გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.08.2019
საქმის ნომერი
311310019002937711
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
19.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 311310019002937711

3-3-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქარელი

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მიხეილ ბაბლიძე

მოპასუხე - მ-------–---------

დავის საგანი - ზედმედატ მიღებული 288 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს 288 ლარი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მ-------–---------მ 2018 წლის 20 ივნისს და 2018 წლის 21 ივლისს, ბანკიდან გაიტანა 2018 წლის 18 მაისს გარდაცვლილი ნ------–---------- სოციალური გასაცემელი 360 ლარი, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება.

მოპასუხემ დააბრუნა თანხის ნაწილი 72 ლარი. დასაბრუნებელი აქვს 288 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 18 მაისს გარდაიცვალა ნ------–---------, რომლის პენსია 360 ლარი მისი რწმუნებით აღჭურვილმა მ-------–---------მ გამოიტანა ბანკიდან. მისი ნაწილი 72 ლარი დააბრუნა და დასაბრუნებელი აქვს 288 ლარი (იხ. საჯარო სამართლის იურიდიულიპირი მომსახურების სააგენტოს მიმართვები, თანხის მიმღების პირადი რეკვიზიტები, მარინე შუბითიძის განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ (ს.ფ. 8-16), მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში (უსაფუძვლო გამდიდრების თავში), მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის პენსიის მიღებით, მოპასუხეს წარმოეშვა თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მ-------–---------მ უნდა დააბრუნოს ზედმეტად მიღებული 288 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მ-------–---------ს (პ/-------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 288 (ორას ოთხმოცდარვა) ლარის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921;

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ქარელი, ჭავჭავაძის ქ. №30).

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი