განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/2398-19
№0-----------
21 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------–---–------ დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–------------------–-------------------------------------------ში (პირადი №1----------)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 01 აპრილს მ-------------–--მა პოლიციას მიმართა დახმარებისათვის, ვინაიდან მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი - გ--------–---–------ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 01 აპრილს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რის მიხედვითაც გ--------–---–---რს აეკრძალა ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მიახლოება მსხვერპლის - მ-------------–--ის ადგილსამყოფელთან. აღნიშნული აკრძალვის შესახებ ცნობილი იყო გ--------–---–------სთვის, რაც დადასტურებულია შემაკავებელ ორდერზე მისი ხელმოწერით. თუმცა 2019 წლის 01 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით გ--------–---–------, მ-------------–--თან სისტემატიურად ახორციელებდა სატელეფონო კომუნიკაციას, კერძოდ უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც სთხოვდა შერიგებას, ხოლო 8 აპრილს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. გ--------–---–---რმა დაარღვია 2019 წლის 01 აპრილს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები და ვალდებულებები, რითაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ--------–---–------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ--------–---–------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე კ-------------ს და დაზარალებულ მ-------------–--ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემაკავებელ ორდერს, ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმს, სატელეფონო ამონაწერს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ”გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------–---–------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დანაშაულის შემადგენლობის არსებობისთვის სავალდებულოა დადგინდეს შემდეგი ელემენტები: პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი; სახეზეა ორდერით დაკისრებული ვალდებულებებისა ან მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი. უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 01 აპრილს მ-------------–--მა პოლიციას მიმართა დახმარებისათვის, ვინაიდან მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი - გ--------–---–------ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 01 აპრილს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რის მიხედვითაც გ--------–---–---რს აეკრძალა ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მიახლოება მსხვერპლის - მ-------------–--ის ადგილსამყოფელთან. აღნიშნული აკრძალვის შესახებ ცნობილი იყო გ--------–---–------სთვის, რაც დადასტურებულია შემაკავებელ ორდერზე მისი ხელმოწერით. თუმცა 2019 წლის 01 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით გ--------–---–------, მ-------------–--თან სისტემატიურად ახორციელებდა სატელეფონო კომუნიკაციას, კერძოდ უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც სთხოვდა შერიგებას, ხოლო 8 აპრილს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. გ--------–---–---რმა დაარღვია 2019 წლის 01 აპრილს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები და ვალდებულებები, რითაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.
3.3. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ--------–---–------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ--------–---–---რმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გ--------–---–---რმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--------–---–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------–---–------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ეყრდნობა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ--------–---–---რს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, მის მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება გ--------–---–------ს მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებშიც. სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის და აღსრულების ხელის შემშლელი გარემოებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------–---–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------–---–------ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი