განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
340100119003065364
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003065364

№1/101-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - თ---------- ლ----–---–ის

ადვოკატ - გ-- ფ-------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: თ---------- ლ----–---–ი

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 1----–-–---------------

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ--–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფელი შ--–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

კვალიფიკაცია: თ---------- ლ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ლ----–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მუცლის არეში დაარტყა ხელი შვილს - ს-------- ლ----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თ---------- ლ----–---–ი 2019 წლის 16 მაისს 02:00 საათზე დააკავეს და ამავე დღეს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ლ----–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მუცლის არეში დაარტყა ხელი შვილს - ს-------- ლ----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ს-------- ლ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ----- ლ----–---–ის, გ------- დ---–ის, თავად ბრალდებულ თ---------- ლ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 15 მაისს, თ---------- ლ----–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მუცლის არეში დაარტყა ხელი შვილს - ს-------- ლ----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ხელის დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------- ლ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------- ლ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ---------- ლ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

თ---------- ლ----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

თ---------- ლ----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ---------- ლ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 2019 წლის 5 ივლისს შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი, თუმცა მის მიმართ შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - გირაო არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ხასიათის და მან რამდენიმე დღეში სავარაუდოდ კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

თ---------- ლ----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე თ---------- ლ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი.

 

თ---------- ლ----–---–ის მიმართ 2019 წლის 21 ივლისს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე (N------------), აღნიშნულ საქმეზე თ---------- ლ----–---–ი დაკავებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ---------- ლ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

თ---------- ლ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივლისის 14:50 საათიდან. (თ---------- ლ----–---–ი დაკავებულია სისხლის სამართლის N------------ საქმეზე და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა)

 

თ---------- ლ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 მაისის 02:00 საათიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი