განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/565-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ--------------–---
დაცვის მხარე
დამცველი - მ-----------–---–-
ბრალდებული - ვ------------------- ძე გ--–--ე, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ტ----–---–----------18-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ------–---–------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადევნება, ესე იგი პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლიდან 2018 წლის 08 ივლისამდე ვ------- გ--–--ე და გ---–----------- იყვნენ შეყვარებულები, თუმცა 2018 წლის 08 ივლისს, უთანხმოების გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
2018 წლის 08 ივლისის შემდეგ, მიუხედავად გ---–-----------ს არაერთგზისი თხოვნისა, რომ ვ------- გ--–--ეს დაენებებინა მისთვის თავი, ვ------- გ--–--ე მას უთვალთვალებდა, ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, წერდა სისტემატიურად კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, უგზავნიდა წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს, კატეგორიულად სთხოვდა შეხვედრას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ წაართმევდა მის მიერ ნაჩუქარ ძაღლს, გაუმწარებდა ცხოვრებას და არ მისცემდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას.
ვ------- გ--–--ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, გ---–-----------მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო კი, გ---–-----------ს ექმნება ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება, ეშინია სახლიდან მარტო გამოსვლის და აპირებს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას. მას ასევე შეეცვალა ცხოვრების წესი და აქვს განცდა, რომ ვ------- გ--–--ე უთვალთვალებს, ვეღარ გაჰყავს ძაღლი სასეირნოდ, აღარ გამოდის სახლიდან მარტო, იძულებულია სახლში დაბრუნებამდე დაურეკოს დედამისს, რათა დახვდეს ეზოში და სახლში ავიდნენ ერთად. ამასთან, გ---–-----------ს მოუწია ვ------- გ--–--ის მობილური ტელეფონის ნომრის დაბლოკვაც.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვ------- გ--–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
დაზარალებულ გ---–-----------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ვ------- გ--–--ე იყო მისი შეყვარებული დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. 2018 წლის 08 ივლისს ვ-------მა სთხოვა გაჰყოლოდა გორში, რაზეც თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა შემდეგ დათანხმდა. ჩავიდნენ გორში, თავად დარჩა მანქანაში, ხოლო ვ-------ი შევიდა სკოლაში. მანქანაში არ იყო კონდინციონერი და ძალიან ცხელოდა, რის გამოც მისწერა ვ-------ს ,,დროზე გამოსულიყო, რადგან არ იყო ვალდებული დალოდებოდა“. სკოლიდან გამოსულმა ვ-------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სთხოვდა რომ გაჩუმებულიყო, თუმცა არ გაჩუმდა. მოსთხოვა მანქანის გაჩერება, რაზეც ვ-------მა გაარტყა ცხვირში ხელი და მიმართა „გადაეთრიე მანქანიდანო“. გადმოვიდა მანქანიდან და წამოვიდა თბილისის მიმართულებით. ცოტახანში ვ-------ი დაბრუნდა უკან და სთხოვდა მანქანაში ჩაჯდომას, რაზეც უარი უთხრა. გააჩერა ტაქსი და ამ გზით დაბრუნდა თბილისში. გზაში მიმავალს მისდიოდა ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. კერძოდ, ბრალდებული აგინებდა და სწერდა რომ ის იყო „საშინელი ნაბოზარი, ნაბიჭვარი ქალი“ და სთხოვდა მისი ნაჩუქარი ძაღლის დაბრუნებას. ტელეფონით უკავშირდებოდა ვ-------ის მეგობარიც, რომელიც ასევე ითხოვდა ძაღლის დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ „არ გაახარებდნენ“. აღნიშნული მუქარის გამო ეშინოდა, რომ ძაღლს წაართმევდნენ და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში „-–----- სახლიდან არ გაჰყავდა მარტო. მისი სახლის მოპირდაპირედ არსებულ ბაღში ძაღლს ასეირნებდა დედასთან ერთად. ვ-------ი მიდიოდა აღნიშნულ ბაღთან, რომლის დანახვაზე გარბოდა სახლში, ვინაიდან არ უნდოდა მასთან კომუნიკაცია. ის ისე იყო შეშინებული და შეწუხებული ვ-------ისგან, რომ კუს ტბაზე, სადაც ჰქონდა ბუშტების ბიზნესი და აყვანილი ჰყავდა პრომო გოგონა - ნ------------------ე, ყველა ასვლაზე ეკითხებოდა იყო თუ არა ვ-------ი ასული. 2018 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში იმყოფებოდა კუს ტბაზე, რა დროსაც ნ----- ანიშნა, რომ ვ-------ი იქ იყო. მოსთხოვა ვ-------ს წადიო, რაზეც მან უპასუხა, რომ მხოლოდ საუბარი უნდოდა და სთხოვა კაფეში გაყოლა. შევიდნენ კაფეში, ცოტა ისაუბრეს რა დროსაც ბრალდებული შერიგებას სთხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადა და წამოვიდა. 2018 წლის ზაფხულში, ნ----–-----–-, დადიოდა ინგლისურის მასწავლებელთან - ი------------ესთან. ერთ დღეს წავიდა ტაქსით, მანაქანიდან ჩამოსვლისას კი შენიშნა ვ-------ის მანქანა, რის გამოც სირბილით შევიდა ბინაში. იმდენად აღელვებული იყო, რომ მასწავლებელს სთხოვა ადრე გაეშვა, გამოვიდა ჩქარი ნაბიჯებით და მიდიოდა ტაქსის გასაჩერებლად, თუმცა უკან რომ გაიხედა დაინახა ვ-------ი მიყვებოდა, სწრაფად გააჩერა ტაქსი და დატოვა ტერიტორია. სახლში დაბრუნებულმა მიიღო ვ-------ის მოკლე ტექსტური შეტყობინება „რატო გარბიხარ არ გრცხვენიაო“. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში გარდაეცვალა ნათესავი და დედასთან ერთად იმყოფებოდა დაკრძალვაზე ტაძარში. სახლში დაბრუნებულს ვ-------მა გაუგზავნა დაკრძალვაზე გადაღებული ფოტო ე.წ. „ვაიბერით“, რაზეც ძალიან გაბრაზდა და თ-----------–---ს სთხოვა დახმარება. დაზარალებული ჩვენებითვე, გაგუას კლინიკაში აქვს სტენდი, სადაც მიდის პერიოდულად. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს დახვდა ვ-------ი, რომელიც სთხოვდა საუბარს, გაიყვანა გარეთ და მოსთხოვა წასულიყო, თუმცა ვ-------ი არ მიდიოდა. ამ დროს შემთხვევით გაიარა ქ---------------ემ მეუღლესთან ერთად, რომელმაც ჩასვა მანქანაში და გაარიდა სიტუაციას. ამასთან, იგი მეგობარმა დაპატიჟა ბარსელონაში და უკან დაბრუნებულს აეროპორტში დახვდა ვ-------ი და სთხოვდა გაჰყოლოდა თბილისში, რაზეც უარი უთხრა. მგზავრობისას ვ-------ი სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს „არ გრცხვენია, როგორ იქცევიო“. მისი და ვ-------ის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო დედასთვის. ერთხელ მასთან ერთად ასეირნებდა ძაღლს „ლ----ს“, რა დროსაც მივიდა ვ-------ი. დედამ მოსთხოვა წასულიყო, თუმცა არ წავიდა, რის გამოც თავად დატოვეს ტერიტორია. მისმა მეგობრებმა: ქ---------------ემ და თ-----------–---მაც იცოდნენ მისი და ვ-------ის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ვ-------ის გამუდმებული ადევნებისგან ძალიან დაიღალა და დედას ეუბნებოდა, რომ ჰქონოდა ფინანსური შესაძლებლობა დატოვებდა თბილისს, რათა შეძლებოდა ვ-------ისგან თავის დაღწევა. დაზარალებულმა აჩვენა ისიც, რომ ლ-------------–- სთხოვდა ვ-------ს შეხვდი და დაელაპარაკეო, რომელსაც პასუხობდა, რომ მასთან შეხვედრა აყენებდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ეკითხებოდა: „ჩემი სიკვდილი გინდაო?“. აღნიშნულ პერიოდში მას მოუწია ცხოვრების წესის შეცვლა, სახლში დაბრუნებისას უკავშირდებოდა დედას და სთხოვდა დახვედროდა, რადგან სახლში მარტო ასვლის ეშინოდა. მარტო ასვლის შემთხვევაში სადარბაზოს ანათებდა კარგად და როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ვ-------ი არ იყო, მხოლოდ მას შემდეგ ადიოდა სახლში. სახლიდან გამოსვლისას სულ ნერვიულობდა და უკან იხედებოდა ვ-------ი ხომ არ მისდევდა, ან ხომ არ იყო სადმე გაჩერებული მისი მანქანა. ერთხელ სახლიდან გამოსვლისას ვ-------ი დახვდა სადარბაზოსთან, რომელსაც მოსთხოვა წასულიყო და თავი დანებებინა, თუმცა ის გაჰყვა უკან და მთელი გზა თავი არ დაუნებებია. ვ-------ს ყოველ შეხვედრაზე უხსნიდა, რომ მისთვის არასასურველი იყო მასთან კომუნიკაცია და სთხოვდა თავი დაენებებინა, რადგან ვერ იტანდა და ეზიზღებოდა, თუმცა იგი მაინც თავისას აგრძელებდა. მის მეგობარს თ-----------–---ს სწერდა ვ-------ი, რომ წაართმევდა ყველა კომპანიას ვისთანაც თანამშრომლობდა და დატოვებდა ყველაფრის გარეშე ულუკმაპუროდ. ვ-------ი სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომ „თუ ჩემთან არ იქნები, ვერც სხვასთან ვერ იქნებიო“. ვ-------ს ეუბნებოდა რომ ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა მისი დანახვა და სთხოვდა არ მისულიყო, რადგან აღარ უყვარდა და ეზიზღებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიტანდა საჩივარს, რაც გააკეთა კიდეც, ვინაიდან მეტის გაძლება და ატანა აღარ შეეძლო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულის დედამ - ქ---------–-------ემ და დამატებით განმარტა, რომ გ---–----------- არის მისი შვილი, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვ------- გ--–--ესთან. 2018 წლის ივლისის თვეში გ---–- აღელვებული მივიდა სახლში, რომელმაც უამბო, რომ ვ-------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცხვირში ხელი გაარტყა. ამ ფაქტის შემდეგ გ---–-მ ბრალდებულთან დაამთავრა ურთიერთობა, მაგრამ ვახტანი თავს არ ანებებდა, დასდევდა უკან და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით. მისი შვილი ვ-------ის ქმედებამ სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანა - გ---–-ს ძალიან ჩაიკეტა, დაკარგა ყველაფრის ხალისი და სახლიდან გასვლისასც კი ეშინოდა. მოწმე არაერთხელ დაუკავშირდა ვ-------ს და მოსთხოვა გ---–-სთვის თავის დანებება, თუმცა იგი მაინც აგრძელებდა დახვედრებს და არასასურველი შეტყობინებების მიწერას. ყოველივე ზომოაღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი და დაზარალებული იძლებული გახდა პოლიციისათვის მიემართა, რადგან იმის საშუალება რომ საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ოჯახს არ ჰქონდა.
მოწმე ქ---------------ის ჩვენებით: დადგენილია, რომ გ---–----------- და ვ-------ი იყვნენ შეყვარებულები, თუმცა შემდეგ დაშორდნენ. ერთ დღეს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა გაგუას კლინიკასთან, რა დროსაც დაინახა ვ-------ი და გ---–- კამათობდნენ. ვინაიდან, გ---–-სგან გადმოცემით იცოდა, რომ არ სიამოვნებდა ვ-------ისთან კომუნიკაცია, დაუძახა გ---–-ს, ჩაისვა მანქანაში და გაარიდა შემთხვევის ადგილს. გ---–-სგან გადმოცემით მისთვის ცნობილია, რომ აპირებდა ბარსელონაში წასვლას, თუმცა ნერვიულობდა, რომ ვ-------ი არ ჩასულიყო იქ. გ---–- დადიოდა ინგლისურზე, სადაც მიაკითხა ვ-------მა. ვ-------ის აღნიშნული ქმედებები არ სიამოვნებდა გ---–-ს, უნდოდა მასთან ურთიერთობის დასრულება, მაგრამ ბრალდებული თავს არ ანებებდა, რის გამოც გ---–- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მოწმე თ-----------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ---–-სთან მეგობრობს 12 წელია. ვ-------ი და გ---–- იყვნენ შეყვარებულები. 2018 წლის ზაფხულში გაიცნო ვ-------ი, რომელმაც უთხრა, რომ გ---–- უყვარდა და მასთან ოჯახის შექმნას აპირებდა. გ---–-ს გადმოცემით იცის, რომ ერთ დღეს ვ-------ისთან ერთად წავიდა გორში და დიდი ხანი ელოდებოდა მანქანაში. აღნიშნულის გამო მოუვიდათ უსიამოვნება და ვ-------მა ხელი აუქნია, რის გამოც გ---–- გადავიდა მანქანიდან და თავისით წამოვიდა თბილისში. აღნიშნულის შემდეგ, გ---–-მ გადაწყვიტა დაესრულებინა ვ-------თან ურთიერთობა, თუმცა ვ-------ი ცდილობდა შერიგებას. ვ-------ი ხშირად უკავშირდებოდა, რადგან დალაპარაკება უნდოდა. გ---–-ს გადმოცემით იცის, რომ ვ-------ი დასდევდა, რის გამოც ჰქონდა შიშები.
მოწმე ნ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივნისის ბოლოს გ---–-მ აიყვანა სამსახურში - კუს ტბაზე ყიდიდა ბუშტებს. სამი დღის შემდეგ გააცნო გ---–-მ ვ-------ი, როგორც მისი მეგობარი. დაახლოებით ივლისის თვეში ვ-------მა შეწყვიტა მათთან სიარული, რის შემდეგ გ---–- ხშირად ეკითხებოდა ვ-------ი ხომ არ ყოფილა ასული. ივლისის შუა რიცხვებში ავიდა ვ-------ი, რომელიც გ---–-ს ეხვეწებოდა „დამელაპარაკეო“. აღნიშნულზე გ---–- პასუხობდა, რომ მასთან საუბარი არ სურდა. კარგა ხანს იკამათეს, შემდეგ გ---–- გაყვა იქვე მდებარე კაფეში, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდნენ, ხოლო შემდეგ გ---–- დაბრუნდა აღელვებული, რომელმაც უთხრა, რომ შეწუხდა აღნიშნული ვიზიტით, დააკეტინა დახლი და წამოვიდნენ.
მოწმე ბ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „არტ ჰოლში“ მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯში დარაჯის პოზიციაზე. სწორედ იქ გაიცნო გ---–-----------, რომელიც ასეირნებდა ძაღლს. 2018 წლის დეკემბრის თვეში, დღის მეორე ნახევარში, ამოწმებდა ობიექტის ტერიტორიას, რა დროსაც დაინახა გ---–-, მისი დედა და ერთი ბიჭი, რომელიც დაბალი ტონით საუბრობდა, ხოლო გ---–- ეუბნებოდა „არ მინდიხარ, არ მიყვარხარ არ უნდა გაიგო? მომშორდი გამანებე თავი“. გ---–-ს დედა - ქ---------–-------ე აღნიშნულ ბიჭს სთხოვდა „წადი მოშორდიო“, თუმცა ის ბიჭი არ წავიდა და ქეთევანი და გ---–- თავად გაერიდნენ სიტუაციას.
მოწმე ლ-------------–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ---–----------- მისი მეუღლის მეგობარია, ხოლო ვ-------თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. 2018 წლის ზაფხულის პერიოდში საქმესთან დაკავშირებით შეხვდა ვ-------ს და მოიკითხა გ---–-სთან მისი ურთიერთობის შესახებ, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. გ---–- ხშირად მიდიოდა მის მეუღლესთან და ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს სთხოვა, რომ რადგან ვ-------ი მისი მეგობარი იყო შეეხვედრებინა და თავადაც დასწრებოდა საუბარს. მას არ უნდოდა პირადი საუბრის მოსმენა, თუმცა გ---–-ს უარი ვერ უთხრა და დაუკავშირდა ვ-------ს, რომელმაც განაცხადა რომ დიდი სურვილი ჰქონდა გ---–-სთან შეხვედრის. შეხვდნენ ჩაიხანაში, სადაც ისაუბრეს მათ ურთიერთობაზე და მშივიდად დაშორდნენ.
მოწმე თ-------–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ---–----------- არის მისი მეგობარი, რომლისგან გაიცნო ვ------- გ--–--ე. მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ იცის გადმოცემით. ერთხელ გ---–- მასთან მივიდა ნამტირალევი და უთხრა, რომ ვ-------თან ერთად წასული იყო გორში, რომელმაც მანქანაში ხელი მოუქნია. აღნიშნულის გამო გადავიდა მანქანიდან, ხოლო ვ-------მა გზაზე დატოვა. გ---–- ეუბნებოდა რომ ესპანეთში უნდა წასულიყო, რათა თავი დაეღწია ვ-------ისთვის. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ გ---–-მ უთხრა, რომ ვ-------ი დახვდა აეროპორტში და სთხოვდა გაყოლას, თუმცა არ გაჰყვა და ტაქსი გააჩერა. გარდაეცვალა მამამთილის ძმა და გ---–- მისული იყო ტაძარში დედასთან ერთად. მოგვიანებით გ---–-სგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ-------მა გასვენებაში გადაღებული ფოტო გადაუგზავნა „ვაიბერით“. ვ-------ი გ---–-ს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. გ---–- კომუნიკაბელური და კარგი ადამიანი იყო, თუმცა ვ-------ის მის ცხოვრებაში გამოჩენის შემდეგ იგი შეიცვალა, ჩაიკეტა და არავისთან ურთიერთობა აღარ უნდა.
მოწმე გ--–------------–---–ის ჩვენებით: კოლმეურნეობის მოედანზე ყიდის ვარდებს. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მისული იყო ვ------- გ--–--ე, რომელსაც მოეწონა მისი ვარდები. ვ-------მა სთხოვა თუ შეეძლო ნ----–-----–- მე-4 სართულზე გ---–-სთან ვარდების მიტანა, რაზეც დათანხმდა. მივიდა მითითებულ მისამათზე, თუმცა სახლში არ დახვდა, მეზობელმა განუმარტა, რომ ბაღში ასეირნებდა ძაღლს. ჩავიდა ბაღში და იპოვა გ---–-, დედასთან და ძაღლთან ერთად. თავდაპირველად დედას არ უნდოდა ვარდების გამორთმევა, თუმცა მოატყუა, რომ კურიერი იყო და თანხას არ გადაუხდიდნენ თუკი არ დაიტოვებდა ვარდებს, რის გამოც ქალბატონს შეეცოდა და გამოართვა ვარდები. აღნიშნულის ფაქტის შემდეგ, კიდევ სამჯერ გაატანა ვ-------მა ვარდები, მეორედ გამოართვა გ---–-მ, ხოლო ბოლო ორ მიტანაზე დედამ.
მოწმე ა-–---------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ვ------- გ--–--ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ შპს „--------- ოფისში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმეთა: ნ-----------–---–ის და ჯ-------------–იას ჩვენებებით: 2018 წლის 31 დეკემბერს თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ვ------- გ--–--ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ შპს „--------- ოფისში. ხელმძღვანელის დავალებით შეიქმნა ჯგუფი, ნ-----------–---–ის, ჯ-------------–იას და გიორგი დათუნიშვილის შემადგენლობით. ბაზიდან ამოიღეს ბრალდებულის ფოტოსურათი იდენტიფიკაციის მიზნით და გავიდნენ მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისულებს დახვდათ ვ------- გ--–--ე, გამომძიებელმა გააცნო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი, რის შემდეგ ვ------- გ--–--ე დააკავეს ბრალდებულის სახით და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მომწვანო მცენარეული მასა, რომელზეც განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“.
მოწმე გ---–- გოგავას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაზარალებულის თანხმობით დათვალიერებულ იქნა გ---–-----------ს ტელეფონში მასსა და ვ------- გ--–--ეს შორის არსებული მიმოწერა.
2019 წლის 06 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ---–-----------ს თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მის სარგებლობაში არსებული „Iphone 6s“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული აქვს სიმ ბარათი 595 48-58-06. მობილურ ტელეფონში საკომუნიკაციო საშუალება „ვიბერში“ დათვალიერებული იქნა გ---–-----------ს ნომერზე 595 48-58-06 ვ------- გ--–--ის ნომრიდან 577 56-55-57 მიწერილი მიმოწერა და ხმოვანი შეტობინებები. ვ-------ი: „ავადმყოფო“. ვ-------ი: „იმიტომ რომ მე შენ გათხოვე და შემდეგ დაგიტოვე იმიტომ, რომ მეგონა რომ ერთად ვიქნებოდით, ეგ მონადირე ძაღლია და შენ არაფერში არ გჭირდება, მართლა არ გჭირდება, რაც დრო გავა შენ მიხვდები რომ მართალი ვარ, უბრალოდ ცოდოაა!, რათ გინდა ისეთი ძაღლი რომელიც პირდაპირ ჩემთან ასოცირდება. მე მაგალითად არაფერი არ მინდა რომ რამე შენთან ასოცირდებოდეს და არანაირად არ გეკუთვნის რომ გყავდეს. მერე რა რომ გაზარდე, შენთვის არავის უთხოვია დაიტოვეო. მე შენ ეგ 3 დღით მოგიყვანე და მერე დაგიტივე იმიტომ, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. მითხარი რამდენი გიზის მაგ ძაღლი და გადაგიხდი არ არის პრობლემა იცი“. (12:43pm 12.07.2018). „ძალიან გთხოვ გ---–- მე მეტს არაფერს გთხოვ“. (12:54 pm 12.07.2018). „ეგ ძაღლი შენთან ვერ დარჩება უბრალოდ ტეხავს რომ ასე მოიქცე“. (12:5, 12.07.2018). „ჩემთან აღარ გინდა ყოფნა, მეც აღარ მინდა შენთან იმიტომ, რომ ყველაზე სამართლიანი იქნება რომ ჩვენ ჩვენ გზებზე წავიდეთ და დავუბრუნოთ ყველაფერი ძველ კალაპოტს ისე როგორც შეხვედრამდე იყო. შენ გააგრძელე შენი ცხოვრებით ცხოვრება მე ჩემით უბრალოდ ეგ ძაღლი ძალიან სენსიტიური მომენტია შენთვის თუ ეგ შენთან იქნება ვერასოდეს დაგივიწყებ და ვერც შენ, სულ რამდენი შეხედავ გაგახსენდები და რათ გინდა“. (12:57 pm 12.07.2018). „აი მითხარი რათ გინდა“. (12:57 12.07.2018). „მართლა გეუბნები აქ ჯიბრი და შენი გამწარება არაფერ შუაშია, უბრალოდ ასე უნდა იყოს ეს“. (12:58 12. 07.2018). „იმიტომ რომ თუ გაღიზიანდები და არ გამატან მაინც წავიყვან კანონით და არ მინდა მართლა გეუბნები ტეხავს“. (12:59 PM 12.07.2018). „დანარჩენი ღმერთმა შეგარგოს ყველაფერი რაც შენთვის ოდესმე გამიკეთებია. არ მაინტერესებს, საშუალება რომ მოგეცა კიდევ უფრო მეტს გაგიკეთებდი, უბრალოდ ლ----ს ვერ დაგიტოვებ გამიგე რა გთხოვ“. (1:07 pm 12.01.2018). „მე ხომ გიგებ რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა, არ გიყვარვარ და ტყუილად დამაკარგინე ამდენი დრო“. (1:08 pm 12.07.2018). „ხოდა შენც გამიგე“. (1:09 pm 12.07.2018). „იმ დგეს რაც მოხდა ცალსახად შენი ბრალი იყო, გ---–- ისეთი სახით არ უნდა დამხვედროდი და ის სიტყვები არ უნდა გეთქვა კაცისთვის რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი. თუ არ გინდოდა წამოსვლა და ჩემთან ყოფნა კატეგორიულად გეთქვა და არ წაგიყვანდი. მე შენი დასამადლებელი არაფერი მჭირს. გ---–- მერე ერთ სიგიჟეს მეორე დაამატე და დედაშენს დამაპირისპირე და იძულებული გამხადე რომ მეწყენინებინა“. (1:13 pm 12.07.2018). „არც ქეთინოს წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან გამამწარე შენი არასწორი ქმედებებით“. (1:13 pm 12.07.2018). „მეც ჩემი მხრიდან გადავამლაშე ძალიან და ვეღარ მოვზომე და ამ პონტში მაგრად ვტყუივარ და როგორც მამაკაცი ბოდიშს გიხდით, შენც და ქეთინოსაც (1:14 pm 12.07.2018)“. „უბრალოდ ძალიან გთხოვ მე შენთან ყოფნა აღარ მინდა და ამიტომაც ის რაც გთხოვე დამიბრუნე“. (1:15 pm 12.07.2018). „შენ წადი, იყიდე სხვა ძაღლი და გაზარდე. ისევე როგორც სხვა კაცს შეხდები და დაალაგებ მასთან ის რაც ჩემთან ვერ დაალაგე“. (1:16 pm 12.07.2018). „მე შენთვის არაფერი მითხოვია ცხოვრებაში და ამ ერთ რაღაცას გთხოვ (1:16 pm 12.07.2018)“. „ჩემი ძაღლი დამიბრუნე კარგი?“. (1:16 პმ 12.07.2018). „თუ გინდა გყავდეს რამოდენიმე დღე ოღონდ მერე აუცილებლად მომეცი“. (1:17 pm 12.07.20186.). „ ეგ სანადროო თვალსაზრისით უნიკალური ჯიშია და ცოდოა თქვენთან“. (1:17 pm 12.07.20186.). „მე ჩემი გითხარი გაიგებ გაიგებ და თუ ვერ გაიგებ მე მომიწევს უკვე გავაკეთო ის რისი გაკეთებაც არ მინდა“. (1:19 pm 12.07.20186.). „ველოდები პასუხს“. (1:21 pm 12.07.20186.). „ან დედაშენის ნომერი მომეცი, დაურეკავ და იმას დაველაპარაკები თუ არ გინდა საუბარი“. (1:22 pm 12.07.20186.). „არ მაქვს ნომერი“. (1:22 pm 12.07.20186.). „გესმის გ---–-?“ (6:22 pm 12.07.20186.). „ჩემთან არ გინდა, ნუ გინდა. არ გიყვარვარ და ნუ გიყვარვარ“. ( 6:33 pm 12.07.20186.). „დამიბრუნე რა ჩემი ძაღლი გთხოვ“. (6:33 pm 12.07.20186.). „არ შეიძლება ეგრე შენ რომ იქცევი“. (6:34 pm 12.07.20186.). „არ გჭირდება ეგ შენ არაფერში გასართობად სხვა შეგიძლია მოიყვანო ან სხვამ მოგიყვანოს“. (6:34 pm 12.07.20186.). „ჩემი ძაღლი რა პონტში უნდა გყავდეს ა?“. ( 6:35 pm 12.07.20186.). „სინდისი სულ არ გაქვს?“. (6:35 pm 12.07.20186.). „საღოლ შენ“. (6:35 pm 12.07.20186.). „გ---–- ძაღლს მაძლევ თუ არა ბოლოჯერ გეკითხები“. (9:43 pm 12.07.20186.). „ქართული გესმის შენ გოგო?“. (11:36 pm 12.07.20186.). „დააბრუნე მეთქი“. (11:37 pm 12.07.20186.). „კარგი ხვალ საღამოს 6 საათამდე გაძლევ დროს მერე არაფერი გეწყინოს“. (11:37 pm 12.07.20186.). „პრინციპში მაგრად არ მაინტერესებს გეწყინება თუ არა რამე“. (11:38 pm 12.07.20185.). „ხვალ 6 საათამდე გელოდები“. (11:38 pm 12.07.20186.). „იცი რაზე მწყდება გული? როგორ გედექი გვერდში ყველაფერში, როგორ უანგაროდ და არანაირი სამაგიეროს მისაგებად რომელი ერთი გითხრა და როგორ უმადურად და უსინდისოდ მოიქეცი და უპატივცემულოდ“. (1:56 AM 13.07.20186.). „მთელი ორ წელზე მეტი იმაზე ვფიქრობდი რომ შენ ყოფილიყავი კარგად შენთვის ტვირთი შემემსუბუქებინა და რაღაცით გამეხარებინე და შენ რა გააკეთე? რამდენჯერ მატკინე გული შენი ხეპრე ქცევებით და მიმიყვანე იმ ზომამდე რომ გამელანძღე და მანქანიდან გადამეგდე შენი არასტაბულური და არასწორი ქცევების გამო. შენ არ ხარ ის გ---–- რომელიც მე მიყვარდა სიგიჟემდე და რომლის გულისთვისაც მზად ვიყავი ცხოვრებაც კი დამეთმო. შენ ჩამოყალიბდი რაღაც არსებად რომლისთვისაც ღირსება და პატივისცემა უცხოა, აი ეს არის სიმართლე გ---–-, შენ არავის არ გემოადგები ცხოვრებაში იმიტომ, რომ შენ არ იცი სიყვარული და სითბოს ფასი და ვერც გეცოდინება იმიტომ რომ არ გაზრდილხარ ოჯახში სადაც ეს ყველაფერი იყო, არ გინახია ქალი როგორ უნდა ექცეოდეს კაცს და ასე შემდეგ“. (2:37 AM 13.07.20186.). „რაღაც პონტში მეცოდები კიდეც, ოღონდ ამას ცუდათ არ გეუბნები მართლა. შენ ხარ დაკომპლექსებული შენი ყოფითი ოჯახური მდგომარეობის გამო და გგონია რომ ის არის სიმართლე რაც ტვინში ჩაგინერგეს. სამწუხაროდ არ ხარ შენ ჯანსაღ გარემოში გაზრდილი და ყველაფერი ამის ბრალია“. (2:41 AM 13.07.20186.). „თორემ ჩემისთანა ადამიანთან დალაგება ძალიან მარტივია. უბრალოდ შენთვის უცხოა ყველაფერი“. (2:42 AM 13.07.2018წ.). „მე შენ მიყვარდი მიუხედავათ ყველაფრისა და მეყვარებოდი მთელი ცხოვრება, მივიღებდი ყველა შენიანს ისე როგორც წესი და რიგია, მაგრამ შეეენ რაქენი დაფიქრდი აბა“. (2:52 AM 13.07.20186.). „ყველაფერი გააფუჭე და ნაგვად აქციე“. (2:55 AM 13.07.20186.). „ერთი შემთხვევა მაინც მითხარი რომ შენ რომელიმე კონფლიქტში მართალი იყავი ან თუნდა გორში. მე არ ვიყავი ხომ იმის ღირსი რომ და იმდენი ამაგი არ მქონდა შენზე რომ გაცოფებული ძაღლივით არ მცემოდი და შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი ტონით არ გექნა ის, რაც ქენი და ასეთი იყო ყველა შემთხვევა როცა კი ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ“. (2:58 AM 13.07.20186.). „ნახევარ საათში ძაგლი ჩამომიყვანე!!!“. (5:25 PM 13.07.20186.). „ისე დედაშენს ველაპარაკე წეღან და რა მითხრა იცი? ძაღლის საბუთები უკან შეიტენეო“. (8 :58 PM 13.07.2018წ.). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „და საღოლ კიდე შენ ჩემს ძმაკაცს რომ ეუბნები დავაჭერინებ და ციხეში რომ ჩავასმევინებო და ცოტა დაფიქრდი, მანამ ამოუშვებ პირიდან რამეს, მე არც შენი დაჭერის არ მეშინია არც ციხეში ჩაჯდომა მეშინია, ისეთი რაღაცა არ უნდა თქვა რასაც ვერ გააკეთებ და არ გააკეთებ გაიგე? არ მოსულა ეგეთი რაღაცა, რას ქვია რატომ, ვაშავებ რამეს, იმისთვის თუ დააჭერინებ ვინმეს ჩემს თავს, რომ მიყვარხარ დააჭერინე მიდი, ბაზარი არ არის თუ დამიჭერენ მაგისთვის დამიჭირონ.“ (9:04 PM 13.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „და კიდევ, ნუ მემუქრები არავის ჩარევის მე არ მეშინია, შენ კარგად იცი ჩემი ამბავი. ვაფშე შეიძლება ჩემი წარსული ბევრი არაფერი იცი, მარა ეს ორი წელი ხომ იცი არავის ჩარევის არ მეშინია გაიგე და ვინც არ უნდა ჩაერიოს ვიღაცას თუ ეყოფა, არ ეყოფა ტვინი, რომ ამ საქმეში ჩაერიოს და რასაც მიიღებს ცალკე დაითვალოს ბოლოს. შენ კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ვინ უნდა ჩარიო შენ გ---–-, რომ მე მითხრას რა გ---–- აღარ გიყვარდეს, მე შენ ჩემს ცხოვრებას მირჩევნიხარ გოგო, ვიღაცამ ეგ რომ მითხრას (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ეგრევე ხომ იცი არა, ეგ პირიდან რომ ამოუშვას“. (9:06 PM 13.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „მე შენთვის არაფერი დამიშავებია და არც ვაპირებ რო დაგიშაო, მე შენ მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემს გვერდით იყო, ეს იცოდე რო არ არსებობს ძალა რომელიც მე გამაჩერებს, ეს იცოდე, მე შენ მიყვარხარ და მე არ გეთამაშები, მე ეხლა არ ვიცი რა გაქვს გულში გიყვარვარ-არ გიყვარვარ, გიყვარდი არ გიყვარდი, მე ვიცი, რომ მე მიყვარხარ. იყო პერიოდი რომ ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ჩემი ბრალია რაღაც რაღაცეები, რაღაც რაღაცეები შენი ბრალია, მაგრამ აქ არის ჩემთვის მთავარი სიყვარული რომელიც შენს მიმართ მაქვს, ამ სიყვარულს მე ესე არ დავკარგავ, იცი შენ კარგად რა, ეხლა რაც გინდა ის ქენი რა“ (9:09 PM 13.07.2018). „ასეა ეს“ (9:13 PM 13.07.2018). „ძალიან მენატრები ბუსუნა“. (12:19 AM 14.07.2018). „ნუ რა ვქნა რაც მოხდა მოხდა, მე ჩემს პირადულში არასდროს არავის ჩავრევ ან თუ ჩავრევ ცეცხლზე ნავთს არ დაასხამს, მე და შენი ურთიერთობა ჩემი და შენია და მხოლოდ ჩემი და შენი გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება“. (12:38 AM 14.07.2018). „არავის არასდროს არ მივცემ უფლებას ჩემ პირადულში ჩაერიოს, თან შეურაცხოფებით და ყვირილით, დედაშენს კი არა გ---–- მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან იმასაც კი“. (12:39 AM 14.07.2018). „მაგრად ფეხებზე მკიდია ყველაფერი მე და შენ თუ რამე გასარკვევი გვაქვს მე და შენ გავარკვევთ დედიკოების და ასე შემდეგ დახმარება და ცხვირის ჩაყოფა ზედმეტია ან თუ ჩაერევა წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს!!!“. (12:42 AM 14.07.2018). „ძალიან გული მტკივა რომ ვიჩხუბეთ შენ თავს ვფიცავარ“. „ჩემი ცხოვრება ხარ შენ და სულ იქნები“ (14.07.2018). შეიძლება ეხლა გეზიზღები, ვერ მიტან და დანახვა არ გინდა ჩემი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ“. (14.07.2018). „ჩემო ცხოვრება“ 14.07.2018. „და ბუსუნა“. 14.07.2018“. „რა გიჟები ვართ მაინც ორივე“ 14.07.2018. „აუ ხვდები მაინც“. 14.07.2018. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობონება: „ხომ იცი რომ აუცილებლად დაგიჭერ, კუკუ დამალობანას სადამდე მეთამაშები, მითხარი? აუცილებლად დაგიჭერ, გუშინაც დაგიჭერდი, უბრალოდ აღარ გაგიჭირე, დღეს დაგიჭერ (იცინის)“. ვ-------ის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობონება: „რა ქენი ეხლა ლ----ს მოუხსენი პირადი დაცვა? თუ იცავს კიდე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია“. „ნუ ხარ გაბერილი რა ხომ იცი რომ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე“. (15.07.2018). „ბოდიში ხომ მოგიხადე არა. კარგი რა“. „მართლა კაცურად გპირდები რომ აღარ გეჩხუბები ასე მაგრად, ოღონდ შენც დათმე რაგაცაები რა გთხოვ“. 15. 07.2018. „ჩემო სიყვარულო“. 15.07.2018. „აუ გვაანც იცი როგორ ვნერვიულობ ასე რომ ვიჩხუბეთ?“. 15.07.2018. „მაგრად მიტყდება“. 15.07.2018. „და შენ გგონია რომ ეს ყველაფერი ტყუილად? არა სიყვარულო ნუ გეშინია რა გთხოვ კაცი ყველა მყრალია ძირითადათ და მოჩხუბარი, მე შენ შემიძლია დაგპირდე რომ აღარასდროს მე შენ შეურაცხმყოფელ სიტყვას აღარ გეტყვი იმიტომ, რომ არც იმსახურებ. მე შენაირი უღალატო და ერთგული ადამიანი არ შემხვედრია ცხოვრებაში, ოღონდ მართლა. იცი რას ვიხსენებდი ბებიაშენს რომ ედექი თავზე ამდენი დღე დაუსვენებლად მე ხომ არასდროს არ მითქვია შენთვის ეს, მაგრამ იმ ამბების მერე კიდევ უფრო შემიყვარდი და რაღაც პონტში დავინახე თუ რა შეგიძლია გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს“. 16.07.20186. ვ-------ისგან გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „ტურასავით გამოყავი თავი სადარბაზოდან და უცებ რომ შეყავი, შენ გეგონა ვერ დავინახე, ვერ დაგინახავდი, მაგარი სცენა იყო შენ თავს ვფიცავარ“. 17.07.2018. - ვ-------ისგან გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „კაროჩე როგორ ბოლო მომენტში დავინახე იცი შენი სახე? უცებ რომ კაკრას რომ კედელს მოეფარებოდი წამებში, აი მაშინ დავინახე შენი სახე მეთქი. ეს ეხლა არ ავიდოდა და იჩალიჩებს, რომ გამეპაროს, გადმოვედი მანქანიდან და მოგეპარე კიდეც და კაკრას კატასავით შემომაფრთხიალდი, გენაცვალე ძაან საყვარელი ხარ, უსინდისო ვიყო ძაან სიცოცხლე ხარ“. 17.07.2018. „გ---–- არ ფიქრობ რომ უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?“. 18.07.2019. „როგორ ხარ ჩემო ბუსუნა გოგო“. 18.07.2019. „კარგი შემირიგდი ეხლა რა ხომ იცი როგორ მიყვარხარ“. 18.07.2019. „რა კარგად ზიხარ დაცვასთან ერთად“. 18.07.2019. „გ---–- აუ“. 18.07.2019. „გ---–- დაახვიე რა“. 18.07.2019. „გ---–- და გააჯვი“. 18.07.2019. „გ---–- რა“. 18.07.2019. „ნორმალური ხაარ“. „გესმის?“. 19.07.2018. „გ---–- მე შენთან არ მინდა“. 19.07.2018. „ეს უკვე გადავწყვიტე და არ შევცვლი“. 19.07.2018. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „შეგიძლია ხვალიდანვე ჩარიო პოლიცია, შეგიძლია, იმიტომ რომ მე შენ არ დაგკარგავ არავითარ შემთხვევაში“. (19.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „რატომ გგონია რომ მე პოლიციით შემაშინებ, ნუთუ ვერ გამიცანი, პოლიციით რო მე შემაშინებ? კი გყავს მაგის სპეციალისტი ბაზარი არ არის, როგორ მკიდია იცი რაც არ უნდა ჩარიო, ვინ არ უნდა ჩარიო, რა იმით უნდა ჩარიო, უყვარვარ და აღარ უყვარდაქო? მიდი ბაზარი არ არის ჩამირიე ვინც გინდა?“. (19.07.2018). გ---–- - „ძალადობ?“. (19.07.2018). „არ მიყვარხარ“. (19.07.2018). „ავადმყოფო“. (19.07.2018). გ---–- - „უთავმოყვარეო“. 19.07.2018. „შენთან არ მინდააა“. 19.07.2018. გ---–- - „არ გესმისს???“. 19.07.2018. „როგორ ხარ ბუუს“. 19.07.2018. „ძალიან გიხდებოდა გუშინ თმები“. 19.07.2018. „მასე გაიკეთე ხოლმე“.19.07.2018. „მე შენთან ვერასოდეს ვიქნები“. 19.07.2018. „აღარ მიყვარხარ და 1 წამით ვერ ვიქნები შენს გვერდით“. 19.07.2018. „მერე რა“. 19.07.2018. გ---–-: „არ მინდა“. 19.07.2018. გ---–-: „არ გესმის?“. 19.07.2018. „მე ხომ ეხლა მაგაზე არ გესაუბრები“. 19.07.2018. „უბრალოდ ძალიან ლამაზი იყავი გუშინ“. „მეტი არაფერი“. „და ერთი თხოვნა მექნება ნუ გყევარ დაბლოკილი ბუუს რა“. „ რომ იცოდე ძალიან ვნანობ რაც მოხდა და მინდა რომ ყველაფერი დალაგდეს ისე როგორც იყო, ვიცი ძალიან შეგაშინე და განერვიულე, მაგრამ ხომ იცი ადამიანები ვართ ყველა და შეცდომებს კველა უშვებს“. „მაგრამ ხომ იცი ჩემთვის ვინც ხარ“. „დანარჩენი შენ იცი“. „მაპატიებ თუ არა ამ უაზრო ჩხუბს“. 19.07.2018. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „გამოვიარე შენ სახლთან და ცოტა გავჩერდი სანამ წავიდოდი და ფანჯარაში ვიხედებოდი. კი მარა კაცივით ტრუსიკით და ლიფით რომ გამოხვედი აივანზე და უკან შეხვედი, კინაღამ ჭადარზე ამოვედი, რომ დაგინახე, ნორმალური ხარ? ეგრე როგორ გამოდიხარ აივანზე შე არანორმალურო“. 26.07.2018. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „მემალე რამდენიც გინდა, შენთავს ვფიცავარ შენ კორპუსში არ ვიქირავო ბინა, მაცადე, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ თუ შენ პადიეზდში არ ვიქირავო ბინა, აი ნახე პროსტა შენ მე არ მიცნობ ჩემო სიცოცხლე“. 26.07.2018. ვ-------ის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „შენ ხომ იცი ბუს მეც რამხელა მოთმინების უნარი მაქვს ზოგადად, ორი წელია სადაც შენ გიძლებ, რომ გითმენ ხომ, იცი ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს, შენ მაგდენი მოთმინების უნარი ვერ გექნება, ამიტო სანამ არ მოგწყინდება მემალე, სანამ არ მოგწყინდება რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ერთი რამ იცოდე მე შენ მიყვარხარ ძალიან, დანარჩენს შენ თვითონ ნახავ ჩემო სიცოცხლე, მიდი ეხლა აიყვანე დაცვა თუ გინდა, იარე დაცვით, გენაცვალე გეხუმრე, მართლა გეუბნები იმდენად მიყვარხარ, რომ იცი მე შენ გარეშე ცხოვრება...“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „ესე სახლში დამალვა და ჩაკეტვა და კონტაქტზე არ გამოსვლა მხოლოდ რაღაც სისულელეა მეტი არაფერი და დროის გაწელვაა პროსტა, იმიტომ რომ აუცილებლად გნახავ გ---–-, ხომ იცი შენ ეხლა ჩემი ხასიათი, მე შეგნებულად არ დაგსდევ და არ ვჩალიჩობ შენ ნახვას. მინდა რომ შენით მიხვიდე მაგ დასკვნამდე, რომ უნდა შემხვდე უნდა დამელაპარაკო“. (28.07.2018). „ბუუს როგორ ხარ“. (28.07.2018). „ავდმყოფი ხარ უნამუსო ვიყო“. (28.07.2018). „როგორ იქცევი“. - 28.07.2018. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „აუ მაგარი ავადმყოფი თუ არ იყო უსუნდისო ვიყო“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „სანამ არ დამელაპარაკები ეგრე მოგიწევს სირბილი ბოზიშვილი ვიყო, დაიმახსოვრე რას გეუბნები“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება: „ცვეტში 33 წლის ქალივით კი არა შიზოფრენიკივით იქცევი, მარა იმენნა მაინც მოგიწევს ჩემთან დალაპარაკება,ეს დაიმახსოვრე რა, ყველა ვარიანტში დამელაპარაკები და მერე სადაც გინდა იქ წადი რა“. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „სულით ავადმყოფი თუ არ იყო ჩემი დედა (უწმაწურ სიტყვას იყენებს), ბოზიშვილი ვიყო“. 28.07.2018. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „აი როგორ გარბიხარ შენ თუ მართალი ხარ, შენ თუ მართალი ადამიანი ხარ რატომ გარბიხარ, შე ლაჩარო, რატომ გარბიხარ, მითხარი თუ მართალი ხარ, თუ გაქვს რაიმე სათქმელი, მითხარი იდიოტო ნ----–-----–- ადგები და დარბიხარ, იმენნა გულის ამრევად იქცევი ბოზიშვილი იყო“. 28.07.2018. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „სარფიანი სძელკა გამოგიჩნდა არა სხვა და იმიტომ დარბიხარ გამოშტერებული თხასავით, შენ ვინა ხარ ვაფშე აბა დაუფიქრდი შენ საქციელს, რომ წელიწად ნახევარი, დაუფიქრდი პროსტო შენ საქციელს შენ მე გიყვარდი არა? შე აფერისტო, შენ მაგ აფერისტობას არ შეგარჩენ, ბოზიშვილი ვიყო რა, იცოდე ეს რა, შენ მაგ აფერისტობას არ შეგარჩენ. ის რაც შენ მეაფერისტე შენ და შენმა ოჯახმა თავიდან ბოლომდე“. 28.07.2018. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „უთავმოყვარეო ხარ, იმიტომ რომ უთავმოყვარეოდ ხარ გაზრდილი გაიგე? ქალი რომელიც ეგრე იქცევა, როგორც შენ იქცეოდი წელიწად ნახევარი, შენ ის ახლო ურთიერთობაში, რომელიც შედის ეგრე ახლოს ურთიერთობაში და ადამიანს გაუჩენს იმის შეგრძნებას, რომ მის გვერდზეა მთელი ცხოვრება და მერე ვიგოდნიცობს ისე ვითომ არაფერი ხო, მასე დაამთავრებს გ---–- როგორც გიწერია, შენ არა ხარ სწორი ადამიანი, შენ არა გაქვს მორალი, შენ ხარ ჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ვიგოდნიცა მეგრელი დედაკაცი. ეს ხარ შენ აი ესე, მოკლედ შენ სადმე არ შემხვდე ქუჩაში, გაფრთხილებ პროსტო, ვაფშე არ დამენახა თვალს, შენთან მომსვლელის (უწმაწურ სიტყვას იყენებს), შენზე წესიერად დამლაპარაკებლის“. (28.07.2018). ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „მიდი ეხლა დაარეკინე შორენებს და ვიღაც (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ახსნევინე, როგორ უნდა მოვიქცე, დედასაც შევეცი დაარეკინე ვიღაც შორენას, აუხსენი, შესჩივლე, შე საცოდაო, უბედურო, იმენნა ნოლი ხარ ადამიანი კი არა, იმენნა ნოლი ხარ და ამას წინათ გითხარი თვით გადარჩენაზე იმენნა ცხოველი ხარ, სიყვარული შენთვის არ არსებობს, მორალი შენთვის არ არსებობს, შენ ხარ ამორალური ქალი გაიგე, შენი საქციელი იყო ამორალური და ეგრე ამორალურადაც დაამთავრებ როგორც გიწერია, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა“. 28.07.2018. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „შენ როგორ ბედავდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორ ბედავდი და მატყუებდი, შენ ნამუსის ნატამალი, როგორ ბედავდი გოგო შენ ჩემგან იღებდი ყველაფერს ზოგადად, გვერდში დგომას თანადგომას ყველაფერს იმ ფონზე როცა ჩემთან არ აპირებდი ყოფნას, შენ ვინა ნარ ვაფშე. ამის მერე არა ხარ გამომყენებელი და ვიგოდნიცა ქალი, ქალი რომელიც იღებს კაცისგან თანადგომას და გვერდში დგომას ყველანაირს, მერე თუ ისე იქცევა მითხარი რა ქვია იმ ქალს, გინდა მე გითხრა რა ქვია იმ ქალს“. 28.07.2018. ხმოვანი შეტყობონება ვ-------ისგან: „და ძალიან ვნანობ რომ გორში უფრო მეტი არ გაგიკეთე ვიდრე უფრო მეტად არ მიიღე რისი ღირსიც იყავი, აი ძალიან ვნანობ, მაგრამ ამ შეცდომას ეხლა ვერ გამოვასწორებ მე, მაგრამ იქნება ადამიანი, რომელიც ჩემს დაწყებულ საქმეს და ჩემს შეცდომას ბოლომდე მიიყვანს და შენ ამოგინაყავს ერთი მაგ ცხვირპირს. როგორც ღირსი ხარ, შენ რომ არ იცი ქალის და კაცის ადგილი სახლში, საიდან უნდა იცოდე მითხარი, საიდან უნდა იცოდე საიდან მთელი შენი ცხოვრება სად ხარ გაზრდილი, იქიდან გამომდინარე შენ როგორ შეიძლება იყო ნორმალური ადამიანი მითხარი? როგორ შეიძლება პროსტა რა მინდოდა შენთან გვერდით. ფუ ჩემ კაცობას, რომ შენნაირი ქალის გულისთვის გადავწყვიტე რომ ცხოვრება შემეცვალა, ფუ ჩემ კაცობას მართლა, მაგრამ გამოვასწორებ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირ ადამიანს ბედი არ დაუკავშირე“. 28.07.2018. „ძალიან ცუდათ მომექეცი და ამას არ გაპატიებ!!!“. 29.07.2018. „ძალიან ინანებ კველაფერს!!!“. 29.07.2018. „ჩემი ცხოვრებიდან მოშორდი“. 29.07.2018. „ არ დაგინახო აქეთა სანაპიროზე გადმოსული გაიგე გოგო!!!“. 29.07.2018. ვ-------ი უგზავნის გ---–-ს მისთვის ჩუმად სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „საუკუნის კადრი გაჩვენო?“. „გინდა?“. „რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი“. „მერე გაჩვენებ“. „ისტორიული სურათია“. „აუცილებლად გაჩვენებ“. „ოღონდ ჯერ არა“. 01.08.2018 წ. ვ-------ი წერს გ---–-----------ს სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ვ------- გ--–--ის ხმოვანი შეტყობინება: „ერთი რამე იცოდე, მე შენ მიყვარხარ, მე შენგანაც ვგრძნობდი იგივეს და იცოდე არავითარ შემთხვევაში გ---–- არ დაუშვებ რომ შენ დაგკარგო ცხოვრებაში სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მაინც ეს იცოდე“. (02.08.2018). ვ------- გ--–--ის ხმოვანი შეტყობინება: „არ გაბედოს კიდევ არავინ, ჰო არ გაბედოს კიდევ არავინ აი გაფრთხილებ რა არ დამირეკოს გაიგე? არვიცი ეს მე ვინ იქნება თუ დამირეკავს ყოველ შემთხვევაში იმით არ დამირიკოს მე რა უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო არ გაბედოს პროსტა უსინდისო ვიყო, თორემ დავასამარებ ვინც არ უნდა იყოს“. (02.08.2018) „სახლში ხაარ?“. (02.08.2018). „ბუს მომისმინე რა ერთი წუთი კარგი?“. (02.08.2018). „ბუსუნა“. (02.08.2018). „დამიკიდე?“. (02.08.2018) „ხო?“. (02.08.2018) გ---–-: „მივალ პოლიციაში“. (02.08.2018) გ---–-: „უსინდისო ვიყო“. (02.08.2018). „შე არაკაცო მართლა“. (02.08.2018). „მე მამა არ მყავს და პატრონი და სერიოზულად საგებლობ მაგითი“. (02.08.2018). „იმენა შენ ვერ გაიგე ალბათ ვერაფერი და კაროჩე სხვა გზით გაგაგებინებ და თუ მაინც არ შემეშვები“. (02.08.2018). „დაგიჭირონ იმენა მკიდიხარ რა უკვე!“. (02.08.2018). „ამოხვედი ყელში“. (02.08.2018). „არ გვხვენია ბუუს“. (02.08.2018). „რაებს მწერ“. (02.08.2018). „შენ იმენა მართლა ვინ მოგცა უფლება, რომ ასე გამიმწარო ნერვები“. (02.08.2018). „რეებსაც გწერ და რეებსაც იმსახურებ“. (02.08.2018) „არა სიყვარულო, რა გჭირს“. (02.08.2018). „რას მომაბეზრე უკვე თავი“. (02.08.2018). „არ გრცხვენია“. (02.08.2018). „რაც მჭირს და რასაც გწერ“. (02.08.2018). „მაგის ღირსი ვაარ“. (02.08.2018). „გამიშვი და ჩამომეცალე რა გზიდან რა“. (02.08.2018). ვ-------ი: „ჩემგან?. (02.08.2018). „ გაიგე ერთხელ და სამუდამოდ ის რასაც გწერ და რაც ადამიანურად უბდა გაიგო“. (02.08.2018). „თორე შენ მართლა გგონია რო მე არ მივალ პოლიციაში“. (02.08.2018). „რა გავიგო გ---–-“. (02.08.2018). „სინდისი სულ დაკარგე?“ (02.08.2018). ნაძირალა ვიყო თუ არ გავაკეთო“. (02.08.2018). გ---–- „რა დავკარგე ბიჭო“. „ყველა გაჭედავს შეიძლება სხვადასხვა ხარისხით თუმცა მაინც გაჭედავს დამოკიდებულია თუ რამდენად უყვარხარ თუ ძალიან უყვარხარ ძალიან თუ ისე რა“. „ მე კი არა“. „შენ რით ვერ გაიგე რო მოკვდი ჩემთვის აა?“. „ისე, ცოტას შევხედავ და შენით თუ ვერ გაიგებ, მერე პოლიცია და მთელი ამბები ვახო“. გ---–- „იმენა ვაბშე აი აღარ არსებობ ჩემთვის. გ---–-: „პონტი არააა“. „გულიც კი მერევა უკვე შენზე“. გ---–-: „იმენა მერევა“. „მიდი ბუუს შენ როგორც გინდა“. „მე შენთან დავასრულე საუბარი“. ვ-------ი: „მე უბრალოდ საიქიოდან გელაპარაკები“. „გაბედე და წინ გადამიდექი, ის ვისაც შენ იცნობდი აღარ არსებობს ძალიან მარტივად მივალ პოლიციაში და გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა გავაკეთო“. „მე არ მყავს მამა, არ მყავს კაცი პატრონი, მაგრამ არსებობს პოლიცია“. ვ-------ი: „მიდი ჩემო სიცოცხლე როგორც შენ გინდა“. „დააა თუ არ აახვევ ნებით, აგახვევინებენ ძალით!“. ვ-------ი: „შენ როგორც გაგიხარდება და გაგისწორდება ისე მოიქეცი“. „მე ყველაფერს გაგებით მოვეკიდები“. „სულ რომ აიღო და მოაკვლევინო ვინმეს ჩემი თავი მაგასაც არაუშავს“. „შენთვის მოვკვდები კიდეც თუ საჭიროა“. „ ხომ იცი რომ ასეა“. „აი ხომ ხედავ როგორც შენ ამბობდი დამსდევსო აგარ დაგსდევ აგარ გხვდები აგარ გაწუხებ როგორც შენ ამბობდი“. „უბრალოდ ჩემთვის ვარ წყნარად და ვფიქრობ ყველაფერზე“. „და შენზეც მათ შორის“. „როგორც ჩემ ყოფილ შეყვარებულზე“. „მეგობრულად ვფიქრობ და ვაანალიზებ ბევრ მომენტს ჩემს ცხოვრებაში“. „შენამდე, შენთან ერთად და შენს მერე“. „ეს ხომ შეწუხება და დახვედრა არ არის ბუუს“. „ბოდიში ბუუს რომ გეძახი“. „რავი სხვა სახელი არ შეგეფერება იმიტომ რომ ბუსუნა ხარ და იქნები ჩემთვის სულ“. „აფთარი მეგრელი ბუსუნა“. „ძილი ნებისა პატარა გოგო“. „შენ ხარ პატარა ძალიან პატარა გოგო და მართლა კარგი ადამიანი ხარ ამას იმიტომ არ გეუბნები რომ შენი გული მინდა მოვიგო“. „მეგობრულად და გულით გეუბნები“. „ კარგი აბა ჩემო სიცოცხლე და საყვარელო მეგობარო დაგემშვიდობები ეხლა“. „ისე შენი ტერმინოლოგია ავიკიდე ვატყობ“. „ნახვამდის“. „თუ როგორ არის“. „გასაგლეჯი ხარ შუაზე ჩემგან თუნდაც მაგ საქცილელის გამო ყველაფერს რომ თავი დავანებო მაგრამ არ ღირხარ მაგად იმიტომ რომ ნოლი ხარ ნოლი და საცოდავი ცხოვრებისგან გამწარებული ნოლი და ეგეთი იქნები სულ ოღონდ ჩემგან შორს!!“. „უბრალოდ შეგინებადაც აგარ მიღირხარ, რომ შეგაგინო ხვდები ეგ ვიდეო ცოტა ადრე რომ ეჩვენებინათ მაშინ დიდიხნის წინ მოგიშორებდი თავიდან, მაგრამ კიდევ კარგი, კიდევ კარგი რომ შენისთანა ნაგავს არ დაუკავშირე ჩემი ცხოვრება“. „ისე კი ხარ ღირსი რომ მაგრად აი აირტყა ცხვირპირში, მაგრამ შენზე ხელსაც არ დავისვრი გამოჩნდება ადამინი სავარაუდოთ ვინც ამას აუცილებლად გააკეთებს“. „წადი ეხლა და გაისუსე და საერთოდ აღარ მომელანდო შენ დაქალებიანად არასად თორე ნამდვილად დაწყევლი იმ დღეს რომ მიცნობ“. „ნახვამდის“. „პატიოსანო ადამიანო".
ასევე, დათვალიერებულ იქნა გ---–-----------ს მობილურ ტელეფონში არსებული 08.07.2018 დათარიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. კერძოდ: „არ დავინახო, მეორედ მთხოვო რომ ასე იძულებით და მოტყუებით მთხოვო გამოყოლა“. „რას მავალდებულებ რომ ასე ძაღლივით ვიჯდე გორში“. „ხო არ გაგიჟდი შენ მართლა?“. „არ თქვი პროსტა უნდა დავხედო და წამოვიდეო? ასე შენ გზაში გეზარება მარტო სიარული, მე რა, შენი გამრთობი კი არ ვარ? ან რას მავალდებულებ ვერ გავიგე რო ასე გეჯდე და გელოდო“. „რა წესია ეს ან რა პონტია“. „რას დამათრევ ამ სიცხეში ამ შენს კონდიციონერებზე“. „ვერ გავიგე მართლა რა“. „გააჯვი“. „რა ალბათ გაქვს ურთიერთობა ისეთი ხარ შენც მაგრად მკიდიხარ, მარშუტკას დაუქნიე ხელი და წაგიყვანს თბილისში, ჩემი ცხოვრებიდან გაჯმევინებული ხარ საბოლოოდ. ეხლა ჩაკიდე შენ ძუკნა დაქალებს ხელი და მოგსტყვნია პატრონი, ნაბიჭვარო ქალო“. „ეხლა კარაგად მომისმინე შე ჩათლაშკა ქალო, ადექი ეხლა და სახლში რომ მიეთრევი ყველაფერი რაც გამიკეთებია უკან დააბრუნე მათ შორის ძაღლიც შე ახვარო და ნუ გგონია რომ რამეს შეგარჩენ შე ნაბოზარი სულის პატრონო, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ადამიანის სულში ჩაჯმა და გამწარება. დღევანდელი დგე და შენი საქციელი დგეს არ შეგრჩება“. „დროზე ბოზიშვილი ვიყო, თორემ მერე სხვანაირად მოგიდგები და მაინც მოგიწევს იმის გაკეთება რასაც გეუბნები“. „შენ ნაბოზარი სულის პატრონო შენ გგონია შეგარჩენ შენ საქციელს დღევანდელს“. „რა ვალდებული ხარ არა რომ მელოდო მე თურმე 20 წუთი მანქანაში ხო შე ნაბოზარო სულის პატრონო. მე კიდე ვალდებული ვიყავი ხო შენ გვერდში ვყოფილიყავი არა როცა გჭირდებოდა შე ჩათლახო მეზიზღები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არაფერი შეგარჩინო რაც გამიკეთებია შენთვის. უბრალოდ პრინციპის გულისთვის. თორემ შენნაირი მათხოჯისგან მე რა უნდა მჭირდებოდეს ფუ შენი...“. „ცოტახანში მოვლენ და ძაგლი გამოატანე და მერე როგორი გააჯვი იცი აი ისე გააჯვი რომ უკან აგარ მოიხედო შე ცათლახო ძუკნა სულის მქონე ქალო!!!!!!“. „ერთ სათში მოვლენ და ძაღლი გამოატანე გოგო“. „ჩემი ძაგლი ჩამომიყვანე“. „დროზე გოგო!!!“. „შენ გგონია გეხუმრები?“. „ტელეფონი აიღე და რაც დასაბრუნებელი გაქვს დააბრუნე ნაბოზარო გაიგე გოგო!!!“. „2 დგეს გაძლევ შე გარეწარო“. „დედაშენმა აგარ გაბედოს და არ დარეკოს ჩემ ტელეფონზე თორემ საკადრის პასუხსაც მიიღებს“. „აი შენ კიდევ ჩემი ძაღლი დამიბრუნე და დაახვიე“. „მაგ ძაღლს არ დაგიტოვებ არავითარ შემთხვევაში თუ არ დააბრუნებ იურიდიულად დაგაბრუნებინებ იცოდე ყველანაირი საბუთი მაქვს რომ ჩემია, აუცილევლდ წავიყვან, გირჩევნია შენით მოიყვანო“. „მამის სულს გეფიცები არ დაგიტოვებ მილიონი რომ დამიჯდეს“. „მე შენთან ჭიდაობას არ ვაპირებ ეხლა პატრული მოვა თქვენთან და იმათ ელაპარაკეთ“. „ მერე ვნახოთ ერთი როგორ არ მომცემ იმას რაც არ მეკუთვნის, როგორ მეზიზგები იცი? გული მერევა თიოეულ დღეზე რაც შენთან გავატარე შე მათხოვარო. შენ ერთი რაღაც არ შეგრჩება რაც მე სიყვარულით გავაკეთე გაუკვირდა დედაშენს რაც დაგიძახე? გასაოცარია პირდაპირ, ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება შენი არასწორი ... შენ საკუთარ მამას არ უნდიხარ იმიტომ რომ არ ვარგიხარ და იცის რაც ხარ და მე რაში გამომადგები ცხოვრებაში, გაეთრიე და არსად გადამეკარო გირჩევ, თორემ შეურაცხყოფა არ აგცდება საქვეყნოდ. ჩემი საკუთრება დააბრუნე ყველაფერი ბოლოჯერ გაფრთხილებ!!! არ შეგრჩება ის რაც არ არის შენი არანაირ პონტში“. შენთან ჩემი საკუთრება არ დარჩება არაფერი. წადით მერე და იჩივლეთ ერთად პროკურატურაში თავისი საკუთრება წაიღოო. სულით ავადმყოფებო. როგორი უთავმოყვარეო მათხოვარი ხარ ხვდები? გუშინდელის მერე როგორც შენ მოიქეცი და რაც მიიგე რა პონტში იწერები საერთოდ რამეს რაც მოცემულია ფუ შენი მაძვანგალა ... შენი უთავმოყვარეო ....... თუ ვერ წაგართმევ მაგასაც განახებ. მათხოვარო. 12.07.2018. გ---–- გამარჯობა მომისმინე მე არ მინდა შენთან დავა და ჩხუბი, უბრალოდ ტეხავს რა, ამიტომ ძალიან გთხოვ ჩემი ძაღლი დამიბრუნე კარგი? და წადი შენ გზაზე: აუცილებლდ უნდა დამიბრუნო და გეტყვი რატომ არ გინდა ჩენთან ნუ გინდა, არ არის პრობლემა, უბრალოდ ჩემი ძაღლი მომეცი რა ძალიან გთხოვ. თან მამამისი კვდება და უძაღლოდ ვრჩები. „მე სანადიროდ მინდა ეგ და არა სათამაშოდ. ძაღლი დამიბრუნე გოგო!!!.ნახევარ საათში მოვალ და ჩამომიყვანოს ვინმემ. მკიდია. ან ტელეფონი აიგე და ამხსენი რა უფლებით არ მიბრუნებთ. გ---–- ძაღლი დამიბრუნეთ იცოდე ადამიანურად გეუბნები და ნუ მალაპარაკებ ამდენს. მაინც არ დაგიტოვებ ქვეყანა რომ დაიქცეს“. „კიდევ ერთხელ გაბედავ და მომწერ, დამხვდები, დარეკავ ან სადმე გავიგებ, რომ ჩემს სიახლოვეს მოძრაობ, 2 წამით აღარ დაგინდობ! პოლიცია იქნება იცოდე ბოლო გამოსავალი და ამას 1 წამით არ გწერ ხუმრობით და ძალიან არ მინდა, რომ ეს გავაკეთო, მაგრამ მე უბრალოდ გაგაფრთხილე! უკვე ჩარეული მყავს ყველა და შენ თვითონ გირჩევნია, რომ გამეცალო!“. „გამარჯობა გ---–- როგორ ხარ იმედია ყველაფერი კარგად გაქვს. მომისმინე შენთან საქმე მაქვს და უნდა გნახო. თუ შენ არ შემხვდები, მე მაინც გნახავ აუცილებლად. ჩემთან ლაპარაკი მოგიწევს საბოლოოდ და ეს შენ ძალიან კარგად იცი. ასე რომ დროებით. ნუ გგონია რომ შენ მართალი ხარ ჩვენ ურთიერთობაში. შენ მეთოდურად აკეთებდი ბოლო 2 თვის განმავლობაში იმას რომ გორში რაც მოხდა ის მიმხდარიყო და ფიქრობ რომ გამოძვერი სიტუაციიდან? ასე უბრალოდ და მარტივად? ძალიან ცდები, და თუ შენ არ მიგიღია აქამდე ის რის გირსიც ხარ, ეს მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ მიყვახარ და ველოდები როდის გაანალიზებ შენ ქცევებს ჩემს მიმართ და აზრზე მოხვალ, მეტი არაფერი. ჩხუბი და წყენა ყველა ადამიანს მოსდის ასეთიც და ამაზე უარესიც მაგრამ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს სულში არ უნდა ჩააფურთხოს იმიტომ რომ ეს არავის არ ეპატიება არც შენ და არც მე. მითუმეტეს იმ ურთიერთობის შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო. ამიტომ მოდი შემხვდი და გულით და ალალად დამელაპარაკე. ყველაფერს გაგიგებ და გავითვალისწინებ. ხოლო თუ ასე გააგრძელებ ჩემთან ურთიერთობას მაშინ იცოდე რომ ასე არ ივარგებს და არ გამოვა. „მე შენ მიყვარხარ და აუცილებალდ გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩემთან იყო იცოდე. ეს შენ ძალიან კარგად იცი. თან ძალიან მალე. უბრალოდ რა მაინტერესებს იცი მარტო რომ რჩები შენ თავთან და ფიქრობ რაც გააჩალიჩე არ გიტყდება? ასე როგორ გაქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი რომ ისეთ ადამიანს როგორიც მე ვიყავი შენთვის ასე ტრაკულად რომ მოექეცი? და შენი საჭიროების და კომფორტის გულისთვის რომ იყავი ჩემთან? და სიყვარული რომ არაფერ შუაში იყო თურმე?. აუ უდინდისო ვიყო მაგრად ტეხავს და უკვე შენი გარემოცვაც ხვდება რაც ჩაატარე მაგრამ შენ ხომ არაფერი არ გაინტერესებს საერთოდ, მთავარია შენ შენი პირადი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო და მერე მაგრად გკიდია, საცოდავი ხარ რაღაც პონტში და მაგრად მეცოდები შენი ბუნების ადამიანები როგორც წესი ძალიან ცუდათ ამთავრებენ და არც შენ იქნები გამონაკლისი გ---–-, თუ დროზე გონზე არ მოხვალ და მაგრად არ მინდა. იმიტომ რომ ჩემდა სამწუხაროდ რატომღაც კიდევ მიყვარხარ. სიყვარულს კიდე კანონები არ აქვს თორემ შენისთანა ადამიანი სიყვარულის ღირსი ნამდვილად არ არის და არც მე არ უნდა შემყვარებოდი, მაგრამ როგორც გითხარი სიყვარულს წესები არ აქვს და შენნაირებიც უყვარდებათ სამწუხაროდ, გრცხვენოდეს ზოგადად ყველაფრის. 24.10.2018. არ გვხვენია ხო ეხლა გამეღვიზა შე უსინდისო ბავშვო სიზმარიდანაც აგარ მშორდები, გეხუტებოდი და გულში მყავდი ჩაკრული, რატომ მიკეთებ ამას. იმიტომ რომ ასე ძალიან მიყვარხარ?. ჩემო სიცოცხლე გოგო ნუ მომკლავ გთხოვ. გეყოფა რა ეს იდიოტური თამაშები ეხლა. ასე არ შეიძლება. ხაზი გადაუსვა ყველაფერს რაც მე და შენ გვაკავშირებდა, ხომ იცი რომ არ დაგანებებ თავს არასდროს“.
2019 წლის 07 მაისის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N003040719 დასკვნით დასტურდება, რომ ვ------- გ--–--ის ქმედებების შედეგად გ---–-----------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: მ-------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გ---–-ს ჰქონდა დაუცველობის განცდა და თვლიდა, რომ მისი ცხოვრების სტილი საჭიროებდა შეცვლას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ვ------- გ--–--ემ არ უარყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ---–-----------ს შეურაცხყოფა მიაყენა, მისი სურვლის საწინააღმდეგოდ ამყარებდა მასთან კომუნიკაციას, ფარულად დაჰყვებოდა უკან და სასაფლაოზეც მან გადაუღო სურათი, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და თავის ქმედება გაამართლა გ---–-----------სადმი სიყვარულით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ვ------- გ--–--ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------- გ--–--ემ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ვ------- გ--–--ე თავს არ ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ვ------- გ--–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში. ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა იყოს სისტემატურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით. ეს ქმედებებია: ა) დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი. უკანონო თვალთვალი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი; საცხოვრებელ ბინასთან თუ სამუშაო ადგილას სისტემატურ თვალთვალში. შემთხვევით შეხვედრისას გამოკიდებაში (მნიშვნელობა არა აქვს, გაკიდებას ადგილი ექნება ა/მანქანით, თუ ფეხით) და სხვა სახის გადაკიდებაში, რაც დაკავშირებულია უკანონო თვალთვალთან; ბ). მათთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრუნული ან სხვა საშუალებით. აქაც ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სისტემატურად. არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში იგულისხმება შემთხვევა, როცა დამნაშავე პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ლანძღავს და შეურაცხყოფს პირს, აშინებს მას ადევნებით, რომ გაუნადგურებს ქონებას, რომ დააზიანებს მისი ოჯახის რომელიმე წევრს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, სინამდვილეში აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. აღნიშნულ ქმედების სისტემატურ განხორციელებას (ისევე როგორც ზემოთ განხილულ უკანონო თვალთვალს) შედეგად უნდა მოჰყვეს განსახილველ ნორმაში მითითებულთაგან ერთ-ერთი შედეგი. კომუნიკაცია არასასურველად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როცა მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის აღმძვრელია (ლანძღვა, გინება, მუქარა, შანტაჟი). ამგვარი შემადგენლობის შემოღებით კანონმდებელმა უფლება მიანიჭა სასამართლოს, თავად განსაზღვროს მისი არსი და მასში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულის ოჯახის წევრებთან ისეთი სისტემატური კონტაქტი, რომლის მიზანია, დამნაშავემ პერმანენტულად გაარკვიოს დაზარალებულის ადგილსამყოფელი და მოძრაობის მარშრუტი. ასევე ის, თუ ვისთან აქვს მას ურთიერთობა. კერძოდ, დამნაშავე სისტემატურად ამყარებს კონტაქტს დაზარალებულის ოჯახის წევრთან და მისგან ცდილობს ამ სახის ინფორმაციის გაგებას. ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებაში იგულისხმება ასევე დაზარალებულის მოძრაობისას სისტემატური დაბრკოლების შექმნა. ზემოთ მითითებული ქმედებები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ შედეგს, საიდანაც ერთ-ერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული შედეგებით. როგორც ვხედავთ, განსახილველი ნორმა წარმოადგენს ერთიან დანაშაულს როგორც ალტერნატიული ქმედებებით, ისე ალტერნატიული შედეგებით. კერძოდ, იგი იწვევს შემდეგ შედეგებს: ა). პირის ფსიქიკურ ტანჯვას და დადგა თუ არა ეს შედეგი, საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე; ბ). ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს. ძალადობის გამოყენების შიში მოიცავს ყველანაირი ძალადობის გამოყენების შიშს - ცემის, ჯანმრთელობის დაზიანების, ძალადობითი სქესობრივი დანაშაულისა თუ მკვლელობის შიშს; გ) ყველაფერი ეს კი თავის მხრივ პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. აქ იგულისხმება შემთხვევა, როცა დაზარალებული იძულებული ხდება, იშვიათად გავიდეს სახლიდან; ან გავიდეს მხოლოდ სხვა პირთა თანხლებით; შეცვალოს ტელეფონის ნომერი და დ) ან უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. აქ იგულისხმება შემთხვევა, როცა ადევნება ისეთი სახის და ინტენსიობისაა, რომ მშვიდი ცხოვრების უზრუნველსაყოფად იგი ობიექტურად ქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებას და ამას გრძნობს დაზარალებული. ამდენად, არა აქვს მნიშვნელობა, შეიცვალა თუ არა დაზარალებულმა ცხოვრების წესი. როგორც ვხედავთ, სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომლის დასჯადობის საკითხი (და არა დამთავრებულად ცნობის საკითხი) დაკავშირებულია ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომასთან. სუბიექტური მხრივ, დანაშაულის მოტივსა თუ მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი შეიძლება იყოს შურისძიება (მაგ. იმის გამო, რომ საცოლემ მიატოვა და სურს მისი გამწარება), ეჭვიანობა, დაზარალებულთან ურთიერთობის აღდგენის მიზანი, დაზარალებულის შეშინების მიზანი და სხვ. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). არაპირდაპირი განზრახვისას პირს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი ქმედების (მაგალითად, სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის დამყარების) მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგის (მაგალითად, ფსიქიკური ტანჯვის) დადგომის შესაძლებლობას, რაც არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მის დადგომას, ანდა გულგრილია მის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ვ------- გ--–--ემ ჩაიდინა გ---–-----------ს მიმართ ადევნება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- გ--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- 2 ცალი ,,CD“ დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-------ი გ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 500 (ათი ათას ხუათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 03 იანვრის ჩათვლით), ვ-------ი გ--–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ვ-------ი გ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. ნივთმტკიცება:
- ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- 2 ცალი ,,CD“ დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი