განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/568-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----–----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------------------------------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, მ-----------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------------------------------–-.
ადვოკატი - გ----------------
თარჯიმანი - ი-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ------–--–---------- ქუჩა N14 მდებარე შ----პ-----------“ აფთიაქში, ბ-----------------მა იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით ამავე აფთიაქის ფარმაცევტს - ა------------ს, აგრეთვე დაცვის წევრს - გ-----------------–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, ხოლო შემდგომ ა------------ისგან გადაცემულ ფულად თანხას 560 (ხუთას სამოცი) ლარის ოდენობით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ის.
ბ-----------------ის ქმედების შედეგად შ----პ-----------“ მიადგა 560 (ხუთას სამოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებულ უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 იანვარს კ-----–------ სამსახურის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება შსს ვ---------------–--------–-–-------- განყოფილებიდან მასზედ, რომ ქ------–--–---------- ქუჩა N---–- შ----პ-----------“ აფთიაქზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. გავიდა შემთხვევის ადგილზე გ-----------–------ესთან ერთად. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული დახვდათ დამცავი ლენტით. აფთიაქში იმყოფებოდა დაზარალებული, რომლის ჩვენების საფუძველზე აქტივიზირებული ნახშირის გამოყენებით აიღეს სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად N1 და N2 სალაროს მაგიდების უკან უჯრების ზედაპირიდან. ნიმუშის აღების შემდეგ აფთიაქში შეიყვანეს სამძებრო ძაღლი, რომელიც გაუშვეს აფთიაქიდან. სამძებრო ძაღლი წავიდა ხელმარცხნივ, 15-20 მეტრში შევიდა თაღში, გაიარა 100-120 მეტრი და გაჩერდა ავტოფარეხებთან. ავტოფარეხების თავზე აღმოჩენილი იქნა ქურთუკი, ქუდი და პირბადე. ამის შემდეგ ძაღლმა გაიარა 100 მეტრი და პ------------------- მიმდებარედ საავტომობილო გზაზე გაჩერდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა გააგრძელეს მუშაობა, დაასურათეს ნივთმტკიცებები და დალუქეს. სუნის კვალის ნიმუშები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით ორ ქილაში ცალ-ცალკე და გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს გაეცნო და დაადასტურა ხელის მოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 იანვარს მეწყვილე ზ--------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00 საათზე შსს ვ---------------–--------–-–-------- განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება პ-----------------ში მდებარე შ----პ-----------“ აფთიაქში ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ მიერ დათვალიერებული იქნა აფთიაქი, რა დროსაც ამოღებული იქნა ანაწმენდი სალაროს უჯრიდან, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად და გადაეცა გამომძიებელს. მათ მისვლამდე შემთხვევის ადგილზე მუშაობდა კ-----–------ სამსახური, რომლებმაც გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც გაყვა კვალს და აფთიაქის მიმდებარედ ეზოში მივიდა კონკრეტულ ადგილამდე, სადაც ნანახი იქნა გარკვეული ნივთები. გამომძიებელმა მოსთხოვათ ამ ნივთების ამოღება. მათ მიერ ამოღებული იქნა ქურთუკი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც მოთავსდა კონვერტში და დაილუქა. ასევე ამოღებული იქნა ნაქსოვი ქუდი, ნიღაბი და ხის ნაჭერი, რომელიც მოთავსდა ცალ-ცალკე კონვერტებში, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელსაც გაცნო და დაადასტურა ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 იანვარს ღამის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით პიროვნებამ გაიტაცა ფულადი თანხა პ-----------------ში მდებარე შ----პ-----------“ აფთიაქიდან. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გავიდა შემთხვევის ადგილზე, გაესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც მიუთითა სალაროზე, რომელთანაც ბრალდებულს ჰქონდა შეხება. კინოლოგების, ექსპერტ-კრიმინალისტების და დაზარალებულ ა------------ის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ექსპერტ-კინოლოგების მიერ მოხდა სუნის ნიმუშის აღება, სალაროს შიდა მხარეს მეტლახის ზედაპირიდან, რომელიც მოთავსდა 0,5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში. ამის შემდეგ სუნის კვალზე გაუშვეს სამძებრო ძაღლი. სამძებრო ძაღლი წავიდა მარცხნივ, პირველივე თაღში შევიდა, სადაც თაღის შიდა მხარეს იყო სკვერი, გაიარა რამდენიმე მეტრი და ავტოფარეხების მიმდებარედ მიწის ნიადაგზე იპოვა ტანსაცმელი: ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, გამურული ხის ნაჭერი და პირბადე-რესპირატორი, რომელსაც ყვითელი ფერის პლასტმასი ჰქონდა შუაში. ამის შემდეგ ძაღლმა განაგრძო მოძრაობა, გავიდნენ პ----------------------- მიმდებარედ, სადაც გზის სავალ ნაწილზე ძაღლი გაჩერდა. ნაპოვნი ნივთები ამოღებული იქნა და დალუქეს ორ პაკეტად. აფთიაქიდან აიღეს ანაწმენდები მე-2 სალაროს უჯრიდან, რომელიც დამუშავდა, მაგრამ ხელის კვლები ამოღებული ვერ იქნა. გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც ჩაიწერა დისკზე. მის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით, შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული ა------------ი, რომელმაც აღუწერა დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც იყო დაახლოებით 30-დან 35 წლამდე ასაკის, საშუალო აღნაგობის, მაღალი. თანამშრომლებთან: კ----–--------------ესთან და გ-----------------სთან ერთად, თარჯიმნის და ბ-----------------ის მონაწილეობით, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში ბ-----------------მა მიუთითა კონკრეტული ადგილი და მის მიერ განხორციელებული მოქმედებები.
2019 წლის 8 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, პ---------------------–- მ------------------ „----, რა დროსაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, ანაწმენდები სალაროს უჯრიდან, ხოლო აფთიაქიდან დაახლოებით 120 მეტრში ამოღებული იქნა კომუფლირებული ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, ნიღაბი და ხის ფრაგმენტი.
2019 წლის 10 იანვრის შ----პ-----------“ დირექტორის გ-----------–-–---–ის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ ყაჩაღობის შედეგად შ----პ-----------“ მიადგა მატერიალური ზიანი 560 ლარის ოდენობით.
2019 წლის 9 იანვრის ავტოფარეხის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ბ------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოფარეხში (საცხოვრებელი ფართი) ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ბ-----------------ის მიერ ერთადგილიანი საწოლის ზედაპირიდან წარდგენილი და ამოღებული იქნა შავი ფერის „ვოსტოკ სერვისის“ ფირმის ქურთუკი, რომელიც შიგნიდან არის ნარინჯისფერი. ქურთუკი იკვრება ელვაშესაკრავით და ღილებით. ქურთუკს როგორც გარეთ, ისე შიგნით აქვს ჯიბეები. ქურთუკის გარეთა ქვედა ჯიბეები იკვრება ღილებით, ხოლო ზედა ჯიბეები იკვრება ელვაშესაკრავებით. ქურთუკის შიდა ჯიბეებს ელვაშესაკრავები და ღილები არ გააჩნია. ქურთუკს დამაგრებული აქვს შავი ფერის ქუდი. ე.წ. „კაპიშონი“ ბეწვით.
2019 წლის 9 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ-----------------ისგან მიღებული ჩვენების შემდეგ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან ქ.თბილისი, პ------------------------- ჩასხდნენ ავტომანქანაში, გავიდნენ ვ-–----–----–--------------, სადაც დაახლოებით 100 მეტრში შეუხვიეს მარცხენა მხარეს, შემდეგ გავიდნენ ა-–----------------------ე, სადაც გავიდნენ პ---------------, გაიარეს დაახლოებით 600 მეტრი და გაჩერდნენ ბ-----------------ის მითითებით ქ.თბილისი, პ-------------------------, სადაც მ---------------------- „----. შევიდნენ ა-------–--------– მარჯვენა მხარზე განთავსებულ სალარო დახლთან შევიდნენ უჯრების მხარეს და ბ-----------------მა განმარტა, რომ სალაროდან მას მოლარემ მისი მოთხოვნის შემდეგ მისცა ფულადი თანხა, სადაც მოახდინა გამურული ხის ფრაგმენტის დემონსტრირება თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილიყო, რის შემდეგ იგი გავიდა გარეთ. მისივე მითითებით გავიდნენ გარეთ, აფთიაქიდან მარცხენა მხარეს იქვე მდებარე თაღში შევიდნენ, სადაც გავიდნენ კორპუსის უკანა მხარეზე სკვერში, გაიარეს დაახლოებით 120 მეტრი და გაჩერდნენ ავტოფარეხების მიმდებარედ, სადაც ბ-----------------მა მიუთითა მიმდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ ხსენებულ ადგილზე დაყარა ტანთ ნაცვამი კომუფლირებული ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, პირბადე-რესპირატორი და გამურული ხის ნაჭერი.
2019 წლის 9 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - ა------------ს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - ბ-----------------ი, რომელზეც განაცხადა, რომ იგი არის სწორედ ის პირი, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს შესული იყო ქ.თბილისი, პ---------------------–- მ------------ ა-------–----- პისტოლეტის მსგავსი საგანი მიმართა მისი მიმართულებით უთხრა „ძარცვაა, ძარცვააო“ მოსთხოვა ფულადი თანხა, რის გამოც შეეშინდა და სალაროდან გადასცა 560 ლარი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 30-დან 35 წლამდე ასაკით, დაახლოებით 175-180 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, ჩვეულებრივი წარბებით, ღია სახის ფერით, მოგრძო მოჭმუჭნული სახით, მარცხენა ლოყაზე არსებული რამდენიმე ნაიარევით, საიდანაც ერთი ნაიარევი იყო ოდნავ მოგრძო ზომის, განთავსებული თვალთან ახლოს ყვრიმალზე, სწორი ჩვეულებრივი ცხვირით, ღია ფერის თვალებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.
2019 წლის 9 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - გ-----------------–---–ს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი პირი - ბ-----------------ი, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს შესული იყო ქ.თბილისი, პ---------------------–- მდებარე პ-----------–--------–---- თანამშრომელს ა------------ს პისტოლეტის მსგავსი საგნის გამოყენებით წაართვა 560 ლარი. აღნიშნული საგანი მიმართა მისკენ და უთხრა „ძარცვაა დროზე ფულიო“, რა დროსაც მას ძალიან შეეშინდა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 30-დან 35 წლამდე ასაკით, დაახლოებით 175-180 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, ღია თვალის ფერით, მოგრძო მოჭმუჭნული ღია ფერის სახით, მარცხენა ლოყაზე არსებული რამდენიმე ნაიარევით, საიდანაც ერთი ნაიარევი იყო ოდნავ მოგრძო ზომის, განთავსებული თვალთან ახლოს ყვრიმალზე, ჩვეულებრივი წარბებით, სწორი ჩვეულებრივი ცხვირით. დარწმუნებულია ამოცნობაში სრულად.
2019 წლის 4 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, პ------------------------------–- არსებულ „აფთიაქში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბ-----------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2019 წლის 29 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვ---------------–----------------–-------- განყოფილების გამომძიებელ გ-------–---–---–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, პ------ ქ.N---–- მდებარე ა--------------- შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. პირველ ვიდეოჩანაწერში კამერის თვალთახედვის არეალში მოქცეულია აფთიაქის გარე პერიმეტრი, ბ----------------------ნ დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და ბ------ ბაღი. კადრში ჩანს გზაზე მოძრავი ავტომანქანები. 02:33:27 საათზე კადრში ჩნდება სათვალიანი გოგონა, რომელიც 02:33:31 საათზე შედის აფთიაქში. 02:34:05 საათზე კადრში ჩნდება პ------ ქუჩიდან მომავალი მამაკაცი, რომელსაც აცვია სამხედრო მოსაცმელი, ე.წ. „ხებე“ და ახურავს ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ბურთულა. აღნიშნული მამაკაცი 02:34:10 საათზე შედის აფთიაქში. 02:34:26 საათზე ბ------------ ქუჩაზე ბ------ ბაღთან ჩერდება შავი ფერის მანქანა, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა გოგონა, გადმორბის საავტომობილო გზაზე და 02:34:40 საათზე მიდის აფთიაქის შესასვლელ კართან, რის შემდეგაც 02:34:41 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქიდან გამოსული ზ/აღნიშნული სამხედრო მოსაცმელიანი მამაკაცი. კართან მდგომი გოგონა უყურებს აფთიაქიდან გამოსულ მამაკაცს და იწევა გვერდით. აფთიაქიდან გამოსული მამაკაცი, რომელსაც სახეზე მორგებული აქვს რესპირატორული ნიღაბი, გამოდის გარეთ და ნელი სვლით ბრუნდება იმ მიმართულებით, საიდანაც მოვიდა აფთიაქთან. 02:34:45 საათზე აღნიშნული მამაკაცი სცდება კამერის თვალთახედვის არეალს, ხოლო აფთიაქის კართან მდგომი გოგონა უყურებს მას რამდენიმე წამის განმავლობაში და 02:34:51 საათზე შედის აფთიაქში. ვიდეოჩანაწერი სრულდება 02:35:00 საათზე. მეორე ვიდეოჩანაწერში კამერის თვალთახედვის არეალში მოქცეულია აფთიაქის გარე პერიმეტრი, სადაც ჩანს პ------ ქუჩა და საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანები. 02:33:05 საათზე ტროტუართან ჩერდება ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის სათვალიანი გოგონა, რომელიც 02:33:31 საათზე შედის აფთიაქში. 02:34:05 საათზე კადრში ჩნდება პ------ ქუჩიდან მომავალი მამაკაცი, რომელსაც აცვია სამხედრო მოსაცმელი, ე.წ. „ხებე“, სახეზე აკრული აქვს რესპირატორული ნიღაბი და ახურავს ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ბურთულა. აღნიშნული მამაკაცი 02:34:10 საათზე შედის აფთიაქში. 02:34:37 საათზე კადრში ჩნდება ბ------ ბაღის მხრიდან აფთიაქისკენ მომავალი გოგონა, რომელიც 02:34:40 საათზე მიდის აფთიაქის შესასვლელ კართან. 02:34:41 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქიდან გამოსული ზ/აღნიშნული სამხედრო მოსაცმელიანი მამაკაცი. კართან მდგომი გოგონა უყურებს აფთიაქიდან გამოსულ მამაკაცს და იწევა გვერდით. აფთიაქიდან გამოსული მამაკაცი გამოდის გარეთ და ნელი სვლით ბრუნდება იმ მიმართულებით, საიდანაც მოვიდა აფთიაქთან. 02:34:45 საათზე აღნიშნული მამაკაცი სცდება კამერის თვალთახედვის არეალს, ხოლო აფთიაქის კართან მდგომი გოგონა უყურებს მას რამდენიმე წამის განმავლობაში და 12:34:51 საათზე შედის აფთიაქში. მესამე ვიდეოჩანაწერში კამერის თვალთახედვის არეალში მოქცეულია აფთიაქის შიდა პერიმეტრი. 02:33:32 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქში შემოსული სათვალიანი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჩერდება შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე პროდუქციის სექციასთან და ათვალიერებს პროდუქციას. 02:33:42 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქის თანამშრომელი გოგონა, რომელიც დგას სალაროს მაგიდასთან. 02:34:13 საათზე აფთიაქში შედის მამაკაცი, რომელსაც აცვია სამხედრო მოსაცმელი ე.წ. „ხებე“, სახეზე აკრული აქვს რესპირატორული ნიღაბი და ახურავს ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ბურთულა. ამ დროს აფთიაქში მყოფი ზ/აღნიშნული სათვალიანი გოგონა მიემართება შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე სექციებისაკენ. სამხედრო მოსაცმელიანი მამაკაცი მიემართება შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ შორეულ კუთხეში მდებარე სალაროს მაგიდისაკენ, შედის მაგიდის შიდა სივრცეში და შარვლის მარჯვენა ჯიბიდან იღებს შავი ფერის საგანს, რომელიც მიმართული აქვს აფთიაქის თანამშრომელი გოგონასაკენ. გოგონა წევს ხელებს, რის შემდეგაც გოგონა აღებს სალაროს ზედა უჯრას და აღნიშნული მამაკაცი უჯრიდან იღებს თანხას. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი ჩერდება გოგონას ზურგსუკან და უყურებს, ვიღაცას/რაღაცას რამდენიმე წამის განმავლობაში. ამის შემდეგ მამაკაცი ნელი ნაბიჯებით გადის უკან, რა დროსაც აფთიაქის თანამშრომელი გოგონა ხელებით აკეთებს რაღაც ჟესტს მისი მისამართით. აღნიშნული მამაკაცი 02:34:40 საათზე გადის აფთიაქიდან. 02:34:55 საათზე აფთიაქში შედის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც აცვია თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და იგი აფთიაქის შუა ნაწილში არსებული სივრციდან ესაუბრება აფთიაქის თანამშრომელ გოგონას. ვიდეოჩანაწერი სრულდება 02:35:00 საათზე. მეოთხე ვიდეოჩანაწერში კამერის თვალთახედვის არეალში მოქცეულია აფთიაქის შიდა პერიმეტრი. 02:33:38 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქში შემოსული სათვალიანი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჩერდება შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე პროდუქციის სექციასთან და ათვალიერებს პროდუქციას. 02:33:40 საათზე კადრში ჩნდება აფთიაქის თანამშრომელი გოგონა, რომელიც გამოდის სალაროს მაგიდის უკან მდებარე ოთახიდან და დგება სალაროს მაგიდის შიდა სივრცეში. 02:34:13 საათზე სათვალიანი გოგონა მიემართება აფთიაქში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებული სექციებისაკენ. ამის შემდეგ კადრში ჩნდება აფთიაქში შემოსული მამაკაცი, რომელსაც აცვია სამხედრო მოსაცმელი, ე.წ. „ხებე“, სახეზე აკრული აქვს რესპირატორული ნიღაბი და ახურავს ნაქსოვი ქუდი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ბურთულა. მას ასევე აცვია მუქი ფერის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. აღნიშნული მამაკაცი მიემართება აფთიაქში შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე სალაროს მაგიდისაკენ და შედის სალაროს მაგიდის შიდა სივრცეში, სადაც დგას აფთიაქის თანამშრომელი გოგონა. მამაკაცს მარჯვენა ხელში უჭირავს შავი ფერის საგანი, რომელიც მიმართული აქვს გოგონასაკენ, ხოლო გოგონა, რომელიც თავდაპირველად წევს ხელებს, აღებს სალაროს უჯრას და მამაკაცი უჯრიდან იღებს თანხას. ამის შემდეგ მამაკაცი ბრუნდება გოგონას უკან მდებარე ოთახის კარისაკენ, სადაც ესაუბრება ოთახიდან აფთიაქის დარბაზში გამომავალ ღია კარში მდგომ მამაკაცს, რის შემდეგაც ღია კარში მდგომი მამაკაცი ბრუნდება ოთახში და ხურავს კარს, ხოლო აფთიაქის თანამშრომელი გოგონა ახდენს ხელების ჟესტიკულაციას სამხედრო მოსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი მიმართ. ამის შემდეგ სამხედრო მოსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი გამოდის სალაროს მაგიდის შიდა სივრციდან და მარჯვენა ხელში უჭირავს შავი ფერის საგანი. იგი მიემართება აფთიაქის გასასვლელი კარისაკენ და 02:34:39 საათზე სცდება კამერის თვალთახედვის არეალს. აღნიშნულის შემდეგ კადრში ჩანს მხოლოდ აფთიაქის თანამშრომელი გოგონა, რომელიც დგას სალაროს მაგიდის შიდა მხარეს და არის აღელვებული ვიდეოჩანაწერი სრულდება 02:35:00 საათზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ ბ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ა------------ის, მ-----------------, გ-----------------–---–--, თ----–--------–---–--, პ---–--------------, ბ-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულ ა------------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მუშაობს ქ------–--–---------- N---–- მდებარე შ----პ-------------–-“ ფარმაცევტის თანამდებობაზე. 2019 წლის 7 იანვარს იყო მორიგე, მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი გ-----------------–---–ი. 2019 წლის 8 იანვრის 02:30 საათზე აფთიაქში შევიდა დაახლოებით 30-35 წლამდე ასაკის, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 175-180 სმ. სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც ტანთ ეცვა კომუფლირებული ქურთუკი, ეფარა მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, სახეზე პირზე ეკეთა ღია ფერის ნიღაბი, თუმცა არ იყო სამედიცინო, იყო მტვერისგან დამცავი, რომელსაც ჰქონდა მოყვითალო ფერის პატარა მოცულობის რგოლი, თუმცა მთლიანად სახეს არ უფარავდა და უფარავდა მხოლოდ ტუჩებს, ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ხელში ეკავა შავი ფერის პისტოლეტის მსგავსი საგანი. აღნიშნული პიროვნება იარაღით ხელში პირდაპირ მივიდა მასთან სალაროში, რაზეც შეიცხადა და ხმამაღლა უთხრა, რომ რას აკეთებდა, რაზეც უპასუხა „ძარცვაა ძარცვაა და ფულიო“. პიროვნება საუბრობდა მშვიდად, თუმცა ჰქონდა რუსული აქცენტი და უკანკალებდა მარჯვენა ხელი, რომელშიც იარაღი ეჭირა, რის გამოც ძალიან შეეშინდა, იფიქრა, რომ მოკლავდა. გამომეტყველებით ჰგავდა რუსს, ჰქონდა მოგრძო, მოჭმუჭნული, ღია ფერის სახე, წარბები ჩვეულებრივი სიხშირის, მუქი ფერის, სახეზე, კერძოდ მარცხენა ლოყაზე ჰქონდა რამდენიმე ნაიარევი (ნაწიბურები), თუმცა ერთი ნაიარევი იყო აშკარა და ოდნავ მოგრძო, დაახლოებით 5 სმ. სიგრძის და ჰქონდა გვერდულად, თვალთან ახლოს ყვრიმალზე. თვალები, რაც შენიშნა, ჩვეულებრივი ზომის ღია ფერის, ცხვირი ჰქონდა ჩვეულებრივი სწორი საშუალო ზომის. სალაროს უჯრა გამოაღო, საიდანაც ამოიღო ფულადი თანხა, მიაწოდა და როდესაც უნდა გასულიყო, დაინახა დაცვის თანამშრომელი, რომელიც იყო შიდა მხარეს სალარო ოთახის უკან, რომელსაც უთხრა, რომ „ძარცვაა და ფულიო“, რაზეც ისევ უპასუხა, რომ აღარ იყო ფული და წავიდა ჩვეულებრივ. სალაროში ჰქონდა ფულადი თანხა 560 (ხუთას სამოცი) ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გადასცა ბრალდებულს. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი, ნიღაბი მხოლოდ ტუჩებს უფარავდა. შესაბამისად, დაინახა მისი სახე და კარგად დაამახსოვრდა იმ პიროვნების აღწერილობა. ძალიან შეეშინდა, როდესაც პიროვნება შევიდა მასთან სალაროში, რის გამოც დაიბნა და თავიდან ვერ მიხვდა თუ რა ხდებოდა, რის გამოც დააჭირა საგანგაშო ღილაკს. მოწმის ჩვენებით, თავდამსხმელმა აჩვენა პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელიც იყო პატარა ზომის, მუქი მეტალის ფერის, თუმცა მოდელი ვერ გაარჩია, ვინაიდან კარგად ვერ ერკვევა იარაღებში. აღნიშნული ქმედებით კომპანია შ----პ--------------“ მიადგა მატერიალური ზარალი 560 ლარის ოდენობის.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა გ-----------------–---–მა (უდავო მტკიცებულება), რომელმაც დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 8 იანვარს დაახლოებით 02:35 საათზე იმყოფებოდა აფთიაქში განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო ოთახში და უყურებდა მონიტორზე კამერებს. ამ დროს გაიგონა ა-------- რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვები - „რას აკეთებ“. დახედა მონიტორს და დაინახა, რომ ვიღაც პიროვნება ა------------თან იყო მისული სალაროს უკანა მხრიდან, სადაც მოქალაქეთა შესვლა არ შეიძლება. გავიდა მაშინვე ა------- და დაინახა პიროვნება, რომელსაც ეკეთა ნიღაბი, იყო მისული ა------- და მშვიდი ტონით ეუბნებოდა სიტყვებს „ძარცვა, ძარცვა, ფული“. აღნიშნულ პიროვნებას მარჯვენა ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი, ქვევით დახრილი. ა--- გამოაღო სალარო და ხელში მისცა მას თანხა. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება წავიდა მისი მიმართულებით და კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვები „ძარცვა, ძარცვა, ფული“ ამჯერადაც მშვიდი ტონით, მისი მისამართით. ამ დროს ა--- უთხრა, რომ თანხა აღარ იყო აფთიაქში. ნიღბიანი პიროვნება მშვიდად, აუჩქარებლად გაემართა აფთიაქის გასასვლელისკენ. ამ დროს შებრუნდა ოთახში და დააჭირა დისტანციურ პულტს ხელი. აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა აფთიაქის შენობა. იგი იყო დაახლოებით 30-35 წლამდე ასაკის მამაკაცი, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 175-180 სმ. სიმაღლის, მოგრძო ფორმის ღია ფერის მოჭმუჭნული პირისახით, ჩვეულებრივი სიხშირის მუქი ფერის წარბებით, სახეზე მარცხენა ლოყაზე ჰქონდა რამდენიმე ნაიარევი, თუმცა ერთი ნაიარევი, რომელიც ჰქონდა თვალთან ახლოს - ყვრიმალზე გვერდულად, იყო აშკარა და ოდნავ მოგრძო დაახლოებით 5 სმ. სიგრძის, ღია ფერის საშუალო ზომის თვალები, საშუალო ზომის სწორი ცხვირით. აღნიშნული პიროვნება საუბრობდა მშვიდად, რუსული აქცენტით და უკანკალებდა მარჯვენა ხელი, რომელშიც იარაღი ეჭირა, გამომეტყველებით ჰგავდა რუსს. ტანთ ეცვა კომუფლირებული ქურთუკი, ეფარა მუქი ფერის ნაქსოვი გუნდიანი ქუდი, პირზე ეკეთა მტვერის საწინააღმდეგო ნიღაბი, რომელსაც ჰქონდა მოყვითალო რგოლი, რომელიც მთლიანად სახეს არ უფარავდა და უფარავდა მხოლოდ ტუჩებს, ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტის მსგავსი საგანი. აღნიშნული საგნის დანახვისას ძალიან ძლიერი შიშის გრძნობა დაეუფლა, რადგან იფიქრა ეს პიროვნება მოკლავდა და ამის გამო ძალიან შეეშინდა. აღნიშნულ პიროვნებას ა--- მისცა თანხა სალაროდან 560 ლარის ოდენობით. პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელიც აღნიშნულ მამაკაცს ეჭირა, იყო პატარა ზომის, მუქი ყავისფერი, თუმცა რა მოდელი იყო, არ იცის, რადგან იარაღებში ვერ ერკვევა. დემონსტრირებას უკეთებდა პისტოლეტის მსგავს საგანს, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა.
2019 წლის 9 იანვარს ა------------ისა და გ-----------------–---–-- მონაწილეობით ჩატარებული იქნა პირის ამოცნობა, რა დროსაც მათ მიერ ამოცნობილი იქნა ბრალდებული - ბ-----------------ი, როგორც ის პირი, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს შესული იყო ქ.თბილისი, პ---------------------–- მ------------ ა-------–--------– ა------------ს პისტოლეტის მსგავსი საგნის გამოყენებით წაართვა ფულადი თანხა 560 ლარის ოდენობით.
2019 წლის 8 იანვარს გამომძიებლის მიერ ექსპერტების და დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც აღებული იქნა სუნის ნიმუშები. აფთიაქიდან სუნის ნიმუშის აღების შემდეგ ექსპერტებმა გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც შევიდა თაღში, გავიდა კორპუსის უკანა მხარეს არსებულ სკვერში და დაახლოებით 120 მეტრში ნაპოვნი იქნა: კომუფლირებული ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, პირბადე-რესპირატორი და გამურული ხის ნაჭერი.
მოწმე: მ----------------- (უდავო მტკიცებულება) მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ბ-----------------მა, ხსენებული პატაკისა და მოწმის გამოკითხვის საფუძველზე ბ-----------------ის საცხოვრებელ მისამართზე თბილისში, ბ------------------------ში მდებარე ავტოფარეხში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ქურთუკი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დღეს ეცვა ბრალდებულს.
2019 წლის 4 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია, ბ-----------------ის სუნის ნიმუშის.
2019 წლის 29 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, პ------ ქ.N---–- მდებარე ა-------------- შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია ბრალდებულის აფთიაქში შესვლის, დაზარალებულებზე მუქარის განხორციელების და იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით ფულადი თანხის დაუფლების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ბ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და დაადასტურა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, საქმეზე გამოკითხული დაზარალებულების: ა------------ის და გ-----------------–---–-- ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 იანვარს ქ------–--–---------- ქუჩა N---–- მდებარე შ----პ-----------“ აფთიაქში ბრალდებულმა ბ-----------------მა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით აფთიაქში, ამავე აფთიაქის ფარმაცევტს - ა------------ს, აგრეთვე დაცვის წევრს - გ-----------------–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, ხოლო შემდგომ ა------------ისგან გადაცემულ ფულად თანხას 560 (ხუთას სამოცი) ლარის ოდენობით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დაზარალებულების ჩვენებების უტყუარობა და ის გარემოება, რომ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირი იყო სწორედ ბ-----------------ი, დადასტურდა ბრალდებულის ამოცნობის ოქმებით. ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალდება ასევე დადასტურდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთებით, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერებითა და ამ ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, სადაც თვალნათლივ ჩანს ბრალდებულის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუნის კვალის ნიმუშები აღებული იქნა იმ ადგილიდან, სადაც მხოლოდ მომუშავე პერსონალს აქვს ყოფნის უფლება, ხოლო მომხმარებლებს შესვლის უფლება არ აქვთ. საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბ-----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირი არის სწორედ ბ------------ი, რომელიც იმყოფებოდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილას - სალაროების უკანა მხარეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შ----პ-----------“ კუთვნილ ფულად თანხას. საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულ ბ-----------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ბრალდებულმა თავად მიუთითა მისი გადაადგილების მარშრუტისა და მის მიერ განხორციელებული ქმედებების თაობაზე, ასევე იმ ადგილზე, სადაც მან დატოვა ქურთუკი, ნიღაბი და ქუდი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილიდან იქნა გამოძიების მიერ ამოღებული ზემოთმითითებული ნივთები. შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული უტყუარი, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით (დაზარალებულების მამხილებელი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებით, ამოცნობისა და ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით და ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 8 იანვარს, ქ------–--–---------- ქუჩა N14 მდებარე შ----პ-----------“ აფთიაქში იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა სწორედ ბ-----------------მა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხას 560 (ხუთას სამოცი) ლარის ოდენობით.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გა---არტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ ბ-----------------ის მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლო ადგენს, რომ 2019 წლის 9 იანვარს, ბრალდებულმა ბ-----------------მა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით ა------------ს და გ-----------------–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, რის შემდეგ ა------------ის მიერ გადაცემულ ფულად თანხას დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც შ----პ-----------“ მიაყენა 560 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძველიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეფასების იმ კრიტერიუმით, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ჩათვლიდა თუ არა ბრალდებულის მიერ გამოვლენილ მოქმედებას რეალურად. ბუნებრივია თავდასხმის მომენტში იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით (რაც დაზარალებულებმა აღიქვეს ცეცხლსასროლ იარაღად) ფულადი თანხის მოთხოვნისას ნებისმიერ ნორმალური ფსიქიკის ადამიანის მიერ მუქარა აღიქმება რეალურად, რამეთუ ცეცხლსასროლი იარაღი არის მომეტებული საფრთხის წყარო. დაზარალებულების განმარტებით, მათ შენიშნეს რა იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც მათგან თანხას ითხოვდა და ახდენდა მის ხელთ არსებული საგნის დემონსტრირებას, მათ შეეშინდათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, მუქარა აღიქვეს რეალურად და მათთვის რეალურად არსებობდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი საფრთხე.
დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ბ-----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ბ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა, თუმცა ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენა განპირობებულია ბრალდებულის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელსაც გარდაეცვალა დედა, ძმას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული. სასამართლოს შეფასებით, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბ-----------------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--), ანაწმენდები, სახის ნიღაბი და ხის ფრაგმენტი, ბ-----------------ის სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--) და ბ-----------------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კომუფლირებული ქურთუკი და ნაქსოვი ქუდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, შ----პ-----------“ ვიდეოკამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ავტოფარეხის ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
2. ბ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან.
3. ბ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--), ანაწმენდები, სახის ნიღაბი და ხის ფრაგმენტი, ბ-----------------ის სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--) და ბ-----------------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კომუფლირებული ქურთუკი და ნაქსოვი ქუდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, შ----პ-----------“ ვიდეოკამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2------ ლუქით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ავტოფარეხის ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, (მის: ქ.თბილისი, პ------ ქუჩა N--), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი