განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003075210
საქმე #1/242-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აგვისტო 2019 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპა-–-ანი
სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი--- პ---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მუ–--გ კუ--------- (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #10---------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ფარიზი
ადვოკატი - ბა----ი პა-------ა
კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
თარჯიმანი ნაილი იბრაგიმოვა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მუ–--გ კუ--------მა, არასრულწლოვანი შვილების - მა-–-ქ კუ---------ს, ნი---თ კუ---------სა და გი---–--ნ კუ--------ას თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - ბა-–-–ი მა-------ა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მას სურდა მამის მოსანახულებლად წასვლა, ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში მდებარე თავისი მამის - გა-----–ი კუ---------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ითრია თმებით, რა დროსაც ბა-–-–ი მა-------ა წაიქცა მიწაზე, ძლიერად მოუჭირა ხელი მარჯვენა მკლავზე, თან, როდესაც ბა-–-–ი მა-------ა თხოვდა თავი გაენებებინა მისი ცემისთვის, მუ–--გ კუ--------- ეუბნებოდა, რომ იყო მისი ქმარი და რაც არ უნდა ექნა მისთვის, უნდა დამორჩილებოდა მას და ხმა არ უნდა ამოეღო, მთელი დღე რომ ეცემა , ხოლო შემდეგ, ეზოდან მუ–--გ კუ--------მა ბა-–-–ი მა-------ა შეათრია იმავე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე თავიანთ საძინებელ ოთახში, დააგდო სავარძელზე, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად წაუჭირა მარცხენა მკლავზე, წამოაყენა სავარძლიდან და დააგდო იქვე მდგარ საწოლზე, ლოყაში გაარტყა გაშლილი ხელი და სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რა დროსაც ბა-–-–ი მა-------ა გადმოვარდა საწოლიდან და მუ–--გ კუ--------მა წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც ბა-–-–ი მა-------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მუ–--გ კუ---------ს მიერ 2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მუ–--გ კუ--------მა, არასრულწლოვანი შვილების - მა-–-ქ კუ---------ს, ნი---თ კუ---------სა და გი---–--ნ კუ--------ას თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - ბა-–-–ი მა-------ა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები: დაზარალებულ - ბა-–-–ი მა-------ას, მოწმე სა--კ მა-------ის, ნი---თ კუ---------ს, მა-–-ქ კუ---------ს, გი---–--ნ კუ--------ას, ტუ------ნ კუ--------ას, გა-----–ი კუ---------ს, იბ---------–-ლ გა--------ს, სა-–-და მა-------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმი, ვიზუალური დათვა-–-ერების ოქმი და ფოტოსურათები, ექსპერტიზის დასკვნები.
2.2. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მუ–--გ კუ---------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, გაანა-–-ზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - მუ–--გ კუ---------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანა-–-ზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია მუ–--გ კუ---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.4. ბრალდებულმა არსებით სხდომაზე დაკითხვისას და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვა-–-სწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.7. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.
2.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტა--თ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა”.
3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინა-–-ზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.4. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინა-–-ზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული მძიმე შედეგი.
3.7. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი რომ მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვა-–-ფიკაცია. კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვა-–-სწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ქმედების კვა-–-ფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვა-–-ფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში მუ–--გ კუ---------ს მიერ განხორციელებული ქმედების დაკვა-–-ფიცირება ძალადობად სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ - დაზარალებულ - ბა-–-–ი მა-------ას, მოწმე სა--კ მა-------ის, ნი---თ კუ---------ს, მა-–-ქ კუ---------ს, გი---–--ნ კუ--------ას, ტუ------ნ კუ--------ას, გა-----–ი კუ---------ს, იბ---------–-ლ გა--------ს, სა-–-და მა-------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმი, ვიზუალური დათვა-–-ერების ოქმი და ფოტოსურათები, ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ბრალდებულ მუ–--გ კუ---------ს ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მუ–--გ კუ--------მა, არასრულწლოვანი შვილების - მა-–-ქ კუ---------ს, ნი---თ კუ---------სა და გი---–--ნ კუ--------ას თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - ბა-–-–ი მა-------ა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მას სურდა მამის მოსანახულებლად წასვლა, ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში მდებარე თავისი მამის - გა-----–ი კუ---------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ითრია თმებით, რა დროსაც ბა-–-–ი მა-------ა წაიქცა მიწაზე, ძლიერად მოუჭირა ხელი მარჯვენა მკლავზე, თან, როდესაც ბა-–-–ი მა-------ა თხოვდა თავი გაენებებინა მისი ცემისთვის, მუ–--გ კუ--------- ეუბნებოდა, რომ იყო მისი ქმარი და რაც არ უნდა ექნა მისთვის, უნდა დამორჩილებოდა მას და ხმა არ უნდა ამოეღო, მთელი დღე რომ ეცემა , ხოლო შემდეგ, ეზოდან მუ–--გ კუ--------მა ბა-–-–ი მა-------ა შეათრია იმავე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე თავიანთ საძინებელ ოთახში, დააგდო სავარძელზე, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად წაუჭირა მარცხენა მკლავზე, წამოაყენა სავარძლიდან და დააგდო იქვე მდგარ საწოლზე, ლოყაში გაარტყა გაშლილი ხელი და სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რა დროსაც ბა-–-–ი მა-------ა გადმოვარდა საწოლიდან და მუ–--გ კუ--------მა წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც ბა-–-–ი მა-------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის N005024219 დასკვნის თანახმად ბა-–-–ი მა-------ას (25.06.2019წ) ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.10. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ ბრალდებულიმუ–--გ კუ--------- არის დაზარალებულ ბა-–-–ი მა-------ას მეუღლე.
3.11. ამდენად, ბრალდებული მუ–--გ კუ--------ა და დაზარალებული ბა-–-–ი მა-------ა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
3.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მუ–--გ კუ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანა-–-ზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრა-–-ს გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 მუ–--გ კუ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა სს საქმეში არ მოიპოვება, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვა-–-სწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის გათვა-–-სწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–-სწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვა-–-სწინებს: მუ–--გ კუ---------ს მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროებასა და ხასიათს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მუ–--გ კუ--------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვა-–-სწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვა-–-სწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მუშვუგ კუ---------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართა-–-ა ბრალდებულს დაზარალებული შეურიგდა, მაგრამ გასათვა-–-სწინებელია ბრალდებულის შეუბრალებელი ქმედება დაზარალებულის მიმართ. გამომდინარე აქედან, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის სხვა სახე, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვა-–-სწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვა-–-სწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის ინტერესს.
8. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. მუ–--გ კუ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მუ–--გ კუ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
2. მსჯავრდებულ მუ–--გ კუ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ მუ–--გ კუ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯემალ კოპა-–-ანი