განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/1315-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის თ---------------–--ის,ბრალდებულ ლ--------------ის,ადვოკატ თ------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------------------------ის, (პ/№5----------) - დაბადებულის 1--- წლის 0-------ს, რეგისტრირებულის ხ---------–--------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–-----------------------------------------–--------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ლ--------------ეს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩა N---–- მდებარე შპს „ე----------“ -ის ტექნიკის ლომბარდში, პირბადითა და კაპიშონით შენიღბული ლ--------------ე, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლომბარდის სალაროში არსებულ თანხას. კერძოდ, შენობაში შესვლისთანავე დანა მოუღერა ლომბარდის ოპერატორს - ა------------ეს, რომელსაც გაეჭრა მარცხენა ხელი. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა - ა------------ემ სცადა მეორე სართულზე ასვლა და გაქცევა , თუმცა კიბეზე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ლ--------------ემ ხელი მოჰკიდა ტანსაცმელში, ძირს ჩამოაგდო და მას შემდეგ რაც დარწმუნდა , რომ იგი განეიტრალებული იყო დაეუფლა სალაროში არსებულ თანხას - 930 ლარს. აღნიშნული ქმედებების შედეგად , დაზარალებულებს: ა------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, ხოლო შპს „ე----------“-ს მიადგა 930 ლარის ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ლ--------–---–ის, ქ--------–--------ის , ვ----–------------ის, ლ-–----------–--ის ზ---------------ის, ზ-------------–---–ის, ა------------ის, დ-----------------ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია, ამოღების ოქმი და მი საფუძველზე ამოღებული თანხა - 100 ლარი, სახლის ჩხრეკის ოქმები და მის საფუძველზე ამოღებული ნივთმტკიცებები, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდა საქმეში არსებული სხვა მასალები ) ერთობლიობა ლ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, აგრეთვე ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადაოდ არ გახადა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ნასამართლობის არმქონე პირია და ამასთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მას დადებითად ახასიათებენ გიმნაზიაში, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს N------------–--აში, სადაც ის იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. მას არაერთი სიგელი და დიპლომი აქვს მიღებული14 წლის ასაკში, როგორც კარატეში ასევე ჭადრაკში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წელი და 04(ოთხი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წელი და 08(რვა) თვე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ლ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 12 იანვრიდან.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ლ--------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, საკონტროლო ანაწმენდთან და სუფთა დოლბანდთან ერთად , ერთი ცალი პირბადე, ორი ცალი სამაგრი, ერთი ცალი ე.წ. „ხამუთი“, ა------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ა------------ისგან ამოღებული თეთრი ფერის პერანგი, ლ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ერთი ცალი ლეპტოპის ჩასადები, ერთი ცალი ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი, ნ-----–-----------–---ოს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ასლარიანი კუპიურა და ლ--------------ისაგან ამოღებული ერთი ცალი შარვალი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შპს „გ------------------ნ“ და შპს „ე----------“-გან გამოთხოვილი 2 ცალი ლაზერული დისკი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები ლაზერულ დისკთან ერთად შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი