გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
0802-00-9002796235
#2/17-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.07.20-9 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ვ---------------ე;
წარმომადგენელი - ზ-------–----–--ე;
მოპასუხე - თ--------------ე;
წარმომადგენელი- რ---------------–--–--ა;
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს მოპასუხე თ--------------ეს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ქუთაისში, ც------–-------------, ს/კ: 0-.0-.2-.0-4.0-.00- მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაფორმება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: აწ გარდაცვლილი ს------------–---–ის ქონება (საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0-4.0-.00-), რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული თ--------------ის წინაშე არსებული დავალიანების (25 000 აშშ დოლარის) უზრუნველყოფად, მოპასუხე თ--------------ემ შეიძინა 20-3 წლის 2- ნოემბერს საჯარო აუქციონზე, რომლის შესაძენი თანხა-14 000 აშშ დოლარი მიიღო ქ------------–---–ისგან. ქონების აუქციონზე შეძენის შემდეგ, მოპასუხე თ--------------ემ იპოთეკით დატვირთა (იპოთეკარი მ----------------ე და ხ----------------ე) შეძენილი ქონება და ამ გზით დაიბრუნა დარჩენილი 11 000 აშშ დოლარი, თუმცა ქონება არ დაუბრუნდა ამ მომენტისათვის უკვე გარდაცვლილი ს------------–---–ის ოჯახს. ამასთან, მოპასუხესა და ტ------–-------–---–ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებში ტ------–-------–---–ის მიერ 25 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოპასუხეს დაუბრუნდებდა მას ხსენებულ ქონებას. ტ------–-------–---–ისა და მისი დედის- ქ------------–---–ის მიერ სრულად იქნა გადახდილი დავალიანება, რის შედეგადაც 20-6 წლის 25 იანვარს იპოთეკარებმა გაათავისუფლეს დატვირთული ქონება იპოთეკისაგან, თუმცა მოპასუხემ კვლავ არ დაუბრუნა ის მოსარჩელეს. 20-6 წლის 25 იანვარს, მიღებული სესხის (ოდენობა უცნობია) უზრუნველსაყოფად მოპასუხემ კვლავ დატვირთა ქონება ახალი იპოთეკით, რის შემდეგაც საერთოდ შეწყვიტა სეხნიაშვილებთან კავშირი. დღეის მდგომარეობით უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0-4.0-.00-) საბაზრო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, რაც დასტურდება ტ------–-------–---–ის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით.
20-8 წლის 2- დეკემბერს ტ------–-------–---–სა და ვ---------------ეს შორის, სანოტარო ბიუროში გაფორმდა „მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება“, რომლის ერთ-ერთი მხარე- მოსარჩელე ვ---------------ე წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ--------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ--------------ე იყო ამ ქონების მესაკუთრე და სურდა მისი გასხვისება, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ სთხოვა, რომ იგი შეიძენდა ამ ქონებას, რისთვისაც სჭირდებოდა დრო, შესაბამისად ნამდვილად შედგა ხელწერილი აღნიშნულზე, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა, ბუნებრივია უსასრულოდ ვერ მოხდებოდა მისთვის ლოდინი, რის გამოც გამოსახლების თაობაზე მიმართეს სასამართლოს, სადაც ასევე იყო მსჯელობა ამ ხელწერილზე, თუმცა სარჩელის საფუძვლიანობიდან გამომდინარე იგი დაკმაყოფილდა. მოწინააღმდეგე მხარეს 6 თვის ვადაში უნდა მოეხდინა ამ ქონების ღირებულების გადახდა, მზად იყო თ--------------ე მიეყიდა მისთვის ქონება, თუმცა ყოველგვარი ვადის გასვლის შემდეგ იძულებული გახდა გამოესახლებინა იგი, ამდენად იმ ხელწერილმა ძალა დაკარგა მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე მხარემ 6 თვიან ვადაში, ანუ გონივრულ ვადაში არ გამოისყიდა იგი. მოსარჩელე მხარის მიერ დავალიანება გადახდილი და დაფარული არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში არც აუქციონი მოხდებოდა, ამჟამინდელი მესაკუთრე უძრავი ქონების გასხვისებას არ აპირებს. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს------------–---–ს და თ--------------ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ც------–-----------, ს/კ 0-.0-.2-.0-4.0-.00-, 20-3 წლის 2- ნოემბერს თ--------------ემ შეიძინა საჯარო აუქციონზე 14000 აშშ დოლარად. თ--------------ის მიმართ ს------------–---–ის დავალიანება შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მოსარჩელის მტკიცებით, საჯარო აუქციონზე, უძრავი ქონების შესაძენად თ--------------ეს 14000 აშშ დოლარი გადასცა ს------------–---–ის მეუღლემ ქ------------–---–მა. ქონების აუქციონზე შეძენის შემდეგ თ--------------ემ უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა და ამ გზით დაიბრუნა 11000 აშშ დოლარი. მოპასუხეს და ს------------–---–ის ოჯახის წევრ- ტ------–-------–---–ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ტ------–-------–---–ის მიერ 25 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოპასუხე თ--------------ე ტ------–-------–---–ს დაუბრუნებდა უძრავ ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, ტ------–-------–---–ის დედამ ქ------------–---–მა სრულად გადაიხადა თ--------------ის მიმართ არსებული დავალიანება, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა უძრავი ქონების უკვე გარდაცვლილი ს------------–---–ის ოჯახის წევრებისათვის დაბრუნება. ხოლო 20-6 წლის 25 იანვარს, მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად თ--------------ემ კვლავ დატვირთა უძრავი ქონება იპოთეკით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-სალაროს შემოსავლის ორდერი;
-მხარეთა შორის დადებული შეთანხმება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტებს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
დადგენილია, რომ 20-8 წლის 2- დეკემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ტ------–-------–---–მა ვ---------------ეს დაუთმო - მოთხოვნის უფლება, თ--------------ის მიერ 25000 აშშ დოლარის მიღების შემთხვევაში, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ტ------–-------–---–ისათვის გადაფორმების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა თ--------------ეს და ს------------–---–ს შორის., სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ს------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ს------------–---–ი გარდაიცვალა. 20-3 წლის 16 დეკემბერს თ--------------ის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის თანახმად, თ--------------ემ იკისრა ვალდებულება 25 000 აშშ დოლარის, თვეში 5%-ის მოვალის მიერ გადახდის შემთხვევაში, ტ------–-------–---–ს გადაუფორმებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისში, ც------–-----------, ბინა #4. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ - მოთხოვნის უფლება ტ------–-------–---–მა დაუთმო ვ---------------ეს.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 427-ე, 429-ე, 361-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. დადგენილია, რომ ს------------–---–ს და თ--------------ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ც------–-----------, ს/კ 0-.0-.2-.0-4.0-.00-, 20-3 წლის 2- ნოემბერს თ--------------ემ შეიძინა საჯარო აუქციონზე 14000 აშშ დოლარად. თ--------------ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს. მოპასუხეს და ტ------–-------–---–ს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ტ------–-------–---–ის მიერ 25 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოპასუხე თ--------------ე დაუბრუნებდა უძრავ ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, ტ------–-------–---–ის დედამ ქ------------–---–მა სრულად გადაიხადა თ--------------ის მიმართ ს------------–---–ის დავალიანება, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა უძრავი ქონების ს------------–---–ის ოჯახისათვის დაბრუნება.
მოპასუხის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ტ------–-------–---–ი შეიძენდა თ--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რისთვის ჭირდებოდა დრო, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, შესაბამისად უსასრულოდ ვერ მოხდებოდა მოსარჩელისათვის ლოდინი.
სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ტ------–-------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა, რაც სარწმუნოს გახდიდა მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტს.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხის დავალდებულების თაობაზე, გადასცეს მას მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება- იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებელის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომაროებით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. (იხ.სუსგ 27/0-/20-8, №ას-343-343-20-8)„6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი შესაბამისად გამორიცხავს თ--------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ტ------–-------–---–ისათვის უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო პროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში ვ---------------ე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე