განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2019
საქმის ნომერი
120100119003003748
დავის ტიპი
126 1
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3003748-1/132-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

13.08.2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–-----------

 

დაცვის მხარე- ბრალდებული ი-----–-----–-------- საქართველოს მოქალაქე, დაბ; 1--------- წელს, პ-------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------–------------------–--------------

ადვოკატი-პ------------–-–---–--

საპროცესო წარმომადგენელი- ე-–-----------–-–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 01:30 სთ-ზე, ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ა---–-----–- რ---------–-- ქუჩაზე, არასრულწლოვანმა ი-----–-----–--------- ო-–------------- და გ------------------ ჯგუფურად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რ-------–---–-----, კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სხვადასხვა ადგილას, რის შდეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯამრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 120-? მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ი-----–-----–-------- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დაზარალებულ რ-------–---–----- გამოკითხვა, მოწმეების: ო-–---------------------------------------------------------------------------–----------------------------–--------------–-----------------------------––-–------------–-----–-------ს პირადი აღიარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რ-------–---–----- მიმართ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ვ--------------------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი თ------------–-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც სადავო მტკიცებულებები, ხოლო არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება გახადა უდაოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლოს დასკვნა ი-----–-----–-------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ი-----–-----–-------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ი-----–-----–-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

სასჯელის დანიშვნისას კანონთან კომფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ი-----–-----–-------- ინდივიდუალური შეფასების თანახმად სასაურველია ირაკლი ბალიაურთან გაგრძელდეს მუშაობა მისი რეაბილიტაციის მიზნით, თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისი ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია მოზარდის პროსოციალური ქცევის განვითარება, საწყის ეტაპზე აუცილებელია არასრულწლოვანის ქცევასა და განვითარებაზე რეგულარული კანონიერი მზრუნველის გამოყოფა, ასევე აუცილებელია არასრულწლოვნის მხრიდან მორალურად და კანონის შესაბამისად აკრძალული ქმედებების უარყოფითი მხარეების გაანალიზება, კრიმინალური მენტალობის მეგობრებთან ურთიერთობის საფრთხეებისა და აღნიშნულთან შედაეწბით პროსოციალურ აქტივობებეში ჩართვის სარგებლიანობის გაცნობიერება. რეკომენდირებულია მოხდეს მოზარდის მოტივაციის გაზრდა, ცხოვრებისეული ფასეულობების შესახებ მსჯელობის წახალისება, რათა ი-----–-- თავად დაინახოს ცვლილებების საჭიროება და აუცილებლობა. სოციალური უნარების განვითარებაში დახმარება(ქცევითი განვითრების თავისებურებების გათვალისწინებით)საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაცია ძალადობრივი გამოცდილებისა და პიროვნული განვითარების საკითხების გაანალიზების კუთხით,ასევე მისი ასაკის შესაბამის აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლის ამასთან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი-----–-----–------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - მინიმალური ოდენობით, რომელიც იქნება 1/4-ით შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული განსახილველ საქმეში ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ირაკლი ბალიაური(პ--------------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი)წლის ვადით.

 

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი-----–-----–------- ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვე. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

2.გაუქმდეს ი-----–-----–-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა.

 

3.პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია