განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/493-19 წ.
გამოძიების ნომერი N0-112051900-
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ო----- რ-----ე
ბრალდებული - ლ---- ტ--------ის ძე ქ------ - დაბადებული 0-.0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–-ს რაიონი, სოფ.ო-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, გ--. ა--–--ის ქ. #2/90-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, ქუთაისში, გ--. ა--–--ის ქუჩა #2/90-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ---- ქ------მ მცირეწლოვანი შვილის, 2 (ორი) წლის ლ---- ქ------ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ------- ბ--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ხელებს ურტყამდა სახისა და თავის არეში. ლ---- ქ------ს ქმედებებით ხ------- ბ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე გ----------------–-–---–ის ჩვენებით - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტია. ჩაატარა დაზარალებულ ხ------- ბ--------ს პირადი გასინჯვა, რომელსაც სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მანვე განმარტა, რომ ხ------- ბ--------ს გადმოცემით 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ქუთაისში, გ-------– ა--–--ის ქ. #2/90-ში თავის საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან ლ---- ქ------სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე გადმოცემით ხ------- ბ-------- უჩიოდა ტკივილებს ორთავე ლოყის მიდამოებში.
მოწმე გ------ ჟ-------ის ჩვენებით - საქართველოს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტია. 2019 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ექსპერტ-კრიმინალისტ ლ---- ჯ--------ესთან და პოლიციის შესაბამისი განყოფილების გამომძიებელთან ერთად მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც გამოხატა თანხმობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე და მიუთითა ონკანზე, რომელიც ურთიერთშელაპარაკებისას ესროლა მის მეუღლეს. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულება ონკანის ნაწილი. განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.
მოწმე რ------– ლ------ის ჩვენებით - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორია. 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 18:15 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც რაიოსადგურის საშუალებით მიიღო შეტყობინება ქ. ქუთაისში, ა--–--ის ქუჩა #2-ში, არსებულ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა გამოძახების ინიციატორი ხ------- ბ--------, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. მისი განმარტებით, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან გაღიზიანდა ბავშვის ტირილის გამო. შედგენილ იქნა შეტყობინების და რეაგირების ოქმები, ასევე ახსნა-განმარტება ჩამოერთვა გამოძახების ინიციატორს, რის შემდეგაც გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. აღნიშნულის შემდეგ ორდერი გაეცნო მოძალადეს, რომელმაც აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულ იქნა კრიმინალური პოლიცია.
მოწმე ი-----–- ბ-----ის ჩვენებით - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების ინსქეტორ-გამომძიებელია. 2019 წლის 12 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალოებას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 წუთში, ინსპექტორ-გამომძიებელ ო---- ხ-----–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ა--–--ის ქ. #2/90-ში. ადგილზე მისვლისას გაიგონა, რომ ბინიდან გამოდიოდა ხმაური. კარების გაღების შემდეგ კი დაინახა, რომ ქალბატონი იყო იატაკზე დამჯდარი, რომელსაც ხელი ჰქონდა სახეზე აფარებული. მას თავზე ადგა მეუღლე ლ---- ქ------, რომელიც აგინებდა დედის მისამართით და ხელი დაარტყა თავში. მათი 2-3 წლის შვილიც იმავე ოთახში იყო. ნივთები ძირს ეყარა და საწოლი იყო ანგრეული. პოლიციელების ბინაში შესვლის შემდეგ, ლ---- ქ------ გაჩერდა, ხოლო მანამდე დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, მათი გამოცხადებიდან დაახლოებით 3-5 წუთში ადგილზე ასევე მივიდა საპატრულო პოლიცია. როგორც მისთვის არის ცნობილი „SOS“ შეტყობინება ერთობლივად შედის როგორც კრიმინალურ, ასევე, საპატრულო პოლიციაში. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან შეესწრო დანაშაულის ფაქტს, მოხდა ლ---- ქ------ს დაკავება და მისი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებულს დაზიანება ჰქონდა თუ არა არ დაუნახავს, რადგან ბრალდებული გაარიდა შემთხვევის ადგილს, ხოლო დაზარალებულს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან დაზრალებულის მიმართ ერთი დარტყმის ფაქტს შეესწრო, კერძოდ, მაშინ, როცა მარჯვენა ხელი დაარტყა თავის არეში.
დაზარალებულმა ხ------- ბ--------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ო----ი ხ-----–---–ის ჩვენებით - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია. 2019 წლის 12 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალოებას, რა დროსაც 112-დან მიიღო შეტყობინება, საიდანაც ირკვეოდა, რომ იყო პანიკა, სავარაუდოდ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. დაუოყვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ა--–--ის ქ. #2/90-ში, მე-9 სართულზე, ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- ბ-----ესთან ერთად. ოთახიდან ისმოდა მამაკაცის ყვირილის და ჩხუბის, ასევე, ქალის ტირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. კარები იყო მოხურული, თუმცა არ იყო ჩაკეტილი. კარის გაღების შემდეგ დაინახა ,,კორიდორი“, რომლის შემდეგ იყო თაღი, რომელსაც კარები არ ჰქონდა. იატაკზე მარჯვენა მხარეს ქალბატონი იყო ძირს დაწოლილი, რომელსაც ორივე ხელი სახეზე ჰქონდა აფარებული, ხოლო მოპირდაპირე მხარეს იდგა მამაკაცი, რომელმაც თავში ჩაარტყა ხელი ერთხელ. პოლიციელთა დანახვისას ლ---- ქ------, რომელსაც თავზე ეტყობოდა სისხლის კვალი, გადგა გვერდზე, მოხდა მათი განცალკავება. გამოკითხვისას ხ------- ბ--------მ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ლ---- ქ------მ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც, ვინაიდან ვერ მოახერხა მისგან თავის დაღწევა, აიღო იქვე არსებული ონკანის დეტალი და ესროლა თავში. ოთახში, ასევე, იყო მცირეწლოვანი, დაახლოებით ორი წლის ბავშვი, რომელიც ტიროდა. მალევე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ლ---- ქ------ს დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, სადაც მან აღიარა მეუღლის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, მის მიერ გამოთხოვილ იქნა 112-ის ჩანაწერი, სადაც ისმოდა ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას.
მოწმე გ---- კ----–-–---–ის ჩვენებით - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტებთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ხ------- ბ--------მ მიუთითა ონკანის ფრაგმენტზე და განმარტა, რომ როდესაც მისი მეუღლე ბავშვის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თავდაცვის მიზნით ესროლა ამ უკანასკნელს, რომელიც მას მოხვდა თავში. მითითებული ნივთი ამოღებულ და დალუქული იქნა ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ლ---- ქ------ს მიმართ წარდგენილი იქნა ბრალდება, სადაც იგი დაეთანხმა დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 12 მაისს, ქუთაისში, გ--. ა--–--ის ქუჩა #2/89-ში მცხოვრებმა ლ---- ქ------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ------- ბ--------ს, რის შედეგადაც ხ------- ბ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
12.05.2019 წ. შემაკავებელი ორდერის ოქმი №00-730-ის თანახმად, მოძალადე ლ---- ქ------ს მსხვერპლის - ხ------- ბ--------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგური და ფიზიკური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ასევე, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აგ--ეთვე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
დაკავების ოქმის თანახმად 2019 წლის 12 მაისს 18:50 საათზე, ლ---- ქ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 12 მაისს დათვალიერდა ქ.ქუთაისში, გ-------– ა--–--ის ქ. #2/90-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც წარმოადგენს ხ------- ბ--------ს საცხოვრებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე ხ------- ბ--------მ განაცხადა თანხმობა და მისი მონაწილეობით მოხდა დათვალიერება. დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ,,ხ------- ბ--------ს ბინაში შევდივართ ხის კარების გავლით. შესასვლელთან პირდაპირ მდებარეობს ,,ზალის“ ოთახი, სადაც განთავსებულია ერთი ,,კომოდი“, ერთი საწოლი, ერთი სკამი, ერთი მცირე ზომის ,,კომოდი“, რომელზეც დევს ტელევიზორი, წიგნები და სარკე. მეორე ,,კომოდზე“ დევს ლითონის ონკანი, რომელსაც მოხსნილი აქვს მექნიზმი. შესასვლელთან მარცხნივ გავდივართ სამზარეულოს ოთახში, სადაც დევს ერთი მაგიდა, გაზქურა, ერთი კარადა. სამზარეულოს ოთახიდანღია დერეფნით შევდივართ საძინებელ ოთახში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ოთახებში რაიმე არეულობა არ აღინიშნება. ყველა ნივთი თავის ადგილზეა. თავად ხ------- ბ-------- მიუთითებს ,,ზალის“ ოთახში ,,კომოდზე“ დადებულ წყლის ონკანზე და აცხადებს, რომ როდესაც 2019 წლის 12 მაისს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ლ----ი ქ------მ, მან ლ----ს აღნიშნული ნივთი ესროლა თავდაცვის მიზნით, რომელიც მოხვდა თავის არეში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ხ------- ბ--------ს თანხმობით, ექსპერტების მონაწილეობით ამოღებულ იქნა ბინის ,,ზალის“ ოთახში ,,სერვანდის“ ზედაპირიდან ერთი ცალი ლოთონის ონკანი მექანიზმის გარეშე. სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება არ ამორბულა. ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგადაღება, რითაც დათალიერება დასრულდა.“
ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის #00-253719 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,12.05.2019წ. 22:41-22:50 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ხ------- ბ--------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახეის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუთაისში, გ-------– ა--–--ის ქ. #2/90-ში თავის საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან ლ---- ქ------სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარი ფაქტების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
პირადი გასინჯვის მონაცემები: 12.05.19წ. 22:41-22:50 სთ. უჩივის ტკივილებს ორთავე ლოყის მიდამოებში. იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს ტანსაცმლის გახდაზე აცხადებს უარს. მოქ. ხ------- ბ--------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.“
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე შემაკავებელი ორდერით, ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 112-ის აუდიოჩანაწერით და საქმეში არსებულ სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ლ---- ქ------ს მიერ მეუღლის - ხ------- ბ--------ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ქ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- ქ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.
4.2. ლ---- ქ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ---- ქ------ არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ქ------ს მიმართ სასჯელის სახედ საბოლოოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. ამასთან, ვინაიდან ლ---- ქ------ იმყოფებოდა პატიმრობაში, 2019 წლის 12 მაისიდან - 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ლ---- ქ------ს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეუმცირდეს 65 საათით და საბოლოოდ ლ---- ქ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 (ორასოცდათხუთმეტი) საათის ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ---- ქ------, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
ვინაიდან ლ---- ქ------ სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2019 წლის 12 მაისიდან - 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ლ---- ქ------ს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 65 საათით და საბოლოოდ ლ---- ქ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 (ორასოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ლ---- ქ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით ყადაღადადებულ ნ---------------ის უძრავი ქონების კუთვნილ 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, მდებარე ქ.ქუთაისში, ვ----– ა--–--ის ქ. #2, ბინა #90-ში საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-----.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ორი ცალი დისკი, დაერთოს საქმეს შენახვის ვადით. ხოლო ონკანის ფრაგმენტი, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ლ---- ქ------ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი