გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.07.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------–---ა
მოპასუხე - დ----------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დ----------------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 308.24 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე დ----------------–-–---–ს 2019 წლის 23 ივლისს ჩაბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. 2019 წლის 30 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, მოპასუხე დ----------------–-–---–ი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 19.09.2016 წელს დ----------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N4843/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 01 თებერვლის N502 ბრძანების საფუძველზე დ----------------–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N54-ე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მომსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N965 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
კონტრაქტის 7.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. „სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო სამინისტროს სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.
დ----------------–-–---–ს გააჩნია სამსახურთან სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:
1. საძილე ტომარა MODE “DEFENC 1” ზომა 185 - 1 ცალი - ფასი 289.19 ლარი,2. საველე ლეიბი - 1 ცალი - ფასი 19.05 ლარი.
შესაბამისად მოპასუხე, დ----------------–-–---–ს 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ წარმოეშვა დავალიანების 308.24 ლარის გადახდის ვალდებულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------------–-–---–ს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს დადებული N4843/16 კონტრაქტი.
- გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 01 თებერვლის N502 ბრძანება.
- 2019 წლის 07 თებერვლის ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 19.09.2016 წელს დ----------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N4843/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 01 თებერვლის N502 ბრძანების საფუძველზე დ----------------–-–---–ი გათავსუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
დ----------------–-–---–ს გააჩნია სამსახურთან სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:
საძილე ტომარა MODE “DEFENC 1” ზომა 185 - 1 ცალი - ფასი 289.19 ლარი,საველე ლეიბი - 1 ცალი - ფასი 19.05 ლარი.
შესაბამისად მოპასუხე, დ----------------–-–---–ს 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ წარმოეშვა დავალიანების 308.24 ლარის გადახდის ვალდებულება.
კონტრაქტის 7.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. „სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო სამინისტროს სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და იქ დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დ----------------–-–---–ისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების' თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. „სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო სამინისტროს სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----------------–-–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2019 წლის 01 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 07 თებერვლის ცნობით ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ დგინდება, რომ დ----------------–-–---–ს გააჩნია სამსახურთან სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ: საძილე ტომარა MODE “DEFENC 1” ზომა 185 - 1 ცალი - ფასი 289.19 ლარი, საველე ლეიბი - 1 ცალი - ფასი 19.05 ლარი. შესაბამისად მოპასუხე, დ----------------–-–---–ს 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ წარმოეშვა დავალიანების 308.24 ლარის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 308.24 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დ----------------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 308.24 ლარის ანაზღაურება.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნინო ონიანი