გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #3/8-17 23 აგვისტო, 2019 წელი
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - კ-----------------–---
მესამე პირი - ნ---------------, ს----------------------, ე-–-------------------, მ---------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილება. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის #------ გადაწყვეტილება. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილება. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სარჩელის საფუძველი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წლების განმავლობაში ახორციელებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი სახლების შეძენას, რომელიც შემდგომში, სარგებლობის უფლებით გადაეცემა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. ხსენებული საქმიანობის ფარგლებში 2004-2009 წლებში წ--–---------–----–------ში შეძენილია 571 საცხოვრებელი სახლი. ხსენებული საცხოვრებლების შეძენა ხდებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, ფორმდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, წარედგინებოდა უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის შესაბამისად და ხდებოდა მათი რეგისტრაცია სახელმწიფოს (სამინისტროს) საკუთრებად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეის მდგომარეობითაც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მათში ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #995 განკარგულების საფუძველზე, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“ პროექტის ფარგლებში დაიწყო აზომვითი ნახაზების მომზადება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო ეკომიგრანტებისათვის სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული 571 სახლიდან, 10 საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის წ--–--- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, საკუთრებად დაურეგისტრირდა კერძო პირებს. გაცნობებთ, რომ სადავო 10 სახლის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციები არ გაუქმებულა ან ბათილად არ გამოცხადებულა სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ამ ქონებების გასხვისება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა არანაირი ფორმით, რასაც მათი მფლობელობიდან ამ ქონების კანონიერი გასვლა შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. ერთ-ერთი ამგვარი შემთხვევაა წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი შეძენილი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, 2006 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მოქ. ნ-----–----------------ს წარმომადგენელს ს------------------ შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ნ-----–----------------ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი:
1.1. მიწის (უძრავი ქონების) მახასიათებელია: სარეგისტრაციო #-------------, სარეგისტრაციო ზ-------–--–-----------------------------------–---------–------------------------–----------------------, ფართობი 2100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი შედგება 5 ოთახისაგან, საერთო ფართი 183,4 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 107,8 კვ.მ. და დამხმარე ფართი 75,6 კვ.მ..
1.2. მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო #--------, სარეგისტრაციო ზონა - წ--–-------------------------------------–---------–-------------------------–---------------------, ფართობი 1499,44 კვ,მ.
1.3 მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო #---------, სარეგისტრაციო ზონა - წ--–------------------------------------–---------–-------------------------–----------------------, ფართობი - 3920,28 კვ.მ.
უძრავი ქონება შესყიდულ იქნა ეკომიგანტების საჭიროებისათვის და მასში, ჯერ კიდევ ნასყიდობის გაფორმებამდე შესახლებული იყო და შესახლების შემდეგაც განაგრძო ცხოვრება ეკომიგრანტ ნ---------------- ოჯახმა, რომელიც 2004 წლიდან დღემდე სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს წ--–--- რაიონში, სოფელ--------–--–ი მდებარე 2100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს---------------ბ) დარეგისტრირდა ა---------------------ს საკუთრების უფლება, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–--ს საკრებულოს 2005 წლის 5 იანვრის #221 და 28 თებერვლის #15 ცნობების და 2005 წლის 14 იანვრის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე. 2006 წელს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა ნ-----–----------------. ხოლო 2006 წლის 5 სექტემბერს ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - სახელმწიფო. დღეის მდგომარეობით, ეს უძრავი ქონება რეგისტრირებულია ს---------------------- საკუთრებად საკადასტრო კოდით 8-----------. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ათეულზე მეტი წლის წინ მათ მიერ შეძენილი და მათ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მათგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დარეგისტრირდა მესამე პირზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს მათ საკუთრებაზე უკანონო რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან მიუთითეს, რომ ამ ქონებების გასხვისება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა არანაირი ფორმით არ მომხდარა, რასაც მათი მფლობელობიდან ამ ქონების კანონიერი გასვლა შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2016 წლის 1 ივნისს მიღებული #------ გადაწყვეტილებით მათი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამის შემდგომ 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მოხდა უძრავი ქონებაზე (ს/კ 8-----------) ცვლილების რეგისტრაცია და მოსარჩელემ უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
2.2. მესამე პირებს ნ---------------ს, ს----------------------, ე-–------------------- და მ-------------------ს წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2005 წლის 6 ივლისს შედგენილი (განცხადების რეგისტრაციის #3036/05) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე 2100 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი სასოფლო საცხოვრებელი სახლით, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ა----------------–-------------------ს საკუთრებაში. უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტებია: 2005 წლის 14 იანვრის #6 ტექ. პასპორტი, 2005 წლის 25 თებერვლის საგადასახადოს ცნობა #26, 2005 წლის 5 იანვრის საკრებულოს ცნობა #22, 2005 წლის 28 თებერვლის ოჯახის შემადგენლობის ცნობა #18.
აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში 2006 წლის 5 სექტემბერს (განაცხადის რეგისტრაციის #865) შეტანილია ცვლილება და მესაკუთრედ მითითებულია ი-------------------–--, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტად მითითებულია სანოტარო აქტი #-----------------წ. მემკვიდრეობის შესახებ.
2006 წლის 5 სექტემბერს (განაცხადის რეგისტრაციის #865) გაცემული იქნა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე უძრავი ქონება (ს---------------), 2100 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 183,4 კვმ, საცხოვრებელი 107,8 კვმ, დამხმარე 75,6 კვმ, აივანი 57,7 აღრიცხული ნ-----–----------------ს საკუთრებაში და უფლების დამადასტურებელი იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სანოტარო აქტი #-----------------წ. მემკვიდრეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლისა 14 იანვრის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, ტომი 1, ს.ფ. 25-28;
- 2005 წლის 6 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 29-30.
- 2005 წლის 6 ივლისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1 ს.ფ.90.
- 2006 წლის 5 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 199.
3.1.2. 2006 წლის 5 სექტემბერს დადებული (რეესტრში რეგისტრაციის #------) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად „გამყიდველის“ ნ-----–----------------ს მინდობილმა პირმა ს------------------ა, ,,მყიდველის“ წარმომადგენელს გ--------------–---–- მიჰყიდა შემდეგი უძრავი ქონება: საცხოვრებელ სახლი და მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონება), რომელიც მდებარეობს შემდგე მისამართზე-–--–--, სოფელი ა------–--.
მიწის (უძრავი ქონების) მახასიათებელია: სარეგისტრაციო #-------------, სარეგისტრაციო ზონა - წ--–----------------------------------–---------–------------------------–----------------------, ფართობი 2100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი შედგება 5 ოთახისაგან, საერთო ფართი 183,4 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 107,8 კვ.მ. და დამხმარე ფართი 75,6 კვ.მ.; მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო #--------, სარეგისტრაციო ზონა - წ--–-------------------------------------–---------–-------------------------–---------------------, ფართობი 1499,44 კვ,მ. მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო #---------, სარეგისტრაციო ზონა - წ--–------------------------------------–---------–-------------------------–----------------------, ფართობი - 3920,28 კვ.მ.
შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი 2005 წლისა 14 იანვრის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში და ამონაწერში საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 18-21.
- მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი 1, ს.ფ. 24.
3.1.3. 2002 წლის 15 მაისს (განაცხადის რეგისტრაცია 1--------), წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე მიწის ნაკვეთი (ს---------------) უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის #351 საგადასახადო სიის საფუძველზე პირველადი რეგისტრაციით აღირიცხა ი------------------ ოჯახის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 128-130.
3.1.4. 2009 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #------------ განცხადებით მიმართა ს----------------------მ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე (ს---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს---------------------- განცხადება, ტომი 2, ს.ფ. 156-162.
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ #------------ განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 23 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიის ამონაწერით, წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე 2191 კვ.მ. დაზუსტებული ფართით საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა #8-----------), რეგისტრირებული ს---------------------- საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი #1953,15.05.2---- მიწის აზომვითი საკადასტრო ნახაზის, წ--–---------–----–------ის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 14 აგვისტოს #108 ცნობის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 23 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 164.
3.1.6. 2009 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა #-------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 აგვისტოს #-------------03 გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 163;
3.1.7. 2016 წლის 9 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია წ--–---------–----–------ის სოფელ--------–--–ი, მდებარე: 2137 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 მარტის #--------------- გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს---------------- საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ #------------ განცხადებით განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2017 წლის 21 სექტემბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, კვლავ ზედდება დაფიქსირდა რეგისტრირებულ მონაცემებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 მარტის #--------------- გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 166.
- სიტუაციური ნახაზი-ტომი 2, ს.ფ. 167.
- 2017 წლის 21 სექტემბრის სიტუაციური ნახაზი-ტომი 2, ს.ფ. 283.
3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №-------------- (სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 2--------) ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფოს მიერ 2006 წლის 05 სექტემბრის №1----- ხელშეკრულებით ნ-----–----------------სგან შეძენილი უძრავი ნივთი (ს/კ 8-----------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ს----------------------ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი, ტომი 1, ს.ფ. 31-34.
3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის #------ გადწვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წ--–--- სარეგისტრაციო სამსახურის #------------ და #-------------03 (30.08.2009 წ.) გადაწყვეტილებები არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრულ აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს და განახლდა რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ 8-----------) მონაცემების მოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის #------ გადაწვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 35-38.
3.1.10. 2016 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #------------ განცხადებით მიმართა მ---------------------მ და მოითხოვა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 აგვისტოს მიღებული იქნა #--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
2016 წლის 19 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------), 2191 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობა #1, საერთო ფართი 144,91, საცხოვრებელი ფართი 83,59, დამხმარე 61,32 საკუთრების უფლებით აღირიცხა ე-–------------------- და მ-------------------ს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილება, ტომი 2, ს.ფ. 118.
- 2016 წლის 19 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 2, ს.ფ. 123.
3.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #------ წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16მაისის № 327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებულია სისტემური რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია-–--–--- სოფელი ა------–--; სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 2290.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს---------------), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია #350. მესაკუთრე- ა------------------. უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართი და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 8-----------.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებულია სისტემური რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია-–--–--- სოფელი ა------–--; სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 2270.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს---------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია #351. მესაკუთრე-ი-----------------. უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართი და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 8-----------.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებულია სისტემური რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია-–--–--- სოფელი ა------–--; სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 2488.96 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია #371. მესაკუთრე- კ--–------------------ ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #------ წერილი, ტომი 2, ს.ფ. 291-302.
3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის #------ წერილით თანახმად, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ეცნობა, რომ 2018 წლის 05 ივნისის საოქმო განჩინების საფუძველზე (საქმის #3/8-17) 2018 წლის 27 ივნისს, წ--–---------–----–------ში, სოფელ--------–--–ი მდებარე, ე-–------------------- (პ/ნ A-------) და მ-------------------ს (პ/ნ A-------) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 8-----------) ადგილზე დათვალიერების მიზნით, გაგზავნილ იყვნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები თ----------------- და გ-------------–---–-. ადგილზე დათვალიერების დროს სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში (Geo-cors) ჩართული გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით, მეზობლების მ----------ს (პ--------------- და ნ-----–---------------------------- მითითებით, ადგილზე აიზომა ე-–------------------- (პ/ნ A-------) და მ-------------------ს (პ/ნ A-------) ფაქტობრივი ნაკვეთი, ვინაიდან თავად მესაკუთრეები არ დახვდნენ ადგილზე. თანდართული სიტუაციური ნახაზის თანახმად, მ---------ა ე-–-------------------ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს მათ საკუთრებაში ელექტრონულად რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ დასავლეთის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის #------ წერილი, ტომი 2, ს.ფ. 312-314.
3.1.13. 2018 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ს---------------------- განცხადება #------------, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე რაიონი-–--–--- სოფელი ა------–--. განცხადებაზე თანდართულია: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 2. სატყეო ფონდი 3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი 4. თანახმა ვარ დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას 5. შიდა აზომვითი ნახაზი 6. ელ ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის #-------------10 გადაწყვეტილებით ს----------------------ს ეცნობა, რომ უძრავ ქონებაზე (ს/კ 8-----------) მესაკუთრეებად ფიქსირდებიან მ-------------------ს და ე-–-------------------. იმისათვის რომ რეგისტრაცია განხორციელდეს საჭიროა წარმოადგინოთ მ-------------------ს თანხმობა ცვლილებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა #-------------12 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-8----------- განცხადება და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები, სიტუაციური ნახაზი, ტომი 3, ს.ფ. 55-60.
3.1.14. 2019 წლის 28 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ #-------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე 2100 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს---------------ბ) დარეგისტრირდა ა---------------------ს საკუთრების უფლება, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–--ს საკრებულოს 2005 წლის 5 იანვრის #221 და 28 თებერვლის #15 ცნობების და 2005 წლის 14 იანვრის ტექნიკური პასპოტრის საფუძველზე. 2006 წელს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ნივთის (ს---------------ბ) მესაკუთრე გახდა ნ-----–----------------.
2006 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მოქალაქე ნ-----–----------------ს წარმომადგენელს ს------------------ შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ნ-----–----------------ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო #-------------, სარეგისტრაციო #--------, სარეგისტრაციო #---------). უძრავი ქონება შესყიდულ იქნა ეკმიგანტების საჭიროებისათვის და მასში, ჯერ კიდევ ნასყიდობის გაფორმებამდე შესახლებული იყო და შესახლების შემდეგაც განაგრძო ცხოვრება ეკომიგრანტ ნ---------------- ოჯახმა, რომელიც 2004 წლიდან დღემდე სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით. დღეის მდგომარეობით, ეს უძრავი ქონება რეგისტრირებულია ს---------------------- საკუთრებად საკადასტრო კოდით 8-----------. როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შეძენილი და მათ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მათგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დარეგისტრირდა მესამე პირზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს მათ საკუთრებაზე უკანონო რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან მიუთითეს, რომ ამ ქონებების გასხვისება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა არანაირი ფორმით არ მომხდარა, რასაც მათი მფლობელობიდან ამ ქონების კანონიერი გასვლა შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2016 წლის 1 ივნისს სადავო გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულია რამოდენიმე გარემოება, რომელიც მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. გადაწყვეტილების 1.1.1. პუნქტში მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2002 წელს, #------------ განცხადების საფუძველზე, 2270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) რეგისტრირებული იყო ი------------------ საკუთრების უფლება. ამ მონაცემში შემდგომ შესწორება არის შეტანილი და მითითებულია ს----------------------ის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი და მომზადებულია საკადასტრო რუკა, რომელზეც ფიქსირდება ბეჭედი. ასევე, გადაწყვეტილების 1.1.2. და 1.1.3. პუნქტების თანახმად, უძრავი ნივთის ფართობი და საზღვარი დაზუსტდა (შეეცვალა ს/კ 8-----------) და მისი ადგილმდებარეობა შეესაბამება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. გადაწყვეტილების 1.1.7. პუნქტში მითითებულია, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ ს----------------------ის მიერ #------------ სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი შეესაბამება სისტემურად მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას, ხოლო სახელმწიფოს აღნიშნული უძრავი ნივთი არ აქვს შეძენილი ს----------------------ისგან. ამასთან, ზუსტად არ იდენტიფიცირდება, სახელმწიფოს მიერ შეძენილი და საჯარო რეესტრში ს----------------------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები ერთი და იგივე არის თუ არა. სასამართლოში საქმის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსარჩელემ 2006 წელს წ--–---------–----–------ის სოფელ--------–--–ი შეისყიდა საცხოვრებელი სახლი მოქალაქე ნ-----–----------------საგან ს--------------- (ძველი რეგისტრაცია). მას შემდეგ რაც სამინისტრომ გადაწყვიტა ახლებური წესით აღნიშული უძრავი ქონების დარეგისტრირება, სარეგისტრაციო პროცესი შეჩერდა. მიზეზში მითითებული იყო, რომ წარმოდგენილი ნაკვეთის ადგილას უკვე რეგისტრირებულია უძრავი ქონება ს/კოდით 8----------- (კერძო საკუთრება). სასამართლოს მიერ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ფიქსირდება საკადასტრო ნახაზის ე.წ. „გაცურება“ (ზეხსენებული ნაკვეთების მიმდებარე ნაკვეთებზეც ამგვარი „გაცურების“ არაერთი შემთხვევაა), ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებში (წერილობით პასუხში) ხსენებული უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) მდებარეობს მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გვერდით, ხოლო რეგისტრაციის პროცესში საკადასტრო ფენა განთავსებულია მათი უძრავი ქონების ადგილას. ზემოაღნიშნული შეცდომის გასწორების მიზნით, ს----------------------მა (რომლის კუთვნილი ნაკვეთიც გაცურების გამო რეგისტრირებულია მათი ნაკვეთის ადგილას) დადგენილი წესით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისი მიწის ნაკვეთის ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით (განცხადების #------------, 15 ოქტომბერი, 2018 წელი), თუმცა ვინაიდან ამ მომენტისათვის ზემოხსენებული ქონება ს---------------------- მიერ უკვე საკუთრების უფლებით გადაცემული ქონდა შვილებისათვის - ე-–--------ა მ-------------------სებისთვის, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა მ-------------------ს თანხმობა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც ს----------------- მიერ ვერ მოხდა (გაემგზავრა საბერძნეთში) აღნიშნულის გამო საჯარო რეესტრის #-------------12 (22.02.2019) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წამოება შეწყდა.
დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ორ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ე.წ. „გაცურების“ გამო, ვერ ხერხდება საკუთრების რეგისტრაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები აღნიშნული შეცდომის აღმოფხვრის და მათი საკუთრების მათ სახელზე რეგისტრაციის განხორციელების მიზნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის #------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის 1 ივნისს უკვე მიღებულია #------ გადაწყვეტილება, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 28 მაისს სსიპ სოციალიური მომსახურების სააგენტოს #-------- წერილი, ტომი 3, ს.ფ. 37-38.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის #------ წერილი, ტომი 3, ს.ფ. 39.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ს----------------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 8----------- (წინა ს---------------)) საზღვრები ხვდება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს---------------) საზღვრებში. 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ, დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ს---------------------- მიერ დაზუსტებული (ს/კ 8-----------) ელექტრონული რეგისტრაციით რეგისტრირებულია არა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით (ს/კ #8-----------), არამედ მას ელექტრონულად რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაშია რეგისტრირებული ს---------------.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებული არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #------ წერილი, ტომი 2, ს.ფ. 291-302.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის #------ წერილი, ტომი 2, ს.ფ. 312-314.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’, „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 აგვისტოს #---------------, 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- და 2016 წლის 1 ივნისის #------ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას აწარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,კ–ლ“ პუნქტებით განსაზღვრული და მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ 1999 წლის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის #2635 კანონით). აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;
”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც), ხოლო ”სარეგისტრაციო მოწმობა” არის მოწმობა რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.
ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 6 ივლისს შედგენილი (განცხადების რეგისტრაციის #3036/05) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე 2100 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის, მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა----------------–-------------------ს საკუთრებაში. აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში 2006 წლის 5 სექტემბერს (განაცხადის რეგისტრაციის #865) შეტანილია ცვლილება და მესაკუთრედ მითითებულია ი-------------------–--, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მოსარჩელის მიერ ნ-----–----------------ს საკუთრებში არსებული უძრავი ქონების (ს---------------) შეძენა მოხდა 2006 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება 5 ოთახისაგან, საერთო ფართი 183,4 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 107,8 კვ.მ. და დამხმარე ფართი 75,6 კვ.მ.; შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი სააღრიცხვო ბარათში და ტექნიკურ პასპორტში, დოკუმენტებში, რომლებშიც ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ და ინახება მათ არქივში.
ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 2002 წლის 15 მაისს (განაცხადის რეგისტრაცია 1--------) უძრავი ქონება (ს---------------) უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის #351 საგადასახადო სიის საფუძველზე, პირველადი რეგისტრაციით აღირიცხა ი------------------ ოჯახის სახელზე. 2009 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #------------ განცხადებით მიმართა ს----------------------მ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს---------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ #------------ განცხადების საფუძველზე 2009 წლის 23 აგვისტოს მომზადებულია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად წ--–--- რაიონის სოფელ--------–--–ი მდებარე 2191 კვ.მ. დაზუსტებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა #8-----------)), საერთო ფ 144,91 კვმ, საცხ. ფ. 83,59 კვმ, დამხმარე ფ. 61,32 კვმ რეგისტრირებული ს---------------------- საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების: მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი #1952/2----15.05.2---- მიწის აზომვითი საკადასტრო ნახაზის, წ--–---------–----–------ის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 14 აგვისტოს #108 ცნობის საფუძველზე და 2009 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა #-------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ს----------------------- მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც მითითებულია საცხოვრებელი სახლის მახასიათებლები. მარეგისტრიებელი ორგანოს მიერ ისე მოხდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა სარეგისტრაციო ობიექტზე დატანილი შენობა-ნაგებობის მახასიათებლები და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შედარებული არ ყოფილა მათთან დაცულ ე.წ. სისტემური რეგისტრაციის რუკასთან, რათა სათანადოდ ყოფილიყო გამოკვლეული, ხომ არ ხდებოდა სხვისი საკუთრების უფლების შეზღუდვა.
მარეგისტირებილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომ უძრავ ნივთზე (ს---------------) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საგადასახადო სიის #350 საფუძველზე. შემდგომ დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართი და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 8----------- და მესაკუთრეა ა------------------. ასევე უძრავ ნივთზე (ს---------------) განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საგადასახადო სიის #351 საფუძველზე. შემდგომ დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართი, მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 8----------- და მესაკუთრეა ი-----------------. ასევე უძრავ ნივთზე, (ს/კ 8-----------) განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საგადასახადო სიის #371 საფუძველზე, მესაკუთრეა კ--–------------------ ოჯახი.
სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრში არსებულ კადასტრთა ჯგუფს დაევალა ადგილზე გასვლით შეედარებინა უძრავი ნივთის (ს/კ 8-----------) სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და ფაქტობრივი მდგომარეობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის #------ წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, წ--–---------–----–------ში, სოფელ--------–--–ი მდებარე, ე-–------------------- (პ/ნ A-------) და მ-------------------ს (პ/ნ A-------) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 8-----------) ადგილზე დათვალიერების მიზნით, გაგზავნილ იყვნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე დათვალიერების დროს სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში (Geo-cors) ჩართული გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით, მეზობლების მითითებით, ადგილზე აიზომა ე-–------------------- (პ/ნ A-------) და მ-------------------ს (პ/ნ A-------) ფაქტობრივი ნაკვეთი, ვინაიდან თავად მესაკუთრეები არ დახვდნენ ადგილზე. თანდართული სიტუაციური ნახაზის თანახმად მ---------ა ე-–-------------------ების ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარეობს მათ საკუთრებაში ელექტრონულად რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ დასავლეთის მხიდან, რითიც დადასტურდა, რომ მარეგისტრირებლი ორგანოს მიერ სათანადო გამოკვლევის გარეშე მოხდა დაზუსტებული ელექტრონული რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე (ს/კ 8-----------).
საკუთრების უფლების სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და მათი სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს პირის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების მახასიათებლები და 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრიებული უძრავი ქონების იდენტურობა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაზუსტებული საკუთრების უფლების რეგისტრაციისას და სხვა ეტაპებზე (დაზუსტებული რეგისტრაციის განხორცილებისას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას) გამოკვლეული არ ყოფილა.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ანარგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებადა გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
1996 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში - ,,კანონი“; ძალადაკარგულია საქართველოს 12.28.2005 №2635 კანონით), რომლის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ყოველ რეგისტრატურაში ინახებოდა მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები წარმოადგენდა ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს. სააღრიცხვო ბარათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო - საკუთრების განყოფილება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობის, მასთან დაკავშირებული უფლებებისა და პირობების, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, როგორც დაზუსტებული ელექტრონული რეგისტრაციის დროს ს---------------------- საკუთრების რეგსიტრაციის დროს, ისევე მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება. რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელის და მესამე პირის ს--------, ხოლო შემდგომ, მ---------ა ე-–-------------------ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს მომიჯნავედ. შესაბამისად მათი საკუთრების უფლების დაზუსტებული (ელექტრონული) რეგისტრაციის დროს, სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო ზედდება. მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელი მიუწვდება ყველა მონაცემზე, მისთვის ცნობილია და მასთან ინახება პირველადი რეგისტრაციის ყველა საფუძველი და მათ შორის ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ინფორმაცია, საჯარო რეესტრისათვის ცნობილია ვისი უფლებაა რეგისტრირებული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო რეესტრს ხელეწიფება ადგილზე გასვლით, კადასტრის სამსახურის მეშვეობით დაადგინოს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, ხელი მიუწვდება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში დაცულ ყველა მონაცემზე და მათი მეშვეობით შეუძლია დაადგინოს მიწის ნაკვეთის ადგილდებარეობის შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ ყოფილა. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს ასევე ს---------------------- მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს წარდგენილი #------------ განცხადებაც, რომელზეც ს---------------------- მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა მათი ოჯახის კუთვნილი ქონების ფაქტრობრივი მდებარეობის შესაბამისი აზომვითი საკადასტრო ნახაზი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ან საკუთრების უფლება, არამედ მხოლოდ დაზუსტებული, ელექტრონული რეგისტრაციის შეუსაბამობა უძრავი ქონების ფაქტობრივ მდებარეობასთან, რისი შემოწმებაც მარეგისტრირებელი ორგანოს პირდაპირი ვალდებულებაა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისთვის წინასწარვე ცნობილია, რომ შესაძლოა შეილახოს სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციის უფლება. მართალია 2016 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველია ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი წინმსწრები რეგისტრაცია განხორციელებულია სათანადო გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესწავლილი უნდა იქნეს მისი რეგისტრაციის კანონიერებაც. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს ასევე ს---------------------- მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს წარდგენილი #------------ განცხადებაც, რომელზეც ს---------------------- მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა მათი ოჯახის კუთვნილი ქონების ფაქტრობრივი მდებარეობის შესაბამისი აზომვითი საკადასტრო ნახაზი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 აგვისტოს #---------------, 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- და 2016 წლის 1 ივნისის #------ გადაწყვეტილებები და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახლმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #--------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის #------ გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის გამოცემა;
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში;
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა