განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100117002042769
საქმე N1/172-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01.07.2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
პროკურორი - ბ-------–---–ვილი
ბრალდებული - მ----–ა მ-------ვი
ადვოკატი - არ---–-------–--ლი
თარჯიმანი - ნ--–----------–--ლი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N033100217001
ბრალდებულ: მ----–ა მ-------ვის მიმართ
დაბადებული: 01.12.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
პირადი ნომერი: 3------8476
განათლება: არასრული საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი თ---–---- მესამე ქ. N41
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.ბრალდების არსი:
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ----–ა მ-------ვმა ჩაიდინა ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით.
2016 წლის ივნისის თვეში ფ----ა კ---------ა დროებით დაშორდა გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მეუღლეს - ე-––-დ კ---------ს და მცირე ხნით საცხოვრებლად გადავიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა გარკვეული პერიოდის შემდეგ ე-––-დ კ---------მა და ფ----ა კ---------ამ გადაწყვიტეს შერიგება და ერთად ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ამ უკანასკნელის მამა, მ----–ა მ-------ვი უკრძალავდა მას ქმართან დაბრუნებას და არ აძლევდა მასთან წავლის საშუალებას. 2017 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან დაბრუნების თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მ----–ა მ-------ვმა ფინჯანი ესროლა და მკერდის არეში ხელი ორჯერ დაარტყა თავის შვილს ფ----ა კ---------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება და იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე საცხოვრებელ ბინაში ჩამოიხრჩო თავი.
ბრალდების მხარის მიერ მ----–ა მ-------ვის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლით.
სასამართლომ დაადგინა:
2. სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მ----–ა მ-------ვმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან დაბრუნების თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მ----–ა მ-------ვმა ფინჯანი ესროლა და მკერდის არეში ხელი ორჯერ დაარტყა თავის შვილს ფ----ა კ---------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება და იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე საცხოვრებელ ბინაში ჩამოიხრჩო თავი.
3. ბრალდებულმა მ----–ა მ-------ვმა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ.
4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–--რ ა------–-ევას ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი იცნობდა ფ----ა მ-------ვას. ისინი ერთად მუშაობდნენ 2-3 თვის მაძილზე სკოლაში დამლაგებლად. ფ----ა ცხოვრობდა მშობლებთან ერთად შ-------თან და მ----–ასთან, და-ძმასთან ერთად. ფ----ა გათხოვილი იყო და შემდგომ მეუღლისგან წამოვიდა, მოწმის განმარტებით ფ----ას უნდოდა მეუღლესთან შერიგება. იმ დღეს მოწმე სკოლაში მივიდა პირველი საათისთვის, ხოლო ფ----ას დედა მივიდა 2 - 3 საათამდე, იმ დღეს როდესაც ფ----ამ თავი ჩამოიხრჩო ფ----ასთან პირადად ურთიერთობა არ ჰქონია, მან არ იცის რა მიზეზით ჩამოიხრჩო თავი ფ----ამ. ოჯახთან როგორ ურთიერთობა ჰქონდა ფ----ას არ იცის. ქმართან გაშორების მიზეზი ფ----ას მისთვის არ უთქვას, ის ფაქტი, რომ ფ----ას სურდა მეუღლესთან შერიგება და მამა უშლიდა იცის გადმოცემით ფ----ას და მისი დედისგან.
იხ. 24.01.18 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი------- ა-------ვის ჩვენებით დგინდება, რომ მ----–ა მ-------ვი არის მისი სიძე, მ----–ა ცხოვრობს თ---–---ში მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად, ორი შვილი ჰყავს ფიზიკურად ჯანმრთელი დანარჩენები ავად არიან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები). ფ----ა გათხოვილი იყო გარდაბანში და გაშორებული იყო მეუღლესთან, ფ----ას მეუღლეს იგი არ იცნოს. ფ----ა დაშორების შემდგომ მამასთან ცხოვრობდა, იმ დღეს როდესაც ფ----ამ თავი ჩამოიხრჩო მოწმე იყო სახლში, მას მ----–ამ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან მისულიყო, რომ მისმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩო, რომ მივიდა მ----–ასთან, მ----–ა კარებში შეხვდა და უთხრა, რომ იგი შესულიყო სახლში და ენახა თუ რაც ხდებოდა თან მ----–ა ტიროდა. მოწმემ ოთახში ნახა დასვენებული ფ----ა, მან გადახდა ფ----ას და დაინახა, რომ ფ----ას ჰქონდა თოკის ნაიარევი, ცხვირთან სისხლი, ასევე შუბლთან ჰქონდა ნაკაწრი. ცოტა ხანში მ----–ას სახლში მივიდა პოლიცია, მოწმემ ჰკითხა მ----–ას თუ რა მოხდა, მ----–ამ უპასუხა, რომ ფ----ას მეუღლესთან უნდოდა გარდაბანში წასვლა, იგი არ უშვებდა, შემდგომ თავი, რომ მოაბეზრა ფ----ამ ამ საკითხზე საუბრით მ----–ა იმ დროს სადილობდა, თეფში გადააგდო, ხელი დაარტყა და გავიდა გარეთ. ცოტა ხანში ბავშვების ყვირილის ხმაზე, რომ შებრუნდა სახლში ფ----ა უკვე ჩამომხვრჩალი დახვდა. მოწმემ განმარტა, რომ ფ----ას მეუღლე მივიდა ფ----ას გარდაცვალების შემდგომ, იქ იყვნენ სიძის ადვოკატი და პოლიციელები. ფ----ას ქმარს გაატანეს მისი კუთვნილი ძროხა და ოქროს ნივთები. მოწმემ განმარტა, რომ რაც იგი ჩამოვიდა ბაქოდან მ----–ას ოჯახში ჩხუბი არ ჰქონია, არც გაუგია, რომ მათ ჩხუბი ჰქონოდათ. მ----–ას ოჯახის წევრებს შვილებს აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა. მოწმემ განმარტა, რომ მან დაურეკა ფ----ას მეუღლეს და აცნობა ფ----ას გარდაცვალების შესახებ, თუმცა იგი არ ჩამოვიდა. შემდგომ როცა ჩამოვიდა ფ----ას მეუღლემ მოითხოვა ძროხები და ოქრო, ფ----ას მეუღლისთვის ჩამოსვლა არავის არ აუკრძალავს.
იხ. 05.07.18 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---- ე----------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას დაურეკა ი------მ ა-------ვმა იგივე ი-------ამ, უთხრა, რომ მ----–ას ოჯახში უბედური შემთხვევა მოხდა, მ----–ას გოგომ თავი ჩამოიხრჩვო. ი------მ ჰკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მოწმემ კი მიუთითათ, რომ პოლიციაში დაერეკათ. მოწმემ პოლიციას შეატყობინა რაც მოხდა მ----–ას ოჯახში. ადგილზე, რომ მივიდა მ----–ა არ უნახავს, ი------მს ესაუბრა, საუბრისას ი------მმა თქვა, რომ მ----–ას და შვილს შორის იყო ინციდენტი, მგონი მ----–ამ ეხლი გაარტყაო და სახეზე დაზიანებები ჰქონდაო. მოწმემ ხალხს მიმართა, რომ პოლიციისთვის ხელი არ შეეშალათ ექსპერტიზაზე გადაყვანისას. მას ი------მმა უთხრა, რომ მ----–ა გაბრაზებული იყო გოგოზე, არ უშვებდ ქმართან რომელიც იყო ლოთი და სცემდა. მან მოუწოდა მ----–ას, რომ გამოძიებისთვის სიმართლე ეთქვა. მოწმემ როცა მ----–ა ნახა, იგი ძლივს საუბრობდა, ძალიან დამწუხრებული იყო. მოწმემ განმარტა, რომ მ----–ას ჰყავს ოთხი გონებრივად ჩამორჩენილი შვილი, ორი შვილი, მათ შორის ერთი ხამბალა და მეორე ფ----ა არიან ჯანმრთელები და მ----–ასთვის ასეთი შვილის დაკარგვა ბევრს ნიშნავდა.
იხ. 05.07.18 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლია კ-------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები, ფ----ა კ---------ას დედას რომლის სახელიც არ ახსოვს გააცნო დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, ასევე მისი უფლებები და გამოკითხა, ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს მას ესწრებოდა თარჯიმანი ა---- ბ---------ი.
იხ. 03.04.18 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ს---–-----ნ ქ--------–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ფ----ა კ---------ას გარდაცვალების შესახებ, შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ექსპერტები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილი რომელ სოფელში იყო არ ახსოვს, ექსპერტების და თარჯიმნის მეშვეობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამი უკვე გადასვენებული იყო ექსპერტიზაზე. მან დანიშნა გვამზე სამედიცინო ექსპერტიზა სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ახსენდება. მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე, რომ მივიდა მ----–ა ძალიან აღელვებული დახვდა.
იხ. 09.11.17 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-––-დ კ---------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მისი ყოფილი სიმამრია, გარდაცვლილი მისი ცხოვრების მეგობარი და მეუღლე იყო. მოწმემ განმარტა, რომ იგი და ფ----ა მ-------ვა ცოლ-ქმარი იყვნენ 4 წლის განმავლობაში და ერთად ცხოვრობდნენ გარდაბნის რაიონში. ე-––-დს მ----–ას ვალი ჰქონდა 450 ლარი, რომელიც გამოართვა 2015 წლის მარტში, ამის შემდგომ იგი თურქეთში წავიდა, როდესაც იგი თურქეთში იყო მისი მეუღლე იყო გარდაბანში. თურქეთიდან დაბრუნებულს გარდაბანში არ დახვდა საქონელი და არც ნივთები, კონკრეტულად სამი სული ძროხა და მეუღლის მოტანილი მზითევი. ასევე მისი მეუღლე თ---–---ში იყო მამასთან წასული, ამის შემდგომ ე-––-დი მივიდა მათთან თ---–---ში, იქ შეიკრიბა ნათესაობა და გაისაუბრეს. იმ შეხვედრის დროს მ----–ამ ჯოხი ჩაარტყა ე-––-დს, ე-––-დი კონფლიქტის დღეს დაბრუნდა გარდაბანში, მეორე დღეს მისი ცოლიც წაიყვანა მ----–ას სახლიდან, მ----–ას მიერ საქონლის და ნივთების წამოღების ფაქტზე პოლიციაში განაცხადეს, როგორც ე-––-დმა ისე მისმა მეუღლე ფ----ამაც. მეუღლემ ე-––-დს უთხრა, რომ იგი მამამ მოატყუა. სატელეფონო საუბრისას ე-––-დს მეუღლემ უთხრა, რომ საქონელს გამოისყიდდა და წავიდოდა მასთან, ამის შემდგომ ვერ უკავშირდებოდა მეუღლეს, მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მას დაახლოებით 5 თვის განმავლობაში სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონდა მაუღლესთან და არც ჩასულა მასთან სანახავად. ვერ ჩავიდა სანახავად, ვინაიდან საქონელს უვლიდა და ვერ დატოვებდა საქონელს მარტო. დაახლოებით 2017 წლის იანვრის თვეში დაურეკა ფ----ას და ფ----ამ უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრები არ აძლევდნენ საშუალებას მეუღლესთან ელაპარაკა, კონკრეტულად მამაზე ეუბნებოდა, რომ იგი საშუალებას არ აძლევდა, რომ ესაუბრა მეუღლესთან. მოწმემ განმარტა, რომ ფ----ამ უთხრა, რომ მას სცემდნენ, ერთხელ როცა ფ----ას უცდია სახლიდან წამოსვლა მამას უცემია ფ----ა, ეს ინფორმაცია მიღებული აქვს ფ----ასაგან სატელეფონო საუბრის შედეგად. ფ----ას ბოლოს ტელეფონზე ესაუბრა 8 თებერვალს და უთხრა, რომ იგი ძალიან მობეზრებული იყო მშობლების ოჯახში და ე-––-დთან გაიქცეოდა. ასევე ფ----ამ უთხრა, რომ ვინაიდან ფ----ას ე-––-დთან დაბრუნება სურდა მამამ და ძმამ სცემეს. 8 თებერვალს, როცა ესაუბრა ფ----ას, მესამე დღეს ფ----ა მასთან უდა წამოსულიყო, ამის შემდგომ ფ----ამ ისევ დაურეკა და უთხრა, რომ მისი მეზობლები არ იყვნენ მისულნი ბაზარში და იგი ტაქსით, რომ წასულიყო ფულს თუ გადაუხდიდა ე-––-დი, რაზეც ე-––-დმა უთხრა, რომ იგი გადაუხდიდა ტაქსის ფულს. ამ საუბრის შემდეგ ე-––-დი ურეკავდა ფ----ას, რომ გაიგო სად იყო, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. საღამოს 5 საათზე ფ----ას ტელეფონიდან დაურეკა მ----–ამ და უთხრა „მოდი შენი ნაგავი წაიღე მოკვდაო“, შემდგომ მეზობელმა გამოართვა მას ტელეფონი და უთხრა, რომ ფ----ამ თავი მოიკლაო. შემდგომ იგი მივიდა ოჯახში, მაგრამ არ მიუშვეს და იგი დაკრძალვასაც არ დასწრებია. ე-––-დმა განმარტა, რომ ფ----ას თავი არ მოუკლავს იგი მამამ და ძმამ მოკლეს, მათ არ სურდათ რომ მისთვის საქონელი დაებრუნებინათ და ფ----ასაც მასთან ეცხოვრა. მოწმემ განმარტა, რომ იგი როდესაც ფ----ას ესაუბრებოდა და სთხოვდა მამისთვის გადაეცა ტელეფონი რათა გასაუბრებოდა, ფ----ა ეუბნებოდა, რომ მ----–ას ე-––-დთან საუბარი არ სურდა. მოწმემ განმარტა, რომ მას 450 ლარი ჰქონდა მ----–ასგან აღებული ხოლო მ----–ა სთხოვდა 2500 ლარს, ე-––-დი მ----–ას ერთი სული საქონლის დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა მ----–ა არ უბრუნებდა. ფატმა მისთვის მეხუთე ცოლი იყო, ამის გამო ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ. ოთხ ცოლთან განქორწინებული იყო და ოჯახში ჰყავდა მეხუთე ცოლი ფ----ა, მისი ცოლებიდან ერთი აზერბაიჯანში ცხოვრობს, ერთი ფონიჭალაში, ერთი მარნეულში და ერთიც მის სოფელში. ე-––-დმა განმარტა, რომ ფ----ა თავის ნებით წავიდა სახლიდან და მას იგი არ გაუგდია, იგი ელოდებოდა ფ----ას როგორც თვითონ წავიდა ისევ დაბრუნებულიყო.
იხ. 25.09.17 წლის სხდომის ოქმი.
შეტყობინების რეგისტრაცია N340389-დან დგინდება, რომ 2017 წლის 10 თებერვალს შსს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა საგარეჯოს რაიონი სოფელ თ---–---ში მცხოვრები ა---- ე----------ი, რომელმაც განაცხადა, რომ თანასოფლელმა ფ----ა მ-------ვამ მოიკლა თავი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ თამაზ ზედელაშვილმა განმარტა, რომ იგი სრულად ეთანხმება მის მიერ გაცემულ დასკვნას. 2017 წლის 28 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000795817 დასკვნიდან დგინდება, რომ ფ----ა კ---------ას გვამზე აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი შემდეგი დაზიანებები: კისრის არეში ჩანაჭდევები /სტანგულაციური ღარი/, განვითარებულია რაიმე სამარყუჟე მასალის მოქმედების შედეგად. ხოლო სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, ნაჭდევები,, ჭრილობა განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხანდაზმულობით სიკვდილის დადგომამდე უახლოესი პერიოდი. ფ----ა კ---------ას სიკვდილის უშუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია სასუნთქი გზების გადაკვეთით, სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 4 საათი.
იხ. 06.03.18 წლის სხდომის ოქმი.
სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში მყოფმა პირებმა ხ-----–ა მ-------ვმა, შალალა მ-------ვამ, შ------- მ-------ვამ, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, იმ მიზეზით ბრალდებული მ----–ა მ-------ვი არის მათი ახლო ნათესავი და არ სურთ აღნიშნულ საქმეზე ჩვენების მიცემა. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავად ბრალდებულმა მ----–ა მ-------ვმა.
5. ბრალდების მხარე თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენის ფაქტს ადასტურებს მოწმეების რ--------------ას, ე-–-----------------ს, ვ--–---------–---ას, ხ-----–ა მ-------ვის, მ----–ა მ-------ვის ე-––-დ კ---------ის, ა---- ე----------ის, გ---–--რ ა------–-ევის და ი-------ა ა-------ვის, დაზარალებულის წარმომადგენელ შ------- მ-------ვას, გამოკითხვის ოქმებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე და გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, რომელთა სასამართლო სხდომაზე მიცემული და გამოკვლეული ჩვენებებიდან არ დგინდება მ----–ა მ-------ვის ბრალეულობა.
ბრალდების მიხედვით მ----–ა მ-------ვმა ჩაიდინა ოჯახის წევრის შვილის ფ----ა კამბარობას თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მ----–ა მამდოვის მიერ მისი შვილის ფ----ა კ---------ას თვითმკვლელობამდე მიყვანის მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან საქმეზე შეკრებილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდებულ მ----–ა მ-------ვის მიერ ფ----ა კ---------ას თვითმკვლელობამდე მიყვანის სასტიკი მოპყრობის ფაქტი. ამასთან მხოლოდ მოწმე ე-––-დ კ---------ს ჩვენებით დგინდება, რომ მას ფ----ასაგან გადმოცემით იცოდა, რომ ფ----ა კ---------ას მამა ავიწროვებდა და არ აძლევდა უფლებას მეუღლესთან წასულიყო, ამის გამო მას სცემდა კიდეც, თუმცა მოწმე მიუთითებს, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია მ----–ას მიერ ფ----ას შევიწროვების, სასტიკად მოპყრობის ფაქტებს, იგი არც ფ----ას ცემის ფაქტს შესწრებია, ეს ყველაფერი მან იცის ფ----ასთან სატელეფონო საუბრიდან. ამასთან როგორც მოწმემ განმარტა, მთელი 5 თვის განმავლობაში რაც ფ----ა წასული იყო საცხოვრებლად მშობლებთან, იგი არ მისულა მის სანახავად რადგან არ ეცალა. ამასთან სასამართლო განმარტავს მოწმე ე-––-დ კ---------ის ჩვენება თავის მხრივ წარმოდგენს ირიბ ჩვენებას და სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი არ არის გამყარებული სხვა ფაქტებით და მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის მიმართ სასტიკი მოპყრობა გულისხმობს ისეთ ქმედების ან ქმედებათა ერთობლიობის ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს. ამასთან სასამართლოზე გამოკითხული არცერთი მოწმის ჩვენებით და არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ბრალდებულ მ----–ა მ-------ვის მხრიდან ადგილი ჰქონოდა ფ----ა კ---------ას მიმართ სასტიკ მოპყრობას, მის მისამართით ცემას, დამცირებას ან განსაკუთრებულ ზნეობრივი ტანჯვის მიყენებას, რომელიც გამოიწვევდა და დაზარალებულს მიიყვანდა თვითმკვლელობამდე. ასევე მნიშვნელოვანია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებები, როდესაც აღწერენ ბრალდებულ მ----–ა მ-------ვის მდგომარეობას შვილის ფ----ა კ---------ას სიკვდილის შემდეგ, რომ მ----–ა მ-------ვი აღნიშნულ ფაქტს ძალიან განიცდიდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მ----–ა მ-------ვის მიერ ფ----ა კ---------ას თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით ჩადენის ფაქტი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. შესაბამისად სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მ----–ა მ-------ვას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ მ----–ა მ-------ვის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, რაც დადასტურებულ ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მ----–ა მ-------ვი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მ----–ა მ-------ვის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,დაადგინა:
1. მ----–ა მ-------ვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. გაუქმდეს მ----–ა მ-------ვის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
3. განემარტოს მ----–ა მ-------ვს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
- ფ----ა კ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი