გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
140310018002264921
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002264921

საქმე №3/14-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო გერგაული

სხდომის მდივანი - ნინო არაბული

მოსარჩელე: ა---------– მ---–-–---–ი

წარმომადგენელი: ნ----- ჯ-----–---–ი, გ------–ი მ---–-–---–ი

მოპასუხე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ხ----- ფ-----–---–ი

მოპასუხე: სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

წარმომადგენელი: გ------- ც----ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის №51 დადგენილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 აგვისტოს №0170002817 ბრძანება, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 4 აგვისტოს №517 00 00 10 20 ბრძანება და აკადემიის ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსის და 2017 წლის 26 ივლისის №5 17 00715406 პატაკი;

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს გადაეცა გორის რაიონული სასამართლოს გზავნილი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების სახით (თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელე - თავდაცვის სამინისტრო,) სადაც თანდართული დოკუმენტის სახით ასევე ჩაბარდა 2017 წლის 27 ივლისის სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის №51 დადგენილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 აგვისტოს №0170002817 ბრძანება. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი ა.მ---–-–---–ისთვის მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძვლები. აღნიშნული დადგენილებისა და ბრძანების თანახმად, ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი და დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო სამსახურიდან აკადემიური მოსწრების გამო. რაც მოსარჩელისთვის გაუგებარია, იქიდან გამომდინარე, რომ რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელე სათანადოდ ვერ იქნა მომზადებული, ვინაიდან საცეცხლე მომზადება დამოკიდებულია პრაქტიკულ მომზადებაზე და არა საზეპირო წასაკითხ საგანზე, შესაბამისად ავთანილ მ---–-–---–ს სახლში არ გააჩნდა არც იარაღი და არც სათანადო მოწყობილობა, რომლითაც დამოუკიდებლად შეძლებდა მეცადინეობას, იგი სრულად იყო მინდობილი მოპასუხეზე, რომელმაც არ დახარჯა მის მოსამზადებლად საკმარისი რესურსი.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლექტორებმაც აღნიშნეს, ა---------– მ---–-–---–ს არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, იგი ხასიათდება დადებითად, მან წარმატებით გაიარა პირველი და მეორე ეტაპი, მას გადამზადება აღარ სჭირდებოდა, ამასთან, მან წარმატებით ჩააბარა სხვა საგნები, შესაბამისად რას მიიჩნევს მოპასუხე მხარე აკადემიურ მოსწრებაში, იმ პირობებში, როდესაც ა.მ---–-–---–ი გამოცხადდა გამოცდაზე და საკუთარი ბრალეული ქმედებით არ ჩაჭრილა, მოსარჩელისთვის უცნობი და გაუგებარია. მისი მოსაზრებით, იარაღის მოქმედების განხორციელებით შეუსრულებელი დავალება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საგნის ჩაუბარებლობად, იგი ამ მომენტისთვის იყო პირველკურსელი და სხვა გამოცდილება იარაღთან მიმართებაში მას არ ჰქონია. ეს უნდა ესწავლა მხოლოდ თავდაცვის აკადემიაში, შესაბამისად მოპასუხე მხარემ არ და ვერ დახარჯა საკმარისი რესურსი, რათა მას ესწავლა და ჩაებარებინა გამოცდა, რაც შეეხება სწავლების მეთოდს, მოწმეთა ჩვენებით, რომლებიც პროფესიონალები და უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას, ა---------– მ---–-–---–ს ახასიათებენ დადებითად და გამოცდის ჩაუბარებლოს მიზეზად უთითებენ იმ გარემოებას, რომ კურსანტებს შორის არსებობდა შეთქმულება, გამოცდების ჩაუბარებლობის შესახებ, სხვა მიზეზი არ არის დასახელებული მათი მხრიდან. სილაბუსის თანახმად, შედგენილი იყო განრიგი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო პრაქტიკული სწავლება, მათ შორის სროლის სავარჯიშოები. აღნიშნულის თანახმად, აკადემიას მეორე სემესტრში უნდა შეესრულებინა პრაქტიკული სროლის შვიდი სავარჯიშო. მოპასუხემ მიუთითა, რომ სრულად შესრულდა სილაბუსის მოთხოვნები, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოსარჩელემ მხოლოდ ერთ დღეს მიიღო პრაქტიკული სროლის სავარჯიშო. ხოლო აშშ-ს სამხედრო სწავლების სროლის კურსის შესაბამისად, რომლის მიხედვით არის შედგენილი აკადემიის საცეცხლე მომზადების პროგრამა, სროლის სწავლებისთვის არ არის მითითებული ზღვრული ოდენობა, მითითებულია განუსაზღვრელი დრო სავარჯიშოდ. კურსანტი გამოცდაზე უნდა გავიდეს მხოლოდ მაშინ, როცა შეძლებს ჩათვლას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში 64 იუნკერიდან გამოცდა ჩააბრა მხოლოდ რვა მათგანმა, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა.მ---–-–---–ი არ მომზადებულა სათანადოდ, რათა ჩაებარებინა გამოცდა. ამასთან, მისი იარაღი დაზიანდა საკვალიფიკაციო სროლისას და ითხოვა შეცვლა, მაგრამ არ შეუცვალეს, რაც დამატებით მიზეზი გახდა გამოცდის ვერ ჩაბარების.

2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი გ------- ც----ე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული იქიდან გამომდინარე, რომ არ გააჩნია საფუძველი და არის უშინაარსო. აკადემიის აკადემიური საბჭოს №51 დადგენილება გამოცემულია კანონის და კანონქვემდებარე აქტების სრული დაცვით, აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლება, რასაც განამტკიცებს აკადემიის ,,აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციის“ მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს №MOD 0 17 00002817 ბრძანებას, მისი გამოცემის საფუძველი გახდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს საამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №279 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქრტის მე-6 მუხლის 6.1.5 პუნქტი უშვებს ასეთ შესაძლებლობას და მეტიც, ის იმპერატიული ხასიათის ჩანაწერია, რომელიც უპირობოდ მსგავსი ტიპის მოცემულობის დადგომის შემთხვევაში პირის მიერ კონტრაქტის დარღვევად განიხილავს მის ბრალეულ ქმედებას, რომელიც გამოიწვია მისი დისციპლინური თუ აკადემიური მოუსწრებლობა.

გ.ც----ის განმარტებით, თავდაცვის სამხედრო აკადემიაში სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარებულია იმ ცხრილით და სილაბუსით, რაც გაკეთებულია პირველი კურსის იუნკერებისთვის. ყველაფერი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ნორმატიული აქტებით მათ შორის პრაქტიკული მეცადინეობები, საველე პირობებში სროლა თუ სიმულაციური სროლები, ამასთან, აღნიშნა, რომ სიმულაციური სროლებიც იგივე პრაქტიკული მეცადინეობებია და არაფრით განსხვავდება საველე პირობებში სროლისაგან. ის გარემო, რომელშიც იუნკერებს უწვეთ სიმულაციურ სროლებში მეცადინეობა, აღჭურვლია მაღალი დონის, თამნამედროვე ინვენტარით, მიახლოებულია ,,ნატოს“ თანამედროვე სტანდართებთან. გ.ც----ის განმარტებით, ა.მ---–-–---–მა საკუთარი ბრალეულობით მიიღო სროლის საკვალიფიკაციო გამოცდაში არადამაკმაყოფილებელი შედეგი, მან თავდაცვის აკადემიაში სრულად გაიარა ის მომზადება, რაც მისთვის იყო განკუთვნილი, ივნისის და ივლისის თვეში, ოთხი დღის მანძილზე რეალურ მოქმედებაში, საველე პირობებში 258 ვაზნა გაისროლა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი ეჩვენებინა სროლის საკვალიფიკაციო გამოცდაში. გარდა ამის, მას გავლილი აქვს სიმალუციური სწავლება და პრაქტიკული სავარჯიშოები. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გამოცდის პირველ ეტაპზე 64 იუნკერი ჩაიჭრა, ამასთან დაკავშირებით მოწმეებმაც განმარტეს, რომ გარკვეულ შეთქმულებას ჰქონდა აკადემიაში ადგილი, იუნკერთა მხრიდან, შემდგომ გადაბარებაზე კი მხოლოდ თერთმეტმა იუნკერმა ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ვერ გაიარა სათანადოდ შესაბამისი მომზადება. ა.მ---–-–---–ის მიერ ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე მოხდა აკადემიის რექტორის მიერ ბრძანების მიღება, რომელიც არის კანონიერი.

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხ----- ფ-----–---–ი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სასარაჩელო მოთხოვნას, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ა---------– მ---–-–---–ი ჩაირიცხა სსიპ ,,დ----- აღმაშენებლის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე (იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსი) იუნკერად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. აღნიშნული საფუძვლით თავდაცვის სამინისტროსა და ა---------– მ---–-–---–ს შორის გაფორმდა №1109 კონტრაქტი 2016 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.2016 წლის №3347 ბრძანებით ,,სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ იუნკერი ა---------– მ---–-–---–ი გაწვეული იქნა და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ 2016 წლის 11 სექტემბრიდან. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაეთხოვება სამსახურიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1; 6.1.4; 65.1.5; 6.1.6; 6.1.7; 6.1.8; 6.1.8; პუნქტებით განსაზღვრული იმ სააფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას დაეკისრებოდა 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს 27.07.2017 წლის №51 დადგენილებით, პირველი კურსის იუნკერს ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა აკადემიის იუნკერის სტატუსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ წესდების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის, 38-ე მუხლის და ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და სააფასურის დამტკიცეს შესახებ“ საქართველოს განათლების დაა მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების და ,,აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აკადემიის ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსის 2017 წლის 26 ივლისის №5406 პატაკის გათვალისწინებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.08.2017 წლის №2817 ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის პირველი კურისის) იუნკერი რიგითი ა---------– მ---–-–---–ი დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურიდან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ სააქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნტის (კონტრქტის პირობების დარღვევის გამო) და სააქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.5 პუნქტის საფუძველზე (მოსამსახურე მისი ბრალით გაირიცხა სასწავლებლიდან (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით).

ხ.ფ-----–---–ის ახსნა-განმარტებით, ა.მ---–-–---–ს ხელი ჰქონდა კონტრაქტზე მოწერილი, რომლის 6.1.5 პუნქტიც გულისხმობს აკადემიიდან გარიცხვას აკადემიური ან დისციპლინური საფუძვლით, ის თუ რაიმე გამოცდას ვერ ჩააბარებდა, იქნებოდა მიზეზი 2 8000 ლარის ჯარიმის დაკისრების. რამდენად შეიძლება იყოს იარაღის სროლის გამოცდის ჩაუბარებლობა აკადემიური მიზეზი, მითითებულია, რომ შეიძლება გაირიცხოს იუნკერი სასწავლებლიდან აღნიშნული მიზეზით, იგივე პრონციპია შსს აკადემიის თანამშრომელბთან დაკავშირებით, თუკი ისინი ვერ გაივლიან საცეცხლე მომზადების კურსს. მითუმეტეს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ა.მ---–-–---–ს ხელი ჰქონდა მოწერილი კონტრაქტზე, სადაც პირდაპირ არის განმარტებული ამის შესახებ. წინა სემსტრში იგივე გამოცდა მას ჩაბარებული აქვს, იმ პირობებში, როდესაც იგი ახალი მისული იყო აკადემიაში, შესაბამისად აღნიშნული გამოცდა იყო ჩაბარებადი და არანაირი პრობლემა არ შექმნია. რაც შეეხება რესურს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თავდაცვის აკადემიის სტანდარტები სრულად შეესაბამება ,,ნატოს“ სტანდარტებს, ტარდება სიმულაციური სწავლება, ამ დროს ჩვეულებრივად ისვრიან იარაღიდან, აქვს იგივე უკუძალა, უბრალოდ არ ისვრის ჩვეულებრივ ტყვიას, თუმცა გასროლის ძალა, სიმძიმე არის იდენტური. სურვლის შემთხვევაში ნებიმიერ დროს შეუძლიათ სიმულაციური სწავლების გავლა, ამ დროს იუნკერი ეჩვევა იარაღს. სწავლების მეთოდი გაწერილია სილაბუსით. სტანდარტი გათვლილია საშუალოზე დაბალ დონეზე, რასაც იუნკერები უნდა აკმაყოფილებდნენ. რაც გამოცდების შედეგად უნდა იყოს მიღწეული, თავდაცვის აკადემიაში არის ძალიან გამარტივებული, რადგან არ დადგეს უსამართლო შედეგი, მინიმუმადე არის დაყვანილი აღნიშნული სტანდარტი, პირველ სემესტრში ა.მ---–-–---–ს წარამატებით აქვს ჩაბარებული გამოცდა, როცა პრობლემა იყო და მან იარღის შეცვლა მოინდომა, შეუცვალეს კიდეც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ა---------– მ---–-–---–ს შორის გაფორმდა კონტრაქტი №119 (სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონრტაქტი), რომლის მე-6 მუხლის 6.15 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით, მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს, თუ მოსამსახურე მისი ბრალით გაირიცხა სასწავლებლიდან (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით). აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.14, 6.1.5, 6.1.6, 6.1.8, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 11 სექტემბრის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონრტაქტი №119;

3.2. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2016 წლის 7 სექტემბერს №6 16 00001130 ბრძანების თანახმად, ა---------– მ---–-–---–ი ჩაირიცხა აკადემიის საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებზე იუნკერად 2016 წლის სექტემბრიდან და აყვანილი ყველა სახის კმაყოფაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2016 წლის 7 სექტემბერს №6 16 00001130 ბრძანება;

 

3.3. 2017 წლის 7 ივლისის სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს №51 დადგენილების თანახმად, აკადემიის ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 1 კურსის იუნკერს, რიგით ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი; 2017 წლის 4 აგვისტოს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის № MOD 5 17 00001020 ბრძანებით რიგით ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამორიცხა იუმნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 7 აგვისტოდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 7 ივლისის სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს №51 დადგენილება;

 

3.4. 2017 წლის 3 აგვისტოს ა---------– მ---–-–---–თან ჩატარდა ზეპირი გასაუბრება, კონტრაქტის დარღვევის შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 3 აგვისტოს გასაუბრების ფურცელი;

 

3.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს №MOD 0 17 00002817 საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსი) იუნკერი ა---------– მ---–-–---–ი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს №MOD 0 17 00002817 საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება;

 

3.6. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციით დადგენილია იუნკერის შეფასების, გამოცდების ჩაბარების წესები, აღნიშნულის მიზანია ხარისხობრივად განსაზღვროს აკადემიის იუნკერის სწავლის შედეგები, აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრქუცია;

 

3.7. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის №21/507 ცნობის თანახმად, 2017 წლის 28 ივნისს დღის მაქსიმალური ტემპერატურა იყო 320, უნალექო დღე, 2017 წლის 20 ივლისს დღის მაქსიმალური ტემპერატურა იყო 330, უნალექო დღე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის №21/507 ცნობა;

 

3.8. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 30 სექტემბრის №MOD 7 16 00000411 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კუსრსის პირად შემადგენლობას (დანართი - 1 - ა---------– მ---–-–---–ი) ჩაუტარდა პრაქტიკული მეცადინეობები, (ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება) საშტატო შეიარაღებით 2016 წლის 3 ოქტომბერს, აკადემიის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ტერიტორიაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 30 სექტემბრის №MOD 7 16 00000411 ბრძანება. დანართი №1;

 

3.9. სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №MOD 1600000414 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს (დანართი - 1 - ა---------– მ---–-–---–ი), რომლებიც გადიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, სასწავლო პროგრამის და მეცადინეობათა ცხრილების შესაბამისად საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ მე-5 ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე, 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2016 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დავით აღმაშნებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №MOD 1600000414 ბრძანება; დანართი №1;

 

3.10. 2016 წლის 12 ოქტომბრის №253 საბრძოლო მასალების ჩამოწერის აქტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 3 ოქტომბრის №MOD 2 16 00928697 ბრძანების საფუძველზე, იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურისის იუნკერებს 05, 06, 10 და 11 ოქტომბერს მე-5 ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე - ,,ვ-------ი“ ჩაუტარდა პრაქტიკული მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 2205 ,,5,56X45 მმ ვაზნა M-855“ და 5625 ,,5,56X45 მმ ვაზნა ,,M-855“. ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 63 ცალი 5,56 მმ M-855 ვაზნა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 12 ოქტომბრის №253 საბრძოლო მასალების ჩამოწერის აქტი; საბრძოლო მასალების მიღება-ჩაბარების უწყისები.

 

3.11. სსიპ დ----- აღმაშნებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის №MOD 0 17 00000035 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1 კურსის იუნკერებს (ა---------– მ---–-–---–ს) (დანართი 1) საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე, 2017 წლის 30 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშნებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის №MOD 0 17 00000035 ბრძანება, დანართი №1;

 

3.12. 2017 წლის 17 თებერვლის №53 საბრძოლო მასალების ჩამოწერის აქტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 27 იანვრის №MOD 0 17 00000035 ბრძანების საფუძველზე, იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურისის იუნკერებს 30 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით 1--–- ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე (ქ.გორი) ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 12855 ,,5,56 მმ საბრძოლო ვაზნა M-855“ და 1220 ,,5,56 მმ საბრძოლო ვაზნა ,,M-856“.

ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 115 ცალი 5,56 მმ M-855 ვაზნა

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 17 თებერვლის №53 საბრძოლო მასალების ჩამოწერის აქტი; საბრძოლო მასალების მიღება-ჩაბარების უწყისები.

 

3.13. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 1 თებერვლის №MOD 5 17 00000021 ბრძანების თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურისის პირადი შემადგენლობა (დანართი №1 - ა---------– მ---–-–---–ი) გაყვანილი იქნა საველე პრაქტიკულ სწავლებაზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისის“ საწვრთნელ ბაზაზე - ,,ნორიო“, 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით; სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის სააქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურისის იუნკერებთან საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები (საბრძოლო სროლები) ჩატარდა პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით, მეცადინეობა ჩატარდა როგორც 5,56 მმ ავტომატური შაშხანით და კარაბინით (მ4) ასევე ყოფილი საბჭოური კონსტრუქციის ავტომატით (AK-745, 45მმ);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშნებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 1 თებერვლის №MOD 5 17 00000021 ბრძანება, დანართი №1;

 

3.14. 2017 წლის 11 ივლისის საბრძოლო მასალების ჩამოწერის შესახებ №238 აქტის თანახმად, აკადემიის რექტორის 2017 წლის 23 ივნისის №250 ბრძანების საფუძველზე სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს 2017 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით 1--–- ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე ,,ვ-------ი“ ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 15708 5,56 მმ M855 ვაზნა, 1190 ცალი 5,56 მმ M856-T ვაზნა, 2142 ცალი 7,62მმ LPC ვაზნა. ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 160 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 11 ივლისის საბრძოლო მასალების ჩამოწერის შესახებ №238 აქტი, საბრძოლო მასალების მიღება-ჩაბარების უწყისები;

 

3.15. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 ივლისის №MOD 5 17 00000355 ბრძანების თანახმად, აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს (დანართი №1) საცხეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე 2017 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით. 2017 წლის 24 ივლისის საბრძოლო მასალების ჩამოწერის შესახებ №266 აქტის თანახმად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს 2017 წლის 20 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე ,,ვ-------ი“ ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა, (საბრძოლო სროლები), სადაც გაიხარჯა 6272 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა; ა---------– მ---–-–---–ს გადაეცა 98 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 ივლისის №MOD 5 17 00000355 ბრძანება, დანართი №1, 2017 წლის 24 ივლისის საბრძოლო მასალების ჩამოწერის შესახებ №266 აქტი, საბრძოლო მასალების მიღება-ჩაბარების უწყისები;

 

3.16. 2016 წლის 3 ოქტომბრის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის ვ.პოლკოვნიკი ვ.კ--------ის მიერ დამტკიცდა იუნკერთა ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსთან 3 ოქტომბერს ჩასატარებელი საველე სწავლების (პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების) გეგმა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 3 ოქტომბრის გეგმა, თანდართული მასალებით;

 

3.17. 2016 წლის 3 ოქტომბრის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის ვ.პოლკოვნიკი ვ.კ--------ის მიერ დამტკიცდა იუნკერთა ბატალიონის იუნკერთა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსთან 2016 წლის 5-11 ოქტომბერს საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობების (საბრძოლო სროლების) ჩატარების გეგმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 3 ოქტომბრის გეგმა, თანდართული მასალებით;

 

3.18. 2017 წლის 24 იანვრის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის ვ.პოლკოვნიკი ვ.კ--------ის მიერ დამტკიცდა იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის პრაქტიკული საველე გასვლის გეგმა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 24 იანვრის გეგმა, თანდართული მასალებით;

 

3.19. 2017 წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის ვ.პოლკოვნიკი ვ.კ--------ის მიერ დამტკიცდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურისის პირად შემადგენლობასთან საცეცხლე მომზადებაში საბრძოლო სროლების ჩატარების გეგმა, ჩატარების დრო განისაზღვრა 20.07.2017წ - 21.07.2017წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გეგმა, თანდართული მასალებით;

 

3.20. 2017 წლის 26 ივლისის №MOD 5 17 00715406 პატაკის თანახმად, ა.მ---–-–---–მა ვერ შეასრულა ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს პირობები და მიიღო უარყოფითი შეფასება (0 ქულა), სილაბუსის თანახმად, ა.მ---–-–---–ს აკადემიის რექტორის №355 (18.07.2017) მიეცა გადაბარების უფლება. სულ 64-მა იუნკერმა მიიღო მსგავსი შეფასება და მიეცათ გადაბარების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 26 ივლისის №MOD 5 17 00715406 პატაკი;

 

3.21. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სილაბუსის თანახმად, (სასწავლო კურსის/მოდულის სტატუსი MLTR 1511) საცეცხლე მომზადება განისაზღვრა 12 საათით;

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სილაბუსის თანახმად, (სასწავლო კურსის/მოდულის სტატუსი MLTR 1512) საველე გასვლა განისაზღვრა 2 კვირა;

საცეცხლე მომზადება: 1. ხელის(მსუბუქი) ტყვიამფრქვევით 110 მეტრში სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო. 2. ტყვიამფრქვევით 110 მეტრში სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო. 3. 5,56 მმ ავტომატური კარაბინის ( M4) ნორმალური მოხვედრებამდე მიყვანის სავარჯიშო. 4. სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო.

ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო. სიმულაციის სასწავლო ჯგუფში. 6.ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო. 7. ხელყუმბარების სავარჯიშო (სასწავლო ყუმბარებით) სასწავლო სროლის მეორე სავარჯიშო ღამით, ღამის ხედვის ხელსაწყოების გარეშე ხელოვნური განათების პირობებში. იუნკერის მიღწევების შეფასების მიხედვით: საცეცხლე მომზადებაში იუნკერმა უნდა შეასრულოს პრაქტიკული სროლის 7 სავარჯიშო, 6 პრაქტიკული სროლის სავარჯიშო არის ქულობრივი შეფასების აგრეშე, ხოლო მე-7-ე პრაქტიკული სროლის (ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო) შესრულების შედეგად იუნკერს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა. ამავე სილაბუსით განსაზღვრულია საველე სწავლების საცეცხლე მომზადების პრაქტიკული სროლის სავარჯიშოების შესასრულებლად დაშვების წინაპირობები. უსაფრთხოების წესები. 5. 5,56 მმ ავტომატური კარაბინის ( M4) ნორმალური მოხვედრებამდე მიყვანის სავარჯიშო არის სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშოზე დაშვების წინაპირობა და ფასდება ჩათვლა/არჩათვლით. ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო ფასდება 0- ქულა: 40 შესაძლებლობიდან 25 და ნაკლები მოხვედრა კვალიფიკაციის გარეშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სილაბუსი;

 

3.22. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 23 სექტემბრის №MOD 8 16 00000395 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებზე მიმაგრებული იქნა დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2016 წლის 23 სექტემბრის №MOD 8 16 00000395 ბრძანება; დანართი №1;

 

3.23. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 15 თებერვლის №MOD 4 17 00000066 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- ასულის სამხედრო მოსამსახურეებს და იუნკერებს მოეხსნათ მათზე მიმაგრებული დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი AK-74 და M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 15 თებერვლის №MOD 4 17 00000066 ბრძანება; დანართი №1;

 

3.24. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 20 თებერვლის №MOD 1 17 00000072 ბრძანების თანახმად, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებზე მიმაგრებული იქნა დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 20 თბერვლის №MOD 1 17 00000072 ბრძანება; დანართი №1;

 

3.25. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 მაისის №MOD 6 17 00000130 ბრძანების თანახმად, აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის სამხედრო მოსამსახურეებზე და იუნკერებზე მიმაგრებული იქნა დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 მაისის №MOD 6 17 00000130 ბრძანება, დანართი №1;

 

3.26. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 22 მაისის №MOD 7 17 00000140 ბრძანების თანახმად, აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის სამხედრო მოსამსახურეებზე და იუნკერებზე მიმაგრებული იქნა დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 22 მაისის №MOD 7 17 00000140 ბრძანება, დანართი №1;

 

3.27. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 26 ივლისის №MOD 6 17 00000383 ბრძანების თანახმად, აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს მოეხსნათ მათზე მიმაგრებული დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 26 ივლისის №MOD 6 17 00000383 ბრძანება; დანართი №1;

 

3.28. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 2 სექტემბრის №MOD 0 17 00000530 ბრძანების თანახმად, აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს მოეხსნათ მათზე მიმაგრებული დანართი №1-ით წარმოდგენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 2 სექტემბრის №MOD 0 17 00000530 ბრძანება; დანართი №1;

 

3.29. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილის ვ/პოლკოვნიკ ზ.ლიპარტელიანის მიერ დამტკიცდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის პირად შემადგენლობასთან საცეცხლე მომზადებაში საბრძოლო სროლების ჩატარების გეგმა. ჩატარების დრო განისაზღვრა: 26.06.2017 – 27.06.2017; 28.06.2017 – 29.06.2017;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის პირად შემადგენლობასთან საცეცხლე მომზადებაში საბრძოლო სროლების ჩატარების გეგმა, თანდართული მასალებით;

 

3.30. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 ივლისის №MOD 8 17 00000330 ბრძანების თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურისის იუნკერებთან საცეცხლე მომზადებაში მეცადინეობები (სასწავლო სიმულაციური სროლები) ჩატარდა აკადემიის სიმულაციურ ცენტრში, 2017 წლის 13, 17, 18, 19 და 20 ივლისს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 ივლისის №MOD 8 17 00000330 ბრძანება;

 

3.31. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 27 ივლისის №MOD 117 00000388 ბრძანების თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურისის იუნკერებს საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე 2017 წლის 28 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 27 ივლისის №MOD 117 00000388 ბრძანება;

 

3.32. 2016-2017 სასწავლო წლის 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ჩასათვლელ ალტერნატიულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოში ა---------– მ---–-–---–ის შეფასება, საერთო ქულა შეადგენს - 0-ს

2016-2017 სასწავლო წლის 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ა---------– მ---–-–---–ს სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში აქვს არ.ჩათვლა, ჩასათვლელ ალტერნატიულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოში მისი საერთო ქულა შეადგენს 0-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საცეცხლე მომზადების უწყისები;

 

3.33. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №59 დადგენილების თანახმად, დამტკიცდა აკადემიის სასწავლო დაწესებულებების საბაკალავრო სკოლის 2016-2017 სასწავლო წლის აკადემიური გეგმა - კალენდარი, წარმოდგენილი რედაქციით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშნებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №59 დადგენილება; კალენდარი;

 

3.34. მოწმის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა სასწავლო განათლების საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორის ბ------ ლ-----ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ M4 A3 , ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღთან დაკავშირებით იუნკერები გადიან, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, ეს უკანსაკნელი მოიცავს საველე პიროებებში ვარჯიშსაც. საველე პირობეებში წელიწადში ორჯერ გადიან სწავლებას, 2-2 კვირით. სულ 4 საველე გასვლაა გეგმის მიხედვით. იგი უშუალოდ მონაწილეობს სროლების სავარჯიშოებში. პირველ სასწავლო სავარჯიშო მაქსიმალურად არის მიახლოებული საკვალიფიკაციო სროლასთან, რომ არ გაუჭირდეთ კურსანტებს ჩაბარება. გადიან ასევე ნორმალურ მოხვედრებამდე ვარჯიშს, თუ სამივე სამიზნეს ახვედრებდა პირველი სავარჯიშო სროლაზე უთვლიდენენ, რომელიც ა---------– მ---–-–---–მა ჩააბარა, და ამიტომ გადაიყვანეს, დაუშვეს შემდეგ ეტაპზე. ამ სავარჯიშოს ჩატარებას ვერ ახერხებენ წიგნში მითითებული სტანდარტით ანუ ცდის რაოდენობას ვერ იმეორებენ განუსაზღვრელად, შეზღუდული რესურსის გამო. თუმცა თუ კარგად ისვრის კურსანტი უთვლიან გარკვეულ მოხვედრას, თუ არა დამატებით ავარჯიშებენ. მათ დადგენილი აქვთ რამდენი ვაზნების რაოდენობა, თუმცა შეათანხმეს ზემდგომ პირებთან და უფრო მეტი წაიღეს იუნკერების სავარჯიშოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმის ახსნა-განმარტება.

 

3.35. აკადემიის პირად შემადგენლობაზე შეიარაღების მიმაგრების წიგნების თანახმად, (2017 წლის ნომენკლატურა №53, 2015 წლის ნომენკლატურა №93, 2016 წლის ნომენკლატურა №89) იუნკერ ა---------– მ---–-–---–ზე მიმაგრებული იქნა M-4 A-3 №BFI 557669, M-4 A-3 №BFI 561719 იარაღები, აკადემიის იუნკერთა ბატალიონის პირველი ასეულის იარაღისა და საბრძოლო მასალების გაცემის წიგნის (2017 წლის ნომენკლატურა №56) თანახმად, ა.მ---–-–---–ზე 2017 წლის 10 თებერვალს გაიცა M4 A3 იარაღი, 2017 წლის 13 აპრილს გაიცა M-4 A-3 BFI557669 დასახელების იარაღი. 2017 წლის იარაღისა და საბრძოლო მასალების გაცემის წიგნის (ნომენკლატურა №56) თანახმად, ა.მ---–-–---–ზე 2017 წლის 12 ივნისს გაიცა 1 ცალი M-4 A-3 BFA557669 დასახელების იარაღი; 2017 წლის 20 ივლისს მასზე გაიცა 1 ცალი M-4 A-3 BF1557669 დასახელების იარაღი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შეიარაღების მიმაგრების და საბრძოლო მასალების გაცემის წიგნები;

 

3.36. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2016 წლის 9 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ბატალიონის იუნკერთა საწყისი საბრძოლო მომზადების (ისსმ) კურსთან 2016 წლის 10-11 ოქტომბერს საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობების) საბრძოლო სროლების ჩატარების გეგმა; ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის ვ/პოლკოვნიკ ვ.კ--------ის მიერ 2017 წლის 18 იანვარს დამტკიცდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის პირად შემადგენლობასთან 2017 წლის 30 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით საცეცხლე მომზადებაში სროლის სავარჯიშოების ჩატარების გეგმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 9 სექტემბრის და 2017 წლის 18 იანვრის გეგმა;

 

3.37. 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ა.მ---–-–---–ს სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოსა და სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში ღამით, აქვს დამაკმაყოფილებელი შეფასება - ჩათვლა, (მონაცემები 30.01.2017წ - 01.02.2017წ.);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საცეცხლე მომზადების უწყისი;

 

3.38. 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ა.მ---–-–---–ს სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოსა და სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში ღამით, აქვს შეფასება - არ ჩათვლა, (მონაცემები 26.06.2017წ. - 29.06.2017წ.)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საცეცხლე მომზადების უწყისი;

 

3.39. 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ა.მ---–-–---–ს ხელის მსუბუქი ტყვიამფქვრევი ნეგევით 100 მეტრში სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში აქვს შეფასება - არ ჩათვლა, 7,62 მმ ტყვიამფქვრევი ნეგევით 100 მეტრში სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში აქვს შეფასება - ჩათვლა. ჩასათვლელ ალტერნატიულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოში აქვს შეფასება - კვ.გარეშე, ხელყუმბარების სავარჯიშოში აქვს შეფასება - ჩათვლა; (მონაცემები 26.06.2017წ - 29.06.2017წ.)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საცეცხლე მომზადების უწყისი;

 

3.40. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 15 თებერვლის №MOD 4 17 00000066 ბრძანებით, კურსის უფროსის 2017 წლის 14 თებერვლის №MOD 0 17 00139735 პატაკის საფუძველზე, საბრძოლო სროლების დროს დაზიანდა 4 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებს, მათ შორის ა---------– მ---–-–---–ს მოეხსნათ მათზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი დაზიანების გამო და ჩაბარდა შეიარაღების საწყობს შესაკეთებლად. ა---------– მ---–-–---–ს მოეხსნა იარაღი BFI 561719.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსის უფროსის 2017 წლის 14 თებერვლის №MOD 0 17 00139735 პატაკი;

 

3.41 ა.მ---–-–---–ზე, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 მაისის ბრძანებით მიმაგრებული იქნა M4 A3 იარაღი, BFI557669 ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი. ა.მ---–-–---–ზე, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის 2017 წლის 20 თებერვლის №MOD 1 17 00000072 ბრძანებით მიმაგრებული იქნა M4 A3 , BFI557669 ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 18 მაისის ბრძანება №MOD 6 17 00000130

 

3.42. 2017 წლის ივლისის თვეში ორ იუნკერს მოეხსნა იარაღი სროლების პრაქტიკული მეცადინეობის დროს დაზიანების გამო მათი ახსნა-განმარტების საფუძველზე. 2017 წლის 2 სექტემბრის აკადემიის რექტორის ბრძანებით ა---------– მ---–-–---–ს მოეხსნა იარაღი M4 A3, BFI557669 ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №MOD 6 17 00000383 და

2017 წლის 2 სექტემბრის აკადემიის რექტორის ბრძანება №MOD 0 17 00000530.

 

3.43.მოწმე, აკადემიის ოფიცერთა საწყისი განათლების მიმართულების სიმულაციის ჯგუფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დ----- ნ------ის ახსნა-განმარტების მიხედვით, არის საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი და თეორიულად და პრაქტიკულად ასწავლის იუნკერებს იარაღის ტექნიკურ და ტაქტიკურ ფუნქციებს, მის გამოყენებას. სწავლება მიმდინარეობს სასწავლო: ჯერ თეორიული, შემდეგ სიმულაციური და საბოლოოდ პრაქტიკული პროგრამის მიხედვით. პროგრამა მოიცავს 4 კომპონენტს: ნიდაგზე მორგებას, სასხლეტი კავის გამოკვრას, დამიზნებას, სუნთქვის კონტროლს.საკვალიფიკაციო გამოცდის დროს იუნკერს ენიჭება ხარისხი თუ რომელი კლასის მსროლელია. სიმულაციური სროლები მიახლოებულია პრაქტიკულ საველე სროლებთან მაქსიმალურად, სხვაობაა მხოლოდ ის, რომ რეალური ტყვიები არ გამოიყენება, ლაზერული და სასწავლო პროგრამით გათვალსწინებული 4-ვე კომპონენტის თანახმად ავარჯიშებენ. საველე პირობებში სროლისას, უბანზე გადის 10 იუნკერი მინიმუმ 5 ინსტუქტორთან ერთად. ნატყვიართა დაჯგუფებისას ამოწმებენ იარაღის ვარგისიანობას და თუ იარაღი ვარგისია, იწყებენ ვარჯიშს. ვარგისად ითვლება, თუ 6-და 5 ტყვია მოხდა ნორმალური რადიუსის წრეში, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღს შეცვლიან და არ გააგრძლებინებენ სროლას. თუ იუნკერის იარაღი დაზიანდა, უნდა აცნობოს ინსტრუქტორს, 3 ინსტრუქტორი შეამოწმებს სათანადო წესით და დაზიანებული თუ არის შეიცვლება პატაკის საფუძველზე. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მონაწილეობის მიღება სროლაში ამის შესახებად უნდა აცნობოს იუნკერმა შესაბამის სამედიცინო სამსახურს და და მათი დადასტურების საფუძველზე მოხსნიან გამოცდიდან და გამოჯანმრთელების შემდეგ გაიყვანენ. თუ იუნკერმა ვერ ჩააბარა საკვალიფიკაციო სროლა, მას ეძლევა გადაბარების საშუალება, რომლისთვისაც თავიდან გადის იგივე მომზადებას. საკვალიფიკაციო სროლა და სავარჯიშო სროლა სრულდება ერთიდაიგივე დღეს, რადგან იარაღის გასწორება არის რთული და შესაძლებელია აირიოს. რაც შეეხება, წიგნს და სილაბუსს, რომლითაც გადიან სწავლებას არის აკადემიის საბჭოს, თავდაცვის სამინისიტროს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული განათლების სამინისტროსთან. აღნიშნულ წიგნი აშშ-ს სამხედრო სწავლების პროგრამასთან არის მიახლოებული, თუმცა საცეცხლე მომზადებისას სროლის სავარჯიშოსთან დაკავშირებით არის სხვაობა. აშშ-ს სროლის კურსის მიხედვით, არ არის განსაზღვრული თუ ვერ ასრულებს იუნკერი, სავარჯიშოს, რამდენჯერ უნდა ასროლინო, რაც მისი, როგორც პრაქტიკოსისთვის ხარვეზს ნიშნავს.

იარღის შემოწმებასთან დაკავშირებით იგივე ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა, ტაქტიკის უფროსმა ინსტრუქტორმა ი----- ფ-----–-ამ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმეთა ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, აკადემიის ,,აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქცია“, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1--–- კურსის საცეცხლე მომზადების უწყისის თანახმად, ა---------– მ---–-–---–ს სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოსა და სასწავლო სროლის პირველ სავარჯიშოში ღამით, აქვს შეფასება - არ ჩათვლა, (მონაცემები 26.06.2017წ. - 29.06.2017წ.). მას აკადემიის რექტორის №355 ბრძანებით მიეცა გადაბარების უფლება. სულ 64-მა იუნკერმა მიიღო მსგავსი შეფასება და მიეცათ საკვალიფიკაციო სროლაზე ხელახლა გასვლის უფლება. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისის №MOD 5 17 00715406 პატაკის თანახმად, ა---------– მ---–-–---–მა ვერ შეასრულა ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს პირობები და მიიღო უარყოფითი შეფასება (0 ქულა), მოსარჩელემ ვერ ჩააბარა ასევე, აღნიშნული გამოცდა და 2017 წლის 7 ივლისის სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს №51 დადგენილების თანახმად, აკადემიის ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 1 კურსის იუნკერს, რიგით ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი; 2017 წლის 4 აგვისტოს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის № MOD 5 17 00001020 ბრძანებით რიგით ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 7 აგვისტოდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მის ბრალეულობით აკადემიური მოუსწრებლობის საკითხს და უთითებს, რომ ამის მიზეზი გახდა მოპასუხე მხარის მიერ არასათანადოდ შესრულებული სწავლება და მასზე გაწეული რესურსის უკმარისობა. ა---------– მ---–-–---–მა ვერ გაიარა საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი საკვალიფიკაციო სროლა და ვინაიდან მხოლოდ აკადემიაში შეეძლო მომზადებულიყო ამისათვის, სწორედ მოპასუხის მიერ არ მიეცა საკამარისი დრო პრაქტიკული მეცადინეობისა და ვარჯიშისათვის.

აკადემიას მეორე სემესტრში უნდა შეესრულებინა პრაქტიკული სროლის შვიდი სავარჯიშო და მოსარჩელემ მხოლოდ ერთ დღეს მიიღო პრაქტიკული სროლის სავარჯიშო. ხოლო აშშ-ს სამხედრო სწავლების სროლის კურსის შესაბამისად, რომლის მიხედვით არის შედგენილი აკადემიის საცეცხლე მომზადების პროგრამა, სროლის სწავლებისთვის მითითებულია განუსაზღვრელი დრო სავარჯიშოდ. კურსანტი გამოცდაზე უნდა გავიდეს მხოლოდ მაშინ, როცა შეძლებს ჩათვლას. აგრეთვე არ იქნა გათვალსწინებული, რომ მისი იარაღი დაზიანდა საკვალიფიკაციო სროლისას და ითხოვა შეცვლა, მაგრამ არ შეუცვალეს. რამაც ასევე ხელი შეუშალა გამოცდის ჩაბარებაში და რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ ამ შემთხვევაში უნდა შეაფასოს აკადემიაში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა რამდენად შეესაბამება უმაღლესი განათლების შეასხებ კანონით დადგენილ მოთხოვნას და რამდენად ზუსტად სრულდებოდა იგი.

 

ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად, ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობაა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დადგენილია, რომ საცეცხლე მომზადებაში კვალიფიკაციის მისაღებად აკადემიას შემუშავებული აქვს სხვა საგნებთან ერთად სილაბუსი ანუ სასწავლო კურსის პროგრამა, რომელიც უნდა გვაძლევდეს ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციით დადგენილია იუნკერის შეფასების, გამოცდების ჩაბარების წესები, აღნიშნულის მიზანია ხარისხობრივად განსაზღვროს აკადემიის იუნკერის სწავლის შედეგები, აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებით.

 

სასამართლო განხილვისას გამოკვლეული იქნა დოკუმენტი: სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სილაბუსის შემადგენელი ნაწილი სასწავლო კურსის/მოდულის სტატუსი MLTR 1511, რომლის თანახმად, საცეცხლე მომზადებისათვის, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლებისათვის განსაზღვრულია დეტალურად დრო და შესრულების გეგმა. პრაქტიკულ სწაეელბაში შედის საველე გასვლებიც;

 

ამ პროგრამის მიხედვით ჩამოთვლილია თუ რა არის საცეცხლე მომზადებადა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იუნკერი: 1.ხელის(მსუბუქი) ტყვიამფრქვევით 110 მეტრში სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო. 2. ტყვიამფრქვევით 110 მეტრში სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო. 3. 5,56 მმ ავტომატური კარაბინის ( M4) ნორმალური მოხვედრებამდე მიყვანის სავარჯიშო. 4. სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშო.

ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო. სიმულაციის სასწავლო ჯგუფში. 6.ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო. 7. ხელყუმბარების სავარჯიშო (სასწავლო ყუმბარებით) სასწავლო სროლის მეორე სავარჯიშო ღამით, ღამის ხედვის ხელსაწყოების გარეშე ხელოვნური განათების პირობებში. იუნკერის მიღწევების შეფასების მიხედვით: საცეცხლე მომზადებაში იუნკერმა უნდა შეასრულოს პრაქტიკული სროლის 7 სავარჯიშო, 6 პრაქტიკული სროლის სავარჯიშო არის ქულობრივი შეფასების აგრეშე, ხოლო მე-7-ე პრაქტიკული სროლის (ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო) შესრულების შედეგად იუნკერს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა. ამავე სილაბუსით განსაზღვრულია საველე სწავლების საცეცხლე მომზადების პრაქტიკული სროლის სავარჯიშოების შესასრულებლად დაშვების წინაპირობები. უსაფრთხოების წესები. 5. 5,56 მმ ავტომატური კარაბინის ( M4) ნორმალური მოხვედრებამდე მიყვანის სავარჯიშო არის სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშოზე დაშვების წინაპირობა და ფასდება ჩათვლა/არჩათვლით. ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო ფასდება 0- ქულა: 40 შესაძლებლობიდან 25 და ნაკლები მოხვედრა კვალიფიკაციის გარეშე.

ჩასათვლელი(ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შედეგად იუნკერს ენიჭება მსროლელის კლასი ანუ ხარისხი, რომლითაც განისაზღვრება მისი კვალიფიკაცია.

 

აღნიშნული სილაბუსი შემუშავებულია აკადემიის მიერ და შეთანხმებულია თავდაცვის და განათლების სამინისტროებთან, მოიცავს სრულ ინფორმაციას ყველა სავალდებულო კომპონენტის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ აკმაყოფილებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას, რაც ესაჭიროება იუნკერს კვალიფიკაციის მისაღებად.

აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ უნდა შეფასდეს და დადგინდეს, რამდენად შესრულდა სასწავლო პროგრამა ა---------– მ---–-–---–ის მიმართ და როგორ შეძლო მან პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების მიღწევა, რომლის შეჯამებული შეფასება წარმოადგენს აკადემიურ მოსწრებას.

დადგენილია, რომ აკადემიის იუნკერთა ბატალიონის 1--–- კურსის პირად შემადგენლობასთან ერთად ა---------– მ---–-–---–ს, ჩაუტარდა პრაქტიკული მეცადინეობები, (ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება) საშტატო შეიარაღებით 2016 წლის 3 ოქტომბერს, აკადემიის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ტერიტორიაზე;

სასწავლო პროგრამის და მეცადინეობათა ცხრილების შესაბამისად საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ მე-5 ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე, 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2016 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით;

05, 06, 10 და 11 ოქტომბერს მე-5 ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე - ,,ვ-------ი“ ჩაუტარდა პრაქტიკული მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 2205 ,,5,56X45 მმ ვაზნა M-855“ და 5625 ,,5,56X45 მმ ვაზნა ,,M-855“. ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 63 ცალი 5,56 მმ M-855 ვაზნა. საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე, 2017 წლის 30 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 12855 ,,5,56 მმ საბრძოლო ვაზნა M-855“ და 1220 ,,5,56 მმ საბრძოლო ვაზნა ,,M-856“.

ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 115 ცალი 5,56 მმ M-855 ვაზნა. გაყვანილი იქნა საველე პრაქტიკულ სწავლებაზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისის“ საწვრთნელ ბაზაზე - ,,ნორიო“, 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით; საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები (საბრძოლო სროლები) ჩატარდა პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით, მეცადინეობა ჩატარდა როგორც 5,56 მმ ავტომატური შაშხანით და კარაბინით (მ4) ასევე ყოფილი საბჭოური კონსტრუქციის ავტომატით (AK-745, 45მმ);

 

2017 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით 1--–- ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე ,,ვ-------ი“ ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, სადაც მეცადინეობების შესაბამისად გაიხარჯა 15708 5,56 მმ M855 ვაზნა, 1190 ცალი 5,56 მმ M856-T ვაზნა, 2142 ცალი 7,62მმ LPC ვაზნა. ა---------– მ---–-–---–ზე გაიცა 160 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა,საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა (საბრძოლო სროლები) ჩაუტარდათ პირველი ქვეითი ბრიგადის ,,ვ-------ის“ სასროლეთზე 2017 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით. ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობა, (საბრძოლო სროლები), სადაც გაიხარჯა 6272 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა; ა---------– მ---–-–---–ს გადაეცა 98 ცალი 5,56 მმ M855 ვაზნა;

 

სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა ახსნა-განმარტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სწავლება მიმდინარეობს სასწავლო: ჯერ თეორიული, შემდეგ სიმულაციური და საბოლოოდ პრაქტიკული პროგრამის მიხედვით. პროგრამა მოიცავს 4 კომპონენტს: ნიდაგზე მორგებას, სასხლეტი კავის გამოკვრას, დამიზნებას, სუნთქვის კონტროლს. საკვალიფიკაციო გამოცდის დროს იუნკერს ენიჭება ხარისხი თუ რომელი კლასის მსროლელია. სიმულაციური სროლები მიახლოებულია პრაქტიკულ საველე სროლებთან მაქსიმალურად, სხვაობაა მხოლოდ ის, რომ რეალური ტყვიები არ გამოიყენება, ლაზერული და სასწავლო პროგრამით გათვალსიწნებული 4-ვე კომპონენტის თანახმად ავარჯიშებენ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სხვა იუნკერებთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ასევე ინდივიდუალურად თანასწორად იხარჯებოდა რესურსი მის მიმართ. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერი საგნის და მათ შორის საცეცხლე მომზადების, სწავლების შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ერთი დღის შედეგით, არამედ მთლიანი სასწავლო პროცესის შეჯამებით. განსახილველ შემთხვევაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ორივე სემესტრში გამოყოფილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობა. ყველა ამ მეცადინეობისას ა---------– მ---–-–---–ს შეზღუდვა არ ჰქონია, მან წინა გამოცდები ჩააბარა და არ შექმნია პრობლემა მომზადებისათვის იგივე ინსტრუქტორების და სპეციალისტებისაგან. ამიტომ კონკრეტული სროლის სავარჯიშოს ჩაუბარებლობას სასამართლო ვერ განიხილავს აკადემიის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სროლის სიმულაციური სწავლება არის იგივე პრაქტიკული ვარჯიში, რომელიც მატერიალური რესურსის დაზოგვის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიმდინარეობს და რომელიც გაიარა ა---------– მ---–-–---–მა მთელი სასწავლო წლის პერიოდში და ასევე უშუალოდ სროლის სავარჯიშოს გადაბარების წინ 2017 წლის 13, 17, 18, 19 და 20 ივლისს. ეს ფაქტობრივ გარემოება დადგენილია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 ივლისის №MOD 8 17 00000330 ბრძანებით, რომლის თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის 1--–- კურსის იუნკერებთან საცეცხლე მომზადებაში მეცადინეობები (სასწავლო სიმულაციური სროლები) ჩატარდა აკადემიის სიმულაციურ ცენტრში აღნიშნულ დღეებში.

 

რაც შეეხება, უშუალოდ სადავო გამოცდის დღეს, რომელიც შესრულდა საველე გეგმის მიხედვით, უნდა გაირკვეს, ხომ არ დაირღვა სასწავლო პროგრამის მოთხოვნები, ან ხომ არ იყო ობიექტური მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს სროლისას.

 

დადგენილია, რომ ა---------– მ---–-–---–ს სხვა იუნკერების მსგავსად მიმაგრებული ჰქონდა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი M4A3 BFI 561719. აღნიშნული იარაღი მოეხსნა და დაზიანების გამო და ჩაბარდა შეიარაღების საწყობს შესაკეთებლად. სასამრთლო განმარტავს, რომ ირაღის მიმაგრება, მოხსნა და სხვა იარაღის მიმაგრება აკადემიაში ხდება ინსტრუქტორების და კურსის უფროსის პატაკის საფუძველზე აკადემიის კომენდანტის ბრძანებით, შესაბამის აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოების მეშვეობით. ამ დოკუმენტაციით დგინდება, რომ როდესაც ა---------– მ---–-–---–ის იარაღი დაზიანდა, მას შეუცვალეს და მიამაგრეს ახალი M4 A3, BFI557669 ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი. ამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სრულ შესაბამისობაშია მოწმეთა მიერ მითითებული წესთან, რომ თუ იუნკერის იარაღი დაზიანდა სროლის დროს, უნდა აცნობოს ინსტრუქტორს, 3 ინსტრუქტორი შეამოწმებს სათანადო წესით და დაზიანებული თუ არის შეიცვლება პატაკის საფუძველზე. მსგავსი დოკუმენტები ვერ იქნა მოძიებული 2017 წლის ივლისის თვეში მიმდინარე სროლის სავარჯიშოების თაობაზე. სასამართლო სხდომაზე ინსტრუქტორმა, რომელიც მონაწილეობდა და იბარებდა საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოს აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს მისთვის იარაღის დაზიანების გამო. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი სროლის წინ მოწმდება იარაღის ვარგისიანობა ინსტრუქტორთან ერთად სპეციალური მეთოდით - ტყვიების დაჯგუფების მეშვეობით და ცდომილების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. უკვე შემოწმებული იარაღით ტარდება საკვალიფიკაციო გამოცდა. აქედან გამომდინარე, სასამრთლო ვერ გაიზირებს მოსარჩელის მითითებას რომ მან დაზიანებული იაღის გამო მიიღო დაბალი ქულები.

რაც შეეხება საველე გასვლის სხვა პირობებს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის №21/507 ცნობით დადგენილია, რომ, 2017 წლის 28 ივნისს დღის მაქსიმალური ტემპერატურა იყო 320, უნალექო დღე, 2017 წლის 20 ივლისს დღის მაქსიმალური ტემპერატურა იყო 330, უნალექო დღე; მსგავსი ამინდი ვერ ჩაითვლება ისეთ ვითარებად, რომლის დროსაც შეუძლებელია გამოცდის ჩატარება. ასეთ პირობებად ითვლება, ძლიერი ქარი და 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მომზადება საველე მდგომარეობაში გულისხმობს ბუნებრივ მოვლენებთან შესაბამისად მოქმედების სწავლას და ეს გამოცდილება აუცილებელია სრულფასოვანი სწავლებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გაირკვა, სროლის შეწყვეტის სხვა ობიექტური მიზეზი რომ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მონაწილეობის მიღება სროლაში ამის შესახება უნდა აცნობოს იუნკერმა შესაბამის სამედიცინო სამსახურს და მათი დადასტურების საფუძველზე მოხსნიან გამოცდიდან და გამოჯანმრთელების შემდეგ გაიყვანენ. ა---------– მ---–-–---–ის შემთხვევაში ეს გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასამართლო განიხილავს აგრეთვე ძირითად სადავო საკითხს, რომელიც ეხება სილაბუსით განსაზღვრულ საველე სწავლების საცეცხლე მომზადების პრაქტიკული სროლის სავარჯიშოების შესასრულებლად დაშვების წინაპირობებს. გარდა უსაფრთხოების წესებისა, 5,56 მმ ავტომატური კარაბინის ( M4) ნორმალური მოხვედრებამდე მიყვანის სავარჯიშო არის სასწავლო სროლის პირველი სავარჯიშოზე დაშვების წინაპირობა და ფასდება ჩათვლა/არჩათვლით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით არ შესრულდა მთავარი პირობა, რომ განუსაზღვრელად ევარჯიშებინათ მოსარჩელე სასურველი შედეგის მიღწევამდე, როგორც ეს მითითებულია სახელმძღვანელო წიგნში, რომელიც შექმნილია აშშ-ს სამხედრო სროლის პროგრამის მიხედვით და რომლის თანახმად უნდა იყოს სილაბუსი შედგენილი. სასამართლომ ინსტრუქტორების ახსნა-განმარტებით დაადგინა, რომ საქმე ეხება სროლის ცდების განუსაზღვრელ რაოდენობას ვარჯიშის დროს, რომელსაც შეზღუდული მატერიალური რესურსის - ტყვიების გამო ვერ ასრულებენ. თუმცა ეს ეხება სავარჯიშოს და თუ იუნკერი კარგად ისვრის მას აძლევენ საკვალიფიკაციო სროლაზე გასვლის უფლებას. ა---------– მ---–-–---–მა პირველი სავარჯიშო კარაგდ ისროლა და ამიტომ დაუშვეს გამოცდაზე, რომელზეც ვერ შეასრულა მიზანში სროლის საჭირო რაოდენობა. ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშო ფასდება 0- ქულა: 40 შესაძლებლობიდან 25 და ნაკლები მოხვედრა კვალიფიკაციის გარეშე და მან ეს შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ მან კვლავ სრული მომზადების და ვარჯიშის კურსი გაიარა, მათ შორის სიმულაციურ ცენტრში ვარჯიშის ჩათვლით და კვლავ ვერ მიიღო ჩათვლა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სროლის ცდების განუსაზღვრელი შესაძლებლობის მიუცემლობა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანი სასწავლო პროგრამის არასრულყოფილად ჩატარებად, მაშინ როცა პირველი სავარჯიშო სროლისას ა---------– მ---–-–---–მა შეასრულა სროლა და კარგი შედეგი ჰქონდა. მას მიეცა გადაბარების, ხელმეორედ ჩათვლის შესაძლებლობა, რაც მასთან ერთად წინა ჩათვლაზე ჩაჭრილმა 64-მა კურსანტმა გამოიყენა და მხოლოდ 11-მა მათგანმა ვერ ჩააბარა.

აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ თავად ა---------– მ---–-–---–მა ვერ მიაღწია სასწავლო პროგრამის მოთხოვნებით გათვალისწინებულ შედეგს და მისი აკადემიური მოსწრება შეფასდა სწორად და სამართლიანად.

 

მოსარჩელის აკადემიური მოსწრების თაობაზე რეაგირებასთვის, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს 27.07.2017 წლის №51 დადგენილებით, პირველი კურსის იუნკერს ა---------– მ---–-–---–ს შეუწყდა აკადემიის იუნკერის სტატუსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ წესდების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის, 38-ე მუხლის და ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცეს შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების და ,,აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აკადემიის ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსის 2017 წლის 26 ივლისის №5406 პატაკის გათვალისწინებით.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს №2817 ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის) იუნკერი რიგითი ა---------– მ---–-–---–ი დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურიდან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნტის (კონტრქტის პირობების დარღვევის გამო).

ამ მოცემულობის შეჯერების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სწორად, სამართლიანად და სრულყოფილად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები, და იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის №51 დადგენილების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 აგვისტოს №0170002817 ბრძანების, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 4 აგვისტოს №517 00 00 10 20 ბრძანების და აკადემიის ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსის და 2017 წლის 26 ივლისის №5 17 00715406 პატაკის ბათილად ცნობის თაობაზე;

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე ა---------– მ---–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა---------– მ---–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა---------– მ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის №51 დადგენილების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 აგვისტოს №0170002817 ბრძანების, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 4 აგვისტოს №517 00 00 10 20 ბრძანების და აკადემიის ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსის და 2017 წლის 26 ივლისის №5 17 00715406 პატაკის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოსარჩელე ა---------– მ---–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული