განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2638-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ი-----------–---–ის,ბრალდებულ ნ--------------ის,ადვოკატ მ-------------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------------------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2--------–-, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-------–------------------------------------ში - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ნ--------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მარტს, ნ--------------ემ დ------------–--–--ისაგან რამდენიმე დღით იქირავა „ტოიტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა იმ მიზნით, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ავტომანქანის ნაწილებს. დ------------–--–--ესთან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისა და ავტომანქანის წაყვანის შემდეგ, დაახლოებით 13:30 საათზე ნ--------------ემ დ------------–--–--ის ავტომანქანა მიიყვანა ქ. თბილისში, ჩ-----–-- ქუჩაზე არსებულ ავტოსახელოსნო „ე--------------“-ში. იქ მომუშავე ხელოსნებს სთხოვა, თითქოსდა შეკეთების მიზნით ავტომანქანიდან ამოეღოთ მუხრუჭის „აბეეს“ ბლოკი და ჰიბრიდული სისტემის აკუმულატორი, რასაც თაღლითურად დაეუფლა, შემდგომში რეალიზაციის მიზნით.
აღნიშნული ქმედებით ნ--------------ემ დაზარალებულს მიაყენა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ დ------------–--–--ის, მოწმეების მა-–-------------–---–ის, გ--------------–--ის, ნ--------------ის გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ავტომანქანა, აკუმულატორისა და „აბეესის“ ბლოკის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ნ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, გასათვალისწინებელია ასევე, რომ მან დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი - 1500 ლარის ოდენობით და ასევე დაუბრუნა ავტომანქანის ნაწილები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ნ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ნივთიერი მტკიცებულები:
ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოები ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი