გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2019
საქმის ნომერი
330210119002994285
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
09.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/10565-2019 27 ივნისი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხე ს.ს. „ს---------------------------------–“ გ-----------------–---–- თ----------------- დ-------------

დავის საგანი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს.ს. „ს---------------------------------–“ ითხოვს, გაუქმდეს მოპასუხის _ დ-------------- კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ი-----------“-ის (რეგისტრაციის ნომერი 2----, რეგისტრაციის თარიღი 2---------) რეგისტრაცია, ვინაიდან მოპასუხე უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ იყენებს სასაქონლო ნიშანს საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელის მითითებით, სიტყვიერი აღნიშვნა ,,ი-----------“, როგორც სასაქონლო ნიშანი ქართულ ბაზარზე პირველად გამოყენებული იქნა მის მიერ სადაზღვევო მომსახურებისათვის. შესაბამისად, იდეა, რომ სიტყვა „ი-----“ გადაქცეულიყო ფართოდ ცნობილ ბრენდად სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნის. მოსარჩელე 1998 წლიდან ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობას ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით. მოპასუხემ 2012 წლის 28 ივნისს „საქპატენტში“ დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,ი-----------“, რომელსაც მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 2----, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის 36-ე კლასში შემავალი მომსახურებისათვის. მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გამო მოსარჩელე ვერ ახერხებს თავის სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას. მოპასუხეს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშანი მისი რეგისტრაციის მომენტიდან 5 წლის განმავლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2013 წლის 09 აგვისტოდან აწარმოებს ადმინისტრაციულ დავას ს------------ წინააღმდეგ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და სასაქონლო ნიშნების "I--------------------" და „ი----- ე-–-----------–----–-" საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესახებ. აღნიშნულ დავაში დ------------- მონაწილეობს როგორც მესამე პირი. მოსარჩელის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს------------. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ს------------ სააპელაციო საჩივარი, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეს სასაქონლო ნიშნების "I--------------------" და „ი----- ე-–-----------–----–-" საყოველთაოდ ცნობილად აღიარებაზე. 2014 წლის 18 აგვისტოს ს.ს. „ს---------------------------------–“-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა დ-------------- კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „ი-----------”-ის რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება დ-------------- მიერ ხდებოდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ამასთან, სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ სასაქონლო ნიშანს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს.ს. „ს---------------------------------–“-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 19 დეკემბერს მიიღო განჩინება სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 2014 წელს დ-------------მ აიღო საბროკერო ლიცენზია, რაც გულისხმობს იმას, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ ის ახორციელებდა საქმიანობას, ანუ იყენებდა სასაქონლო ნიშანს, ხოლო 2013-2014 წლებიდან მოსარჩელე სხვადასხვა სარჩელების საშუალებით ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს------------“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, დ-------------- სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი „ი-----------” (რეგისტრაციის ნომერი 2----, რეგისტრაციის თარიღი 2---------) 36-ე კლასის საქონლის მიმართ: დაზღვევა, ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა, ფულად-საკრედიტო ოპერაციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები (ს.ფ. 23) 3.1.2 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ს------------ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02 ივლისის N8------- გადაწყვეტილებით ს.ს. „ს--------------------------–-------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ს------------ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N1---- ბრძანება, რომლითაც სასაქონლო ნიშანს „ი-----------” უარი ეთქვა 36-ე კლასის მიმართ რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი „ი----- L- ს.ს. „საერთაშორისო ს---------------------------------– ინტერნეიშენალი“ მსგავსია ფიზიკური პირის, დ-------------- სახელზე „საქპატენტში“ რეგისტრირებული ნიშნისა „ი-----------” (ს.ფ. 27-37). 3.1.3 სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 12.03.2019 წლის ინფორმაციის თანახმად, 01.01.2012 წლიდან 12.03.2019 წლამდე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები და რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერები, რომელთა სახელწოდება შეიცავს სიტყვიერ აღნიშვნას „ი-----------” არიან: ს.ს. ს----------------------- „ი----- ე-–-----------–----–-“ (ს/კ 2--------) - ლიცენზიის გაუქმების თარიღი 03.12.2012; ს.ს. ს----------------------- „ი----- ე-–- (ს/კ 2--------) - საფირმო სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით სალიცენზიო მონაცემებში ცვლილების შეტანის თარიღი 31.07.2014 (ძველი სახელწოდება ს.ს. ს----------------------- „ა-–-----“); სადაზღვევო ბროკერი - შ.პ.ს. „ი-----“ (ს/კ 4--------) - რეგისტრაციის გაუქმების თარიღი 29.11.2017 (ს.ფ. 24). 3.1.4 საქართველოს ეროვნული ბანკის 12.03.2019 წლის ინფორმაციის თანახმად, 01.01.2012 წლიდან 12.03.2019 წლამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახელწოდება არ შეიცავს სიტყვიერ აღნიშვნას „ი-----------” (ს.ფ. 26). 3.1.5 საქართველოს ეროვნული ბანკის 21.02.2013 წლის ინფორმაციის მიხედვით, ს----------–-----------------------–--- ს----------------------- შ.პ.ს. „ი----- L----------------ის პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით ფიქსირდება 1998 წლის 16 იანვრით (ს.ფ. 21). 3.1.6 სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 01 დეკემბრის N0------ ბრძანებით შ.პ.ს. „ი-----“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებული იქნა სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0----- (ს.ფ. 115). 3.1.7 ს.ს. „ს---------------------------------–“-მა სარჩელი აღძრა დ-------------- მიმართ დ-------------- კუთვნილი სასაქონლო ნიშნის, „ი-----------” (რეგისტრაციის ნომერი 2----) ბათილად ცნობის შესახებ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე სარჩელში სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სადავო სასაქონლო ნიშანზე ყადაღის დადება და მოპასუხისათვის სასაქონლო ნიშნის გასხვისების აკრძალვა (ს.ფ. 122-131). 3.1.8 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 აგვისტოს N2--------- განჩინებით ს.ს. „ს---------------------------------–“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო მოპასუხის, დ-------------- კუთვნილ სასაქონლო ნიშანს „ი-----------” - რეგ. N2---- და აეკრძალა დ-------------ს მისი გასხვისება (ს.ფ. 116-119). 3.1.9 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის N2--------- განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე N2------ (მოსარჩელე ს.ს. „ა-–----- ბ-----“ (ამჟამინდელი უფლებამონაცვლე ს.ს. „ს---------------------------------–“), მოპასუხე სსიპ ი-----–--------–------------------------------–--–----------------------, მესამე პირი დ-------------), - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ს.ფ. 132-137).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი. ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 6.2 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს------------“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, დ-------------- სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი „ი-----------” (რეგისტრაციის ნომერი 2----, რეგისტრაციის თარიღი 2---------) 36-ე კლასის საქონლის მიმართ: დაზღვევა, ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა, ფულად-საკრედიტო ოპერაციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ს------------ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02 ივლისის N8------- გადაწყვეტილებით ს.ს. „ს--------------------------–-------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ს------------ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N1---- ბრძანება, რომლითაც სასაქონლო ნიშანს „ი-----------” უარი ეთქვა 36-ე კლასის მიმართ რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი „ი----- L- ს.ს. „საერთაშორისო ს---------------------------------– ინტერნეიშენალი“ მსგავსია ფიზიკური პირის, დ-------------- სახელზე საქპატენტში რეგისტრირებული ნიშნისა „ი-----------”. 6.3 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. 6.4 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 აგვისტოს N2--------- განჩინებით ს.ს. „ს---------------------------------–“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო მოპასუხის, დ-------------- კუთვნილ სასაქონლო ნიშანს „ი-----------” - რეგ. N2---- და აეკრძალა დ-------------ს მისი გასხვისება. ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. შესაბამისად, მოპასუხე დ-------------, როგორც ფიზიკური პირი, სადაზღვევო საქმიანობას ვერ განახორციელებდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მას აეკრძალა სასაქონლო ნიშნის მის მიერ დაფუძნებული ან სხვა კომპანიისათვის რაიმე ფორმით გადაცემა. ამდენად, დ-------------- მიერ სასაქონლო ნიშნის „ი-----------” გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებით არის განპირობებული, რის გამოც არ არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ს.ს. „ს---------------------------------–“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის N2--------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა დ-------------ს სასაქონლო ნიშნის "ი-----------" (რეგისტრაციის ნომერი 2----) გასხვისება (სადავო სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა) 36-ე კლასის მომსახურების სრული რეგისტრირებული ჩამონათვალის მიმართ.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. ს.ს. „ს---------------------------------–“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის N2--------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა დ-------------ს სასაქონლო ნიშნის "ი-----------" (რეგისტრაციის ნომერი 2----) გასხვისება (სადავო სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა) 36-ე კლასის მომსახურების სრული რეგისტრირებული ჩამონათვალის მიმართ. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი