განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/77-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რო------ ხა------ე.
მამის სახელი: შ-----.
დაბადებული: 2-.1-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი დ---- ჯი---–ი.
ადვოკატი - დ--–- იმ---–---–ი.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( რო------ ხა------ე):
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 04 იანვარს, სამტრედია, სოფელი დ---- ჯი---–ი მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში რო------ ხა------ემ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხა------ აფ-------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ხა------ აფ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 07 აპრილს, სამტრედია, სოფელი დ---- ჯი---–ი მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში რო------ ხა------ემ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხა------ აფ-------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში და ასევე ხელები მოუჭირა მარცხენა მაჯის არეში, ხა------ აფ-------ემ აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯამრთელობის მოუშლელად.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რო------ ხა------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხნენ მოწმეები გე------ ცხ-------–---–ი, გ-- გო--------ე, ზუ---- ხა------ე, ს------- მო--–---–ი, გამოკვლეულ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული შ----- ხა------ის, მა----- ხა------ის, არასრულწლოვან შ----- რო------ის ძე ხა------ის გამოკითხვის ოქმები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე(დაზარალებული) ხა------ აფ-------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რო------ ხა------ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------- მო--–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, სოფელ დ--- ჯი---–ში. 2019 წლის 4 იანვარს, მასთან მივიდა რო------ ხა------ე, უთხრა, რომ მეუღლე ყავდა ცუდად და ითხოვა წნევის აპარატი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მან რ. ხა------ის ჭიშკართან დაინახა სასწრაფო და გადავიდა მათთან. ხ. აფ-------ე იწვა საწოლზე და კანკალებდა. არც წნევა ჰქონდა და არც სიცხე. ექიმმა თქვა, რომ ეჩვენებინათ ნერვოპათოლოგისათვის. ხ. აფ-------ე კითხვა თუ რა აწუხებდა პასუხს არავის სცემდა. იქ იყვნენ რო------ ხა------ის მშობლები, ძმა, შვილები და მეზობელი ზუ---- ხა------ე. მას ხ. აფ-------ესა და რ. ხა------ეს შორის კონფლიქტის თაობაზე არასდროს გაუგ--.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზუ---- ხა------ემ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გე------ ცხვირავაშილმა განაცხადა, რომ მუშაობდა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოს დ---- ჯი---–ის პოლიციის განყოფილების გამომძიებლად. მუშაობის პერიოდში გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანი შ----- და დავით ხა------ეების ცემის ფაქტზე. გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხვისას ხ. აფ-------ემ განუცხადა, რომ იგი ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 მცირწლოვან შვილთან ერთად. 2017 წლის 4 იანვარს, სახლში ყოფნისას სრულიად უმიზეზოდ მეუღლემ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგი გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. 2019 წლის 7 აპრილს ასევე სრულიად უმიზეზოდ ხელი გაარტყა ერთხელ სახეში და ხელი მოუჭირა მაჯაზე, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმით რომ იგი არ მუშაობდა. ხ. აფ-------ის ჩვენებების საფუძველზე რ. ხა------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ხოლო საქმე ხ. აფ-------ის მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. ამ მასქმეზე მან დანიშნა სასამართლო-სამედიცინო სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გო--------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებელ გე------ ცხვირავაშილის დადგენილების საფუძველზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ხ. აფ-------ეს და გასცა შესაბამისი დასკვნა.
მისივე განმარტებით ხ. აფ-------ეს დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა წინამხარის უკანა და წინა ზედაპირზე და არა მაჯაზე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 26.05.19წ. 00:41-00:47 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ხა------ აფ-------ეს მარცხენა წინა მხრის უკანა და წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით თითო სისხლნაჟღენთი შესაბამისად ზომებით: 1,2X0,4 სმ და 1,3 X0,5 სმ. მითითებული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთდ აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ.20-23).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რო------ ხა------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. რო------ ხა------ეს ბრალი დაედო მასში, რომ „ ... 2019 წლის 4 იანვარს, სამტრედიის რაიონის სოფელ დ--- ჯი---–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გენდერული მოტივით - გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხა------ აფ-------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი “.
- „ ... 2019 წლის 7 აპრილს, სამტრედიის რაიონის სოფელ დ--- ჯი---–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გენდერული მოტივით - გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხა------ აფ-------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ხელები მოუჭირა მარცხენა მაჯის არეში. ხა------ აფ-------ემ აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად .“
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.1-. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.11. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა ხა------ აფ-------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რო------ ხა------ის მიმართ.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.14. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი, ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რო------ ხა------ის მიერ ხა------ აფ-------ის მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.
3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთ შეთანხმების საფუძველზე უდაოდ მიჩნეული შ----- ხა------ის, მა----- ხა------ის, არასრულწლოვან შ----- რო------ის ძე ხა------ის გამოკითხვის ოქმებით უარყოფილია რო------ ხა------ის მიერ ხა------ აფ-------ის მიმართ რაიმე ძალადობის განხორციელების ფაქტის არსებობა. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2-. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.23. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რო------ ხა------ის მიმართ ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რო------ ხა------ის ბრალეულობაში.
3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რო------ ხა------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და უნდა გამართლდეს მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რო------ ხა------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რო------ ხა------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გაუქმდეს რო------ ხა------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 03 მაისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1-00 (ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს რო------ ხა------ეს (პ/ნ. 3----------).
განემარტოს გამართლებულ რო------ ხა------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი