გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210118002785523
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37323-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელი

21 ივნისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - სს „არ--------------ა“

წარმომადგენელი -თი---------–--ე

მოპასუხე - შპს „სტ--------------ნ“, თე----------–------–---–ი

წარმომადგენელი -აკ-------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „სტ--------------ნს“ და თე----------–------–---–ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 4883 ლარის გადახდა;

1.2. თე----------–------–---–ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს აღ------–---------------–---------ში გამარტივებული წესით სააღსრულებო წარმოების საფასურის 150 ლარის ანაზღაურება;

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20---–-–---------სს სს „არ--------------ას“ და შპს „სტ--------------ნს“ შორის გაფორმდა ფინანსური რისკების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება და გაიცა საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია O------------, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იყო შპს „ზდ--------------------ასა“ და შპს „სტ--------------ნს“ შორის გაფორმებული დიზელის საწვავის ნასყიდობის ხელშეკრილობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 25 000 ლარის ოდენობით. ასევე გარანტსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარული შესრულება, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა თე----------–------–---–მა . თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 200 000 ლარი.

 

ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხე შპს „სტ--------------ნის“ მიერ, რაც გამოიხატა ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში. შესაბამისად 2018 წლის 24 ივლისს შპს „ზდ--------------------ამ“ მომართა სა---------------------ას და მოითხოვა გარანტიიდან გამომდინარე 14 883 ლარის ანაზღაურება. სა---------------------ის მიერ მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, გარანტმა მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა აღნიშნულ საკითხზე პოზიციის წარმოდგენა.

 

201--–-–-------------ოს სს“არ--------------ასა“ და პრინციპალის თავდებ პირს, რომელიც ამასთანავე წარმოადგენს პრინციპალის ერთ-ერთი დირექტორს) შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც, თავდებმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა სრულად დაეფარა (14 883 ლარი) მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე. აღნიშნული შეთანხმებაც დარღვეულ იქნა მოპასუხის მიერ, ვინაიდან მან თანხის მხოლოდ ნაწილი დაფარა. კერძოდ, 10 000 ლარი, ხოლო 4883 ლარი კვლავ დასაფარი რჩება.

 

სა---------------------ამ თავისი უფლების დასაცავად მიმართა აღ------–---------------–---------ს და მოითხოვა გამარტივებული აღსრულებოს წესით ვალის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დაეწყოთ სააღსრულებო წარმოება. თუმცა მოვალის მიერ პრეტენზიის დაყენების შემდგომ, გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თე----------–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „სტ--------------ნსა“ და სს „არ--------------ას“ მიმართ მართლაც გააჩნია 4883 ლარის გადახდის ვალდებულება. ამ დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია შპს „სტ--------------ნის“ დირექტორის ბე------------ის, რომელიც ამავდროულად არის სს“არ--------------ას’ დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ ერთი დირექტორი, მიზანმიმართული ქმედებით ზიანი მიაყენოს შპს „სტ--------------ნს“. საზოგადოებას გააჩნია შესაძლებლობა დაფაროს დავალიანება თუმცა აღნიშნულს როგორც დირექტორი ეწინააღმდეგება ბე------------ე, ხოლო თე----------–------–---–ს არ გააჩნია უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

შპს „სტ--------------ნს“, როგორც ერთ ერთ მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------სს სს“არ--------------ასა“ და შპს „სტ--------------ნს“ შორის გაფორმდა ფინანსური რისკების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება და გაიცა საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია O------------, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა შპს „ზდ--------------------ასა“ და შპს „სტ--------------ნს“ შორის გაფორმებული დიზელის საწვავის ნასყიდობის ხელშეკრილობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 25 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფინანსური რისკის დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.19)

- საბანკო გარანტია (ს.ფ. 20)

 

3.1.2. გარანტსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარული შესრულება, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა თე----------–------–---–მა. თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 200 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.21)

 

3.1.3. ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხე შპს „სტ--------------ნის“ მიერ, რაც გამოიხატა ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში. შესაბამისად 2018 წლის 24 ივლისს შპს „ზდ--------------------ამ“ მიმართა სა---------------------ას და მოითხოვა გარანტიიდან გამომდინარე 14 883 ლარის ანაზღაურება.

 

სა---------------------ის მიერ მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოთხოვნა (ს.ფ. 22)

- საგადასახადო დავალება (ს.ფ.23)

 

3.1.4. 201--–-–-------------ოს სს“არ--------------ასა“ და პრინციპალის თავდებ პირს (რომელიც ამასთანავე წარმოადგენს პრინციპალის ერთ-ერთ დირექტორს) შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა (14 883 ლარი) სრულად დაეფარა 2018 წლის 10 აგვისტომდე. აღნიშნული შეთანხმებაც დარღვეული იქნა მოპასუხის მიერ. ვალდებულება შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ 10 000 ლარის გადახდით, ხოლო 4883 ლარი კვლავ დასაფარი რჩება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება ვალის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ.24)

- საგადასახადო დავალება (ს.ფ.25-26)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სა---------------------ამ თავისი უფლების დასაცავად მიმართა აღ------–---------------–---------ს მოთხოვნით გამარტივებული აღსრულების წესით ვალის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმების საფუძველზ დაეწყოთ საააღსრულებო წარმოება. თუმცა, მოვალის მიერ პრეტენზიის დაყენების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 28, 130_

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ. 27)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს“არ--------------ას“ სარჩელი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 319-ე, 341-ე, 361-ე, 463-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ 201--–-–-------------ოს შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. მასში მითითებულია დავალიანების ოდენობა 14 883 ლარი და პერიოდი რა დროშიც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით დადგენილად მიიჩნი, რომ 201--–-–-------------ოს სს“არ--------------ასა“ და პრინციპალის თავდებ პირს (რომელიც ამასთანავე წარმოადგენს პრინციპალის ერთ-ერთ დირექტორს) შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა (14 883 ლარი) სრულად დაეფარა 2018 წლის 10 აგვისტომდე.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებული 14 883 ლარიდან 10 000 ლარი სს „არ--------------ას“ ანგარიშზე 2018 წლის 03 აგვისტოს და ამავე წლის 10 აგვისტოს ჩარიცხა შპს „სტ--------------ნმა“. აქედან გამომდინარე, მართალია, ვალის აღიარების ხელწერილით ვალის არსებობა აღიარა მოვალე თე----------–------–---–მა, თუმცა შპს „სტ--------------ნმა“ ვალდებულების 10000 ლარის გადახდის შესრულებით აღიარა ვალდებულების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

აქედან გამომდინარე, თე----------–------–---–ს ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმების, ხოლო შპს „სტ--------------ნს“ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

გადახდა.

 

6.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ სა---------------------ამ თავისი უფლების დასაცავად მიმართა აღ------–---------------–---------ს მოთხოვნით გამარტივებული აღსრულების წესით ვალის აღიარებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმების საფუძველზ დაეწყოთ საააღსრულებო წარმოება თე----------–------–---–ის მიმართ. თუმცა მოვალის მიერ პრეტენზიის დაყენების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩლეს უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე. შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა აღ------–---------------–---------ში სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ სარჩელზე დართული საგადასახადო დავალებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილად ვერ მიიჩნია, რომ აღ------–---------------–---------ში გამარტივებული წარმოება მოპასუხე თე----------–------–---–ის მიმართ ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე მიმდინარეობდა და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო მოცემულ წარმოებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან არ დგინდებოდა სახელმწიფო ბაჟის კონკრეტულად მოთხოვნის ფარგლებში გადახდა სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უდა დაკმაყოფილებულიყო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 4883 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 146.49 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში 20---–-–--------------ოს შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „არ--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შპს „სტ--------------ნს“ და თე----------–------–---–ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ სოლიდარუად დაეკისროთ 4 883 ლარის გადახდა;

 

3. შპს „სტ--------------ნს“ და თე----------–------–---–ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 146.49 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი