ 2019 წლის 24 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის თანახმად, გ-----------------ე ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ----------------ე მსხვერპლად. დამცავი ორდერის საფუძველზე, გ-----------------ეს აეკრძალა მ----------------ესთნ ურთიე-------ა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 12:40 საათზე გ-----------------ემ დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ----------------ის სამუშაო ადგილზე, მდებარე ქ-----------------------, შპს „ე-------ის“ ტერიტორიაზე მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც მ----------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოთქვა უკმაყოფილება დამცავი ორდერის გამოცემის გამო.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულის მ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------------ე არის მისი შვილი. მას მუდმივი შიში აქვს გ-----------------ის, ეშინია მისგან მომდინარე მუქარის, რადგან არ იცის რას ჩაიდენს. მან დამცავი ორდერის გამოცემა იმის გამო მოითხოვა, რომ მასთან შეხვედრის შიში აქვს, ყოველი შეხვედრისასაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. სამი წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც გ------ი მას ფიზიკურად შეეხო, ყელში წაუჭირა ხელი, მაგრამ გამოიქცა და ამის შემდეგ აქვს შიში, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მიაყენებს. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი ორდერი გამოიცა მის მიმართ და გ-----------------ეს აეკრძალა 6 თვის განმავლობაში მასთან მიახლოება, იცოდა ამის შესახებ, მაინც მივიდა. მისთვის არ არის ეს დამცავი ორდერი შემაკავებელი. კონფლიქტის მიზეზი და გ-----------------ის მხრიდან მის მიმართ აგრესიის მიზეზი არის ის, რომ გ------ი ხშირად სვამდა, სთხოვდა ფულს და ვინაიდან იცოდა, რომ დალევდა და სადმე გარეთ დაიძინებდა არ აძლევდა ფულს. უშლიდა დალევას, მაგრამ არ ითვალისწინებდა მის რჩევას. სთავაზობდა გამოსწორებულიყო, ცოლი მოეყვანა, სახლის გასაღებსაც მისცემდა, სადაც ახლა მისი და ცხოვრობს და ხელს შეუწყობდა ყველანაირად, მაგრამ არ ესმოდა. გ-----------------ის მიმართ სამჯერ იყო შემაკავებელი ორდერი გამოცემული, პრობაციის ბიუროშიც დადიოდა. გ------ი ყოველთვის ნასვამი მიდიოდა მასთან, ნასვამი რომ მიდის უკვე ეშინიარადგან თავს ვერ აკონტროლებს. იმ დღეს მაღაზიაში რომ მივიდა, გ------ი ძალიან აგრესიული იყო, მან დაინახა როგორ შემოუხვია გ------იმ, მანაც დაინახა, შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა და დაიმალა, გ------ი ეძებდა სად დაიმალაო. აგრესიული იმის გამო იყო თუ რატომ გამოაცემინა დამცავი ორდერი. ის ყვიროდა მისი მისამართით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყვიროდა სად არისო, ამბობდა სახლში მივალ და იქ ნახე რას უზამო, სახლში შვილიშვილები ჰყავს და შეეშინდა, მართლა არ მისულიყო სახლში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ვინ გამოიძახა არ იცის, პოლიციას უკვე წაყვანილი ჰყავდა როდესაც სასწრაფო მ----------------ეს კითხულობდა. მოწმის განმარტებით ის დამალული იყო, მხოლოდ ხმა ესმოდა, არაფერი არ დაუნახავს, არც მისი ძმა არ დაუნახავს, იქ არ იყო, არც მეორე შვილი არ დაუნახავს. გ-----------------ე პოლიციამ რომ წაიყვანა ამის შემდეგ უთხრეს გამოსულიყო და აკანკალებული გამოვიდა სამალავიდან. მისი თანამშრომლები ყველაფერს დაინახავდნენ, მაგრამ გ-----------------ის ეშინიათ. როგორც იცის გ------ი პოლიციამ მაღაზიაში დაიჭირა, არ დაუნახავს, მარტო ხმა ესმოდა.
3.2. მოწმე ზ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულს და ბრალდებულს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე, მუშაობს შსს რ---------------–---- სამმართველოს მ----- განყოფილებაში. მის მიერ დაკავებული იქნა გ-----------------ე ქ. რ-------–------------–---------ის ტერიტორიაზე, ოჯახურ დანაშაულზე რომელმაც დარღვია დამცავი ორდერის პირობები დედამისის მიმართ. კერძოდ, 2019 წლის 28 მაისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ციხიდან ახალი გამოსული გ-----------------ე, რომელიც ანალოგიური დანაშაულებისათვის იყო ნასამართლევი, მივიდა დედასთან სამსახურში, სტამბულის ბაზარზე მდებარე მაღაზიაში და ცდილობდა შიგნით შესვლას, რაშიც ხელს უშლიდნენ იქ მყოფი ხალხი. გ-----------------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგრესიული იმის გამო თუ რატომ გამოაწერინა დედამ შემაკავებელი ორდერი, რატომ დაამცირა. მოწმე თავად შეესწრო იმ ფაქტს თუ როგორ იგინებოდა გ-----------------ე, არც პოლიციას არ ემორჩილებოდა და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება მაღაზიის გარეთ.
3.3. მოწმე დ---------–--–---–ის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულს და ბრალდებულს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე, მუშაობს შსს რ---------------–---- სამმართველოს მ----- განყოფილებაში. 2019 წლის 28 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა სამსახურში, შსს მ----- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში რა დროსაც სამორიგეო ტელეფონზე ზარი განახორციელა მ----------------ემ იმის თაობაზე, რომ მისი შვილი გ-----------------ე იყო მასთან მისული სამსახურში და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. თანამშრომლების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლები, იმავე განყოფილების გამომძიებლები დ-----------–--ე და ზ----------------–---–ი. მათი მხრიდან მოხდა სიტუაციაში გარკვევა, ისინი ამშვიდებდნენ, აწყნარებდნენ გ-----------------ეს, რომელიც აგრესიული იყო მშობლის მიმართ, მისი მხრიდან არ მოხდა გათვალისწინება, რის შემდგომაც მოხდა გ-----------------ის დაკავება.
3.4. მოწმე ა----------–--ის ჩვენების თანახმად, რომ დაზარალებულს და ბრალდებულს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე, მუშაობს შსს რ---------------–---- სამმართველოს მ----- განყოფილებაში. 2019 წლის 28 ან 29 მაისს, ზუსტად არ ახსოვს დაიწყო გამოძიება სს ს----ზე გ-----------------ის მიერ რამოდენიმე დღით ადრე გამოცემული დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამცავი ორდერით მას 6 თვის განმავლობაში დედასთან ყველანაირი კომუნიკაცია ჰქონდა აკრძალული, თუმცა იგი შპს ,,ე-------ის“ ტერიტორიაზე მ----------------ის სამუშაო ადგილზე იყო მისული. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული მ----------------ე, რომელმაც განუცხადა, რომ გ-----------------ე მაღაზიაში იყო მასთან მისული, ფიზიკურად, რომ ნახა ეს განმარტა. ახსოვს რომ ქალბატონი იყო ანერვიულებული, მისთვის ცნობილია, რომ მ. ტ-------ე მაღაზიაში ცუდად გახდა, იცის რომ სასწრაფო იყო გამოძახებული, თუმცა სასწრაფო ვინ გამოიძახა არ ახსოვს. ახსოვს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. გ-----------------ის გამოკითხვის მცდელობა ჰქონდა ორჯერ, მანამ სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანდნენ, თუმცა იყო ძალიან ნასვამი და არ საუბრობდა ადეკვატურად, მეორედ დროებითი მოთავსების იზოლატორში და ბრალდებულმა არ მოისურვა მასთან სუბარი, დადგენილებაზეც არ მოაწერა ხელი. რაც შეეხება ფაქტის შემსწრე სხვა პირთა დაკითხვას მოწმემ განმარტა, რომ გ-----------------ის ბიძის შემთხვევის ადგილზე არსებობა სხდომაზე გახდა მისთვის ცნობილი, რომ ეთქვა ბრალდებულს აუცილებლად გამოკითხავდა ს----სთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. სხვა იქ მყოფ პირებს რაც შეეხება, მათ არ მიაწოდეს არანაირი ინფორმაცია მომხდარის შესახებ.
3.5. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ (ს.ფ 1) რ---------------–---- სამმართველოს მ----- განყოფილებაში 28.05.2019 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2019 წლის 28 მაისს 13:12 საათზე ელ/სმენით მოქალაქე მ----------------ემ შეატყობინა პოლიციას, რომ მისი შვილის გ-----------------ის მხრიდან დარღვეულია დამცავი ორდერი და ითხოვდა დახმარებას.
3.6. რ---------------–---- სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მ----------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და გ-----------------ე ცნობილი იქნა მოძალადედ, ხოლო მ----------------ე ძალადობის მსხვერპლად. გ-----------------ეს აეკრძალა მ----------------ესთან ურთიე-------ა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება. გ-----------------ეს აეკრძალა მ----------------ის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე ქ-----------------------------------) და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, 6(ექვსი) თვის ვადიღ.
3.7. ბრალდებულ გ-----------------ის დაკავების ოქმით მიხედვით, იგი დაკავებული იქნა 2019 წლის 28 მაისს 13:20 საათზე ქ-----------–--------------ში მდებარე შპს ,,ე-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს რ---------------–---- სამმართველოს მ---- განყოფილების თანამშრომლების მიერ.
3.8 2019 წლის 28 მაისის ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად ბრალდებული გ-----------------ე შემოწმებული იქნა სიმთვრალე სიფხიზლეზე, რა დროსაც დაუდგნდა 3,396 პრომილეს ოდენობით ალკოჰოლური თრობა.
3.9. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდებული გ-----------------ემ რომელმაც განმარტა, რომ ის დედამისთან არ მისულა, დედამისის გვერდით მაღაზიაში მომუშავე ქალბატონ ლალისთან მივიდა, უთხრა, რომ თვითონ ვერ მივიდოდა დედამისთან, მისგან გაიგო, რომ დედამისი იქ არ იყო, მხოლოდ ბიძამისი იყო. მივიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა ბიძამისი, დედამისზე ეუბნებოდა, რომ როგორ არ სცხვენოდა ამ ქალს, ერთი დღის გამოსული იყო და უკვე შემაკავებელს რომ უწერდა, მერე თავის ძმა მოვიდა, უთხრა შენთან ს---- არ მაქვსო, მისი მეგობარი გაიყვანა გვერდით სასაუბროდ, მაღაზიის შიგნით ბოლოში ჩავიდა, იქ ხალხი იყო და ხალხის თანდასწრებით არ უნდოდა საუბარი. საუბარი უნდა დაეწყო და ამ დროს შევარდნენ მაღაზიაში პოლიციის თანამშრომლები, ხალხს ეუბნებოდა ვიდეო გადაეღოთ რომ ყველაფერი დაეფიქსირებინათ, რადგან კიდევ შარს აკიდებდნენ. ნასვამი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად ახსოვს, სასმელი იცის რამდენი დალიოს. იმას აღიარებს, რომ მივიდა მაღაზიაში, მაგრამ დედამისთან არ მისულა, დედამისი იქ არ უნახავს. მისთვის საინტერესოა თუ რატომ არ იქნენ გამოკითხული ის პირები რომლებიც შეესწრნენ მის დაკავებას და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები რატომ არიან მოწმედ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის ს----სთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ე-------ლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ე-------ლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ს----ზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება ს----ზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მოსაზრებებს მის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ბრალდებულ გ-----------------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებების დროს გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ დაზარალებული მ----------------ე რეალურად შეშინებულია ბრალდებულის მხრიდან მომდინარე აგრესიული ქმედებებით, რამაც განაპირობა ის, რომ სამუშაო ადგილას მისი გამოჩენისთანავე და შორიდან დანახვისთანავე დაემალა და არ დაენახა მას, სწორედ ამიტომ ვერ დაინახავდა ბრალდებული დედას, თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა პირადად ნახავდა თუ არა გ-----------------ე დაზარალებულს და ექნებოდა თუ არა მას კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას აკრძალული ჰქონდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას მისვლა და მიუხედავად ამ აკრძალვისა, იგი მაინც მივიდა აგრესიული და ნასვამი, მას საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლური თრობა ჰქონდა. დაზარალებული თავად, უშუალოდ ხედავდა გ------ი როგორ შევიდა მაღაზიაში, როგორ ყვიროდა ხმამაღლა და მიმართავდა რომ გამოჩენილიყო, იგინებოდა, არ ესმოდა არავისი, რის გამოც იძულებული გახდა დაერეკა პოლიციისთვის. დაზარალებულის სამუშაო ადგილას ყოფნას არ უარყოფს არც თავად ბრალდებული, არ უარყოფს არც მთვრალ მდგომარეობაში ყოფნას და არც იმ ფაქტს, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამდა დედის მიერ მის წინააღმდეგ დამცავი ორდერის გამოცემის გამო. საგულიხმოა ის ფაქტიც, რომ გ-----------------ე დაკავებულ იქნა სწორედ იმ ადგილას სადაც, მას აკრძალული ჰქონდა მისვლა. გარდა დაზარალებულის მ----------------ის ჩვენებისა გ-----------------ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ამყარებს მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, რ---------------–---- სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გ-----------------ემ დაარღვია რ---------------–---- სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და დამცავი ორდერის მოქმედების ვადაში 2019 წლის 28 მაისს მივიდა მ----------------ის სამუშაო ადგილზე, მდებარე ქ-----------------------, შპს „ე-------ის“ ტერიტორიაზე მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც მ----------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოთქვა უკმაყოფილება დამცავი ორდერის გამოცემის გამო.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ ს----ზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ე-------ლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს გ-----------------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------------–---- სასამართლოს მიერ 2019 წლის 24 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის თანახმად, გ-----------------ე ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ----------------ე მსხვერპლად. დამცავი ორდერის საფუძველზე, გ-----------------ეს აეკრძალა მ----------------ესთნ ურთიე-------ა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 12:40 საათზე გ-----------------ემ დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ----------------ის სამუშაო ადგილზე, მდებარე ქ-----------------------, შპს „ე-------ის“ ტერიტორიაზე მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც მ----------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოთქვა უკმაყოფილება დამცავი ორდერის გამოცემის გამო.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შემაკავებელი ორდერის ან დამცავი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ამავე კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად: მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ გ-----------------ის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი გ-----------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. იგი რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახის წევრი მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ყველა შემთხვევა უკავშირდება ძალადობას, იგი არ ნანობს და ვერ აცნობიერებს მისი მხრიდან ცადენილი ქმედებების სამართლებრივ შედეგებს და იმ ზიანს რაც მის ქმედებებს მოჰყვება ოჯახის წევრების და მათ შორის დაზარალებულის დედის მიმართ.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მ----- პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ს----ში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის ს----სთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ-----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
2. გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 მაისიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის ს----თა პალატაში, რ---------------–---- სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი