გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.08.2019
საქმის ნომერი
170310019002796084
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
23.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310019002796084

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #3/1-19 23 აგვისტო, 2019 წელი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი - ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე - ი-------------

წარმომადგენელი - ნ----------–---

მოპასუხე - თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - კ----------------------–---–-

მესამე პირი - ს------------------------------–--, ა----------------------–--

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის (შემდგომში - კომისია) 2018 წლის 5 დეკემბრის #---------------–--ა.

1.2. დაევალოს თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სარჩელის საფუძველი:

 

მოსარჩელე ცხოვრობს თ------–-------------------------–-----–---–- 2000-2005 წლებიდან. საცხოვრებელი სახლი რომელშიც ცხოვრობენ, ეკუთვის მათ ოჯახს. მათ ოჯახში ცხოვრობს მოსარჩელე ი-------------, მისი მეუღლე ჯ----–------------, შვილები ნ------------------------------ი და შვილიშვილები ს------------------------------–---–-ბი. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 2400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, სადაც აშენებულია სათავსო და ცხოველების სადგომები, რომლითაც მათი ოჯახი ირჩენს თავს, ასევე მათი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას, იხდიან ელექტრო ენერგიის გადასახადს. ელექტროენერგიის მრიცხველი მოსარჩელის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. იმის გამო, რომ 2007 წლამდე ვერ ხდებოდა აბონენტების მიერ გადახდილი ქვითრების დაარქივება და შენახვა, რაიონის და სოფლების მაცხოვრებელთა მიერ გადახდილი გადასახადის მონაცემები ინახება მხოლოდ 2007 წლიდან. 2018 წლის 19 ივნისს #------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის რეგისტრაცია, ვინაიდან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი იქნა თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიაში. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, საჯარო რეესტრის სააგენტომ 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება #------------ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 7 დეკემბრის წერილი #13-1/542, რომლის მიხედვითაც ი------------ს კომისიის მიერ უარი ეთქვა საკუთრების აღიარებაზე, მიწის აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბერს მიღებული #---------------–--ის შესაბამისად. მის მიერ მოთხოვნილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების სრული მასალები, აღიარებითი კომისიის ოქმის ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიამ სრულყოფილად არ შეისწავლა აღნიშნული ქონების დოკუმენტაცია. მის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა ელექტრო ენერგიის გადახდის და აბონენტის დამადასტურებელი ამონაწერები, ასევე მეზობლების მიერ ხელმოწერილი განაცხადი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო არ არსებული მიწის რეფორმის პერიოდში არსებული სისტემური აღრიცხვის რუკები. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის ნორმები, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, რადგან მას სურს ქონების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან კომისიამ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული მიწა და მასზე ვერ მოხდებოდა საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული აღემატება კომისიის კომპეტენციას და ამასთან არღვევს ს-------------–--ისა და მისი კომლის წევრთა საკუთრების უფლებას. კომისიამ 2018 წელს უზრუნველყო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ საკუთრების აღიარებაზე მოთხოვნილი უძრავი ქონება მოიცავს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე არასაცხოვრებელ ნაგებობებს. ვიზიტისას საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ი------------- და მისი შვილები. კომისიის წევრებმა დაასურათეს უძრავი ქონება. კომისია სადავოს არ ხდის იმ გარემოებას, რომ ოჯახი ნამდვილად სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ელექტროენერგიის აბონენტად 2007 წლის 19 ივლისიდან ფიქსირდება ჯ----–------------, ასევე წარმოდგენილია სოფელ ა---–---ში მცხოვრები პირების ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება უძრავი ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია ასკვნის, რომ ი-------------, ოჯახთან ერთად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობს სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვმ მიწის ფართს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს. კომისიის მიერ საკითხის განხილვა მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, რაზედაც განმცხადებელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა. კომისიის სხდომის ოქმში ხაზგასმით არის მითითებული, რომ კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მოთხოვნილი ქონება სისტემური რეგისტრაციით მიკუთვნებული იყო ს----------------------–--ზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #------ და 30 ოქტომბრის #------ წერილებით. აღნიშნული წერილებით, უძრავი ქონება არის ს-----------------------------–--ისა და მისი კომლის საკუთრება, რომელიც მოიცავს, როგორც ტექბიუროს, ასევე საკომლო წიგნის ჩანაწერებს.

 

2.2. მესამე პირებს წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #------------ განცხადებით მიმართა ი------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებზე მდებარე თეთრიწყარო, სოფელი ა---–---ი. განცხადებას ერთვოდა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი-------------ს 2018 წლის 19 ივნისის განცხადება, ს.ფ. 39-42.

 

3.1.2. 2018 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას 2018 წლის 2 აგვისტოს #------ შუამდგომლობით მომართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და წარადგინა განცხადება, სადაც ი------------- ითხოვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას. შუამდგომლობას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; 2. ორთოფოტო; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (სამსახურეობრივი ბარათი) #--------- 27.07.2018წ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია (საიდანაც ირკევევა, რომ 1988 წლის მიწათსარგელობის გეგმის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საკარმიდამო (სახნავი) დანიშნულების მიწას); 4. ცნობა საქართველოს ეროვნული არქივიდან 20.07.2018, #15/101321; 5. წერილი წიაღის ეროვნული სააგენტო 13.09.2018, 22/7250; 6. ელექტროენერგიის აბონენტის ბარათი; 7. მინდობილობა #---------- 8. სანოტარო აქტი (მოწმეთა ჩვენებები); 9 ქორწინების მოწმობა; 10. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან; 11. საკადასტრო აგეგმვით-აზომვითი ნახაზი. განმცხადებლის განმარტებით, მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და არასაცხოვრებელი დამხმარე ფართი, რომელიც ი-----------ს და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაშია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმის ამონარიდი, ს.ფ. 35-37.

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ს.ფ. 17-31, 39-79.

 

3.1.3. საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 ივლისის #21-02-1/91759 წერილით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურში ინახება თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ ა---–---ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 2000, 2006 წწ. და სია, რომელზეც წელი მითითებული არ არის. მოქალაქე მ-------------------------- სიებში არ ფიქსირდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლები სამსახურის 2018 წლის 16 ივლისის #21-02-1/91759 წერილი, ს.ფ. 62.

 

3.1.4. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 20 ივლისის #15/101321 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1986-1996 (რეკვიზიტები შევსებულია 2007 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნებში ი-------------------–-----------ს კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1996 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1999-2000 წლების მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ი-------------------–-----------ს შესახებ. თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ი 1992-1995, 1997-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, 1992-1998, 2001-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, 1992- 2007 წლების მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 20 ივლისის #15/101321 წერილი, ს.ფ. 58.

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #--------- წერილის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #------------ განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 02.07.18წ. მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #--------- წერილი, ს.ფ. 38.

 

3.1.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის 376/301074 წერილის თანახმად საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში ირიცხება თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ა---–---ში რეგისტრირებული ს---------------------–--- დაბ------------–. პასპორტი-------------- (ბარათი შევსებულია რუსულად).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის 376/301074 წერილი, ს.ფ. 101-103.

 

3.1.7. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 5 ოქტომბრის #15/131649 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1986-1996 (რეკვიზიტები შევსებულია 2007 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს---------------------------------------–---------–---–---------–----–------–--------------–--------------------------------–--------–-------------–-------------------------------------–-----–---–------------------------–--------–-----------–-- შენიშვნა: გაკეთებულია ფანქრით ჩანაწერი - რუსეთში. დროებით ადგილზე (რთულად იკითხება) იხ. დანართი N1). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1982 წელს აგებული 1986-1987 წლებში 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 108,4 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1988-2007 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986, 1990 წლებში 2500 (დოკუმენტში ასეა) მიწის ფართობი (1987-1989, 1991-2007 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1996 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ის 1999-2000 წლების მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ს-----------------------------------------------–---- შესახებ. თ------–------------------------------------–---------- სოფელ ა---–---ი 1992-1995, 1997-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, 1992-1998, 2001-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, 1992- 2007 წლების მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 5 ოქტომბრის #15/131649 წერილი, ს.ფ. 70-71.

 

3.1.8. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ოქტომბრის #21-02-1/127590 წერილით საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ინახება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა---–---ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები - 2000, 2006 წ.წ. და სია, რომელზეც წელი მითითებული არ არის, სადაც მითითებულია:

1. კ-----–------------------- სია 1,0 ჰა.

2. კ-----–-------------------, 2000 წელი-0,1 ჰა.

3. კ-----–----------- 2006 წელი- 0,2272 ჰა, ს------------ - შენობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ოქტომბრის #21-02-1/127590 წერილი, ს.ფ. 100.

 

3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #------ წერილით კომისიას ეცნობა, რომ დოკუმენტაცია უძრავი ქონების (----------------- შესახებ არ იძებნება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #------ წერილი, ს.ფ. 99.

 

3.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, თეთრიწყარო, სოფელი ა---–---ი, გაურკვეველი დანიშნულების, 5166 კვმ ფაქტიური ფართობის, უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე, ლიტერი ა-საცხოვრებელი, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 176,20 კვმ, ლიტერი ბ-დამხმარე უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 15,00 კვმ, ლიტერი ვ-დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 40,00 კვმ, ლიტერი გ - დამხმარე, უდდ-ს გარეშე არსებული ფართი 53,00 კვმ, მესაკუთრეები/მოსარგებლეების არიან კ----–--------------------------------------–---------------------. სააღრიცხვო მასალის ჩანაწერები რუსულენოვანია, სააღრიცხვო მასალა აღრიცხულია 1976 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 29 ოქტომბრის ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 105-139.

 

3.1.11. სისტემური რეგისტრაციის რუკაზე, უძრავი ქონების ს--------------- მესაკუთრედ მითითებულია ს-------------–--ი, სადაც დატანილია ასევე ს---------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისტემური რუკა, ს.ფ. 74.

 

3.1.12. 2018 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით დადგინდა, რომ უძრავი ქონება არის შემოსაზღვრული მყარი ღობით, მათ შორის ქვით, რკინა ბეტონით და რკინის კონსტრუქციებით. ასევე ლითონის ბოძებითა და ლითონის კონსტრუქციებით. ასევე ლითონის ბოძებითა და მავთულის ბადით. მიწის რეფორმის პერიოდში განხორციელებული სისტემური მონაცემებით, უძრავი ქონება (ს---------------) ეკუთვნის ს-------------–--ს. გამომდინარე იქიდან, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არის დაუზუსტებელი და ხშირ შემთხვევაში შეიცავს ცდომილებებს, კომისიამ 2018 წლის 19 სექტემბრის #13-1/358 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ს-------------–--ის კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ. ასევე, მასზე სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებული ქონების სააღრიცხვო ბარათი. ამის პარალელურად, ვინაიდან უძრავი ქონება ექცეოდა წიაღისეული შესწავლის სალიცენზიო სალიცენზიო ტერიტორიაზე, 2018 წლის 10 სექტემბრის #22/7250 წერილით მოხდა წიაღის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვა და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ ექვემდებარებოდა წიაღზე დამაგრებას. საჯარო რეესტრის #------ და #------ წერილების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციით, კერძოდ საკომლო ჩანაწერებით, დადგინდა, რომ მოთხოვნილი უძრავი ქონება ს-------------–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია. შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული და მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ს--------------–----ა და მისი კომლის წევრების ნების შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმის ამონარიდი, ს.ფ. 35-37.

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ს.ფ. 17-31, 39-79.

 

3.1.13. თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #---------------–--ით უარი ეთქვა ი------------ს თ------–---------უნიციპალიტეტი სოფელ ა---–---ში მდებარე 2400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #---------------–--ა, ს.ფ. 34.

 

3.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს მიღებული იქნა #-------------24 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბერის #-------------24 გადაწყვეტილება, ს.ფ. 32.

- 2018 წლის 2 ივლისის სიტუაციური ნახაზი, ს.ფ. 61.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული თ------–---------უნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 5 დეკემბრის #---------------–--ა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ–კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

“???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მე-51 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #---------------–--ა, რომლითაც ი------------ს უარი ეთქვა უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე. დადგენილია, რომ საკომლო ჩანაწერებით და ტექ-ბიუროს ჩანაწერებით, მოთხოვნილი უძრავი ქონება ს-------------–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია. შესაბამისად, არ არის თვითნებურად დაკავებული.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ოქტომბრის ცნობა დახასიათებით. დადგენილია, რომ თეთრიწყაროში, სოფელი ა---–---ში მდებარე, გაურკვეველი დანიშნულების, 5166 კვმ ფაქტიური ფართობის, უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე, ლიტერი ა-საცხოვრებელი, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 176,20 კვმ, ლიტერი ბ-დამხმარე უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 15,00 კვმ, ლიტერი ვ-დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 40,00 კვმ, ლიტერი გ - დამხმარე, უ.დ.დ-ს გარეშე არსებული ფართი 53,00 კვმ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/მოსარგებლეების არიან კ----–--------------------------------------–---------------------. სააღრიცხვო მასალის ჩანაწერები რუსულენოვანია და სააღრიცხვო მასალა აღრიცხულია 1976 წელს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ვერ ახდენს ს-------------–--ისა და მისი კომლის წევრების მართლზომიერი მფლობელობის ობიექტის და მოსარჩელე ი-------------ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების იდენტურობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის #--------- წერილით დასტურდება, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #------------ განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 2018 წლის 2 ივლისის მდგომარეობთ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე შეუძლებელია საარქივო ცნობაში მითითებული ს--------------------------------------–---ს კომლის ქონების იდენტიფიკაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვებამ შემოწმება, შეფასება და ა.შ.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო თვლის, რომ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოხდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

იმისათვის რომ მიწას მიენიჭოს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი და მასზე გავრცელდეს კომისიის უფლებამისილება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაკავებული 2007 წლამდე (სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების), რომელზედაც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ირკვევა, რომ მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.

 

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების მოპოვების ობიექტი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული. საქმის მასალებით დასტურდება და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ი------------- და მისი ოჯახი ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას, მაგრამ მხოლოდ ის გარემოება, რომ ი------------- ფლობს უძრავ ქონებას არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძველს, იმ მოცემულობაში, როდესაც ცალსახად იკვეთება ტექბიუროს არქივში დაცული სხვა პირის მართლზომიერი უფლება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ შემოსავლების სამსახურში დაცულია ს------------–---ს სახელზე არსებული საგადასახადო სია, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს და საკუთრების უფლების რეალიზაციის საფუძველს. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სოფელში. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული სოფელი წარმოადგენდა ე.წ. ბერძნული მოსახლეობით დასახლებულ სოფელს, რომლებმაც 1990-2000 წლებში მასიურად დატოვეს საქართველოს ფარგლები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც სასამართლოს მიანიშნებდა აღნიშნული უძრავი ქონებაზე მართლზომიერი მფლობელის არ არსებობის შესახებ.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმის სრულფასოვანი გამოკვლევა და რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკა დაუზუსტებელია, არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და არ ასახავს სინამდვილეს. მოსარჩელის აზრით, რადგან მოპასუხის მიერ სათანადოდ არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს-------------–--ის ქონების იდენტურობა, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოსარჩელე ი-------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ ის და მისი ოჯახი 1988 წლიდან ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას, მას სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება და იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდება სხვა დაინტერსებული პირი, ის დაუთმობს საკუთრების უფლებას. ხოლო მოპასუხე მხარის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ მათი ინფორმაციით ი-------------ს მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენა. კერძოდ მან იყიდა სახლი, პირად საუბარში მას ი------------მა განუცხადა, რომ თანხის გადახდის ქვითარიც აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ პოულობს ს------------–--ს ან მისი ოჯახის წევრს, რის გამოც ცდილობს მოახდინოს უძრავი ქონების რეგისტრაცია კომისიის მეშვეობით.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკის მონაცემების კომისიისათვის მიწოდება ხდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის მიერ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა დაინტერესებული პირის უფლების დარღვევა.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამისილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დებულებათა მოსარჩელის სასარგებლოდ გავრცელება. მოცემულ შემთვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-------------ს განცხადება კომისიას განსახილველად გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ი-------------ს თანხმობით, ძირითადი დოკუმენტაციაც მოძიებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ, კომიისის მიერ მოხდა საკუთრების მოპოვების ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შესწავლა და მისი შეფასება წარმოადგენდა თუ არა იგი არამართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ საკუთრების ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რათა არ მომხდარიყო სხვა პირის უფლების შეზღუდვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი მდგომარეობის ყოველმხრივ სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება მის ვალდებულებას წარმოადგენს, მის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არა მხოლოდ დაინტერესებული პირის სუბიექტური ინტერესის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომელი საკადასტრო კოდების მითითებით მოხდა მტკიცებულებების მოპოვება, ან რომელი საკადასტრო კოდია მითითებული სხდომის ოქმში. საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 2 ივლისის სიტუაციურ ნახაზზე მითითებულია უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8------------ იგივე საკადასტრო კოდია მითითებული ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკაზეც, სადაც დამატებით ასევე დატანილია საკადასტრო კოდი 8----------- და მოსარჩელე მხარის აპელირება სისტემური რეგისტრაციის მონაცემების არანამდვილობაზე უსაფუძვლოა. დაუშვებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი საკადასტრო ნახაზის გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები, ფართობი) შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებულ, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში, ს------------–---ს სახელზე არსებულ მონაცემებს. მიწის რეგისტრაციის" (KFW თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერები მიმდინარეობდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის პარალელურად, მასში ასახულია ძირითადი და პირველადი აღწერა და წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო ინფორმაციას, რომ პირის მიმართ მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი და რადგან არ მოხდა მისი რეგისტრაცია შესაბამისი წესით, არ წარმოადგენს პირის საკუთრების უფლების რაიმე სახით შეზღუდვის საფუძველს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, დაევალოს მოპასუხეს, საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოსარჩელე ი------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

ი-------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა #11).

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა