განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100119003053154
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2755-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ლ-----–----–---–--ის,ბრალდებულ _ შ--–---------ის,ადვოკატ _ დ-------------–----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ შ--–--------–------------ის (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ს----------ს რაიონის სოფელ ყ----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ს--------ში, N--------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ--–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: მ-------------------–---–-ს, დ-------------–--–---–-ს, ზ-----------ის, ბრალდებულ შ--–---------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 თებერვალს, შ--–---------ემ მის მფლობელობაში არსებული „ს--------ს“ მარკის ავტომობილი დააზღვია სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-----ში“. აღნიშნული კომპანიისგან მოტყუებით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის 10 აპრილს, შ--–---------ემ ხსენებული ავტომობილი გააჩერა თბილისში, მ--------------------- შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილს მოხსნა ოთხივე საბურავი, თავისივე დისკებით, ასევე ქვის ჩარტყმით საქარე მინას მიაყენა დაზიანება. ამის შემდეგ შ--–---------ე დაუკავშირდა პოლიციას და სადაზღვევო კომპანიას, რომლებსაც განუცხდა, რომ თითქოს მისი ავტომობილიდან დაუდგენელმა პირმა მოიპარა დისკები და საბურავები, ასევე დააზიანა საქარე მინა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ქმედებით შ--–---------ემ სცადა სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-----ს“ კუთვნილი 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, თუმცა საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა მისი ნამდვილი განზრახვა და შ--–---------ის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება აღარ მომხდარა.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია შ--–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

შ--–---------ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან - შვიდ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შ--–---------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კი მას არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შ--–---------ეს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „ს--------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: O--------, რაც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოილუსტრაცია, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, შ--–---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გი----- გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გი-----ს სახით შეტანილი ფულადი თანხა კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „ს--------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: O--------, რაც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოილუსტრაცია, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე