განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
040100119003096566
დავის ტიპი
287
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003096566

N 1/34-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო, 2019 წელი ც------

 

ც------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა------ რ----–---–-

მამის სახელი: გ---–-;

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--, ც------;

პირადი ნომერი:4----------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-----------–-;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, მუნიციპალიტეტი –ც------, სოფელი – ჩ-------–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ც------, სოფელი – ჩ-------–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. სახერხი საამქროს მფლობელმა, ა------ რ----–---–--, ც------ს მ----–----–-------- სოფელ ჩ-------––-, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე(. gov.ge). ა------ რ----–---–-- დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა ც------ს რაიონული ს-----------–--- მუშაკების მიერ 2019 წლის 27 მაისს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 25 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 1-3-1-6).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.ა------ რ----–---–-- სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქმეში არსებული 2019 წლის 25 მაისის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დასტურდება, რომ ც------ს მ----–----–-------- სოფელ ჩ-------––-, ა------ რ----–---–-, მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დამონტაჟებული აქვს დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი(ს.ფ.5-29).

 

6.მოწმეთა სახით დაკითხული მ------ რ----–---–-- და ნ---- რ----–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ მათი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს, სახლის წინ ეზოში აღმოჩენილი იქნა არარეგისტრირებული ცირკულის ტიპის ხის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო დანადგარი, რომელიც დაახლოებით 20-25 წელია უდგათ ეზოში და ეკუთვნის მათ მამას, ა------ რ----–---–-. ვინაიდან სახერხს არ ამუშავებდნენ, მათთვის უცნობი იყო, რომ მას რეგისტრაცია ესაჭიროებოდა. სახერხი ელექტროსადენით მიერთებულია ქუჩაში მათ კუთვნილ სამფაზიან მრიცხველზე. (ს.ფ.33–41, 42-44).

 

7.2019 წლის 26 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ა------ რ----–---–- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.78-80);

 

8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 ივლისის N---------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ც------ს რაიონის სოფელ ჩ-------––-, მ------ რ----–---–-- საკარმიდამო ეზოში მდებარე ხის გადამამუშავებელი დაზგა წარმოადგენს მრგვალი ხე–ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს(სახერხ საამქროს, რომელიც მუშა მდგომარეობაშია და ვარგისია შემდგომი ექსპელოატაციისათვის(ს.ფ.48–53)

 

9. ა------ რ----–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ ა------ რ----–---–-- გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით ფიზიკო – ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სახერხი დანადგარით, ა------ რ----–---–-- ნასამართლობის ცნობით, ა------ რ----–---–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ა------ რ----–---–-- მიმართ, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ა------ რ----–---–-- მიმართ, ცნობით აღსრულების ეროვნული ბიუროდან ა------ რ----–---–-- მიმართ, 201- წლის 24 თებერვლის განაჩენით ა------ რ----–---–-- მიმართ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დადგენილებით სისხლის სამართლის N-------- საქმიდან სისხლის სამართლის N------------ საქმის გამოყოფის შესახებ, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით ც------ს რაიონული ს-----------–---ადმი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გადაგზავნაზე, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, მიმართვით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისადმი, ცნობით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, მიმართვით საერთო სასამართლოების არქივიდსადმი, პასუხით საერთო სასამართლოების არქივიდან, მიმართვით აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი, საქართველოს მთავრობის N563 დადგენილებით, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

1-.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ა------ რ----–---–-- ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ რ----–---–--, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის)და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე -დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

12. ა------ რ----–---–- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. ა------ რ----–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა------ რ----–---–- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------ რ----–---–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა------ რ----–---–-- მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ა------ რ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ა------ რ----–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ა------ რ----–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება ც------ს მ----–----–-------- სოფელ ჩ-------––-, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს ა------ რ----–---–-.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი