განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
330100119003108495
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/3355-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ლ-–- გ-------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

კ--- ღ-------ე - დაბადებული 1--- წლის 0------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ---------------–-----------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, წ-----------------------------

 

კვალიფიკაცია: კ--- ღ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 05 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში ქ---------------–-ში, მ--------–-ს ქუჩის ბოლოს, მ-----------------------------------–--------------–-ს მიმდებარედ ი-–--- ა-–-----------სა და კ--- ღ-------ეს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, აღნიშნულის ნიადაგზე განაწყენებულმა კ--- ღ-------ემ ფეხის მრავალჯერ დარტყმით განზრახ დააზიანა იქვე გაჩერებული ი-–--- ა-–-----------ის მფლობელობაში არსებული „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Q---------, კერძოდ, ჩაამტვრია ყველა საქარე მინა, ოთხივე მაშუქი ფარი, დააზიანა წინა და უკანა ფრთები, ორივე კარი და ძრავის ხუფი. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით კ--- ღ-------ემ ი-–--- ა-–-----------ისათვის 1900 (ათას ცხრაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.1. ბრალდებულმა კ--- ღ-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 05 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ---------------–-ში, მ--------–-ს ქუჩის ბოლოს, მ-----------------------------------–--------------–-ს მიმდებარედ ი-–--- ა-–-----------ისა და კ--- ღ-------ეს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, აღნიშნულის ნიადაგზე განაწყენებულმა კ--- ღ-------ემ ფეხის მრავალჯერ დარტყმით განზრახ დააზიანა იქვე გაჩერებული ი-–--- ა-–-----------ის მფლობელობაში არსებული „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Q---------, კერძოდ, ჩაამტვრია ყველა საქარე მინა, ოთხივე მაშუქი ფარი, დააზიანა წინა და უკანა ფრთები, ორივე კარი და ძრავის ხუფი. ი-–--- ა-–-----------ისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1900 ლარი, რაც ანაზღაურებულ იქნა ბრალდებულის მიერ.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ--- ღ-------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. კ--- ღ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ი-–--- ა-–-----------ის, მოწმე ი----- პ-----–----ს, თავად კ--- ღ-------ის მიერ მოწოდებული ინფორმაციები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--- ღ-------ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ--- ღ-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. კ--- ღ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კ--- ღ-------ეს არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. კ--- ღ-------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ზიანი ანაზღაურებულია, არის დასაქმებული დროებით სამუშაოებზე.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას კ--- ღ-------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბრალდებულის მოთხოვნის გათვალისწინებით, კ--- ღ-------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ--- ღ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. კ--- ღ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. კ--- ღ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4. კ--- ღ-------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/