განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/11-19 2 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე - ჯ----– ნ-----–-–---–ი
დაცვის მხარე - ზ-----ბ ქ-----–---–ი; ი-----–ი ჩ------–---–ი;
ტ------– კ-----ძე; ლ---ნ ა-------ძე.
ბრალდებული - ნ-----–--ზ ნ--------ის ძე წ----–-–--ლი (დაბადებული 1--- წლის 18 ივ---ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს „ს-----ს“ სპეციალისტი, მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელ ძ---ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.
ბრალდებული - ბ----ა თ------ის ძე კ----ძე (დაბადებული 1--- წლის 02 დ--------ს, პირადი №3---------1, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი ძ---ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 15 დ--------ს, დაახლოებით 00:05 წუთზე, პოლიციის სამსახურეობრივ ,,ფორდ რ--------ის’’ მარკის ა/მანქანით, მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორი დ----- ბ---------ი, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–------რ ლ-----სთან და უბნის უმცროს ინსპექტორ გ--- მ--------თან ერთად იმყოფებოდნენ შემოვლაზე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ შენიშნეს ფოლცვაგენ ცც-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით W--------, რომელშიც ისხდნენ რამოდენიმე პიროვნება, ვინაიდან, ა/მანქანა მოძრაობდა წესების დარღვევით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეეჩერებინათ აღნიშნული ავტომანქანა და დადგენილი წესის მიხედვით შეემოწმებინათ ა/მანქანის მძღოლი სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შემდეგ უკან გაყვნენ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, მაშუქი ფარებით და საძახისით მიმართეს მძღოლს, რომ შეეჩერებინა მანქანა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და ცდილობდა მიმალვას, რის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს და მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, შპს "ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს ისინი, სადაც პოლიციის თანამშრომელი ვ-–------რ ლ----- მივიდა ზემოაღნიშნულ ავტომანქანის მძღოლთან, რომელსაც იცნობდა - იგი აღმოჩნდა ბ----ა კ----ძე, პოლიციელმა ვ-–------რ ლ-----მ წარუდგინა თავი და მოსთხოვა საბუთები, ამ დროს ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ბ----ა კ----ძე, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა ორივე ხელი ჩასჭიდა ხელი მხრებზე ვ-–------რ ლ-----ს და შეაგინა, ამ დროს პოლიციელები გ--- მ--------ი და დ----- ბ---------იც გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ნ-----–--ზ წ----–-–--ლსა და ბ----ა კ----ძეს მოუწოდეს წესრიგისაკენ, მაგრამ ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მუშტი დაარტყა ვ-–------რ ლ-----ს სახეში და დაუწყო ცემა, დაუზიანა ფორმის ტანსაცმელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ბ----ა კ----ძემ იქვე მყოფ გ--- მ--------ს მოულოდნელად შეაგინა და ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგ ბ----ა კ----ძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა დ----- ბ---------საც, რის შედეგადაც მანაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის დამხმარე ჯგუფი და ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი ადგილზე იქნენ დაკავებულნი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებულმა აჩვენა, რომ 2018 წლის 14 დ--------ს საღამოს 10:00 საათზე ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ბ----ა კ----ძესთან სახლში. მათ გადაწყვიტეს წასვლა ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მამის საფლავზე. მათ ასევე გაყვა ბ----ა კ----ძის მამა, თ-------აზ კ----ძე. ისინი ჯერ მივიდნენ მაღაზიაში სასმელის საყიდლად. მათ იყიდეს ორი ბოთლი შამპანიური. გზად გაიყოლეს ა--- ს---–-----–---–ი, რომლიც არ არის მისი მეგობარი. ის გაიცნო იმ დღეს მაღაზიასთან და გაიგო მისი სახელი და გვარი. ა--- ს---–-----–---–მა მათ ჰკითხა, თუ საით მიდიოდნენ და შემდეგ სთხოვა, რომ ისიც იმ მიმართულებით მიდიოდა, ძ---ელი იყო და თუ შეიძლებოდა მათ წაყვებოდა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. როგორც კი მათი მანქანა ჩიხში შევიდა, მათ გაყვა პატრულის ავტომანქანა. საჭესთან იჯდა ბ----ა კ----ძე, მის გვერდით იჯდა ბ----ა კ----ძის მამა თ-------აზ კ----ძე, ის იჯდა უკან, მგზავრის მხარეს, მის გვერდით იჯდა ა--- ს---–-----–---–ი. მათ გაყვა პოლიციის მანქანა პიკაპი და ხმამაღალი ხმოვანით მოუწოდებდნენ მანქანის გაჩერებას. მათ არ გააჩერეს მანქანა, რადგან იცოდნენ, რომ პოლიციის მანქანაში იჯდა პოლიციელი ვ-–------რ ლ----- და დ----- ბ---------ი. მათ კი გაგებული ჰქონდათ მათ მიერ ნამოქმედარი პროვოკაციული საქმეები. მართალია, მათ პირადად არ დაუნახავთ ვ-–------რ ლ----- მანქანაში, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ვ-–------რ ლ----- სწორედ პოლიციელის ამ პიკაპით მოძრაობდა. 2-3 კმ. მანძილის გავლის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ისეთ ადგილას მისვლა, სადაც იქნებოდა ვიდეოკამერა, რადგან თუ პოლიციელები პროვოკაციას მოუწყობდნენ, მათი ეს უკანონო ქმედებები ასახული იქნებოდა ვიდეოკამერაზე და ისინი თავის დაცვას შეძლებდნენ. აღნიშნულის გამო, ისინი მივიდნენ „ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზასთან, სადაც დანამდვილებით იცოდნენ, რომ იყო ვიდეო კამერები. ორივე მანქანა გაჩერდა ერთდროულად, საიდანაც ყველა გადმოვიდა. ბ----ა კ----ძესთან მივიდა ვ-–------რ ლ----- და მას, როგორც მძღოლს მოსთხოვა საბუთები, ასევე ჰკითხა მას, იყო თუ არა ნასვამი. ბ----ა კ----ძემ უპასუხა, რომ იყო ნასვამი და არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ვ-–------რ ლ----- წავიდა თავისი პიკაპისკენ. ის და ა--- ს---–-----–---–ი მას გაყვნენ უკან. ვ-–------რ ლ-----მ აიღო ხელში რაცია. მას ეგონა, რომ ვ-–------რ ლ----- აპირებდა ევაკუატორის გამოძახებას, მაგრამ როგორც მან მოისმინა, ვ-–------რ ლ----- იძახებდა დამხმარე ჯგუფს. ამ დროს მას დაუძახა ბ----ა კ----ძემ და სთხოვდა დახმარებას ,,ჩუსტის” მოძებნაში, რომელიც დაეკარგა მაშინ, როდესაც ფეხი ჩაუვარდა ტალახში, რადგან იქვე მანქანასთან იყო ტალახის გუბე. თავად ბ----ა კ----ძე ჩამომჯდარი იყო ბორდიულზე. ა--- ს---–-----–---–ი და ვ-–------რ ლ----- იდგნენ პოლიციის პიკაპთან, ხოლო ამ მანქანიდან დაახლოებით სამ მეტრში, მანქანის წინ იდგნენ დ---თ ბ---------ი, გ--- მ--------ი და თ-------აზ კ----ძე, რომლებიც ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. პოლიციას მანქანა მიყენებული ჰქონდა მათი მანქანის უკან. პოლიციის პიკაპს ჩართული ჰქონდა მაშუქები, ციმციმები, ისინი ხედავდნენ ერთმანეთის სახეებს. ის მივიდა ბ----ა კ----ძესთან, რომელსაც აპოვნინა „ჩუსტი“. ბ----ა კ----ძე იწმენდა ფეხს ტალახისგან. 10-15 წუთში მათთან მივიდა პოლიციის მეორე ეკიპაჟი. მათ ილაპარაკეს წუთნახევარი, შემდეგ მოკიდეს ხელი ბ----ა კ----ძეს და ჯერ ის ჩასვეს მანქანაში, ხოლო შემდეგ ისიც ჩასვეს მეორე მანქანაში. ბრალდებულის ჩვენებით, მას არანაირი ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია ვ-–------რ ლ----ისთვის და ამ ყველაფერს იგონებდა ვ-–------რ ლ-----. მას არ უთქვია ვ-–------რ ლ----ისთვის შემდეგი სიტყვები: ,,ხომ იცი ძ---ელები ვართო” და არ ყვიროდა ,,ძაღლებიო”. მისი განმარტებით, რაც პოლიციელებს დაზიანებები ჰქონდათ, მაშინ მას ერთი საათი უნდა ეცემა ისინი, 2-3 წუთში მათ ასეთ დაზიანებებს ვერ მიაყენებდა. მას თავად არ ჰქონია არანაირი დაზიანება.
ადვოკატის კითხვებზე ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მათთვის ბორკილები შემთხვევის ადგილზე არ დაუდიათ. ის როდესაც მივიდა ბ----ა კ----ძესთან, მას არანაირი დაპირისპირების ხმა არ მოუსმენია. ის არ იყურებოდა უკან, ლაპარაკის ხმა ესმოდა. ჩხუბის სიტუაცია არ ყოფილა. მას ბ----ა კ----ძისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი და შეიძლება ვერც გაეგო, თუ ექნებოდა ადგილი კონფლიქტს ა--- ს---–-----–---–სა და ვ-–------რ ლ-----ს, ან თ------ კ----ძესა და დ---თ ბ---------ს, გ--- მ--------ს შორის. ასევე ვერ გამორიცხავს მათ შორის ფიზიკურ კონფლიქტს, თუმცა არ დაუნახავს, რადგან ტალახში ეძებდა ბ----ა კ----ძის „ჩუსტს“. მათ სპეციალურად გააჩერეს მანქანა კამერების ქვეშ, რადგან კამერებზე აღიბეჭდებოდა, თუ რამე პროვოკაციას ექნებოდა ადგილი. ა--- ს---–-----–---–ი და თ------ კ----ძე ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა ნუსხაში შეყვანილი ჰყავდა მოწმეთა დასაკითხ სიაში, რაც მოხსნა საქმის არსებითი განხილვის დროს. მათ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ეს მოწმეები დაიკითხებოდნენ საქმის არსებითი განხილვის დროს და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ მათთვის დაესვათ შეკითხვები. აღნიშნულის გამო დაცვის მხარემ არ ჩათვლა საჭიროდ, წარედგინათ თავინთი მტკიცებულებათა ნუსხა, სადაც მოწმეების სახით ეყოლებოდათ შეყვანილები თ-------აზ კ----ძე და ა--- ს---–-----–---–ი. ისინი დაახლოებით 10 წუთი ელოდებოდნენ დამხმარე ჯგუფს, რა დროსაც ის, ბ----ა კ----ძე, თ------ კ----ძე და ა--- ს---–-----–---–ი თავისთვის ლაპარაკობდნენ, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - ვ-–------რ ლ-----, დ---თ ბ---------ი და გ--- მ--------ი კი თავისთვის. ამ ორ ჯგუფს შორის ადგილი არ ჰქონია არანაირ გინებასა და ლაპარაკს. ა--- ს---–-----–---–ი და თ------ კ----ძე მასთან და ბ----ა კ----ძესთან მივიდნენ იმ დროს, როდესაც ბ----ა კ----ძე იწმენდდა ფეხს ტალახისაგან. პოლიციის თანამშრომლებს არ მიუყენებიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბ----ა კ----ძისათვის. ის როდესაც მიდიოდა ბ----ა კ----ძისკენ, მას უკან შემოესმა უბრალოდ ხმამაღალი ლაპარაკი, რაც ჩხუბის ფორმას არ გავდა. დაახლოებით 5-6 მეტრი იყო მანძილი პოლიციის მანქანასთან მისულ ვ-–------რ ლ-----სა და ბ----ა კ----ძეს შორის, რომელიც დარჩა თავის მანქანასთან. ზუსტად მეტრები არ ახსოვს, არ გაუზომავს, ამასთან, იყო სიბნელე და ყველაფერი კარგად ვერ დაინახა.
2.2. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბ----ა კ----ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებულმა აჩვენა, რომ 2018 წლის 14 დ--------ს ის იყო სახლში. მასთან მივიდა ღამის 10 საათზე ნ-----–--ზ წ----–-–--ლი. მათ დალიეს ორი, სამი ჭიქა. შემდეგ გადაწყვიტეს წასულიყვნენ სასაფლაოზე ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მამის საფლავზე. მათ გაყვა მამამისიც, თ-------აზ წ----ე. ისინი მივიდნენ ძ---ის მაღაზიაში, იყიდეს სასმელი. იქ შეხვდათ ა--- ს---–-----–---–ი, რომელსაც ის გამოელაპარაკა. არც ის და არც მისი თანმხლები პირები მას არ იცნობდნენ. ა--- ს---–-----–---–მა მათ ჰკითხა, თუ საით მიდიოდნენ და შემდეგ სთხოვა, რომ ისიც იმ მიმართულებით მიდიოდა, ძ---ელი იყო და თუ შეიძლებოდა მათ წაყვებოდა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. ა--- ს---–-----–---–ი იყო ნასვამი და იმის გამო, რომ ისინი მიდიოდნენ დასალ---დ, მან შესთავაზე ა---ს, რომ მათთან ერთად წასულიყო. მანქანით მოძრაობის დროს მათ წამოეწიათ პოლიციის პიკაპი და მოსთხოვეს მანქანის გაჩერება რაციით. პოლიციის მანქანას ჰქონდა განმასხვავებელი ნიშნები, ჰქონდა ციმციმები. ის იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა მამამისი, თ-------აზ კ----ძე, მის უკან იჯდა ა--- ს---–-----–---–ი, ხოლო მის გვერდით ნ-----–--ზ წ----–-–--ლი. მან არ გააჩერა მანქანა, მიუხედავად პოლიციის მოთხოვ---ა, რადგან მას ვ-–------რ ლ-----ზე და დ---თ ბ---------ზე გაგონილი ჰქონდა, რომ ხშირად ადამიანებს უკანონოდ ექცეოდნენ. მას არ დაუნახია მანქანაში მყოფი პოლიციელები. მას მანამდე არსად არ ენახა ვ-–------რ ლ-----, მასთან არც კარგი და არც ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. საერთოდ მას არ შეხვედრია. ბრალდებულის განმარტებით, მათ მიმართ რაიმე პროვოკაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი პოლიციელების მხრიდან, მან 4-5 კმ. მანძილის გავლის შემდეგ მანქანა გააჩერა ნავთობბაზასთან, რადგან იცოდა, რომ იქ იყო განათებული ადგილი და იყო ვიდეო კამერები, საჭიროების შემთხვევში კი ისინი ამ კამერის ჩანაწერებს ამოიღებდნენ. მათი მანქანის გაჩერებიდან 2-3 წუთში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მას არ ახსოვს, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა და ან რა მანძილში მიყვებოდა უკან პოლიციის მანქანა. მანქანის გაჩერებიდან ნახევრად გადმოსული იყო მანქანიდან, რომ 4-5 მეტრში უკნიდან მიადგა პოლიციის მანქანა. მათ მანქანის ფარები ანთებული ჰქონდათ. როგორც კი ის გადმოვიდა მანქანიდან, მასთან მივიდა ვ-–------რ ლ-----. მას ეცვა „ჩუსტები“. იქ ახლოს 1 მეტრში იყო ტალახის გუბე მარცხენა მხარეს. მანქანიდან რომ გადმოვიდა, ფეხი ჩაუვარდა ტალახში და დაკარგა ერთი ცალი „ჩუსტი“. მას ვ-–------რ ლ-----მ ჰკითხა ვინაობა, მოსთხოვა მართვის მოწმობის გადაცემა და ჰკითხა იყო თუ არა ნასვამი. მან უთხრა თავისი ვინაობა, ის, რომ არ ჰქონდა მართვის მოწმობა და იყო ნასვამი. ვ-–------რ ლ----- წავიდა ლაპარაკით თავისი მანქანისკენ. მისი თანმხლები პირები გადმოსულები იყვნენ მანქანიდან და იდგნენ მანქანის მარჯვენა მხარეს. ვ-–------რ ლ----- გაბრაზდა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ვ-–------რ ლ----- მივიდა თავის მანქანასთან და რაციაზე დაიწყო ლაპარაკი. მას მიჰყვა უკან ნ-----–--ზ წ----–-–--ლი. მასთან ახლოს იყვნენ მანქანის მარჯვენა მხარეს გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი. ის იდგა მარტო. შემდეგ ა--- ს---–-----–---–ი მივიდა ვ-–------რ ლ-----სთან. ხოლო მამამისთან, თ-------აზ კ----ძესთან იდგნენ გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი მისგან დაახლოებით 2-3 მეტრში, ხოლო ვ-–------რ ლ----- და ა--- ს---–-----–---–ი იდგენენ 4-5 მეტრში მისი მანქანიდან. ვ-–------რ ლ----- ლაპარაკობდა რაციაში, მაგრამ სიტყვების შინაარსი მან ვერ გაიგო. ბრალდებულის განმარტებით, ის შეტრიალდა და დაიწყო „ჩუსტის“ მოძებნა. ამ დროს მივიდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, მას მიეხმარა განათებაში და ერთად დაიწყეს „ჩუსტის“ ძებნა. მათ იპოვეს „ჩუსტი“ და დადგნენ მის მანქანასთან. ამ დროს ა--- ს---–-----–---–სა და ვ-–------რ ლ-----ს შორის, ასევე მამამისსა, თ-------აზ კ----ძესა და დ---თ ბ---------ს, გ--- მ--------ს შორის იყო ხმამაღალი ლაპარაკი, მაგრამ სიტყვები არ ესმოდა. ამ დროს მივიდა მასთან ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მას დაეხმარა „ჩუსტის“ პოვნაში, შემდეგ კი ორივე დადგა ბ----ა კ----ძის მანქანასთან და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. ამ დროს მივიდა პოლიციის მეორე ეკიპაჟი. ვ-–------რ ლ-----მ და დ---თ ბ---------მა მას დაუძახეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მცხეთის სამმართველოში მათი მისვლიდან 2-3 წუთში დაინახა ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ა--- ს---–-----–---–ი. მას განყოფილებაში უთხრეს, დაკავებული ხარ და ხელი მოგვიწერეო, მას ხელი არაფერზე მოუწერია, რადგან არ არის დამნაშავე. მას არავისთვის, არც ერთი პოლიციელისათვის არანაირი ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ადვოკატის კითხვებზე, ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ ხმამაღალ საუბარს, რომლის სიტყვები მას არ ესმოდა და ფიზიკურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი როგორც ა--- ს---–-----–---–ის მხრიდან ვ-–------რ ლ----ის მიმართ, ასევე თ-------აზ კ----ძის მხრიდან დ---თ ბ---------ის და გ--- მ--------ის მიმართ. ამ დროს ა--- ს---–-----–---–ი და ვ-–------რ ლ----- იყვნენ პოლიციის პიკაპთან, ხოლო თ-------აზ კ----ძე, დ---თ ბ---------ი და გ--- მ--------ი იდგნენ მისი მანქანის მარჯვენა მხარეს: ის ადგილი იყო ნათურით განათებული. პოლიციელებს ეცვათ პოლიციის ფორმები. ის ადრეც იყო იმ ადგილას ნამყოფი, რადგან იქ მუშაობდა და იცოდა, რომ იმ ადგილას იყო კამერები. ბრალდებულმა აჩვენა, რომ ა--- ს---–-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენჯერმე ხელის დარტყმას ვ-–------რ ლ-----ზე, მაგრამ რამდენჯერ, არ ახსოვს და ამ საკითხზე არ სურს დეტალური საუბარი, რისი უფლებაც აქვს. ასევე, თ-------აზ კ----ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის დარტყმას გ--- მ--------ის და დ---თ ბ---------ის მიმართ, მაგრამ ამ გარემოების დეტალებზეც მას არ სურს საუბარი, რისი უფლებაც მას აქვს. ნ-----–--ზ წ----–-–--ლს ყურადღება გადატანილი ჰქონდა მისკენ, რომ მოეძებნათ „ჩუსტი“, მას ნაკლებად აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა მის უკან. ის ადგილი იყო განათებული, მაგრამ ყველა წერტილი არ იყო განათებული. ის იყო ნასვამი და ამიტომ არ ახსოვს კამათის შინაარსი. მისი განმარტებით, როდესაც დარტყმები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა, მათი მხრიდან ყვირილს ადგილი არ ჰქონია. თავიდან ვ-–------რ ლ----- ესაუბრებოდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს. ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მხრიდან ვ-–------რ ლ-----ზე არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ის ელოდებოდა, რომ დააკავებდნენ მამამისს, თ-------აზ კ----ძეს და ა--- ს---–-----–---–ს. მას ბორკილები არ გაუკეთეს პოლიციის თანამაშრომლებმა მანქანაში ჩასმის დროს. პოლიციის თანამშრომლების მიმართ აღნიშნული ფიზიკური კონფლიქტის შემდეგ მასთან და ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან მივიდნენ ა--- ს---–-----–---–ი და თ-------აზ კ----ძე, ისინი იდგნენ მის მანქანასთან და საუბრობდნენ, ასევე პოლიციის მანქანასთან იდგნენ პოლიციის თანამშრომლები და საუბრობდნენ. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა პოლიციის მეორე ეკიპაჟი. ამ პერიოდში მათ არ ჰქონიათ პოლიციელებთან არანაირი ურთიერთობა.
2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის პოზიციას იმის შესახებ, რომ მათ არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ - რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის ბრალეულობა დადასტურებულია ნაწილობრივ როგორც თავად ბრალდებულების, ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის სასამართლოზე მოწმეების სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით, ასევე მათი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
2.4. სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულ შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ-–------რ ლ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორებთან გ--- მ--------თან და დ---თ ბ---------თან ერთად შემოვლაზე იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამსახურეობრივი მაშუქიანი ა/მანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი უნიფორმა. 2018 წლის 15 დ--------ს, დაახლოებით 00:05 საათზე, სოფელ ძ---ში, შეამჩნიეს არასწორი მანევრირებით, ზოლიდან ზოლში მოძრავი ფოლცვაგენ ცც-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, რომელშიც იჯდა რამდენიმე პიროვნება, ხოლო მანქანას მართავდა მათთვის ნაცნობი პიროვნება, სოფელ ძ---ში მცხოვრები ბ----ა კ----ძე. ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანის შეჩერების და მძღოლის კანონით დადგენილი წესით ალკოტესტის საშუალებით შემოწმების მიზნით, ისინი უკან გაყვნენ აღნიშნულ ა/მანქანას და მაშუქი ფარებითა და საძახისით მიმართეს მძღოლს. ა/მანქანის მძღოლი მითითების მიუხედავად არ დაემორჩილა მოთხოვნას და გააგრძელა მოძრაობა. ა/მანქანა თავდაპირველად მოძრაობდა ნელა და შეგნებულად არ აჩერებდა. შემდეგ მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. მათ შეანელეს სვლა, რათა არ მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება, თუმცა როგორც კი ისინი ანელებდნენ მოძრაობას, ასევე ანელებდა მოძრაობას ფოლცვაგენ ცც-ს მძღოლი, რომელიც ცდილოდა მათ პროვოცირებას (გამოწვევას). აღნიშნული განმეორდა რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც მანქანა მაღალი სიჩქარით დაიძრა სოფელ ძ---იდან თბილისის მიმართულებით, რის შემდეგაც არმაზის დასახლებასთან გადაუხვიეს შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზის მიმართულებით (გად---და სხვა გზაზე და გაემართა უკან ძ---ის მიმართულებით), სადაც იყო ცუდი დეფექტური გზა, მეორეხარისხოვანი. მათ ბრალდებულის მანქანა თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ. როდესაც ბრალდებულები ანელებდნენ სიჩქარეს, მათ ეგონათ, რომ აჩერებდნენ. რის გამოც დაბალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის მანქანამ ვერ შეძლო მაღალი სიჩქარით მოძრაობა, ხოლო ბაზასთან მისვლისას იყო ჩიხი, რის გამოც ფოლცვაგენის მარკის მანქანის მძღოლმა იძულებით შეაჩერა მოძრაობა. მათ აღნიშნულ მანქანას უკან მიუყენეს სამსახურეობრივი მანქანა, რის შემდეგაც გად---დნენ სამსახურეობრივი მანქანიდან, მივიდნენ ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანასთან. ბ----ა კ----ძის გვერდით იჯდა ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ბ----ა კ----ძეს შვილოთი მიმართავდა. ხოლო უკან ისხდნენ სოფელ ძ---ში მცხოვრები ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და მათი თანასოფლელი ა--- ს---–-----–---–ი. გი-----ი ლ-----მ მძღოლის კართან მისვლისას წარუდგინა თავი და სთხოვა წარმოედგინა საბუთები, ამ დროს მოულოდნელად ვ-–------რ ლ----ის გვერდიდან მივიდა მძღოლის უკან მჯდომი ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, რომელმაც მხარზე მოკიდა ხელი, მოქაჩა სამსახურეობრივ უნიფორმაზე, შეატრიალა მისკენ და აგრესიულად, ხმამაღლა უთხრა - „რას აგვეკიდეთ, ვერ გვცნობთ, რომ ძ---ელები ვართ?!“. ამ დროს ასევე მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი ბ----ა კ----ძე, რომელმაც მოულოდნელად აგრესიულად ჩასჭიდა ვ-–------რ ლ-----ს ორივე ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ პიროვნებებს ვიზუალურად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამები და ასევე უშუალოდ იგრძნობოდა მათგან ალკოჰოლის სუნი. აღნიშნული აგრესიული ქმედებების შემდეგ ვ-–------რ ლ-----მ მოუწოდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაწყნარებულიყო, დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას და არ გააეწია მისთვის წინააღმდეგობა. სხვა თანამშრომლებიც ასევე მოუწოდებდნენ ბ----ა კ----ძესა და ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაწყნარებისკენ. მიუხედავად ამისა ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი იქცეოდნენ აგრესიულად, ვ-–------რ ლ-----ს ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მხარზე ექაჩებოდა. შემდეგ მოულოდნელად ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მარჯვენა ხელი დაარტყა შუბლის არეში, რა დროსაც, ვ-–------რ ლ----ის თქმით, მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მიუხედავად ძლიერი დარტყმისა ის არ დაცემულა, ხელი მოკიდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს, რათა არ მიმალულიყო. ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მეორეჯერაც დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ფეხზე მიარტყა ფეხი, რის შემდეგაც ვ-–------რ ლ----- მოიკუნტა. თუმცა ცდილობდა ხელი არ გაეშვა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისათვის. ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისას, რა დროსაც ვ-–------რ ლ-----მ დაზიანებები მიიღო შუბლის, მარჯვენა თვალის, ზურგის და მარცხენა ფეხის მიდამოებში, დაიხა მისი სამსახურეობრივი პერანგი, ასევე გაიხა მისი კუთვნილი შარვალიც. ვ-–------რ ლ-----მ დაინახა, რომ ბ----ა კ----ძემაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის თანამშრომლებს, გ--- მ--------სა და დ---თ ბ---------ს, კერძოდ ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, ეძახდა მათ „ძაღლებს“ და იგინებოდა მათი და პოლიციის სამსახურის მისამართით. ვ-–------რ ლ----ის ჩვენებით, ბრალდებულებთან ერთად იყო ორი პიროვნება, ერთ-ერთი იყო ბ----ა კ----ძის მამა, რომელიც ბ----ას მიმართავდა შვილოთი. მეორის სახელი და გვარი არ ახსოვს. ბ----ას მამა მათ მოუწოდებდა დამშვიდებისაკენ. მეორე პიროვნებაც ამბობდა „დამშვიდდით, დაწყნარდით“-ო. მათ არავისთვის მიუყენებიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, მათ დასახმარებლად მოვიდა უახლოეს პერიმეტრზე მყოფი ჯგუფი სამსახურეობრივი მანქანით - ვ-–------რ გ-------–---–ი და გი-----ი ა----–--ლი, რომლებიც სოფელ ძ---ში გამოემართნენ გ--- მ--------ის მიერ ხელის რაციით დახმარების გადაცემის შემდგომ. მათი დახმარებით მოხერხდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის მანქანაში ჩასმა, სადაც ვ-–------რ გ-------–---–მა და გი-----ი ა----–--ლმა შეადგინეს შესაბამისი ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, ვ-–------რ ლ-----მ ისარგებლა შემთხვევით და მობილური ტელეფონით დაწვრილებით შეატყობინა შსს მცხეთის სამმართველოს სამორიგეო ნაწილს მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, მათ ხელბორკილი თან არ ჰქონდათ, შემდეგ დამხმარე ჯგუფმა მოიტანა, შეიძლება ხელბორკილები მანქანაში ყოფილიყო, ზუსტად არ ახსოვს.
2.5. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულ შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორ დ----- ბ---------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორებთან გ--- მ--------თან და ვ-–------რ ლ-----სთან ერთად შემოვლაზე იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამსახურეობრივი მაშუქიანი ა/მანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი უნიფორმა. 2018 წლის 15 დ--------ს, დაახლოებით 00:05 საათზე, სოფელ ძ---ში, შეამჩნიეს არასწორი მანევრირებით მოძრავი ფოლცვაგენ ცც-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, რომელშიც იჯდა რამდენიმე პიროვნება, ხოლო მანქანას მართავდა ვ-–------რ ლ----ისთვის ნაცნობი სოფელ ძ---ში მცხოვრები ბ----ა კ----ძე. ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანის შეჩერების და მძღოლის კანონით დადგენილი წესით ალკოტესტის საშუალებით შემოწმების მიზნით, ისინი უკან გაყვნენ აღნიშნულ ა/მანქანას და მაშუქი ფარებითა და საძახისით მიმართეს მძღოლს. ა/მანქანის მძღოლი მითითების მიუხედავად არ დაემორჩილა მოთხოვნას და გააგრძელა მოძრაობა. ა/მანქანა თავდაპირველად მოძრაობდა ნელა და შეგნებულად არ აჩერებდა. შემდეგ მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. მათ შეანელეს სვლა, რათა არ მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება, თუმცა როგორც კი ისინი ანელებდნენ მოძრაობას, ასევე ანელებდა მოძრაობას ზ/ნახსენები ფოლცვაგენ ცც-ს მძღოლი, რომელიც ცდილოდა მათ პროვოცირებას (გამოწვევას). აღნიშნული განმეორდა რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც მანქანა მაღალი სიჩქარით დაიძრა სოფელ ძ---იდან თბილისის მიმართულებით, რის შემდეგაც არმაზის დასახლებასთან გადაუხვიეს შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზის მიმართულებით (გად---და სხვა გზაზე და გაემართა უკან ძ---ის მიმართულებით), სადაც იყო ცუდი დეფექტური გზა, რის გამოც დაბალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის მანქანამ ვერ შეძლო მაღალი სიჩქარით მოძრაობა, ხოლო ბაზასთან მისვლისას იყო ჩიხი, რის გამოც ფოლცვაგენის მარკის მანქანის მძღოლმა იძულებით შეაჩერა მოძრაობა. მათ აღნიშნულ მანქანას უკან მიუყენეს სამსახურეობრივი მანქანა, რის შემდეგაც გად---დნენ სამსახურეობრივი მანქანიდან, მივიდნენ ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანასთან. მათ მანქანებს შორის 2 მეტრი იქნებოდა. ვ-–------რ ლ-----მ წარუდგინა მძღოლს საკუთარი თავი და სთხოვა საბუთები, ამ დროს დ----- ბ---------მა დაინახა, რომ ვ-–------რ ლ-----სთან გვერდიდან მივიდა მძღოლის უკან მჯდომი ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, რომელმაც მხარზე მოკიდა მას ხელი. ხსენებულ პიროვნებას ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას შემდეგ რაც ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მოკიდა ხელი და მოქაჩა სამსახურეობრივ უნიფორმაზე, აგრესიულად ხმამაღლა ჰკითხა ვ-–------რ ლ-----ს, თუ რატომ აედევნენ - „ვერ გვცნობთ, ძ---ელები ვართ?!“. ამ დროს ასევე მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი ბ----ა კ----ძე, რომელსაც ასევე ჰქონდა ალკოჰოლის სუნი. ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მოულოდნელად აგრესიულად ჩაჭიდა ორივე ხელი ვ-–------რ ლ-----ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვ-–------რ ლ----- მათ მოუწოდებდა სიმშვიდისკენ და პოლიციის კანონიერი მოთხოვ--- დამორჩილებისკენ. ასევე სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ მათ იგი და გ--- მ--------ი, თუმცა მათი ყოველი მოწოდების შემდგომ, ისინი ხდებოდნენ უფრო აგრესიულნი. ამ დროს დ----- ბ---------მა დაინახა, რომ ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მხარზე ექაჩებოდა ვ-–------რ ლ-----ს, და ერთ მომენტში ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მოულოდნელად მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში. ვ-–------რ ლ----- წა---რძიკდა, თუმცა ხელი არ გაუშვა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს და შეიმაგრა თავი. მიუხედავად აღნიშნულისა ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა კიდევ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ფეხზე მიარტყა ფეხი, ვ-–------რ ლ----- კვლავ წაბარბაცდა. ამ დროს ბ----ა კ----ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ--- მ--------ს. დ----- ბ---------მა მოუწოდა ბ----ა კ----ძეს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რის შემდგომაც მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხელებისა და ფეხების, ტანისა და სახის არეში დარტყმით, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, ეძახდა მათ „ძაღლებს“ და იგინებოდა მათი და პოლიციის სამსახურის მისამართით. დ----- ბ---------მა აღნიშნა, რომ ბ----ა კ----ძეც და ნ-----–--ზ წ----–-–--ლიც იყვნენ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები. მას პირადად ბ----ა კ----ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბ----ა კ----ძემ მას დაარტყა სახისა და ტანის არეში, ხელსაც და ფეხსაც ურტყამდა. ასევე ბ----ა კ----ძემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება გ--- მ--------საც, ხოლო ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ვ-–------რ ლ-----ს. დ----- ბ---------ის ჩვენებით, მათ დასახმარებლად მივიდა უახლოეს პერიმეტრზე მყოფი ჯგუფი სამსახურეობრივი მანქანით - ვ-–------რ გ-------–---–ი და გი-----ი ა----–--ლი, რომლებიც სოფელ ძ---ში გამოემართნენ გ--- მ--------ის მიერ ხელის რაციით დახმარების გადაცემის შემდგომ. გზაში მოძრაობისას მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოეძახათ დამატებითი ძალა დასახმარებლად, რა დროსაც ჩათვალეს საჭიროდ, მაშინ გამოიძახეს. მათი დახმარებით მოხერხდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის გაკავება და მანქანაში ჩასმა, სადაც ვ-–------რ გ-------–---–მა და გი-----ი ა----–--ლმა შეადგინეს შესაბამისი ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. დ----- ბ---------ის ინფორმაციით, მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, ასევე ვ-–------რ ლ-----მ ისარგებლა შემთხვევით და მობილური ტელეფონით დაწვრილებით შეატყობინა მცხეთის სამორიგეო ნაწილს მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, მას ხელბორკილები ყოველთვის აქვს ხოლმე მანქანაში, ამ შემთხვევის დროს მას ზუსტად არ ახსოვს ჰქონდა თუ არა ხელბორკილები მანქანაში.
2.6. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, უბნის უმცროსი ინსპექტორის დაზარალებულ გ--- მ--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროს ინსპექტორებთან ვ-–------რ ლ----ისა და დ---თ ბ---------თან ერთად შემოვლაზე იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამსახურეობრივი მაშუქიანი ა/მანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი უნიფორმა. 2018 წლის 15 დ--------ს, დაახლოებით 00:05 საათზე, სოფელ ძ---ში, შეამჩნიეს არასწორი მანევრირებით მოძრავი ფოლცვაგენ ცც-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, რომელშიც იჯდა რამდენიმე პიროვნება, ხოლო მანქანას მართავდა ვ-–------რ ლ----ისთვის ნაცნობი სოფელ ძ---ში მცხოვრები ბ----ა კ----ძე. ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანის შეჩერების და მძღოლის კანონით დადგენილი წესით ალკოტესტის საშუალებით შემოწმების მიზნით, ისინი უკან გაყვნენ აღნიშნულ ა/მანქანას და მაშუქი ფარებითა და საძახისით მიმართეს მძღოლს. ა/მანქანის მძღოლი მითითების მიუხედავად არ დაემორჩილა მოთხოვნას და გააგრძელა მოძრაობა. ა/მანქანა თავდაპირველად მოძრაობდა ნელა და შეგნებულად არ აჩერებდა. შემდეგ მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. მათ შეანელეს სვლა, რათა არ მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება, თუმცა როგორც კი ისინი ანელებდნენ მოძრაობას, ასევე ანელებდა მოძრაობას ზ/ნახსენები ფოლცვაგენ ცც-ს მძღოლი, რომელიც ცდილობდა მათ პროვოცირებას (გამოწვევას). აღნიშნული განმეორდა რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც მანქანა მაღალი სიჩქარით დაიძრა სოფელ ძ---იდან თბილისის მიმართულებით, რის შემდეგაც არმაზის დასახლებასთან გადაუხვიეს შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზის მიმართულებით (გად---და სხვა გზაზე და გაემართა უკან ძ---ის მიმართულებით), სადაც იყო ცუდი დეფექტური გზა, რის გამოც დაბალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის მანქანამ ვერ შეძლო მაღალი სიჩქარით მოძრაობა, ხოლო ბაზასთან მისვლისას იყო ჩიხი, რის გამოც ფოლცვაგენის მარკის მანქანის მძღოლმა იძულებით შეაჩერა მოძრაობა. მათ აღნიშნულ მანქანას უკან მიუყენეს სამხაურეობრივი მანქანა, რის შემდეგაც გად---დნენ სამსახურეობრივი მანქანიდან, მივიდნენ ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანასთან. მძღოლის კართან მისვლისას გ--- მ--------მა წარუდგინა მძღოლს თავი და სთხოვა წარმოედგინა საბუთები. ამ დროს მოულოდნელად ვ-–------რ ლ----ის გვერდიდან მივიდა მძღოლის უკან მჯდომი ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, რომელმაც მხარზე მოკიდა ხელი, მოქაჩა სამსახურებრივ უნიფორმაზე, შეატრიალა მისკენ და აგრესიულად, ხმამაღლა უთხრა - „რატომ გადაგვეკიდეთ, ხომ იცით, რომ ძ---ელები ვართ?!“. ამ დროს ასევე მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი ბ----ა კ----ძე, რომელმაც მოულოდნელად აგრესიულად ჩასჭიდა ვ-–------რ ლ-----ს ორივე ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვ-–------რ ლ-----მ შენიშნა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის ფიზიკური სიძლიერე, ასევე ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნა. აღნიშნული აგრესიული ქმედებების შემდეგ გ--- მ--------მა მოუწოდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაწყნარებულიყო, დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას და არ გაეწია მისთვის წინააღმდეგობა. მიუხედავად ამისა ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი იქცეოდნენ აგრესიულად, ვ-–------რ ლ-----ს ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მხარზე ექაჩებოდა. შემდეგ მოულოდნელად ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მარჯვენა ხელი დაარტყა შუბლის არეში. ამ დროს ბ----ა კ----ძე გაიწია ვ-–------რ ლ----ისაკენ, რა დროსაც გ--- მ--------მა და დ---თ ბ---------მა იგი შეაჩერეს. აღნიშნულის გამო ბ----ა კ----ძემ ხელი დაარტყა გ--- მ--------ს სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე უნიფორმის საყელოზე ძლიერად მომქაჩა და სცადა მისი მიწაზე დანარცხება, თუმცა მან შეძლო თავის შემაგრება, რადგან ბ----ა კ----ძეს იჭერდა დ---თ ბ---------ი, თუმცა მოქაჩვის გამო გაიხა მისი უნიფორმა. ბ----ა კ----ძე მას ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რა დროსაც მისი ხელი მოხვდა დ---თ ბ---------საც, ბ----ა კ----ძე ასევე ეძახდა მათ „ძაღლებს“ და იგინებოდა მათი და პოლიციის სამსახურის მისამართით. იმ დროს როდესაც დ---თ ბ---------ს დაჭერილი ჰყავდა ბ----ა კ----ძე, გ--- მ--------მა მოახერხა ხელის რაციით დახმარების თხოვნა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული სიტუაცია გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდეგაც მათ დასახმარებლად მოვიდა უახლოეს პერიმეტრზე მყოფი ჯგუფი სამსახურეობრივი მანქანით - ვ-–------რ გ-------–---–ი და გი-----ი ა----–--ლი, რომლებიც სოფელ ძ---ში გამოემართნენ გ--- მ--------ის მიერ ხელის რაციით დახმარების გადაცემის შემდგომ. მათი დახმარებით მოხერხდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის მანქანაში ჩასმა, სადაც ვ-–------რ გ-------–---–მა და გი-----ი ა----–--ლმა შეადგინეს შესაბამისი ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. მოწმის ჩვენებით, ბ----ა კ----ძის მიერ ფიზიკური წინააღმდეგობისას დაზიანდა მისი კუთვნილი მაჯის საათი, რომელიც ეკეთა მარცხენა ხელზე და რომლის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. მანქანაში მსხდომი სხვა ორი პირი ა--- ს---–-----–---–ი და ბ----ა კ----ძის მამა არ იქცეოდნენ აგრესიულად, მათ ჩვენთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, თუმცა არც აშველებდნენ, ა--- ს---–-----–---–ი მათ ჰკიდებდა ხელს ხოლო შუახნის კაცი, სავარაუდოდ ბ----ას მამა, მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდებდა, რომ გაჩერებულიყვნენ. უშუალოდ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ----ა კ----ძემ სახისა და ტანის არეში დაარტყა არაერთხელ ხელი და ფეხი, ვინაიდან იყო მასზე ფიზიკურად ძლიერი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაიხა მისი სამსახურეობრივი უნიფორმის პერანგი. ბ----ა კ----ძემ ასევე შეურაცხყოფა მიაყენა დ---თ ბ---------საც, ხოლო ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ-–------რ ლ-----ს. მისი ფიზიკური დაზიანების და ტკივილის გამო გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება, მათ მიერ შედგენილი იქნა სამედიცინო ბარათი.
2.7. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვ-–------რ გ-------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 15 დეკემბრის 10:00 საათამდე, ვინაიდან ისინი მუშაობენ ყოველ მეორე დღეს, 24 საათიან ცვლაში, იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში. ამავე წლის 15 დ--------ს ღამის, დაახლოებით 00:20 საათზე, გი-----ი ა----–--ლი და ვ-–------რ გ-------–---–ი სამსახურებრივი ტიპის მაშუქიანი მანქანით მოძრაობდნენ ქალაქ მცხეთაში. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბნის უმცროსმა ინსპექტორმა გ--- მ--------მა, რომელიც იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, რაციის საშუალებით ითხოვა დახმარება. ამასთანავე, იგი ხაზგასმით ითხოვდა დროულ დახმარებას, ვინაიდან, მისი განმარტებით, მოქალაქეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლებზე ფიზიკურ ძალადობას. ვ-–------რ გ-------–---–ი და გი-----ი ა----–--ლი რამდენიმე წუთში, დაახლოებით 5-6 წუთში მივიდნენ გ--- მ--------ის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც დახვდათ შემდეგი სიტუაცია - ადგილზე მყოფი მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, უბნის უმცროსი ინსპექტორები გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვ-–------რ ლ-----, რომლებიც ცდილობდნენ ორი მამაკაცის დაკავებას, ეს უკანასკნელნი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ, არ აძლევდნენ მათი დაკავების საშუალებას და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათგან გათავისუფლებას, მაგრამ ჩხუბი არ იყო, პოლიციის თანამშრომლებს ბრალდებულები გაკავებული ჰყავდათ და მათ მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი იყვნენ ნასვამები და უწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას. მათ იკითხეს მისვლისთანავე თუ რა მოხდა, რაზეც გ--- მ--------მა უპასუხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს. ისინი საკმაოდ ძლიერები აღმოჩნდნენ ფიზიკურად და ძალიან გაჭირდა მათი დაკავება. ბრალდებულებს მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ისინი იყვნენ ნასვამები. ერთი ნათურა იყო ბაზის ტერიტორიაზე და იყო მანქანების ფარებით განათებული. გი-----ი ა----–--ლი და ვ-–------რ გ-------–---–ი დაეხმარნენ თანამშრომლებს ხსენებული ორი პიროვნების დაკავებაში და ისინი ერთობლივი ძალებით ჩასვეს ცალ-ცალკე სამსახურებრივ მანქანებში. როგორც შემდეგ გაიგეს, ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მოძრაობდნენ მანქანით და მათ მოწოდებაზე გაეჩერებინათ მანქანა არ დაემორჩილნენ, ხოლო შემდეგ როცა გააჩერეს მანქანა, ბრალდებულებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ვ-–------რ ლ-----ს და გ--- მ--------ს აღენიშნებოდათ დაზიანებები და პოლიციის ფორმის ტანსაცმელი დახეული ჰქონდათ. ბრალდებულებს ვიზუალურად არ აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანება. ბრალდებულების და პოლიციელების მანქანები ახლოს იდნენ ერთმანეთთან, თუმცა ზუსტად არ ახსოვს რამდენი მეტრი იყო მათ შორის დაშორება. მას როგორც ახსოვს, ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან, ხოლო დ----- ბ---------ი იყო ბ----ა კ----ძესთან. დაკავების ოქმი ბ----ა კ----ძის მიმართ მან პირადად შეადგინა. ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ბ----ა კ----ძე ადგილზე იქნენ დაკავებულნი და ადგილზევე შედგა მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.
2.8. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ გი-----ი ა----–--ლის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით - 2018 წლის 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 15 დეკემბრის 10:00 საათამდე, ვინაიდან ისინი მუშაობენ ყოველ მეორე დღე, 24 საათიან ცვლაში, იმყოფებოდნენ მორიგე ჯგუფში. ამავე წლის 15 დ--------ს ღამის, დაახლოებით 00:20 საათზე, გი-----ი ა----–--ლი და ვ-–------რ გ-------–---–ი სამსახურებრივი ტიპის მაშუქიანი მანქანით მოძრაობდნენ ქალაქ მცხეთაში. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბნის უმცროსმა ინსპექტორმა გ--- მ--------მა, რომელიც იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, რაციის საშუალებით ითხოვა დახმარება. ამასთანავე იგი ხაზგასმით ითხოვდა დროულ დახმარებას, ვინაიდან მისი განმარტებით მოქალაქეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლებზე ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. გ--- მ--------ის მითითებულ ადგილზე მისვლის დროს დახვდა შემდეგი სიტუაცია - ადგილზე მყოფი მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, უბნის უმცროსი ინსპექტორები გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი, ასევე უბნის ინსპექტორ-გამოძიებელი ვ-–------რ ლ-----, რომლებიც ცდილობდნენ ორი მამაკაცის დაკავებას, ეს უკანასკნელნი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ, არ აძლევდნენ მათი დაკავების საშუალებას და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათგან გათავისუფლებას. ისინი ბრალდებულებს მოუწოდებდნენ დაწყნარებისკენ, დამშვიდებისკენ და რომ შეეწყვიტათ წინააღმდეგობის გაწევა. მხოლოდ მისი და ვ-–------რ გ-------–---–ის დახმარებით შეძლეს ბრალდებულების დაკავება. მისთვის პირადად ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოწმის განმარტებით, ვ-–------რ ლ-----ს და გ--- მ--------ს სახეზე სიწითლეები და ნაკაწრები ჰქონდათ, ასევე ტანსაცმელი ჰქონდათ დახეული. ის ადგილი განათებული იყო მანქანის ფარებით. მან პირადად შეადგინა ნ-----–--ზ წ----–-–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.
2.9. სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა ვახტანგ შამათავამ, დ---თ შ------ძემ, კ-----რ ჯ------–-–--ლმა, რ---- კა-----ემ მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონით დადგენილი წესით ჩატარების სისწორე, რაც მათ დადასტურებული აქვთ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებზე მათი ხელმოწერებით.
2.10. სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხული გი-----ი წ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 15 დ--------ს ის იყო სამორიგეოში ოპერ----ულ მუშაკად. რაციაზე შევიდა შეტყობინება, რომლითაც პატრულ-ინსპექტორი ვ-–------რ ლ----- ითხოვდა დახმარებას, რადგან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც მანევრირების წესების დარღვევის გამო ჰყავდათ გაჩერებული. მან აღნიშნული ფაქტის შესახებ მოახსენა მის ხელმძღვანელობას.
2.11. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 2018 წლის 15 დ--------ს გამოძიება დაიწყო შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 15 დეკემბრის დაახლოებით 01:00 საათისთვის მომხდარი პოლიციის თანამშრომლებზე წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე.
2.12. 2018 წლის 15 დეკემბრის 01:36 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის მიხედვით, შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოსგან ითხოვა პოლიციის დახმარება და მიმართა ვ-–------რ ლ-----მ მასზედ, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ის მიმდებარედ თანამშრომლებთან, გ--- მ--------თან და დ---თ ბ---------თან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, არასწორი მანევრირების გამო მოუწოდეს შეჩერებისკენ ფორცვაგენის მარკის ა/მანქანას სახელმწიფო ნომრით W--------. აღნიშნული ა/მანქანა არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო შემდგომ რამოდენიმე კილომეტრში გააჩერა ა/მანქანა, როდესაც მივიდა ვ-–------რ ლ----- ა/მანქანასთან ზემოაღნიშნულ თანამშრომლებთან ერთად, ა/მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი და ერთ-ერთი მგზავრი, რომლებმაც ვ-–------რ ლ-----ს, გ--- მ--------ს და დ---თ ბ---------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომლებიც შემდგომში დაკავებული იქნა მათ მიერ.
2.13. 2018 წლის 15 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას” მიმდებარედ საავტომობილო გზის ბოლოში. შემთხვევის ადგილზე მივდივართ დეფექტიანი მოხრეშილი გზით. შემთხვევის ადგილზე, საავტომობილო გზის ბოლოს განთავსებულია შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას” ბაზა, რომელსაც გააჩნია ბეტონის კონსტრუქციის ღობე და ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა. საავტომობილო გზის ბოლოს გაჩერებულია ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნორმით W--------. მანქანის დათვალიერების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი.
2.14. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ჯ--–------იამ და ე--------ნე ა----–--ლმა დაადასტურეს 2018 წლის 15 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე, რაც ასევე დადასტურებული აქვთ ხელის მოწერებით.
2.15. 2018 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულ ბ----ა კ----ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში არსებული შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას” ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 15 დეკემბრის 00 საათი და 30 წუთი. დაკავების მომენტში ბ----ა კ----ძეს აღენიშნებოდა სიწითლეები მარცხენა ფერდისა და მკერდის არეში, ასევე დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე, სილურჯე მარცხენა მუხლზე. აღნიშნული ოქმის შენიშვ--- მიხედვით, ბრალდებულის სახით დაკავებული ბ----ა კ----ძე გაეცნო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, განემარტა უფლებები, გადაეცა ოქმის ასლი. ბრალდებულის სახით დაკავებულმა ბ----ა კ----ძემ ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, მიზეზი არ განუმარტავს.
2.16. 2018 წლის 15 დეკემბრის ალკოტესტით შემოწმების ოქმის მიხედვით ბ----ა თ-------აზის ძე კ----ძეს შემოწმების შედეგად დაუდგინა ალკოჰოლური სიმთვრალე 1.639%.
2.17. 2018 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულ ნ-----–--ზ წ----–-–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია მცხეთის რაიონის სოფელ ძევში არსებული შპს “ლუკოილ ჯორჯიას” ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 15 დეკემრბის 00 საათი და 30 წუთი. დაკავების მომენტში გარეგნული და ვიზუალური დათვალიერებით ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნებოდა.
2.18. 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა ვ-–------რ ლ----ის კუთვნილი სამსახურეობრივი უნიფორმა, პერანგი და შარვალი. პერანგი არის გრძელსახელურებიანი, სახელურებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემით და წარწერით „POLICE უბნის ინსპექტორი“. პერანგს აღენიშნება დაზიანების კვალი. შარვალს, რომელიც არის მუქი ფერის, მარჯვენა მხარეს ასევე აღენიშნება დაზიანების კვალი. ამოღებამდე ამოღებული ნივთები წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. ვ-–------რ ლ----ის სამსახურებრივი უნიფორმა, პერანგი და შარვალი შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით.
2.19. 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა გ--- მ--------ის კუთვნილი მაჯის საათი შავი ფერის ტყავის სამაჯურით, ლათინური ასოებით შესრულებული წარწერით „OMAX”. საათს აღენიშნება დაზიანება. ამოღებამდე ამოღებული მაჯის საათი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ხოლო შემდგომ შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით.
2.20. 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა გ--- მ--------ის კუთვ---ი სამსახურეობრივი უნიფორმა. გრძელმკლავიან სახელურებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემით და წარწერით „POLICE უბნის ისნპექტორი“. ამოღებამდე ამოღებული უნიფორმა, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი, წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ხოლო შემდგომ შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით.
2.21. 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა ვ-–------რ ლ----ის სახელზე გაცემული სამედიცინო ბარათი N437. ამოღებამდე ამოღებული ნივთები წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. სამედიცინო ბარათი N437 ერთ ფურცლად. მისი შინაარსიდან გამომდინარე არ დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2.22. 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა გ--- მ--------ის სამედიცინო ბარათის ასლი N4-- ერთ ფურცლად. მისი შინაარსიდან გამომდინარე არ დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2.23. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N437 სამედიცინო ბარათის მიხედვით პაციენტს -ვ-–------რ ლ-----ს შუბლის არეში აღენიშნება ესკორაცია და ჰიპერემიული უბანი ირგვლივ. მარჯვენა ყვრიმალზე, მარჯვენა ბეჭის არეში და მარცხენა წვივის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა და ესკორაციები.
2.24. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N4-- სამედიცინო ბარათის მიხედვით პაციენტს - გ--- მ--------ს აღენიშნება საფეთქლის და თვალბუდის არეში მარცხნივ დაახლოებით 3 სმ-იანი სიგრძის ესკორაციები. მარჯვენა მხრის არეში აღენიშნება დაახლოებით 15 სმ-იანი სიგრძის ჰიპერემიული უბანი.
2.25. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N4-- სამედიცინო ბარათის მიხედვით პაციენტს - დ----- ბ---------ს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება. უჩივის მარცხენა მუხლის ტკივილს.
2.26. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-------- დასკვ--- მიხედვით, ვ-–------რ ლ----ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ჯიბის ნაწილობრივ განცალკევების, ღილის ამოგლეჯის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გ--- მ--------ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
2.27. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ტრასოლოგმა ლ-–- ს---–----ძე მთლიანად დაადასტურა აღნიშნული დასკვნების სისწორე.
2.28. ტრასოლოგიური N--------- და სასაქონლო N------ ექსპერტიზის დასკვ--- მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საათი და სამაჯურის ერთ-ერთი მხარე იმყოფება განცალკევებულ მდგომარეობაში, სამაჯურს არ გააჩნია სამაგრი ღერო. საათის და სამაჯურის განცალკევება შესაძლებელია წარმოქმნილიყო ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საათის დაზიანებით (სამაჯურის განცალკევებით) მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 2 (ორი) ლარს.
2.29. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---ნ შ----–---ძემ მთლიანად დაადასტურა აღნიშნული ტრასოლოგიური N--------- ექსპერტიზის დასკვ--- სისწორე.
2.30. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ქ-------ამ მთლიანად დაადასტურა აღნიშნული სასაქონლო N------ ექსპერტიზის დასკვ--- სისწორე.
2.31. მხარეების მიერ გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული ნივთმტკიცებები: ვ-–------რ ლ----ისა და გ--- მ--------ის სამსახურებრივი უნიფორმა, გ--- მ--------ის მაჯის საათი, რითაც მთლიანად დადასტურდა აღნიშნული ექსპერტიზების შინაარსის სისწორე.
2.32. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვ--- მიხედვით, ვ-–------რ ლ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/ საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.33. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვ--- მიხედვით, გ--- მ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/ საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.34. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე--------ნე ჩ---–--–--ლმა მთლიანად დაადასტურა აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნების სისწორე.
2.35. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიხედვით, ბრალდებულები ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ბ----ა კ----ძე დაეთანხმნენ ადვოკატს და განმარტეს, რომ ინანიებენ ჩადენილს და მათ მიერ აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო ნასვამი მდგომარეობით. ბრალდებულები თავს სრულად ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებენ ჩანადენს, წარსული არ აქვთ შებღალული.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დისპოზიციით ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით).
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის მიერ აღნიშნული, ბრალად შერაცხული დანაშაულის დისპოზიციის ყველა შემადგენელი ნიშანი დადასტურებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
3.3. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის და მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს („როუვი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Rowe and Davis v. the United Kingdom) [GC], § 60).
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევ--- დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე. მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველას, ვინც სამართალწარმოების მხარეა, სასამართლოსათვის თავისი საქმის წარდგენის გონივრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს იმ ვითარებაში, რომელიც მას არ აყენებს არსებითად არახელსაყრელ პირობებში მეორე მხარის საპირისპიროდ. მხარეთა შორის სამართლიანი წონასწორობა უნდა დამყარდეს („დე ჰაესი და გიიზელსი ბელგიის წინააღმდეგ“ (De Haes and Gijsels v. Belgium) 19983/92).
3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამოძიება ჩატარებული იქნა არასრულყოფილად, ბრალდების მხარე არ იყო საქმეზე დაინტერესებული ობიექტური სინამდვილის დადგენით, რადგან სასამართლო პროცესზე, სhhhHWWswsxdაქმის არსებითი განხილვის დროს მოხსნა ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან ნეიტრალური მოწმეების თ-------აზ წ----ისა და ა--- ს---–-----–---–ის მოწმეების სახით დაკითხვა.
3.6. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხული იქნენ თ-------აზ წ----ე და ა--- ს---–-----–---–ი, რომლებიც, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებული იქნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ მოხსნა მათი მოწმეების სახით დაკითხვა.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის დისკრეციული უფლებამოსილებაა წარმოადგინოს ან მოხსნას თავისი მტკიცებულებები. საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა. შესაბამისად, მხარის მიერ არის გასათვალისწინებელი ის გარემოება, თუ რამდენად შეძლებს მხარე თავისი პოზიციის დადასტურებას სასამართლოში წარდგენილი თავისი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ბრალდებულებს ნ-----–--ზ წ----–-–--ლს და ბ----ა კ----ძეს გამოძიების ეტაპზე ჰყავდათ ადვოკატები, ამასთან სასამართლოში პირველადი წარდგენის სხდომაზე სასამართლოს მიერ განემარტა ორივე მხარეს, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაშიც აღნიშნულია, რომ მხარეს ჰქონდა უფლება წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინა სასამართლოში და მხარისათვის გაეცვალა თავისი შესაძლო მტკიცებულებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ე. წ. ნეიტრალური ერთი მოწმე, თ-------აზ კ----ძე არის ბრალდებულის ბ----ა კ----ძის მამა, რომელიც შემთხვევის დროს იჯდა შვილის, ბ----ა კ----ძის მანქანაში, ხოლო მეორე, ე. წ. ნეიტრალური მოწმე არის ძ---ში მცხოვრები ა--- ს---–-----–---–ი, რომელიც ასევე იჯდა ბ----ა კ----ძის მანქანაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ თ-------აზ კ----ძის და ა--- ს---–-----–---–ის მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას ექნებოდა ადგილი, კერძოდ, თ-------აზ კ----ძის მიერ გ--- მ--------ის და დ----- ბ---------ის მიმართ, ხოლო ა--- ს---–-----–---–ის მხრიდან ვ-–------რ ლ----ის მიმართ სახეში ხელის ჩარტყმას რამდენჯერმე და რაშიც ადანაშაულებენ მის შვილს, ბ----ა კ----ძეს და მისი შვილის მეგობარს, ნ-----–--ზ წ----–-–--ლს, გამოძიების ეტაპზე თ-------აზ კ----ძე ყველანაირად ეცდებოდა ბრალდებულების ადვოკატების დახმარებით სინამდვილის დადგენას, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით და უფრო მეტიც, გამოძიების ეტაპზე, თ-------აზ კ----ძე და ა--- ს---–-----–---–ი არც კი გამოკითხულან დაცვის მხარის მიერ, თუ რა მოხდა იმ დღეს და დაცვის მხარეს საერთოდ არ წარუდგენია სასამართლოში შესაძლო მტკიცებულებათა ნუსხა, სადაც იქნებოდნენ შეყვანილები მოწმეთა დასაკითხ პირთა სიაში სწორედ დაცვის მხარის მიერ მითითებული ე.წ. ნეიტრალური მოწმეები თ-------აზ კ----ძე და ა--- ს---–-----–---–ი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე გამოძიების ეტაპზე არ იყო შეზღუდული გამოეყენებინა და მოეხდინა საპროცესო კანონმდებლობით მხარისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზება.
3.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ბ----ა კ----ძე უნდა გამართლდნენ, რადგან მათი ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით და საქართველოს სასამართლო პრაქტიკით ანალოგიურ საქმეებზე დადგენილია გამამართლებელი განაჩენები.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა („ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12,). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა („ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 ,).
3.10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 10 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით საქმეზე № 96აპ-17, განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.
3.11. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმე-პოლიციელების ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ის, დ----- ბ---------ის, ვ-–------რ გ-------–---–ისა და გი-----ი ა----–--ლის ჩვენებების სანდოობაში არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში არ არსებობს არანაირი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო, როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი.
3.12. კერძოდ, ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ის და დ----- ბ---------ის ჩვენებებით თანმიმდევრულად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ინსპექტორ გამომძიებელი ვ-–------რ ლ-----, უმცროსი ინსპექტორები გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი იმყოფებოდნენ ერთად შემოვლაზე მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი სამსახურეობრივი მაშუქიანი ა/მანქანით ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი უნიფორმა. ავტომანქანის საჭესთან იჯდა გ--- მ--------ი. 2018 წლის 15 დ--------ს, დაახლოებით 00:05 საათზე, სოფელ ძ---ში, მათ შეამჩნიეს არასწორი მანევრირებით, ზოლიდან ზოლში მოძრავი ფოლცვაგენ ცც-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, რომელშიც იჯდა რამდენიმე პიროვნება, ხოლო მანქანას მართავდა მათთვის ნაცნობი პიროვნება, სოფელ ძ---ში მცხოვრები ბ----ა კ----ძე. ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანის შეჩერების და მძღოლის კანონით დადგენილი წესით ალკოტესტის საშუალებით შემოწმების მიზნით, ისინი უკან გაყვნენ აღნიშნულ ა/მანქანას და მაშუქი ფარებითა და საძახისით მიმართეს მძღოლს. ა/მანქანის მძღოლი მითითების მიუხედავად არ დაემორჩილა მოთხოვნას და გააგრძელა მოძრაობა. ა/მანქანა თავდაპირველად მოძრაობდა ნელა და შეგნებულად არ აჩერებდა. შემდეგ მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. მათ შეანელეს სვლა, რათა არ მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება, თუმცა როგორც კი ისინი ანელებდნენ მოძრაობას, ასევე ანელებდა მოძრაობას ზ/ნახსენები ფოლცვაგენ ცც-ს მძღოლი, რომელიც ცდილობდა მათ პროვოცირებას (გამოწვევას). აღნიშნული განმეორდა რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც მანქანა მაღალი სიჩქარით დაიძრა სოფელ ძ---იდან თბილისის მიმართულებით, რის შემდეგაც არმაზის დასახლებასთან გადაუხვიეს შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ნავთობბაზის მიმართულებით (გად---და სხვა გზაზე და გაემართა უკან ძ---ის მიმართულებით), სადაც იყო ცუდი დეფექტური, მეორეხარისხოვანი გზა. მათ ბრალდებულის მანქანა თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. როდესაც ბრალდებულები ანელებდნენ სიჩქარეს, მათ ეგონათ, რომ აჩერებდნენ. რის გამოც დაბალი გამავლობის ფოლცვაგენის მარკის მანქანამ ვერ შეძლო მაღალი სიჩქარით მოძრაობა, ხოლო ბაზასთან მისვლისას იყო ჩიხი, რის გამოც ფოლცვაგენის მარკის მანქანის მძღოლმა იძულებით შეაჩერა მოძრაობა. მათ აღნიშნულ მანქანას უკან მიუყენეს სამსახურეობრივი მანქანა, რის შემდეგაც გად---დნენ სამსახურეობრივი მანქანიდან, მივიდნენ ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანასთან.
მძღოლის, ბ----ა კ----ძის გვერდით იჯდა ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ბ----ა კ----ძეს შვილოთი მიმართავდა. ხოლო უკან ისხდნენ სოფელ ძ---ში მცხოვრები ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და მათი თანასოფლელი ა--- ს---–-----–---–ი. გი-----ი ლ-----მ მძღოლის კართან მისვლისას წარუდგინა თავი და სთხოვა წარმოედგინა საბუთები, ამ დროს მოულოდნელად ვ-–------რ ლ----ის გვერდიდან მივიდა მძღოლის უკან მჯდომი ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, რომელმაც მხარზე მოკიდა ხელი, მოქაჩა სამსახურეობრივ უნიფორმაზე, შეატრიალა მისკენ და აგრესიულად, ხმამაღლა უთხრა - „რას აგვეკიდეთ, ვერ გვცნობთ, რომ ძ---ელები ვართ?!“-ო. ამ დროს ასევე მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი ბ----ა კ----ძე, რომელმაც მოულოდნელად აგრესიულად ჩასჭიდა ვ-–------რ ლ-----ს ორივე ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ პიროვნებებს ვიზუალურად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამები და ასევე უშუალოდ იგრძნობოდა მათგან ალკოჰოლის სუნი. აღნიშნული აგრესიული ქმედებების შემდეგ ვ-–------რ ლ-----მ მოუწოდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაწყნარებულიყო, დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას და არ გაეწია მისთვის წინააღმდეგობა. სხვა თანამშრომლებიც ასევე მოუწოდებდნენ ბ----ა კ----ძესა და ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაწყნარებისკენ. მიუხედავად ამისა ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი იქცეოდნენ აგრესიულად, ვ-–------რ ლ-----ს ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მხარზე ექაჩებოდა. შემდეგ მოულოდნელად ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა მარჯვენა ხელი დაარტყა შუბლის არეში, რა დროსაც, ვ-–------რ ლ-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად ძლიერი დარტყმისა, ვ-–------რ ლ----- არ დაცემულა, ხელი მოკიდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლს, რათა არ მიმალულიყო. ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა ისევ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ფეხზე მიარტყა ფეხი, რის შემდეგაც ვ-–------რ ლ----- მოიკუნტა. თუმცა ცდილობდა ხელი არ გაეშვა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისათვის. ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისას, რა დროსაც ვ-–------რ ლ-----მ დაზიანებები მიიღო შუბლის, მარჯვენა თვალის, ზურგის და მარცხენა ფეხის მიდამოებში, დაიხა მისი სამსახურეობრივი პერანგი, ასევე გაიხა მისი კუთვნილი შარვალიც. ბ----ა კ----ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- ბ---------ს და გ--- მ--------ს. კერძოდ, დ----- ბ---------ს დაარტყა სახისა და ტანის არეში, ხელსაც და ფეხსაც ურტყამდა. ბ----ა კ----ძემ ხელი დაარტყა გ--- მ--------ს სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე უნიფორმის საყელოზე ძლიერად მოქაჩა და სცადა მისი მიწაზე დანარცხება, თუმცა მან შეძლო თავის შემაგრება, რადგან ბ----ა კ----ძეს იჭერდა დ---თ ბ---------ი, თუმცა მოქაჩვის გამო გაიხა მისი უნიფორმა. ბ----ა კ----ძე და ნ-----–--ზ წ----–-–--ლი ასევე ეძახდა მათ „ძაღლებს“ და იგინებოდა მათი და პოლიციის სამსახურის მისამართით. იმ დროს, როდესაც დ---თ ბ---------ს დაჭერილი ყავდა ბ----ა კ----ძე, გ--- მ--------მა მოახერხა ხელის რაციით დახმარების თხოვნა. ბ----ა კ----ძის მიერ ფიზიკური წინააღმდეგობისას დაზიანდა გ--- მ--------ის კუთვნილი მაჯის საათი, რომელიც ეკეთა მარცხენა ხელზე და რომლის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. მანქანაში მსხდომი სხვა ორი პირი ა--- სოლოღაშილი და ბ----ა კ----ძის მამა არ იქცეოდნენ აგრესიულად, მათ მოწმეებისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა არც აშველებდნენ. ა--- ს---–-----–---–ი მათ ჰკიდებდა ხელს, ხოლო შუახნის კაცი, სავარაუდოდ ბ----ას მამა, მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდებდა მათ, რომ გაჩერებულიყვნენ. მოწმეების ინფორმაციით, აღნიშნული სიტუაცია გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, რის შემდეგაც მათ დასახმარებლად მივიდა უახლოეს პერიმეტრზე მყოფი პოლიციის ეკიპაჟი სამსახურეობრივი მანქანით - ვ-–------რ გ-------–---–ი და გი-----ი ა----–--ლი, რომლებიც სოფელ ძ---ში გამოემართნენ გ--- მ--------ის მიერ ხელის რაციით დახმარების გადაცემის შემდგომ. მათი დახმარებით მოხერხდა ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის მანქანაში ჩასმა. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, ვ-–------რ ლ-----მ ისარგებლა შემთხვევით და მობილური ტელეფონით დაწვრილებით შეატყობინა მცხეთის სამორიგეო ნაწილს მომხდარის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ვ-–------რ გ-------–---–მა და გი-----ი ა----–--ლმა შეადგინეს შესაბამისი ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. პოლიციის თანამშრომლების, ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ის და დ----- ბ---------ის ფიზიკური დაზიანებისა და ტკივილის გამო გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილი იქნა სამედიცინო ბარათები.
პოლიციის თანამშრომლების ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ის და დ----- ბ---------ის ჩვენებები იმის შესახებ, რომ გ--- მ--------მა ხელის რაციით ითხოვა დახმარება და მხოლოდ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მეორე ეკიპაჟის წევრების, პოლიციის თანამშრომლების ვ-–------რ გ-------–---–ის და გი-----ი ა----–--ლის დახმარებით მოხდა ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის წინააღმდეგობის დაძლ--- და მათი დაკავება, მთლიანად დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების ვ-–------რ გ-------–---–ის და გი-----ი ა----–--ლის ჩვენებებით, კერძოდ მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 დ--------ს ღამის, დაახლოებით 00:20 საათზე, გი-----ი ა----–--ლი და ვ-–------რ გ-------–---–ი სამსახურებრივი ტიპის მაშუქიანი მანქანით მოძრაობდნენ ქალაქ მცხეთაში. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბნის უმცროსმა ინსპექტორმა გ--- მ--------მა, რომელიც იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, რაციის საშუალებით ითხოვა დროული დახმარება. მითითებულ ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ შემდეგი სიტუაცია - ადგილზე მყოფი მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, უბნის უმცროსი ინსპექტორები გ--- მ--------ი და დ---თ ბ---------ი, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვ-–------რ ლ----- ცდილობდნენ ორი მამაკაცის დაკავებას, ეს უკანასკნელნი იყვნენ ალკოჰოლურ მდგომარეობაში და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ, არ აძლევდნენ მათი დაკავების საშუალებას და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათგან გათავისუფლებას. ბრალდებულებს ვ-–------რ გ-------–---–ისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხოლო გი-----ი ა----–--ლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვ-–------რ ლ-----ს და გ--- მ--------ს აღენიშნებოდათ დაზიანებები და პოლიციის ფორმის ტანსაცმელი დახეული ჰქონდათ. შემთხვევის ადილზე მისული გი-----ი ა----–--ლი და ვ-–------რ გ-------–---–ი დაეხმარნენ პოლიციის თანამშრომლებს ხსენებული ორი პიროვნების დაკავებაში და ისინი ერთობლივი ძალებით ჩასვეს ცალ-ცალკე სამსახურებრივ მანქანებში. ნ-----–--ზ წ----–-–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ადგილზევე შეადგინა გი-----ი ა----–--ლმა, ხოლო ვ-–------რ გ-------–---–მა -ასევე ბ----ა კ----ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა ადგილზე.
3.13. ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მათი დაკავება არ მომხდარა შემთხვევის ადგილზე და ადგილზე არ შემდგარა მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან გარდა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებისა, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს წარედგინათ გასაცნობად აღნიშნული ოქმები, მართალია ბრალდებულმა ბ----ა კ----ძემ ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს, თუმცა შენიშვნა მასზე არ აღუნიშნავს, თუ რატომ არ აწერდა ხელს და არც შემდგომ, სასამართლოში, პირველადი წარდგენის სხდომაზე, მას არ განუცხადებია, რომ ადგილზე არ იყო ის დაკავებული და ადგილზე არ შემდგარა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულმა ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა კი დაადასტურა დაკავების ოქმის შინაარსის სისწორე ოქმის ყველა გვერდზე თავისი ხელმოწერებით, რითაც ნ-----–--ზ წ----–-–--ლი მოვიდა წინააღმდეგობაში სასამართლო სხდომაზე მიცემულ თავის ჩვენებასთან, რომ შემთხვევის ადგილზე არ შემდგარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.
მოწმე პოლიციელების - ვ-–------რ ლ----ის, დ---თ ბ---------ის, გ--- მ--------ის, ვ-–------რ გ-------–---–ის და გი-----ი ა----–--ლის თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ამასთან, გამყარებულია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რომლის მიხედით, 2018 წლის 15 დ--------ს გამოძიება დაიწყო შსს თიანეთის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 15 დეკემბრის დაახლოებით 01:00 საათისთვის მომხდარი პოლიციის თანამშრომლებზე წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე; 2018 წლის 15 დეკემბრის 01:36 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტით, რომლის მიხედვით, შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს მიმართა ვ-–------რ ლ-----მ მასზედ, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ის მიმდებარედ თანამშრომლებთან, გ--- მ--------თან და დ---თ ბ---------თან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, არასწორი მანევრირების გამო მოუწოდეს შეჩერებისკენ ფორცვაგენის მარკის ა/მანქანას სახელმწიფო ნომრით W--------. აღნიშნული ა/მანქანა არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას; 2018 წლის 15 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, შპს “ლუკოილ ჯორჯიას” მიმდებარედ საავტომობილო გზის ბოლოში. შემთხვევის ადგილზე მივდივართ დეფექტიანი მოხრეშილი გზით. შემთხვევის ადგილზე, საავტომობილო გზის ბოლოს განთავსებულია შპს “ლუკოილ ჯორჯიას” ბაზა, რომელსაც გააჩნია ბეტონის კონსტრუქციის ღობე და ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა. საავტომობილო გზის ბოლოს გაჩერებულია ფოლცვაგენის მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნორმით W--------. მანქანის დათვალიერების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი; 2018 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულ ბ----ა კ----ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში არსებული შპს “ლუკოილ ჯორჯიას” ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 15 დეკემრბის 00 საათი და 30 წუთი. დაკავების მომენტში ბ----ა კ----ძეს აღენიშნებოდა სიწითლეები მარცხენა ფერდისა და მკერდის არეში, ასევე დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე, სილურჯე მარცხენა მუხლზე; 2018 წლის 15 დეკემბრის ალკოტესტით შემოწმების ოქმით, რომლის მიხედვით ბ----ა თ-------აზის ძე კ----ძეს შემოწმების შედეგად დაუდგინა ალკოჰოლური სიმთვრალე 1.639% %; 2018 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულ ნ-----–--ზ წ----–-–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში არსებული შპს “ლუკოილ ჯორჯიას” ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 15 დეკემბრის 00 საათი და 30 წუთი. დაკავების მომენტში გარეგნული და ვიზუალური დათვალიერებით ნ-----–--ზ წ----–-–--ლს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნებოდა. ბრალდებულმა ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა თავისი ხელმოწერებით დაადასტურა ოქმის შინაარსის სისწორე; 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმით, რომლის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა ვ-–------რ ლ----ის კუთვნილი სამსახურეობრივი უნიფორმა, პერანგი და შარვალი. პერანგი არის გრძელსახელურებიანი, სახელურებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემით და წარწერით „POLICE უბნის ისნპექტორი“. პერანგს აღენიშნება დაზიანების კვალი. შარვალს, რომელიც არის მუქი ფერის, მარჯვენა მხარეს ასევე აღენიშნება დაზიანების კვალი. ამოღებამდე ამოღებული ნივთები წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. ვ-–------რ ლ----ის სამსახურეობრივი უნიფორმა, პერანგი და შარვალი შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით; 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმით, რომლის მიხედვით, ამოღების წესით ამოღებული იქნა გ--- მ--------ის კუთვნილი მაჯის საათი შავი ფერის ტყავის სამაჯურით, ლათინური ასოებით შესრულებული წარწერით „OMAX”. საათს აღენიშნება დაზიანება. ამოღებამდე ამოღებული მაჯის საათი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ხოლო შემდგომ შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით; 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმით, რომლის მიხედვით ამოღების წესით ამოღებული იქნა გ--- მ--------ის კუთვნილი სამსახურეობრივი უნიფორმა. გრძელმკლავიან სახელურებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემით და წარწერით „POLICE უბნის ისნპექტორი“. ამოღებამდე ამოღებული უნიფორმა, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი, წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ხოლო შემდგომ შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ნომრით 28/7 ბეჭდით; შს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N437 სამედიცინო ბარათით, რომლის მიხედვით 2018 წლის 15 დ--------ს პაციენტს ვ-–------რ ლ-----ს შუბლის არეში აღენიშნება ესკორაცია და ჰიპერემიული უბანი ირგვლივ. მარჯვენა ყვრიმალზე, მარჯვენა ბეჭის არეში და მარცხენა წვივის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა და ესკორაციები; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N4-- სამედიცინო ბარათით, რომლის მიხედვით 2018 წლის 15 დ--------ს პაციენტს გ--- მ--------ს აღენიშნება საფეთქლის და თვალბუდის არეში მარცხნივ დაახლოებით 3 სმ-იანი სიგრძის ესკორაციები. მარჯვენა მხრის არეში აღენიშნება დაახლოებით 15 სმ-იანი სიგრძის ჰიპერემიული უბანი; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-------- დასკვნით, რომლის მიხედვით ვ-–------რ ლ----ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ჯიბის ნაწილობრივ განცალკევების, ღილის ამოგლეჯის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გ--- მ--------ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად; ტრასოლოგიური N--------- და სასაქონლო N------ ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საათი და სამაჯურის ერთ-ერთი მხარე იმყოფება განცალკევებულ მდგომარეობაში, სამაჯურს არ გააჩნია სამაგრი ღერო. საათის და სამაჯურის განცალკევება შესაძლებელია წარმოქმნილიყო ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საათის დაზიანებით (სამაჯურის განცალკევებით) მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 2 (ორი) ლარს; სასამართლო პროცესზე, აღნიშნული ნივთმტკიცებების გამოკვლევის მიზნით დათვალიერების შედეგად მთლიანად დადასტურდა მათზე ექსპერტების დასკვნებში მითითებული დაზიანებები; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით, ვ-–------რ ლ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/ საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით გ--- მ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით, რომლებმაც მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზების სისწორე; საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა - ვ-–------რ ლ----ის, დ---თ ბ---------ის და გ--- მ--------ის მხრიდან ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად არ არის გამოვლენილი;
3.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ არადამაჯერებელი, წინააღმდეგობრივი და ყოველგვარ გონივრულობის ფარგლებს სცილდება სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათ არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ პოლიციის თანამშრომლებისთვის - ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ისა და დ----- ბ---------ისთვის. ის და ბ----ა კ----ძე შემთხვევის ადგილზე დაკავებულები იყვნენ მხოლოდ ტალახის გუბეში დაკარგული ბ----ა კ----ძის „ჩუსტის“ ძებნაში მაშინ, როდესაც ნ-----–--ზ წ----–-–--ლის განმარტებით, იმ დროს, როცა ის მიდიოდა ბ----ა კ----ძესთან დახმარების აღმოჩენის მიზნით, რომ ეპოვნათ ჩუსტი, მის უკან იყო ხმამაღალი ლაპარაკი ა--- ს---–-----–---–სა და ვ-–------რ ლ-----ს შორის, რომლებიც იდგნენ პოლიციის მანქანასთან და თ-------აზ კ----ძესა და გ--- მ--------ს, დ----- ბ---------ს შორის. თუმცა მას უკან არ მიუხედია. ამასთან, ჩვენების მიცემის დროს, თავიდან ნ-----–--ზ წ----–-–--ლმა აღნიშნა, რომ ეს ხმამაღალი საუბარი ჩხუბის ფორმას არ ჰგავდა, ხოლო შემდეგ ადვოკატს დაუდასტურა, რომ ის არ გამორიცხავდა დასახელებულ პირებს შორის ფიზიკურ კონფლიქტსაც. ხოლო ბრალდებული ბ----ა კ----ძე, რომელიც დაკავებული იყო თავისი „ჩუსტის“ ტალახის გუბეში ძებნით, მან დაინახა გარკვევით, რომ ა--- ს---–-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენჯერმე ხელის დარტყმას ვ-–------რ ლ-----ზე, მაგრამ რამდენჯერ, არ ახსოვს და ამ საკითხზე არ სურს დეტალური საუბარი, რისი უფლებაც აქვს. ასევე, თ-------აზ კ----ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის დარტყმას გ--- მ--------ის და დ---თ ბ---------ის მიმართ, მაგრამ ამ გარემოების დეტალებზეც მას არ სურს საუბარი, რისი უფლებაც მას აქვს. ნ-----–--ზ წ----–-–--ლს ყურადღება გადატანილი ჰქონდა მისკენ, რომ მოეძებნათ ჩუსტი, მას ნაკლებად აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა მის უკან. ის ადგილი იყო განათებული, მაგრამ ყველა წერტილი არ იყო განათებული. ის იყო ნასვამი და ამიტომ არ ახსოვს კამათის შინაარსი. მისი განმარტებით, როდესაც დარტყმები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა, მათი მხრიდან ყვირილს ადგილი არ ჰქონია. მართალია, პოლიციელების ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ისა და დ----- ბ---------ის ჩვენებები ნაწილობრივ დადასტურებულია თავად ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით იმ ნაწილში, რომ ბ----ა კ----ძე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების საძახისითა და მაშუქებით მოწოდებას, რომ გაეჩერებინა ა/მანქანა და მათ ბოლოს მანქანა გააჩერეს ნავთობბაზასთან, მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის განმარტებებს იმის შესახებ, რომ მათ მანქანა არ გააჩერეს იმის გამო, რომ აღნიშნული პოლიციის პიკაპით მოძრაობდა ვ-–------რ ლ----- და დ----- ბ---------ი, რომლებიც პროვოკაციას უწყობდნენ მოქალაქეებს, მათ მანქანა გააჩერეს ნავთობბაზასთან, სადაც ადრე მუშაობდა ბ----ა კ----ძე და იცოდა, რომ იქ იყო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, თუ მათ მიმართ უკანონო მოქმედებას ექნებოდა ადგილი, ამოიღებდნენ.
3.15. სასამართლო განმარტავს, ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის მტკიცებით, თუ პოლიციის თანამშრომლები უგონებდნენ მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და მოუწყეს პროვოკაცია, შემთხვევის ადგილზე კი თ-------აზ კ----ძემ რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში დაზარალებულებს გ--- მ--------სა და დ----- ბ---------ს, ხოლო ა--- ს---–-----–---–მა - სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ვ-–------რ ლ-----ს, შესაბამისად, ბრალდებულები ნ-----–--ზ წ----–-–--ლი და ბ----ა კ----ძე მოინდომებდნენ და შეეცდებოდნენ ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოღებას, რის გამოც მათ მანქანა გააჩერეს სწორედ ნავთობბაზასთან, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით.
დაცვის მხარის მიერ აღნიშნული გარემოებები, რომ იმ დროს, როდესაც ბ----ა კ----ძის მამას, თ-------აზ კ----ძეს პოლიციის ორ თანამშრომელთან გ--- მ--------თან და დ----- ბ---------თან ჰქონდა ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური კონფლიქტი, ხოლო ა--- ს---–-----–---–ს ასევე ჰქონდა ფიზიკური კონფლიქტი ვ-–------რ ლ-----სთან, მათ პოლიციის თანამშრომლებს ხელი რამდენჯერმე დაარტყეს სახის არეში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არ უყვირიათ, ცალკე დადგნენ პოლიციის მანქანასთან და ლაპარაკობდნენ, ხოლო თ-------აზ წ----ე და ა--- ს---–-----–---–ი მივიდნენ ბ----ა კ----ძესთან და ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან და ისინიც ლაპარაკობდნენ, მათ ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონიათ პოლიციის მეორე ეკიპაჟის მოსვლამდე - სასამართლოს მიაჩნია ალოგიკურად და დაუჯერებლად, რადგან იმ ვითარებაში, როდესაც ბ----ა კ----ძე ხედავს, რომ მამამისს თ-------აზ კ----ძეს ფიზიკური კონფლიქტი აქვს ორ პოლიციელთან გ--- მ--------თან და დ----- ბ---------თან, ხოლო ა--- ს---–-----–---–ს ვ-–------რ ლ-----სთან და მათი განმარტებით, მართალია, მათ არ დაუნახავთ პოლიციის მანქანაში რომელი პოლიციელები ისხდნენ, ისინი პირადად არ იცნობდნენ ვ-–------რ ლ-----სა და დ----- ბ---------ს, მაგრამ აღნიშნული პოლიციის პიკაპით, ვინაიდან მოძრაობდა ვ-–------რ ლ-----, მათ ივარაუდეს, რომ შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ, რომლებიც უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და პროვოკაციებს უწყობდნენ მოქალაქეებს, ბ----ა კ----ძე არ მიდის დასახმარებლად მამასთან თ-------აზ კ----ძესთან და ამის მაგივრად ის თავისი „ჩუსტის“ ძებნით არის დაკავებული, რაშიც ეხმარება ნ-----–--ზ წ----–-–--ლი, რომელსაც მართალია ესმის უკან ხმამაღალი ლაპარაკის ხმა, ასევე არ გამორიცხავს ფიზიკურ კონფლიქტსაც, მაგრამ მას არ აინტერესებს, მის უკან რა მდგომარეობაშია თავისი მეგობრის, ბ----ა კ----ძის მამა თ-------აზ კ----ძე და ის მხოლოდ დაინტერესებულია იმით, რომ ბ----ა კ----ძეს მოაძებნინოს ტალახის გუბეში დაკარგული „ჩუსტი“. ამასთან, ყოველგვარ დამაჯერებლობას სცილდება ბრალდებულების განმარტება, რომ სწორედ ასეთი ,,უკანონო ქმედებების ჩამდენი“ პოლიციის თანამშრომლები მორჩილად დგანან და თავს აცემინებენ ასაკოვან კაცს, თ-------აზ წ----ეს და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა--- ს---–-----–---–ს.
3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროსასამართლომ საქმეზე ჯონ მური გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (John Murray v UK, 08/02/1996, ECtHR, (GC), §54) განმარტა, რომ პრეზუმფციის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. აღნიშნულს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მოითხოვს საღი აზრი, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ. ასეთ დროს სასამართლოს შეუძლია დაცვის საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანოს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დაცვამ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული გარემოების ახსნა.
3.17. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტების გონივრული ახსნა და ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლისა და ბ----ა კ----ძის წინააღმდეგ. ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებას, რომ პოლიციელების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა, ვ-–------რ ლ-----მ, დ---თ ბ---------მა და გ--- მ--------მა არ შეასრულეს მათი ვალდებულება და არ ჩათვალეს საჭიროდ გამოეძახებინათ დამხმარე ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ დაემორჩილა ბ----ა წ----ე და არ გააჩერა ავტომანქანა; მოწმე დ---თ ბ---------ის ჩვენებით ადგილზე არ იყო განათება, გარდა მანქანების მაშუქებისა, ხოლო ვ-–------რ გ-------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე იყო ერთი დიდი ნათურა და მანქანის მაშუქები; დ----- ბ---------ის ჩვენებით, მას ყოველთვის აქვს მანქანაში ხელბორკილები და ბრალდებულები დააკავეს ადგილზე, ხოლო ვ-–------რ ლ----- აჩვენებს, რომ ხელბორკილები მოიტანა დამხმარე ჯგუფმა; ვ-–------რ გ-------–---–ის ჩვენებით ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან, ხოლო დ----- ბ---------ი იყო ბ----ა კ----ძესთან, მაშინ, როდესაც სამივე დაზარალებული ამბობს, რომ ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ბ----ა წ----ესთან, - სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან ზემოთ მითითებული ყველა გარემოება გარდა იმისა, რომ არის არაარსებითი ხასიათის, რაც პოლიციელების ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ამასთან, აღნიშნული გარემოებები განმარტებული იქნა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით. კერძოდ, ვ-–------რ ლ----ის, გ--- მ--------ის და დ----- ბ---------ის განმარტებით, ისინი იყვნენ სამნი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავად აღკვეთავდნენ სამართალდარღვევას, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ბრალდებულებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ისინი დარწმუნდნენ, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის უკანონო მოქმედებების აღკვეთას და მათი წინააღმდეგობის დაძლ---ს, გ--- მ--------მა გამოიძახა ხელის რაციით დამხმარე ჯგუფი, ხოლო ვ-–------რ ლ-----მ განყოფილებაში გადასცა შეტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა მათ წინააღმდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოქალაქეების მხრიდან; რაც შეეხება განათებას, ის გარემოება, რომ ერთმა პოლიციელმა, დ---თ ბ---------მა აჩვენა, რომ ადგილზე არ იყო განათება, გარდა მანქანების მაშუქებისა, ხოლო მეორე პოლიციელის, ვ-–------რ გ-------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე იყო ერთი დიდი ნათურა და მანქანის მაშუქები, სასამართლოს მიაჩნია არაარსებით გარემოებად, რაც ვერ ცვლის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს; ხოლო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ დ----- ბ---------ის ჩვენებით, მას ყოველთვის აქვს მანქანაში ხელბორკილები და ბრალდებულები დააკავეს ადგილზე, ხოლო ვ-–------რ ლ----- აჩვენებს, რომ ხელბორკილები მოიტანა დამხმარე ჯგუფმა; ვ-–------რ გ-------–---–ის ჩვენებით ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან, ხოლო დ----- ბ---------ი იყო ბ----ა კ----ძესთან, მაშინ, როდესაც სამივე დაზარალებული ამბობს, რომ ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ბ----ა წ----ესთან, - სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–------რ ლ-----ს და დ----- ბ---------ს არ ახსოვთ ზუსტად მოცემული შემთხვევის დროს ხელბორკილები სად ჰქონდათ. ვ-–------რ ლ----ის განმარტებით, მათ ხელბორკილი თან არ ჰქონდათ, შემდეგ დამხმარე ჯგუფმა მოიტანა, შეიძლება ხელბორკილები მანქანაში ყოფილიყო, ზუსტად არ ახსოვს, ხოლო დ----- ბ---------ის განმარტებით, მას ხელბორკილები ყოველთვის აქვს ხოლმე მანქანაში, ამ შემთხვევის დროს მას ზუსტად არ ახსოვს, ჰქონდა თუ არა ხელბორკილები მანქანაში; ასევე, ვ-–------რ გ-------–---–ს ზუსტად არ ახსოვს, როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ვინ ვისთან იდგა. მისი განმარტებით, მას როგორ ახსოვს, ვ-–------რ ლ----- და გ--- მ--------ი იყვნენ ნ-----–--ზ წ----–-–--ლთან, ხოლო დ----- ბ---------ი იყო ბ----ა კ----ძესთან.
3.18. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - ვ-–------რ ლ----ის, დ---თ ბ---------ის, გ--- მ--------ის, ვ-–------რ გ-------–---–ის და გი-----ი ა----–--ლის თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია და მათი ჩვენებების დამადასტურებელი ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული უტყუარი მტკიცებულებები,- მხოლოდ ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის და ბ----ა კ----ძის ჩვენებები, რომ მათ არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული დანაშაული და დაზარალებულებს ხელი დაარტყეს რამდენჯერმე თ-------აზ კ----ძემ და ა--- ს---–-----–---–მა, რომელთა დაკითხვა ვერ შეძლეს, რადგან ბრალდების მხარემ არ მისცა მათ ამ მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა, ისინი მოხსნა მოწმეთა დასაკითხი სიიდან და მათი ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
3.19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლომ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება - ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ,- გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ბ----ა კ----ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ,- გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულების ნ-----–--ზ წ----–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი და მათი ერთადერთი მარჩენალია, პირველად არის სამართალში, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხოლო ბ----ა კ----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ პირველად არის სამართალში და მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მათ არ გააჩნიათ.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვ--- დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.3. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულების პიროვნების, ასევე მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალური სასჯელის ზომასთან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–--ზ წ----–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ნ-----–--ზ წ----–-–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. ნ-----–--ზ წ----–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.
4. ბ----ა კ----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ბ----ა კ----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ბ----ა კ----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გ--- მ--------ის, ვ-–------რ ლ----ის სამსახურეობრივი უნიფორმა, მაჯის საათი და ა/მანქანა სახ. N W-------- დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ერთი ცალი CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით, საქმეზე სა---ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი