განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
060100119003078094
დავის ტიპი
120
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003078094

განაჩენი

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი

პროკურორი - დ---------------------;

ბრალდებული - ლ--------------–---;

ადვოკატი - ნ-----------–----;

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

ბრალდებულ ლ--------------–---ს მიმართ;

მამის სახელი: ფ---------;

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: ხ----- რაიონი.

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

პირადი ნომერი; 5----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ხ----- მუნიციპალიტეტი სოფ; კ----.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

ლ--------------–---მ, 2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 02 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხ----- მუნიციპალიტეტი სოფელ კ---–-, წერაქვის თავის არეში ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა მამაზე ფ-------- ფ------–------, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, (არსებით სხდომაზე) ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის ცნობისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ--------------–---ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების კ------------ და გ----------------–----, რ---–---- გ---–--ს, ნაზიბროლა გეგიას, ვერა ფ------–---- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ფ-------- ფ------–---- და ექსპერტ შ----- თ-------- ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმკიცებით, სამედიცინო ექსპერტიზის N004161619 დასკვნით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ბრალდების შესახებ დადგენილებით.

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ლ--------------–---ს, მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

სასჯელის დასაბუთება:

ბრალდებულ ლ--------------–---ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს (არ არის ნასამართლევი) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ინანიებს ჩადენილს და შეურიგდა დაზარალებულს). ეკონომიურ მდგომარეობას (უმუშევარია), სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, როგორც სხვა პირთა, ასევე ლ--------------–---ს მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი შემდგომი რესოციალიზაციის მიზნით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, გამოყენებული უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება - წერაქვი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულ ფ-------- ფ------–----.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 1 წლით.

 

2. ლ--------------–---ს 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 23 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.

 

3. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. ნივთმტკიცება - წერაქვი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ფ-------- ფ------–----.

 

5. ლ--------------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს მოეხსნას ბადრაგი და გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს შუამდგომლობა შეიტანოს შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე

როინ კახიძე