განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002518027
საქმე N1-1153/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ო-–-----------–---–-
ბრალდებული: ლ-------–-------–---
მამის სახელი: ვ---------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 07.02.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქ------
რეგისტრირებული მისამართი: ქ----------------------------------–-------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-------–-------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის მარტის თვეში, მ---------------------–------------- გააცნო ლ-------–-------–---, რომელიც სასურსათო პროდუქციის იმპორტით იყო დაკავებული. ლ-------–-------–--- დაპირდა გ--–------------- მაისის თვეში მისთვის შეღავათიან ფასად წითელი ხიზილალას მიწოდებას. 2015 წლის 19 მაისს, ლ-------–-------–--- შეუთანხმდა გ--–------------- 3 600 ლარად 400 ქილა ხიზილალის მიწოდებაზე. 2015 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ---------–---------------–----------------- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლ-------–-------–---ს მისივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად გ--–------------- ხელზე გადასცა 3 550 ლარი (50 ლარი მაისის შუა რიცხვებში უკვე გამორთმეული ქონდა), რასაც ისე, რომ არავითარი წითელი ხიზილალის მიწოდება არ მოუხდენია, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. ლ-------–-------–---ს ქმედებით დაზარალებულ გ--–------------- მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
1.2 ლ-------–-------–---ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, გ--–------------- ჩვენების თანახმად, მ-----------------, რომელთანაც 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, გააცნო ლ-------–-------–---, რომელიც სასურსათო პროდუქციის იმპორტით იყო დაკავებული. ლ-------–-------–---მ განუცხადა, რომ შემოჰქონდა 140 გრამიან ქილაში მოთავსებული წითელი ხიზილალა, რომლის რეალიზაცია უკვე მოახდინა და დარჩენილი ქონდა მხოლოდ 10 ქილა, რომელსაც თითოეულს 12 ლარად მიაწოდებდა. შეთანხმდნენ, რომ თუკი მათ შორის ხიზილალას მიწოდებაზე შეთანხმება შედგებოდა ყველაფერი უნდა ყოფილიყო დოკუმენტებით დადასტურებული და სამართლებრივად მოწესრიგებული. 2015 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში, ლ-------–-------–---მ მიაკითხა სამუშაო ადგილას, თხოვა 50 ლარის სესხება და უთხრა, რომ ხიზილალას მიწოდების შემთხვევაში ამ თანხას გაუქვითავდა. დაუკავშირდა მეგობარს მ----------------- რომელმაც უთხრა, რომ მიეცა 50 ლარი, რაც განახორციელა კიდეც. სამი დღის შემდეგ ლ-------–-------–---მ საჩვენებლად მიუტანა 1 ქილა ხიზილალა, რომლის მიწოდების ფასად 13 ლარი დაასახელა. მიტანილი ხიზილალას ღირებულება და ხარისხი ბაზარში კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმა, რომელთაც განუცხადეს, რომ ასეთი ხიზილალა დაბალი ხარისხის მქონეა, ამიტომ მისი საბაზრო ღირებულება 13 ლარს არ შეადგენდა. ლ-------–-------–--- წავიდა. 19 მაისს დაუკავშირდა მობილური ტელეფონის მეშვეობით და შეუთანხმდა 400 ქილა წითელი ხიზილალის მიწოდებაზე - ერთი ქილა 9 ლარად, ჯამში 3 600 ლარი, საიდანაც გაიქვითებოდა მანამდე გადაცემული 50 ლარი. მეორე დღეს, 20 მაისს, მ--------------------- ერთად მივიდა ქ---------–---------------–----------------–---–-- ქუჩების კვეთასთან მდებარე 9 სართულიანი სახლის ეზოში, სადაც ლ-------–-------–---ს გადასცა 3 550 ლარი. ლ-------–-------–--- შევიდა ამ სახლის სადარბაზოში, რათა ხიზილალა და შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები მოეტანა, რომელიც მისი თქმით ნაცნობთან ქონდა მაცივარში შენახული. დაახლლოებით 1 საათი ელოდებოდნენ ლ-------–-- დაბრუნებას, მაგრამ ის არსად ჩანდა. დაუკავშირდნენ ტელეფონზე, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. შევიდნენ სადარბაზოში, რომელსაც მეორე გასასვლელიც ქონდა და მიხვდა, რომ ლ-------–-------–---მ მოატყუა და დაეუფლა მის თანხას. ამის შემდეგ, მ-------------------- ერთად, რომელმაც იცოდა ლ-------–-- საცხოვრებელი სახლის მისამართი, წავიდა ქ. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, სადაც დახვდათ მოხუცი ქალბატონი, რომელმაც გაუცხადა, რომ ლ-------–-------–--- იყო მისი გარდაცვლილი შვილის ყოფილი მეუღლე და მოცემულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. ლ-------–-- ადგილსამყოფელი გადაამოწმეს მის მულთან, რომელმაც ასევე არ იცოდა მისი მისამართი. ამის შემდეგ დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
1.4 მოწმე მ---------------- ჩვენების თანახმად, რამდენიმე წლის წინ თავის სამუშაო ოფისიდან გამოსვლისას გაიცნო ლ-------–-------–---, რომელსაც თან ახლდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი. ლ-------–-------–---მ განუცხადა, რომ ახდენდა სასურსათო პროდუქციის იპორტს და სთხოვა მისი სანაცნობო წრის მეშვეობით დახმარებოდა ამ საქმეში. დაპირდა, რომ რასაც შეძლებდა დაეხმარებოდა, რადგან ლ-------–-------–--- სერიოზული და საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ლ-------–-------–---ს გაუცვალა მობილური ტელეფონის ნომერი და მიიყვანა ბენზეში, თამარის დასახლებაში. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაუკავშირდა ლ-------–-------–--- საქმიანი წინადადებებით, თუმცა რეალურად არცერთი საქმე მასთან ერთად არ განუხორციელებია. 2015 წლის მარტის თვეში ლ-------–- ისევ დაუკავშირდა და სთხოვა ხიზილალას რეალიზაციაში დახმარება. ამ საქმეში დასახმარებლად ლ-------–-------–---ს გააცნო მეგობარი, გ--–------------- ლ-------–-მ თხოვა 10 ცალი ქილა წითელი ხიზილალას რეალიზაცია. იმ მომენტისათვის გ--–-------------–---- შორის რაიმეზე შეთანხმება არ მომხდარა. 2015 წლის მაისის თვეში დაუკავშირდა გ--–------------ და უთხრა, რომ ლ-------–-------–---მ სთხოვა 50 ლარის სესხება, რათა წასულიყო თბილისში და მოეგვარებინა ხიზილალას მიწოდების საკითხი. გ--–-- უთხრა, რომ მიეცა ეს თანხა. 19 მაისს გ--–------------ და ლ-------–-------–--- შეთანხმდნენ 400 ცალი ქილა ხიზილალის მიწოდებაზე. 20 მაისს, გ--–-- მანქანით მივიდნენ გ-------–----------------–---–-- ქუჩების კვეთასთან მდებარე, 9 სართულიანი სახლის ეზოში, სადაც გელამ ლ-------–-- გადასცა 3 550 ლარი. ლ-------–-------–--- შევიდა სადარბაზოში და უკან აღარ დაბრუნებულა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ დაურეკეს ლ-------–-- და ტელეფონი გათიშული ქონდა. შეამოწმეს სადარბაზო და აღმოჩნდა, რომ მას მეორე გასასვლელიც ქონდა. მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ და წავიდნენ ლ-------–-- მოსაძებნად თამარის დასახლებაში, სადაც ვერ გაარკვიეს, თუ სად იყო ლ-------–-------–---.
1.5 2015 წლის 28 ივლისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ--–------------- ამოიცნო ლ-------–-------–---, შემდეგი ნიშებით - სუსტი სახის, მუქი ფერის თვალებით, მუქი მკვეთრად შეტეხილი წარბებით, ოდნავ მკაცრი იერით, სწორი ცხვირით, მაღალი შუბლით, თხელი ტუჩებით.
2. სამართლებრივი შეფასება
2.1 სასამართლო განმარტავს, თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს მოტყუება წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნივთის მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეალობის განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში (წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე), ისე პასიურში (იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო).
თაღლითობის შემთხვევაში, დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს. ამ დროს დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ-------–-------–---მ დაზარალებულის შეცდომაში შესაყვანად რეალობა განზრახ დაამახინჯა და გ--–------------- მიაწოდა ცრუ ინფორმაცია (ისარგებლა გ--–------------- ნდობით და მოატყუა, რომ 3------–----- გადახდის შემთხვევაში გადასცემდა 400 ქილა ხიზილალას), გამოართვა ფული და მოტყუებით დაეუფლა გ--–------------- კუთვნილ 3600 ლარს, რომელიც დაზარალებულმა მას ნებაყოფლობით გადასცა.
2.2 სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, ლ-------–-------–---მ მოატყუა როგორც გ--–------------, ასევე მურმან ბერიძე, თუმცა დაზარალებულს გ--–------------ წარმოადგენს, რადგან ლ-------–-------–---ს დანაშაულებრივი განზრახვა უშუალოდ მიმართული იყო გ--–------------- ფულადი თანხის დაუფლებისაკენ და მისი ქმედებით საბოლოოდ ზიანი მიადგა გ--–-------------, რომლის ფულად თანხასაც თაღლითურად დაეუფლა ლ-------–-------–---.
2.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------–-------–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
3.2 ლ-------–-------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი), ასევე იმ გარემოებას, რომ ლ-------–-------–--- არის პენსიონერი, ჰყავს ინვალიდი შვილი და თვლის, რომ ლ-------–-------–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ-------–-------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლ-------–-------–---ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ლ-------–-------–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი