განაჩენი

სისხლის სამართლის 12.08.2019
საქმის ნომერი
210100119003084233
დავის ტიპი
122
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003084233

saqme #1/140-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ გ--- ყ-----–---–--,ადვოკატ- ზ------ ზ-------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040240519002

 

ბრალდებულ გ--- ყ-----–---–-- მიმართ

 

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–--- მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

განათლება: ს-–----–-- გ------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--, მე-2 ქუჩა №5-

ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--, მე-2 ქუჩა №5-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ--- ყ-----–---–-- ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში, დ--------–--–------ს რაიონის, ადგილ „-–----–---–---“ ვ-–-–------- დაცული ტერიტორიების რეინჯერთა სამცველოს შენობის მიმდებარედ, დ----- ა-------- და გ------- ი--------–-- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემეს გ--- ყ-----–---–-, რომელმაც, მოძალადეთა მოგერიების მიზნით, შარვალზე მიმაგრებული ბუდიდან ამოიღო დანა და რამდენჯერმე მოიქნია ხსენებულ პირთა მიმართულებით, თუმცა, გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და დ----- ა------- მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

ესე იგი, გ--- ყ-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - გ--- ყ-----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ--- ყ-----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 15 ივლისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ--- ყ-----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ--- ყ-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ--- ყ-----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №1339336 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება დ----- ა-------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ დ----- ა-------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების -გ------- ი--------–--, ლ---- ა------, ხ---- ა--–-------, გ------- ქ----------–-- და გ------- ბ------------–---–-- გამოკითხვის ოქმი; ტანსაცმლის ამოღების ოქმები; ნიმუშის აღების ოქმები; დ----- ა-------- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 4 ივლისის №004591719 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; გ--- ყ-----–---–-- დაკავების ოქმი; გ--- ყ-----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გ--- ყ-----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ გ--- ყ-----–---–-- ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გ--- ყ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--- ყ-----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--- ყ-----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ძირითადი სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

2. ს----------–--- სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ--- ყ-----–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის (25.05.2019 წლიდან 27.05.2-19 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ გ--- ყ-----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს გ--- ყ-----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და სს ”-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - გ-- ყ-----–---–- (პირადი №-----------).

 

4. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საქმეზე დართულ შემდეგ ნივთმტკიცების, კერძოდ:

 

- გ--- ყ-----–---–-- კუთვნილი დანის, გ--- ყ-----–---–-- სისხლის ნიმუშის, დ----- ა-------- სისხლის ნიმუშისა და გ------- ი--------–-- სისხლის ნიმუშის, ასევე გ--- ყ-----–---–--, დ----- ა-------- და გ------- ი--------–-- კუთვნილი ტანისამოსის ბედი, რაც საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო"-ში, გადაწყდეს ამავე საქმიდან გამოყოფილ გ--- ყ-----–---–-- ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი