განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119002991826
(1/66-2019)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი. ქ. სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი-----ი კო----ა
დაცვის მხარე
ბრალდებული - ოლ--ი ქუ-------–--ე (პირადი ნომერი - 39--------6)
დაბადების თარიღი - 17.07.1963 წ.
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე;
განათლება - სა–----–----------–----------ე;
ოჯახური მდგომარეობა - და-----------–ი;
ნასამართლეობა - ნა---------–---------------ე;
საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი სე---ი, რუ-------–-ს ქუჩა, კორპუსი №1--, ბინა №-
ადვოკატი - და--თ გო---ა
კვალიფიკაცია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №068010519002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ოლ-- ქუ-------–--ეს ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 29 აპრილს, ქალაქ სე---ში, რუ-------–-ს ქუჩა №1---ში მდებარე სახლში, ოლ--ი ქუ-------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ჟ--- ამ-------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც ჟ--- ამ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 01 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქალაქ სე---ში, ნა------------ს ქუჩა №4--ში მცხოვრები, ი----- ჩა-–----ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოლ--ი ქუ-------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ჟ--- ამ-------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ჟ--- ამ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ოლ-- ქუ-------–--ეს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ბრალდებული ოლ-- ქუ-------–--ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ ოლ-- ქუ-------–--ემ ჟ--- ამ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (ორი ეპიზოდი). საქმეზე არ არსებობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ოლ-- ქუ-------–--ის ბრალეულობაში (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი). კერძოდ:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას ი----- ჩ--–----- განცხადა, რომ ის წლების წინ მეგობრობდა ოლ--ი ქუ-------–--ესთან, თითქმის 30 წელი იყო გასული, რაც არ ენახა. იგი ოლ-- ქუ-------–--ეს შემთხვევით შეხვდა ქ. სე---ში და დაპატიჟა ოჯახში. ოლ-- ქუ-------–--ე მას სახლში ესტუმრა მეუღლე ჟ--- ამ-------თან ერთად, სამივემ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. როდესაც შეზარხოშდნენ, ოლ--იმ უთხრა თავის მეუღლეს წასულიყვნენ სახლში, თუმცა ჟ---ს არ უნდოდა სახლში წასვლა. ოლ--იმ ხმამაღლა გაუმეორა და ხელი აუქნია, რომელიც ჟ---ს არ მოხვედრია. სტუმრებს საჩუქრად სამი ლიტრი ღვინო გაატანა, რის შემდეგაც ორივენი წა--დნენ. ი----- ჩა-–---- მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, რომელიც პროკურორმა გამოაქვეყნა სასამართლო სხდომაზე, არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ოლ-- ქუ-------–--ეს მეუღლისთვის ხელი არ დაურტყამს და მას ასეთი ჩვენება გამომძიებლისთვის არ მიუცია. ჩვენება არ წაუკითხა-ს, ვინაიდან ის არის ეროვნებით რუსი, რუსულენოვანი სკოლა აქვს დამთავრებული, რის გამოც ქართულად წერა-კითხვა არ შეუძლია, ხოლო თარჯიმანი არ ყოლია. პროკურორის შეკითხვაზე, ი----- ჩ--–----- უპასუხა, რომ სწორია მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი 16.07.2019)
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----- გვ----–--მ განცხადა, რომ 2019 წლის 01 მაისს 09:00 საათიდან 02 მაისის 09:00 საათამდე იყო მორიგე, მასთან ერთად მორიგე ჯგუფში იმყოფებოდა ამა-ე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი შ--–-- ს-----, დაახლოებით 20 საათსა და 35 წუთზე მას მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა ს------ რაიონული სამმართველოს მორიგე ალ---------ე ჭ------, რომელმაც აცნობა, რომ 112-ის სამსახურიდან სამორიგეო ნაწილში მიღებული იყო მოქალაქე ჟ--- ამ-------ის შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მას და შ--–-- ს-----ს დაევალა შემთხვევის ადგილზე გასვლა და მომხდარი ფაქტის გარკვევა. ასევე მორიგემ აცნობა ინიციატორის მისამართი, მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით მივიდნენ სამსახურეობრივი ა-ტომანქანით ჟ--- ამ-------ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. სე---ში, რუ-------–-ს ქუჩა №1---ში. ამ დროს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მათ დახვდა მარტო მყოფი ჟ--- ამ-------ი, რომელმაც საუბარში განაცხადა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ოლ--ი ქუ-------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა და ხელი დაარტყა ამ წლის 29 აპრილს - სახლში ყოფნისას. ჟ--- ამ-------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით, რომელიც მისი განმარტებით, მიღებული ჰქონდა მეუღლის ოლ--ი ქუ-------–--ის მიერ 29 აპრილს ხელის დარტყმის შედეგად. ჟ--- ამ-------მა მათ ასევე განუმარტა, რომ 01 მაისს,ოლ--ი ქუ-------–--ემ ი----- ჩა-–----ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას განმეორებით დაარტყა ხელი და იძალადა მასზე. შემოწმებისას მოძალადე ოლ--ი ქუ-------–--ე საცხოვრებელ მისამართზე არ იმყოფებოდა და ჟ--- ამ-------მაც არ იცოდა მეუღლის იმჟამინდელი ადგილსამყოფელი. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძახების ადგილზე შეადგინეს რეაგირების ოქმი, მომხდართან დაკავშირებით აცნობეს ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეზე ს------ რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. ჟ--- ამ-------ი გამოძახების ადგილიდან გადმოიყვანეს ს------ რაიონულ სამმართველოში. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ გამომძიებლის და-ალებით ჟ--- ამ-------ი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე ჯანმრთელობის დაზიანების შესამოწმებლად.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ--–-- ს-----მ განცხადა, რომ 2019 წლის 01 მაისის 09:00 საათიდან 02 მაისის 09:00 საათამდე იყო მორიგე, მასთან ერთად მორიგე ჯგუფში იმყოფებოდა ამა-ე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ----- გვ----–--, მორიგეობდნენ ქალაქის ტერიტორიაზე. დაახლოებით 20 საათსა და 35 წუთზე რ----- გვ----–--ს მობილურ ტელეფონზე დაუკა-შირდა ს------ რაიონული სამმართველოს მორიგე ალ---------ე ჭ------. რომელმაც აცნობა, რომ 112-ის სამსახურიდან სამორიგეო ნაწილში მიღებული იყო მოქალაქე ჟ--- ამ-------ის შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკა-შირებით დაევალათ შემთხვევის ადგილზე გასვლა და მომხდარი ფაქტის გარკვევა. სამსახურეობრივი ა-ტომანქანით მივიდნენ ჟ--- ამ-------ის საცხოვრებელ მისამართზე მდებარე ქ. სენაკი რუ-------–-ს ქუჩა №1---ში. ამ დროს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში დახვდათ მარტო მყოფი ჟ--- ამ-------ი, რომელმაც განუცხადა მათ, რომ რამოდენიმე საათის უკან ი----- ჩა-–----ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას, იგი ცემა მისმა მეუღლემ. მას ეტყობოდა თვალზე დაზიანება სილურჯის სახით, რაზეც განაცხადა, რომ ეს დაზიანება ასევე მეუღლის მიერ ხელის დარტყმის შედეგად ქონდა მიღებული 29 აპრილს. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ, გამომძიებლის დავალებით ჟ--- ამ-------ი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე ჯანმრთელობის დაზიანების შესამოწმებლად;
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამომძიებელმა რ----- გვ----–--მ განცხადა, რომ 2019 წლის 01 მაისს იყო მორიგე გამომძიებელი ს------ რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც მიღებულ იქნა შეტყობინება ჟ--- ამ-------ის, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მორიგე ჯგუფი გავიდა გამოძახების ადგილას, რ----- გვ----–--მ და შ--–-- ს-----მ, ს------ რაიონულ სამმართველოში წარმოადგინეს ჟ--- ამ-------ი. მის მიერ გამოკითხულ იქნა ჟ--- ამ-------ი მოწმის სახით. ჟ--- ამ-------მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 მარტს სახლში ყოფნისას მისმა მეუღლემ ოლ--ი ქუ-------–--ემ ხელი გაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, აღნიშნულის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია, ამის შემდეგ 2019 წლის 01 მაისს ის და მისი მეუღლე ოლ--ი ქუ-------–--ე იმყოფებოდნენ ოლ--ის მეგობრის ი----- ჩა-–----ს სახლში, ი----- ჩ--–----- და მისმა მეუღლემ მიღეს ალკოჰოლური სასმელი და როდესაც მისი მეუღლე დათვრა მოსთხოვა - წასულიყვნენ სახლში, რაზედაც უპასუხა, რომ ცოტახანს დარჩენილიყვნენ, ამაზე მას მეუღლე ოლ-- ქუ-------–--ე გაუბრაზდა და ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში; ჯანა ამ-------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით;
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამომძიებელმა დ-------- გე-–-–---–-ა განცხადა, რომ მის სსიპ ლევან სამხარაულის ექპსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა ჟ--- ამ-------ის მიმართ, როდესაც ჟ--- ამ-------ს კითხავდა გამომძიებელი რ----- გვ----–--, რადგან ერთ სამუშაო ოთახში სხედან, გაიგო როგორ კატეგორიულად ითხოვდა მისი მეუღლის ოლ--ი ქუ-------–--ის დაკავებას, ასევე განმარტავდა, რომ ოლ-- ქუ-------–--ემ მას ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან შემჩნია, რომ ჟ--- ამ-------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით;
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-- ხ--------- დაადასტურა გამოძიების დაწყებისას და შემდეგ მისი მონაწილეობით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას სსიპ ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ექპერტმა გ-- გო---------მ განაცხადა, რომ ჟ--- ამ-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, რაც ასახა ექსპერტიზის დასკვნაში. ჟ--- ამ-------ის გადმოცემით, 2019 წლის 29 აპრილს დაახლოებით 18:30 საათზე და 01 მაისს საღამოს საათებში მეუღლემ ოლ--ი ქუ-------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, დაზარალებულმა ჟ--- ამ-------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ოლ-- ქუ-------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.9.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა ბრალდებულმა ოლ-- ქუ-------–--ემ.
3.10.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ასევე, ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, რომელთაგან არც ერთი მათგანი უტყუარად არ ადასტურებს ოლ-- ქუ-------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას და ვერ სცილდება ვარაუდისა და ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
იგივეს მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშა-ედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თა--სუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხა-დეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს ჟ--- ამ-------ის მიმართ ოლ-- ქუ-------–--ის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, ოლ-- ქუ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკა-შირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტი.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ოლ-- ქუ-------–--ის მიერ ჟ--- ამ-------ის მიმართ ძალადობის ფაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ოლ-- ქუ-------–--ის მიერ მისი მეუღლის, ჟ--- ამ-------ის მიმართ თითქოსდა განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.
მოწმის სახით გამოკითხვისას ი----- ჩ--–-----, რომელიც წარმოადგენდა ბრალდების მხარის პირდაპირ მოწმეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წლის პირველი მაისის ეპიზოდზე განმარტა, რომ ოლ--ი ქუ-------–--ე ხმამაღლა დაელაპარაკა მის მეუღლეს, თუმცა მისთვის ხელი არ დაურტყამს. ი----- ჩა-–----, მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, რომელიც პროკურორმა გამოაქვეყნა, არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მას გამომძიებლისთვის ისეთი ჩვენება, თითქოს ოლ-- ქუ-------–--ემ ჟ--- ამ-------ს ხელი დაარტყა, არ მიუცია, აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თუ რატომ დაწერა ასე გამომძიებელმა. პროკურორის შეკითხვაზე, უპასუხა, რომ სწორია მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება.
რაც შეეხება დაზარალებულს, რომელიც ასევე, წარმოადგენდა ბრალდების მხარის პირდაპირ მოწმეს, ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ოლ-- ქუ-------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, უკლებლივ წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს; ირიბი მტკიცებულებაა ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მართალია, დასტურდება ჟ--- ამ-------ის თვალის მიდამოში დაზიანების არსებობა, თუმცა არც ამ დასკვნით და არც ექსპერტის დაკითხვით, არ დგინდება- ვის მიერ ან რა ვითარებაში იქნა დაზიანება მიყენებული ჟ--- ამ-------ისთვის.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით პირის დამნაშავედ ცნობის აუცილებელი პირობაა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, რითაც პასუხი ვერ გაეცა მთავარ კითხვას- ნამდვილად მიაყენა თუ არა ოლ-- ქუ-------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა და განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ამ მოქმედებით. იმ ვითარებაში, როცა სხვა, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, დაზარალებულის ჩვენებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მისი შესაბამისობის, კავშირისა და დამაჯერებლობის შესაფასებლად.
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებითი სტანდარტი არასაკმარისია გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი,ნიშნავს სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობას, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის არც ერთი ნიშანი- მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე, მისი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, უტყუარი ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ოლ-- ქუ-------–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ოლ-- ქუ-------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ოლ-- ქუ-------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსს კოდექსის 255, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე -277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ოლ--ი ქუ-------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2.ბრალდებული ოლ--ი ქუ-------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ოლ-- ქუ-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.ბრალდებული ოლ--ი ქუ-------–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან
5. განემარტოს გამართლებულ ოლ--ი ქუ-------–--ეს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანა-ე.
7. განაჩენი შეიძლება მხარეების მიერ გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი რუსთაველის ქ.N247).
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია