განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
340100119003063112
დავის ტიპი
362 1
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003063112

№1/99-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - ო---- მ----ის

ადვოკატ - გ--–- ნ------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ო---- მ----ე

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 1----–-–---------------ს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ-----------------------------------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ო---- მ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ო---- მ----ემ უკანონოდ შეიძინა რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მართვის მოწმობის ანალოგიური, 2013 წლის 30 სექტემბერს მის სახელზე გაცემული, კუსტარულად დამზადებული, ყალბი მართის მოწმობა, რომელიც 2019 წლის 5 მაისს, “SCANIA”-ს მარკის (სახელმწიფო ნომრით S--------) სატვირთო ავტომანქანით და მისივე მისაბმელით, რომლის სახელმწიფო ნომერია B-------, საქართველოს საზღვრის კვეთისას, წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ უფროს მებაჟე ოფიცერს - შ--–-- მ------–---–ს.

 

ო---- მ----ეს 2019 წლის 22 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ო---- მ----ემ უკანონოდ შეიძინა რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მართვის მოწმობის ანალოგიური, 2013 წლის 30 სექტემბერს მის სახელზე გაცემული, კუსტარულად დამზადებული, ყალბი მართის მოწმობა, რომელიც 2019 წლის 5 მაისს, “SCANIA”-ს მარკის (სახელმწიფო ნომრით S--------) სატვირთო ავტომანქანით და მისივე მისაბმელით, რომლის სახელმწიფო ნომერია B-------, საქართველოს საზღვრის კვეთისას, წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ უფროს მებაჟე ოფიცერს - შ--–-- მ------–---–ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - შ--–-- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით, თავად ბრალდებულ ო---- მ----ის გამოკითხვის ოქმით, მართვის მოწმობის ამოღების ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ო---- მ----ემ უკანონოდ შეიძინა რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მართვის მოწმობის ანალოგიური, 2013 წლის 30 სექტემბერს მის სახელზე გაცემული, კუსტარულად დამზადებული, ყალბი მართის მოწმობა, რომელიც საქართველოს საზღვრის კვეთისას, წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ უფროს მებაჟე ოფიცერს - შ--–-- მ------–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტი არის სპეციალურ აღრიცხვას დაქვემდებარებული დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს პირს კონკრეტულ უფლებამოსილებას. ამგვარი დოკუმენტი ყალბია იმ შემთხვევაში, როდესაც იგი დამზადებული არ არის სპეციალური წესის დაცვით. ამგვარი დოკუმენტის შეძენა ნიშნავს მისი ნებისმიერი ფორმით მიღებას მფლობელობაში/საკუთრებაში სასყიდლით და უსასყიდლოდ. აუცილებელია რომ ყალბი დოკუმენტი შეძენილი იყოს გამოყენების მიზნით. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება კი ნიშნავს ნებისმიერი ფორმით მისით სარგებლობას, ამ შემთხვევაში წარდგენას, უფლებამოსილი პირისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო---- მ----ემ ჩაიდინა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო---- მ----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლიდ კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ო---- მ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ო---- მ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ო---- მ----ეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო---- მ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა ჩარიცხული იქნეს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი