გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.07.2019
საქმის ნომერი
010311119003119563
კატეგორია
დავის ტიპი
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ
თარიღი
27.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010311119003119563

№13ა/4-2019

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

შუამდგომლობის შემომტანი - შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

წარმომადგენელი - დ-----------------

ექიმ-ფსიქიატრი-ზ---------–---

მკურნალი ექიმი ------------------

პაციენტი - ი---------------

პაციენტის ნათესავი - და------------------

ადვოკატი - ლ-–------------

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლის მომართვა, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით ი---------------- სტაციონარში მოთავსების შესახებ, ბრძანების გაცემის თაობაზე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ი---------------- მიმართ „ფსიქიატრული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არანებაყოფლობითი სატაციონალური ფსიქიატრიული დახმარების გატარება და მისი მოთავსება სტაციონარში, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“.

 

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების თანახმად, კერძოდ, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმ-ფსიქიატრთა,--–-----------------------–-------ა მ--------ს 2019 წლის 25 ივლისის კომისიური შემოწმების მიხედვით, ი--------------- დაავადებულია მწვავე შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზური აშლილობით F23.1. ამჟამინდელი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ი---------------ს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, რის გამოც იგი საჭიროებს არანებაყოფლობითი სატაციონალური ფსიქიატრიულ დახმარებას შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“.

 

2019 წლის 25 ივლისს, ი--------------- ძმის და დის მიერ მიყვანილი იქნა შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, რადგანაც, ძმის და დის განმარტებით, პაციენტი არაადეკვატურად იქცეოდა, ყვიროდა და ამბობდა თითქოს ვიღაცები წამლავენ და უთვალთვალებენ.

 

პაციენტმა უარი განაცხადა ნებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. მის მიმართ ჩატარებული კომისიური შემოწმებისას, პაციენტის ფსიქიური მდგომარეობა შემდეგნაირია: აღენიშნება აქტიური პათოლოგიური ფსიქოზური რეგისტრის სიმპტომოკომპლექსი, ფსიქო-მოტორული აგზნება, ბოდვითი პროდუქციები, პათოლოგიური იმპულსურობა. რის გამოც პაციენტს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე და ამგვარი დახმარების გაწევის დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ან სხვა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ან საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------------- დაავადებულია - მწვავე შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზური აშლილობით F23.1. ამჟამინდელი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ი---------------ს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, რის გამოც იგი საჭიროებს არანებაყოფლობითი სატაციონალური ფსიქიატრიულ დახმარებას შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“.

 

სასამართლო გაეცნო რა შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის მქონეა და უნდა დაკმაყოფილდეს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2117 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა.

 

საქმეში წარმოდგენილი, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმ-ფსიქიატრთა,--–-----------------------–-------ა მ--------ს 2019 წლის25 ივლისის კომისიური შემოწმების დასკვნის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებების საფუძველზე, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი--------------- (---------------- დაბადებული 1----–-–----- ნოემბერს, მცხოვრები ხელვაჩაური, სოფელი თხილნარი. დაავადებულია მწვავე შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზური აშლილობით F23.1. ამჟამინდელი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ი---------------ს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამასთან, დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის თვით პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

შუამდგომლობის შემომტანის, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლის დ-----------------, ასევე ექიმ-ფსიქიატრის-ზ---------–---- და მკურნალი ექიმის -თე--------------- განმარტებებით, ი--------------- საჭიროებს სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას, რადგანაც პაციენტს აქვს სმენითი და მხედველობითი გალუცინაციები და ბოდვითი განწყობა, რაც ქმნის იმის გადაუდებელ წინაპირობას და შთაბეჭდილებას, რომ პაციენტს ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა.

 

პაციენტმა ი--------------- დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას. (იხ სხდომის ოქმი)

 

პაციენტის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ლ-–----------------ხარი დაუჭირა შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ შუამდგომლობით მოთხოვნილ ღონისძიებას, არანებაყოფლობითი სატაციონალური ფსიქიატრიული დახმარების გატარების მიზნით ი---------------- სტაციონარში მოთავსებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო ის გარემოება, რომ ი--------------- დაავადებულია მწვავე შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზური აშლილობით - F23.1. ამჟამინდელი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ი---------------ს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიატრიული დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საკუთარ, ან სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ შუამდგომლობა, ი---------------- მიმართ „ფსიქიატრული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არანებაყოფლობითი სატაციონალური ფსიქიატრიული დახმარების გატარებისა და მისი სტაციონარში მოთავსების თაობაზე, დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა და უნდა დაკმაყოფილდეს:

 

ი--------------- სატაციონალური ფსიქიატრიული დახმარების გატარებისათვის უნდა მოთავსდეს სტაციონარში, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტს 6(ექვსი) თვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2116-2120 მუხლებით,ბ რ ძ ა ნ ე ბ ს :

 

1.შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. ი--------------- (დაბ. 06.11.1973წ, პირადი ნომერი 65014000246, მცხოვრები ხელვაჩაური სოფ. თხილნარი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდეს შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ (ქ. ბათუმი, კახაბრის ქუჩა №36).არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ი---------------- არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოთავსების ვადა აითვალოს მისი მოთავსების დღიდან, 2019 წლის 25 ივლისიდან 14;30 საათიდან.

 

4.ბრძანების შესრულება დაევალოს შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორს.

 

5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ასკ-ის 2120 მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებულ პირების მიერ მისი გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი ძმები ზუბალაშვილების ქ. №30).

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე